მთავარი,სიახლეები

,,ალდაგის” ახალი პროექტი მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად

22.10.2019 • 2908
,,ალდაგის” ახალი პროექტი მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად

მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება ქვეყნის ეკონომიკური ხერხემალია. რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ტიპის კომპანიების განვითარებისთვის? – ცხადია, მათი სრული კონცენტრაცია საკუთარ საქმიანობაზე. ამ პროცესის ეფექტურობას ხშირად აფერხებს ოფიციალური დოკუმენტების წარმოება, იურიდიული საკითხები, გარღვევები ბუღალტრულ აღრიცხვებსა და ფინანსურ დაგეგმარებაში.

სწორედ ამ საკითხების დასარეგულირებლად – მცირე და საშუალო ბიზნესკომპანიების დასახმარებლად შეიქმნა სადაზღვევო კომპანია ,,ალდაგისა” და აუდიტორული, საკონსულტაციო კომპანია ,,ლოიალტეს” ერთობლივი სერვისი. ეს შეთავაზება „ალდაგის“ კლიენტი კომპანიებისთვის ,,ლოიალტეს” მომსახურების განსაკუთრებული პირობებით მიღებას გულისხმობს.

თანამშრომლობის მემორანდუმი ორ კომპანიას შორის დღეს, 22 ოქტომბერს, სასტუმრო „ჰილტონ ბათუმში” გაფორმდა.

ფინანსური, საგადასახადო, IT და სამართლებრივი აუდიტი, სრული იურიდიული მომსახურება, ქონების შეფასება და მხარდაჭერა საგადასახადო დავებში – ეს იმ მომსახურების არასრული ჩამონათვალია, რითაც დღეიდან მცირე და საშუალო ბიზნესკომპანიები ისარგებლებენ ,,ალდაგისა” და ,,ლოიალტეს” ახალი პროგრამით.

,,ლოიალტე” აუდიტორულ და საკონსულტაციო სფეროში ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა. 2019 წლის ოქტომბრიდან კომპანიის მომსახურებით სარგებლობა უკვე აჭარაშიცაა შესაძლებელი – ბათუმის ფილიალი ლუკა ასათიანის ქუჩაზე, #8-ში მდებარეობს. კომპანიის მაღალპროფესიონალი გუნდი კარგად იცნობს ადგილობრივ ბაზარს, მცირე და საშუალო კომპანიების საჭიროებებს და მზად არის მათ ინდივიდუალური, სრულფასოვანი და კვალიფიციური მომსახურება გაუწიოს.

როგორც აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია ,,ლოიალტეს” მმართველი პარტნიორი გიგა ფაიქიძე ამბობს, მრავალწლიანი გამოცდილების მქონე სადაზღვევო კომპანია „ალდაგის” ეს აქცია სოციალური პასუხისმგებლობითაა გამოწვეული და ამ შემთხვევაში ორი კომპანიის მიზნები ერთმანეთს დაემთხვა – ორივე აცნობიერებს, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყნისთვის მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობას.

„იურიდიული საკითხების ცოდნა, სწორად აღრიცხვა ბიზნესპროცესებში კრიტიკულად მნიშვნელოვანია: ეს თავიდან არიდებს მცირე და საშუალო ბიზნესს საგადასახადო ორგანოებთან პრობლემებს, იურიდიული პრაქტიკა ასევე არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს ყველაფერი იმისთვისაა, რომ კომპანიები იყვნენ წარმატებულები, აკეთონ საქმე, კონცენტრირდნენ საკუთარ მიმართულებაზე და არ ჰქონდეთ საზრუნავი ისეთ რუტინულ თემებზე, როგორიცაა ბუღალტერია და იურიდიული მიმართულებები”, – ამბობს გიგა ფაიქიძე.

აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია ,,ლოიალტეს” მმართველი პარტნიორი გიგა ფაიქიძე

სხვადასხვა ზომისა და მიმართულების კომპანიებისთვის „ლოიალტეს” სპეციალური შეთავაზებები აქვს, რაც ,,ალდაგის” კლიენტი კომპანიებისთვის მნიშვნელოვანი სარგებელი იქნება.

რაც ყველაზე მთავარია, მომსახურების ფასები ისეა განსაზღვრული, რომ სერვისები განკუთვნილია საწყის ეტაპზე მყოფი, მცირე და საშუალო ბიზნესკომპანიებისთვის, მიუხედავად იმისა, თუ რა ბრუნვა აქვს ბიზნესს.

„იმ სერვისების მიღება, რასაც დღეიდან ჩვენ ვთავაზობთ მცირე და საშუალო კომპანიებს, მათ საკმაოდ დიდი ძალისხმევის სანაცვლოდ უწევდათ და ყოველთვის არც იყო გარანტირებული ხარისხი.

ჩვენი ახალშექმნილი გუნდი იმუშავებს კომპანიების განმავითარებელ სერვისებზე და ვეცდებით საკუთარი წვლილი შევიტანოთ ბიზნესკომპანიების ხელშეწყობაში. ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია”, – ამბობს სადაზღვევო კომპანია „ალდაგის“ კორპორაციული დეპარტამენტის დირექტორი დავით ეჯიბია.

მემორანდუმის გაფორმების პარალელურად, დღეს სასტუმრო „ჰილტონ ბათუმში” მცირე და საშუალო ბიზნესის ადგილობრივ წარმომადგენლებთან გაიმართა შეხვედრა, სადაც დღგ-ს შესახებ კანონში ცვლილებებზე, შრომის უსაფრთხოების ახალ მოთხოვნებსა და ბიზნესისთვის მნიშვნელოვან სხვა აქტუალურ საკითხებზე ისაუბრეს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: