მთავარი,სიახლეები

შაბათ-კვირას იწვიმებს, გაძლიერდება ქარი – ამინდის პროგნოზი ბათუმში

27.09.2019 • 1195
შაბათ-კვირას იწვიმებს, გაძლიერდება ქარი – ამინდის პროგნოზი ბათუმში
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 27  სექტემბრის 21 საათიდან 28 სექტემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი, წვიმა, დღისით – ზოგან ძლიერი.

იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში, დღისით – 17-22 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 20-25 გრადუსი
  • ღამით: 10-15 გრადუსი 

მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 6-11 გრადუსი 
  • ღამით: 1-6 გრადუსი 

ზღვის წყლის ტემპერატურა 22.5 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, კვირას, 29 სექტემბერს, შენარჩუნებული იქნება წვიმა, ორშაბათიდან კი გამოიდარებს.

___________________________

ფოტო: „ბათუმელები“/თამარ ნერგაძე

გადაბეჭდვის წესი


ასევე: