სიახლეები

შავ ზღვაში ნაპოვნი მყარი ნარჩენების 87% პლასტმასია – კვლევის შედეგები

09.08.2019
შავ ზღვაში ნაპოვნი მყარი ნარჩენების 87% პლასტმასია – კვლევის შედეგები

“შავი ზღვის გარემოს მონიტორინგის გაუმჯობესების” ფარგლებში ჩატარებული ყველაზე მასშტაბური კვლევა შავი ზღვის მყარი ნარჩენებით დაბინძურების შესახებ, კვლევის შედეგებს აქვეყნებს. დასკვნაში წერია, რომ შავ ზღვაში მყარი ნარჩენების საკმაოდ დიდი რაოდენობის არსებობის მიზეზი ოკეანეში წყლის შეზღუდული მიმოცვლა და უამრავი დამაბინძურებელი ნივთიერებაა, რომელიც მოაქვს დიდ მდინარეებს:

შავ ზღვაში ნაპოვნი მყარი ნარჩენების 87% პლასტმასია, მათგან 68% პლასტმასის ნატეხებია, 9% – პლასტმასის კონტეინერები, 3% – ბოთლები, 3% – პენოპლასტი, 8 პოლიეთილენის პარკები.

კვლევის მიხედვით, ყოველ ერთ საათში მდინარეებს შავ ზღვაში გააქვთ ნაგვის 6-დან 50-მდე ელემენტი.

მდინარეს ჩამოყოლილი ნარჩენების ტიპები ასე გამოიყურება:

პლასტმასის დაშლის პროცესი დაახლოებით 100 წელს გრძელდება, პლასტმასის ბოთლების შემთხვევაში კი – 1000 წელზე მეტს. 2050 წლისთვის ზღვაში პლასტმასის საგნები მეტი იქნება, ვიდრე თევზი.

რა შეგვიძლია გავაკეთოთ ჩვენ, მოქალაქეებმა?

შევწყვიტოთ ერთჯერადი ნივთების გამოყენება, უპირატესობა მივანიჭოთ მრავალჯერადი გამოყენების ნივთებს, მაგალითად, შუშის ბოთლს, ხის დანა-ჩანგალს, ნაჭრის ჩანთებს და სხვა. არასოდეს დავტოვოთ ნაგვის ნარჩენები ველურ ბუნებაში.

სამრეწველო სფეროში გადაწყვეტილების მიმღები პირები მაქსიმალურად უნდა შეეცადონ, ხელი შეუწყონ გადამუშავებული პლასტმასის გამოყენებას მრეწველობაში.

ფრაგმენტები ამოღებულია “შავი ზღვის გარემოს მონიტორინგის გაუმჯობესების” კვლევის შედეგების ინფოგრაფიკიდან.

 

ამავე თემაზე:

7 მიზეზი, თუ რატომ არ უნდა წამოიღოთ პოლიეთილენის პარკი მაღაზიიდან [ინფოგრაფიკა]

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.