განცხადებები,რეკლამა,სიახლეები

შპს „შენი სახლის“ საჯარო მიმართვა ნასყიდობის ხელშეკრულების დამრღვევთათვის

21.06.2019
შპს „შენი სახლის“ საჯარო მიმართვა ნასყიდობის ხელშეკრულების დამრღვევთათვის

ყველას, ვისაც ქ. ბათუმში, ლადო გუდიაშვილის 8 ნომერში მიმდინარე მშენებლობასთან დაკავშირებით შემოსატანი გაქვთ ბინის ნასყიდობის თანხა, გთხოვთ, ამ განცხადების გამოქვეყნებიდან 3 დღის ვადაში გამოცხადდეთ შპს „შენი სახლის“ [ს/კ 448394960] ამავე მისამართზე მდებარე ოფისში, უკვე გადახდილი თანხის დასაფიქსირებლად და სამომავლო გადახდის გრაფიკების შესადგენად. ძალიან გთხოვთ, ნუ გვაიძულებთ მივმართოთ უკიდურეს ზომებს და გავაუქმოთ ნასყიდობის ხელშეკრულებები.

სამშენებლო კომპანია გადადის საგანგებო რეჟიმში, ამიტომ, ამ 3-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ, პრეტენზიები აღარ მიიღება და დაიწყება ნასყიდობის ხელშეკრულებების გაუქმების პროცესი. ჩვენ გვაქვს ვალდებულებები იმ კეთილსინდისიერი შემძენების წინაშე, ვისაც სრულად აქვს დაფარული ბინის საფასური და, ასევე, ვისაც სრულად ჯერ არ აქვს დაფარული, მაგრამ დღესაც პატიოსნად იხდის თანხას გრაფიკის შესაბამისად.

სასამართლოში სამომავლო დავას სჯობს პრობლემის 3 დღეში მოგვარება!

ეს ბოლო საჯარო გაფრთხილებაა!

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.