მთავარი,სიახლეები

ვუდი ალენის მემუარების გამოქვეყნებაზე ამერიკული გამომცემლობები უარს აცხადებენ

13.05.2019
ვუდი ალენის მემუარების გამოქვეყნებაზე ამერიკული გამომცემლობები უარს აცხადებენ

ვუდი ალენის მემუარების გამოცემაზე ამერიკული გამომცემლობები უარს აცხადებენ. მიზეზი რეჟისორის ძალადობაში  დადანაშაულებაა.

ვუდი ალენის შვილობილმა, დილან ფეროუმ, ის სექსუალურ ძალადობაში გასულ წელს დაადანაშაულა.

მომხდარის შემდეგ რეჟისორთან თანამშრომლობა უამრავმა ცნობილმა მსახიობმა შეწყვიტა. Amazon Studios-მა კი უარი თქვა მისი ახალი ფილმის „წვიმიანი დღე ნიუ-იორკში“ გაქირავებაზე, ამავე სტუდიამ მასთან სამი სხვა ფილმის გადაღებების კონტრაქტიც ჩაშალა.

ამერიკულ მედიაში წერენ, რომ შტატებში ამაო მცდელობის შემდეგ, ვუდი ალენი მემუარების გამოცემას ევროპაში შეეცდება, სადაც მისი რეპუტაცია ისე სავალალოდ არ აღიქმება, როგორც ამერიკაში.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ალენი ახალ ფილმს იღებს ესპანეთში იქაურ კომპანია Mediapro -სთან ერთად, რომელიც ჩართული იყო „ვიკი, კრისტინა, ბარსელონას“ გადაღებების პროცესშიც.

როგორც 2019 წლის თებერვალში გახდა ცნობილი, ვუდი ალენმა ნიუ-იორკის სასამართლოში სარჩელი შეიტანა Amazon Studios-ის წინააღმდეგ და გადაღებების ჩაშლით გამოწვეული ზიანის ასანაზღაურებლად სტუდიას კომპენსაცია –  68 მილიონი დოლარი მოსთხოვა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: