Batumelebi | ფრანგული ენის უფასო კურსები ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში ფრანგული ენის უფასო კურსები ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში – Batumelebi
RU | GE  

ფრანგული ენის უფასო კურსები ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში

აკაკი წერეთლის სახელობის ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკა ფრანგული ენის შესწავლის მსურველებს უფასო კურსებს სთავაზობს.

კურსი საკომუნიკაციო, საბაზისო ფრანგულს შეასწავლის დაინტერესებულ პირებს თანამედროვე სახელმძღვანელოებისა და მულტიმედიური მასალების დახმარებით.

დასაწყისისთვის ფრანგული ენის კურსი ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში სამთვიანი იქნება და A 1 საფეხურით დაიწყება, შემდეგ კი, მსურველთა დაინტერესების შესაბამისად გაგრძელდება.

გაკვეთილები 2019 წლის პირველი მარტიდან ჩატარდება კვირაში ორჯერ, ბათუმის აკაკი წერეთლის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკაში.

ფრანგული ენის უფასო კურსზე ჩაწერა 18-30 წლის ნებისმიერ მსურველს შეუძლია, რისთვისაც დაინტერესებულმა პირებმა ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზს უნდა მიმართონ ვაჟა-ფშაველას ქ. № 21-ში.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თამარ ნერგაძე არის "ბათუმელების" რეპორტიორი 2017 წლის ოქტომბრიდან. ტელ.: 568 81 41 75 / E-mail.: tamarnergadze123@gmail.com