მთავარი,სიახლეები

2018 წლის პრეზიდენტის არჩევნებისთვის საჭირო თანხა 42,6 მილიონ ლარამდე გაიზარდა

12.08.2018 • 5662
2018 წლის პრეზიდენტის არჩევნებისთვის საჭირო თანხა 42,6 მილიონ ლარამდე გაიზარდა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილებით, 2018 წლის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისთვის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხის განაწილებისა და გამოყენების წესში შევიდა ცვლილება. ამ ცვლილებით ცენტრალური საარჩევნო კომისია ნაცვლად 39 136 784 ლარისა, საპრეზიდენტო არჩევნებში წელს 42 667 518 ლარს დახარჯავს.

3 მილიონ 409 ათასი ლარით გაიზარდა შრომის ანაზღაურების მუხლი. შესაბამისად, საარჩევნო ადმინისტრაცია ხელფასებისთვის ჯამში 20 326 517 ლარს დახარჯავს.

საარჩევნო სუბიექტების სატელევიზიო რეკლამის განთავსებისთვის ბიუჯეტიდან 2 მილიონზე მეტი ლარი დაიხარჯება, ხოლო ამ სუბიექტების წარმომადგენლები, ჯამში, 7 მილიონ 238 ათას 50 ლარით დაფინანსდებიან.

2018 წლის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისთვის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხის ხარჯთაღრიცხვა:

2018 წლის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება.

მთავარი ფოტო: 2016 წლის არჩევნები ბათუმში / ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

გადაბეჭდვის წესი


ასევე: