ემიგრანტებისთვის საარჩევნო უფლების წართმევას „ლელო“ საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს

ემიგრანტებისთვის საარჩევნო უფლების წართმევას „ლელო“ საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს. დღეს, 17 აგვისტოს, „ლელომ“ სარჩელი საკონსტიტუციო სამარულოში შეიტანა. სარჩელის დარეგისტრირების შემდეგ სასამართლოსთან გამართულ ბრიფინგზე  „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი სიორიძემ ემიგრანტებს მოუწოდა ამ საჩივარს შეუერთდნენ: „ათასობით ჩვენს თანამემამულეს პრაქტიკულად წაართვეს საარჩევნო ხმის უფლება, საზღვარგარეთ საარჩევნო უბნები აღარ გაიხსნება. განსაკუთრებით ცინიკური იყო მათი პასუხი და გზავნილი ჩვენი ემიგრანტებისადმი, რომ …

ღარიბაშვილი აცხადებს, რომ ივანიშვილის სახელით კორუფციის ახალი საქმის თავის თავზე აღებას სთავაზობენ

ამჟამად პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ ივანიშვილის სახელით მიიღო ახალი წერილი, სადაც მას კორუფციის ახალი საქმის თავის თავზე აღებას სთავაზობენ. ამის შესახებ დღეს, 17 აგვისტოს, ღარიბაშვილის ვერიფიცირებულ ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნდა ღარიბაშვილის მიმართვა: „ეს წერილი გამომიგზავნეს ბიძინა ივანიშვილის დავალებით. მე ყველაფერი ვცადე და გავაკეთე, რომ ეს ნაბიჯი არ გადამედგა. სამწუხაროდ, სხვა გზა არ …

საქართველოში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის რაოდენობა კვლავ შემცირდა

2026 წლის II კვარტალის ბოლოსათვის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით 5.4 პროცენტით შემცირდა და 820.8 ათასი სული შეადგინა. ამის შესახებ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარ მონაცემებშია აღნიშნული. საქსტატის ცნობით, ფურისა და ფურკამეჩის ჯამური რაოდენობა 380.4 ათასი სულით განისაზღვრა, რაც წინა წლის შესაბამისი მაჩვენებელს 6.2 პროცენტით ჩამორჩება. ღორის რაოდენობა 171.9 ათასი სულით განისაზღვრა, …

ოდესაში სამოქალაქე გემს დაესხნენ თავს – დაშავდა ეკიპაჟის 4 წევრი

უკრაინის ცნობით, რუსეთი ოდესის რეგიონში სამოქალაქო გემს დაესხა თავს. ოდესის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლეგ კიპერმა განაცხადა, რომ რუსეთის თავდასხმის შედეგად ტოგოს დროშის ქვეშ მცურავი სამოქალაქო გემი დაზიანდა, ოთხი ადამიანი დაშავდა, მათგან ერთი – მძიმედ და გემზე ხანძარი გაჩნდა. რუსეთი რეგულარულად ავრცელებს ინფორმაციას ოდესის რეგიონში პორტებზე დარტყმების შესახებ. დღეს, 17 აგვისტოს, რუსეთმა ოდესის გარეუბანში მდებარე …

შსს ამბობს, რომ კობა ფარტენაძე პოლიციელების შეურაცხყოფის გამო დააკავეს

შსს-ს ამბობს, რომ კობა ფარტენაძე პოლიციელების შეურაცხყოფის გამო დააკავეს. „კობა ფარტენაძე, პოლიციის მიმართ სხვადასხვა დროს განხორციელებული სიტყვიერი შეურაცხყოფის, ასევ წვრილმანი ხულიგნობის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს. კობა ფარტენაძემ, 16 აგვისტოს, მასთან დაკავშირებულ ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეზე მოწმის სახით გამოკითხვისას, სამართალდამცველებს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა – აღნიშნულ ფაქტზე დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება. ასევე, აღნიშული …

„დაკავებულია კობა ფარტენაძე… ვარკვევთ, რა საფუძვლით დააკავეს“ – ადვოკატი

მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე ადმინისტრაციული წესით დააკავეს. ინფორმაციას ადვოკატი თემურ ქავშბაია ავრცელებს. „ბათუმელები“ ცდილობს შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ინფორმაციის მიღებას. „დაკავებულია აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი კობა ფარტენაძე. მისი დაკავება მოხდა ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილებაში… ამ დროისათვის ვარკვევთ თუ რა საფუძვლითა და მოტივით იქნა, ადმინისტრაციული წესით დაკავებული… ამჟამად ის მოთავსებულია ზესტაფონის წინასწარი დაკავების იზოლატორში,“ – წერს ადვოკატი …

ხულოში ტყის მცველი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს – საგამოძიებო

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, სამ სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე ქრთამის აღებისა და კომერციული მოსყიდვის ფაქტებზე სამი პირი დააკავეს. „აჭარის სატყეო სააგენტოს ხულოს სატყეო ადმინისტრაციის ტყის მცველმა ნ.ბ.-მ, სახელმწიფო ტყის ფონდის ნაკვეთით სარგებლობის სანაცვლოდ, მოქალაქეს ქრთამის სახით 1 000 აშშ დოლარი გამოართვა. იგი თანხის აღების მომენტში, დანაშაულის ადგილზე დააკავეს. ასევე, სურსათის ეროვნული სააგენტოს რაჭა-ლეჩხუმისა და …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 17 აგვისტო

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 17 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 468 760 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 440. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები] ტანკი – 12 272 ერთეული [+2] ჯავშანტექნიკა – 25 155 ერთეული [+4] საარტილერიო სისტემა – 48 100 …

ჩაქვში სატვირთო მატარებელი კაცს დაეჯახა – ის ადგილზე დაიღუპა

ჩაქვში სატვირთო მატარებელი ახალგაზრდა კაცს დაეჯახა. შეჯახების შედეგად კაცი ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა დღეს, 16 აგვისტოს, ნაშუადღევს მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას. ბოლო რამდენიმე დღეში ეს უკვე მესამე შემთხვევაა, როდესაც მატარებელი მოქალაქეს ეჯახება. …

ვის ამღერებენ ხულოში, ზორტიყელის მთაზე – 46 ათასი ლარი ჰონორარებში

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი აცხადებს, რომ „შუამთობის სახალხო დღესასწაულის ფარგლებში“ ხულოს მუნიციპალიტეტში, ზორტიყელის მთაში დაგეგმილია ღონისძიება, რისთვისაც მუსიკალური პროგრამა უნდა შეისყიდოს. მუსიკოსებს კი ჰონორარებში [ყველა ხარჯის გათვალისწინებით] ჯამში 46 ათას ლარს გადაუხდის. ღონისძიება ზორტიყელში 2026 წლის 18 აგვისტოს არის დაგეგმილი. „თარიღის ცვლილება ეცნობება შემსრულებლებს“ – წერს დეპარტამენტი. ხელშეკრულებები გამარტივებული წესით შემდეგ მუსიკოს-შემსრულებლებთან გაფორმდება: ჯგუფი …

ქობულეთის სოფელ ქვედა სამებაში ეკლესიას ბიუჯეტის ფულით ააშენებენ – დაიხარჯება 1,9 მილიონი ლარი 

„ქობულეთის სოფელ ქვედა სამებაში მდებარე შუა საუკუნეების ნაეკლესიარის აღდგენა/რეაბილიტაციის სამუშაოებზე“ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ [კმდს] ტენდერი 1,9 მილიონი ლარით გამოაცხადა. სატენდერო დოკუმენტების მიხედვით კი ჩანს, რომ ნაეკლესიარზე [სადაც ძველი ტაძრის ნაშთებია] ახალი ეკლესიის აშენებაა დაგეგმილი. ტენდერს თან ახლავს პროექტი და სხვადასხვა დოკუმენტაცია. ერთ-ერთ განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ დაგეგმილია „ქობულეთის სოფელ ქვედა სამებაში შუა საუკუნეების …

როგორი ამინდი იქნება ორშაბათიდან ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 16 აგვისტოს 21 საათიდან 17 აგვისტოს 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, ზოგან ელჭექის ხასიათის წვიმა. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან მუნიციპალიტეტებში: დღისით: 25 – 30 გრადუსი სითბო ღამით: 16 – 21 გრადუსი სითბო მაღალმთიან ზონაში: დღისით: 18  …

ბათუმში დიდი ოდენობით ნარკოტიკის რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 1 პირი დააკავეს – შსს

ბათუმში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით „სამართალდამცველებმა ბათუმში, ბრალდებულის პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი, მათ შორის 50 შეკვრა სარეალიზაციოდ დაფასოებული „მეთადონი“. პოლიციის მიერ, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.“ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე …

კობა ფარტენაძეს თავს ისევ დაესხნენ – დაწყებულია გამოძიება

კობა ფარტენაძე ამბობს, რომ მას ბათუმში, ევროპის მოედანზე 16 აგვისტოს ისევ დაესხნენ თავს. შინაგან საქმეთა სამინისტროში „ბათუმელებს“ განუცხადეს, რომ აღნიშნულ ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება. კობა ფარტენაძე მეტეოროლოგი და ტელეწამყვანია. მას თავს რამდენიმე დღის წინაც დაესხნენ. 2026 წლის 10 აგვისტოს მის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ მას ქუჩაში კაცი დაჭრით ემუქრება. იგივე პირი ახსენებს კობა ფარტენაძის „შეღებილ …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 16 აგვისტო

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 16 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 467 320 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 510. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები] ტანკი – 12 270 ერთეული [+1] ჯავშანტექნიკა – 25 151 ერთეული [+7] საარტილერიო სისტემა – 48 007 …

როგორ მოქმედებენ მოსამართლეები, როცა საქმე ივანიშვილის ინტერესს ეხება

„მოსამართლის მანტია პოლიტიკური მიზნებისთვის არის გამოყენებული… მოსამართლე ემსახურება სისტემას რუსული, რეპრესიული მანქანის ჩამოყალიბებაში“, – ამბობს მოქალაქე და ყოფილი პოლიტიკური პატიმარი – თორნიკე თოშხუა „ბათუმელებთან“. ის რამდენიმე დღის წინ, ამჯერად მხოლოდ პლაკატის ხელში დაჭერის გამო დააპატიმრეს. პლაკატზე ეწერა: „ბიძინა ყ არაა, არის?“ როცა მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ კონსტიტუციით გარანტირებული გამოხატვის თავისუფლების სარგებლობისთვის მოქალაქე დაცვის ნაცვლად დააპატიმრა, კიდევ …

რა ქონებას გადასცემს ბათუმის მერია საპატრიარქოს უსასყიდლოდ

ბათუმის საკრებულო 21 აგვისტოს სხდომაზე განიხილავს განკარგულებების პროექტს, რომლითაც ქალაქის მერიას საქართველოს საპატრიარქოსთვის მუნიციპალური ქონების გადაცემაზე თანხმობა უნდა მისცეს. საპატრიარქოს ქალაქის კუთვნილი გარკვეული ქონება მუდმივ სარგებლობაში უსასყიდლოდ გადაეცემა. ეს ქონება კი, განმარტებითი ბარათის მიხედვით სხვადასხვა ეკლესია-მონასტრებს მოხმარდება. კერძოდ: 1000 კვადრატული მეტრი მეორადი ქვაფენილი – ყოველთა ქართველთა წმინდათა სახელობის დედათა მონასტრისათვის; 2000 კვადრატული მეტრი მეორადი ქვაფენილი …

200 ათასი ლარი გამოყო აჭარის სამინისტრომ ქედაში ღვინის ფესტივალის ორგანიზებისთვის

აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტრომ 200 ათასი ლარით გამოაცხადა ტენდერი ქედის ღვინის ფესტივალის ორგანიზების შესყიდვაზე. ღვინის ფესტივალი 2026 წლის ოქტომბრის თვეში უნდა ჩატარდეს. კონკრეტულ თარიღს ტენდერში გამარჯვებულს სამინისტრო წერილობით არანაკლებ 10 სამუშაო დღით ადრე აცნობებს. ფესტივალი დაბა ქედაში, ფრიდონ ხალვაშის სახელობის ცენტრალურ პარკში ჩატარდება. სამინისტრო აცხადებს, რომ ქედის ღვინის ფესტივალის მიზანი ადგილობრივი, უნიკალური …

რკინიგზის სახიფათო გადასასვლელები ბათუმში – რა გამოსავალს გვთავაზობს ქალაქის გენგეგმის პროექტი

ბათუმში, წერეთლის ქუჩაზე, ბონი-გოროდოკის, ბარცხანისა და თამარის დასახლებებში, მახინჯაურში და მწვანე კონცხზე – ქვეითებისთვის სარკინიგზო გადასასვლელები მოუწესრიგებელი და საფრთხის შემცველია. ამ პრობლემის მოგვარებაზე არავინ ფიქრობს, რასაც ტრაგიკულ შედეგებამდე მივყავართ. 13 აგვისტოს, ბათუმში, მწვანე კონცხზე, თბილისი-ბათუმის სამგზავრო მატარებელი 16 წლის გოგოს დაეჯახა. არასრულწლოვანი ადგილზე დაიღუპა. ამ თემაზე: რა ხდება ადგილზე, სადაც მატარებელი მოზარდ გოგოს დაეჯახა რკინიგზის, …

ბათუმის მერია „საჭადრაკო კლუბ ნონას“ და „საცხენოსნო კლუბს“ აუქმებს

ბათუმის მერიამ საკრებულოში შეიტანა განკარგულების პროექტი, რომლითაც ქალაქის მერს უნდა მიეცეს თანხმობა მოახდინოს ორი არასამეწარმეო [არაკომერციული] იურიდიული პირის: „საჭადრაკო კლუბი ნონა“-ს და „ბათუმის საცხენოსნო კლუბი“-ს ლიკვიდაცია. „მართვის ოპტიმიზაციის მიზნით, მიზანშეწონილია აღნიშნული კერძო სამართლის იურიდიული პირების უფლება-მოვალეობანი გადაეცეს ა[ა]იპ „ბათუმის სპორტულ ცენტრს“. ამასთანავე, იმის გათვალისწინებით, რომ ლიკვიდაციის პროცესის დაწყება, დაკავშირებულია ორგანიზაციულ-სამართლებრივი ღონისძიებების განხორციელებასთან, კერძოდ, მიმდინარე სახელმწიფო …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 15 აგვისტო

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 15 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 465 810 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 370. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები] ტანკი – 12 269 ერთეული [+5] ჯავშანტექნიკა – 25 144 ერთეული [+3] საარტილერიო სისტემა – 47 932 …

“შესაბამისი მართვის მოწმობის კატეგორია არ ჰქონდა” – პროკურატურამ მიკროავტობუსის მძღოლს ბრალი წარუდგინა

პროკურატურამ მძღოლს, რომელიც გომისმთაზე მომხდარი ავარიისას მიკროავტობუსს მართავდა, ბრალდება წარუდგინა. ბრალდების თანახმად, მიკროავტობუსის მძღოლს, „შესაბამისი მართვის მოწმობის კატეგორია“ არ ჰქონდა. „საქართველოს პროკურატურამ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა გომის მთის საავტომობილო გზაზე მომხდარი ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევის ფაქტზე, რამაც ოთხი ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 12 აგვისტოს, …

მომართვიანობა გაიზარდა – ბათუმის მერია მშენებლობის ნებართვების დაჩქარებულად გასაცემად ახალ სსიპ-ს ქმნის

ბათუმის მერია სამშენებლო პროექტების დამტკიცებაზე განაცხადებს ვერ აუდის, სწორედ ამიტომაც გადაწყვიტა ახალი სსიპ -ის შექმნა, „სადაც გაცილებით მეტი კვალიფიციური კადრის დასაქმებას შევძლებ და საქმესაც გადავანაწილებო“ – წერს პროქტის განმარტებით ბარათში მერიის ადმისტრაციის უფროსი მარიამ ხაზარაძე. პროექტის განმარტებით ბარათში ასევე ვკითხულობთ, რომ ახალი სსიპ-ი ბიუჯეტის ხარჯებს კი არ გაზრდის, პირიქით ახალ შემოსვლებს მოუტანს ქალაქის მთავარ ყულაბას, …

რა ხდება ადგილზე, სადაც მატარებელი მოზარდ გოგოს დაეჯახა

გუშინ, 13 აგვისტოს, ბათუმში, მწვანე კონცხზე, თბილისი-ბათუმის სამგზავრო მატარებელი 16 წლის გოგოს დაეჯახა. არასრულწლოვანი ადგილზე დაიღუპა. როგორც „ბათუმელებს“ თვითმხილველებმა უთხრეს, შემთხვევა სარკინიგზო გადასასვლელზე მოხდა. „არ დამინახავს როგორ დაეჯახა. ხმა გავიგე და წამოვხტი. ქვასთან ეგდო უკვე საწყალი ბავშვი,“ – უთხრა „ბათუმელებს“ მომხდარი ფაქტის ერთ-ერთმა თვითმხილველმა. სარკინიგზო გადასასვლელზე შუქნიშანი არაა. მხოლოდ აბრაა, რომ გადასვლა არ შეიძლება. „ქალბატონებო …

სამთავრობო უწყება ოფისს „ოცნების“ დეპუტატის კომპანიისგან ქირაობს

ცენტრალური შემსყიდველი ორგანო, რომლის მთავარი მოვალეობა საჯარო უწყებებისთვის კონსოლიდირებული ტენდერების გამოცხადება-ჩატარებაა, თავისთვის 483 ათასი ლარის საოფისე ავეჯს უტენდეროდ ყიდულობს. სახელმწიფო ორგანო, რომელიც „ოცნების“ მთავრობამ 2026 წლის მაისში შექმნა, ახალი ავეჯით იმ საოფისე ფართობის მოწყობას გეგმავს, რომელიც „ოცნების“ პარლამენტარ ანტონ ობოლაშვილის კომპანიისგან იჯარით აიღო. შემსყიდველი ორგანო ადასტურებს, რომ ინვენტარის შესყიდვა „ექვემდებარება ელექტრონული ტენდერის პროცედურების განხორციელებას, რაც …

ნინოშვილის ქუჩაზე „გუმბათის“ მშენებლობა გვერდით არსებულ ძეგლს საფრთხეს უქმნის

ბათუმში, ნინოშვილის #27-ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის მესაკუთრეებმა, მათი სახლის მომიჯნავედ [#25-ში] მიმდინარე მშენებლობის შესაჩერებლად პოლიცია არაერთხელ გამოიძახეს. როგორც აქ გვიყვებიან, სამშენებლო სამუშაოები მათი სახლის რყევებს იწვევს. „სახლი ზანზარებდა, პოლიცია გამოვიძახეთ. მივმართეთ მერიასაც, მუნიციპალურ ინსპექციას და კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს“, – გვიყვება ირაკლი კაკაბაძე, სახლის ერთ-ერთი მესაკუთრე. ნინოშვილის ქუჩაზე, ძეგლის დაცვის ზონაში, შპს „გუმბათი ბულვარის კარიბჭემ“ …

6 წლის თეკლა რეანიმაციაშია – ოჯახი მის გადასარჩენად საზოგადოებას დახმარებას სთხოვს

6 წლის თეკლა ცენტერაძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება. თეკლა, რომელიც სექტემბერში ბათუმის მე-10 საჯარო სკოლის მეორეკლასელი გახდება, ახლა თურქეთში, ქალაქ ტრაბზონში მდებარე კლინიკის რეანიმაციაში წევს. მას ძვირადღირებული მკურნალობა ესაჭიროება, რისი შესაძლებლობაც ოჯახს არ აქვს. „ბათუმელები“ დღეს, 14 აგვისტოს, ესაუბრა თეკლას დედას, შორენა ვართმანიძეს, რომელიც შვილთან ერთად იმყოფება რეანიმაციაში. მან გვიამბო, რომ თეკლა ბახმაროში ისვენებდა, როცა მისი …

რუსეთმა უარყო ინიციატივა შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ

რუსეთმა უარყო თურქეთის წინადადება შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ პარასკევს, 14 აგვისტოს განაცხადა, რომ მოსკოვი ვერ ხედავს წინაპირობებს სიტუაციის გაუმჯობესებისთვის და, შესაბამისად, ვერ ხედავს მიზეზს, რომ დაეთანხმოს ცეცხლის შეწყვეტას შავ ზღვაში. მან ასევე აღნიშნა, რომ თურქეთის წინადადება საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაკან ფიდანმა მედიაში გააჟღერა, მაგრამ რუსეთს ანკარისგან ოფიციალური …

ლატვიის საჰაერო სივრცეში ნატოს გამანადგურებლებმა დრონი ჩამოაგდეს

14 აგვისტოს ღამეს, ლატვიის რამდენიმე, რუსეთთან და ბელარუსთან საზღვრებთან ახლოს მდებარე რეგიონში, საჰაერო თავდასხმის განგაში გამოცხადდა. ლატვიის შეიარაღებული ძალების ცნობით, ნატოს გამანადგურებლებმა ლატვიის საჰაერო სივრცეში უცხო ქვეყნის დრონი ჩამოაგდეს. ლატვიის შეიარაღებულმა ძალებმა ჩამოვარდნილი დრონის წარმოშობის ქვეყანა არ მიუთითეს, თუმცა უწყება აცხადებს, რომ დრონმა ლატვიის საჰაერო სივრცე რუსეთის მიერ ელექტრონული საბრძოლო სისტემების გამოყენების შედეგად დაარღვია. ჩამოგდებული …

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 14 აგვისტოს 21 საათიდან 15 აგვისტოს 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, ზოგან ხანმოკლე წვიმა და ჭექა-ქუხილი. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან მუნიციპალიტეტებში: დღისით: 25 – 30 გრადუსი სითბო ღამით: 16 – 21 გრადუსი სითბო მაღალმთიან ზონაში: დღისით: …

პოლიციამ „გლოვოს“ კურიერის ჯგუფურად ცემის ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა

შს სამინისტროს ცნობით, პოლიციამ თბილისში ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით, ორი არასრულწლოვანი დააკავა. ამ საქმეზე ამჟამად სულ 5 პირია დაკავებული, მათ შორის – არასრულწლოვანები. ჯგუფურად ცემის შედეგად „გლოვოს“ კურიერი კლინიკაში მოხვდა ჯანმრთელობის დაზიანებით. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 7 აგვისტოს, თბილისში, ყაზბეგის გამზირზე, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს კომპანია ,,გლოვოს” კურიერს …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 14 აგვისტო

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 14 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 464 440 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 470. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები] ტანკი – 12 264 ერთეული [+2] ჯავშანტექნიკა – 25 141 ერთეული [+11] საარტილერიო სისტემა – 47 870 …

პატიმრობა ტროტუარზე დგომისთვის – საკონსტიტუციოს მხოლოდ ერთი მოსამართლის განსახვავებული აზრი

საკონსტიტუციო სასამართლომ არსებითად განსახილველად მიიღო სარჩელები, რომლებიც ტროტუარზე დგომისთვის ადამიანების დაპატიმრებას ეხება. ამავდროულად, სასამართლომ უარი თქვა სადავო ნორმის შეჩერებაზე, ვიდრე მოსამართლეები ამ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ. საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას კი საკონსტიტუციო სასამართლო ხშირად წლების განმავლობაში აჭიანურებს, როცა საქმე რეზონანსულია და დემოკრატიისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანი. ამ შემთხვევაში გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ მიიღო შემადგენლობით: ვასილ როინიშვილი, ევა …

„სახლი დაგვინგრიეს“ – ოჯახი „ოცნების“ დეპუტატის წინააღმდეგ, ილია ვერძაძე ბრალდებებს უარყოფს

აჭარაში „ოცნების“ უმაღლესი საბჭოს წევრს, ილია ვერძაძეს თაღლითობაში ადანაშაულებენ. ბათუმში მცხოვრებმა, ნათია თურმანიძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა ვიდეო, სადაც თქვა, რომ მის ოჯახს ქონება კორპუსის მშენებლობის და ბინების გადაცემის პირობით, გარიგების საფუძველზე, ილია ვერძაძემ დაათმობინა, შემდეგ კი ისინი ღია ცის ქვეშ აღმოჩნდნენ: „სახლი დაანგრიეს, არაფერი აუშენებიათ, ქირის თანხასაც აღარ გვიხდიან. მამამ ნერვიულობის გამო ორჯერ მიიღო ინსულტი, …

„გაუქმდა მიღება“ – გზავნილი სტუდენტებს, რომლებმაც თსუ-ში ევროპისმცოდნეობაზე ჩააბარეს

ერთიანი ეროვნული გამოცდების შემდეგ, აგვისტოს ომის წლისთავზე, აბიტურიენტებმა, რომლებიც თსუ-ს ევროპისმცოდნეობა აირჩიეს, სმს შეტყობინება მიიღეს: „გაუქმდა მიღება, გთხოვთ, გადახედოთ თქვენს მიერ შედგენილი პროგრამების პრიორიტეტულ სიას…“ ირკვევა, რომ განათლების ხარისხის ცენტრს [ეს უწყება აწარმოებს პროგრამების აკრედიტაციას] და თსუ-ს შორის არსებობდა მოლაპარაკება და პროგრამებს, რომლებსაც ვადა გასდიოდა [მათ შორის, ევროპისმცოდნეობას], ამ ვადას 2029 წლამდე გადაუვადებდნენ. ეს თსუ-ს …

რომელ ქუჩებზე და რა დროით შეიზღუდა წყლის მიწოდება ბათუმში – კომპანიის განცხადება

კომპანია „ბათუმის წყლის“ განცხადებით, ბათუმის რამდენიმე ქუჩაზე და ქალაქის შემოგარენში წყლის მიწოდება შეიზღუდა. „ჩაქვის სათავე ნაგებობაზე უხვად მოსული ნალექის შედეგად შექმნილი ავარიული მდგომარეობის გამო, წყალმომარაგება შეეზღუდათ ფრიდონ ხალვაშის ქუჩასა და ჩიხებში, ასევე ბენზეში, ბარცხანაში, წინსვლასა და ორთაბათუმში მცხოვრებ აბონენტებს“ – წერს „ბათუმის წყალი“. კომპანიის ცნობით, აბონენტებს წყალი შეეზღუდათ 14 აგვისტოს 00:00 საათამდე. კომპანია აბონენტებს ბოდიშს …

Exit mobile version