სამედიცინო კორპორაცია „ევექსის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი გიორგი ნიორაძე „ბათუმელებთან“ საუბარში აცხადებს, რომ ბათუმში, „დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის რესპუბლიკურ ცენტრში“ თანამშრომლების შემცირება რეორგანიზაციის საფუძველზე მოხდა. მისი განცხადებით, შემცირება შეეხო როგორც სამედიცინო, ასევე არასამედიცინო პერსონალს. „ამ კონკრეტულ დაწესებულებაში 30 ადამიანს შეეხო რეორგანიზაციის პროცესი. კორპორაციის მხრიდან ყველა მათგანთან იყო დროული კომუნიკაცია და ყველა იურიდიული მხარე იყო დაცული“. …
Continue reading “ბათუმის „დედათა და ბავშვთა ცენტრიდან“ 30 თანამშრომელი გაათავისუფლეს”