დღეს, 18:00-დან 22:00 საათამდე, სასმელი წყლის მიწოდება შეუწყდებათ, ტბელ აბუსერიძის ქუჩის მცხოვრებლებს, ასევე აბონენტებს გრიბოედოვის ქუჩის კვეთიდან გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩის კვეთამდე და ლორიას ქუჩის ნაწილს. „ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, შეფერხების მიზეზია სამუშაოები, რომლებიც წყალმომარგების მაგისტრალურ ქსელზე ახალი აბონენტების დაერთების მიზნით ტარდება.
Category Archives: მთავარი
პარკირების წესების დარღვევისთვის დღეს ბათუმში 600-მდე ადამიანი დაჯარიმდა [ფოტო]
სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს ინფორმაციით, პარკირების წესების დარღვევის გამო, დღეს ბათუმში 563 ადამიანი დაჯარიმდა. მათ შორის – 465 პარკირების საფასურის გადახდის გარეშე დგომისთვის, 57 – ნიშანში დგომისთვის, 20 – ტროტუარზე დგომის გამო, 8 – ტაქსის, სპეცტქნიკის პარკირების საფასურის გადაუხდელობისთვის, 11 -დგომა-გაჩერების წესის დარღვევისთვის, 1 – ავტობუსის გაჩერებაზედგომისთვის და 1 – პარკირების ორგანიზების წესის დარღვევისთვის.
ქობულეთის, ხელვაჩაურისა და ქედა-შუახევი-ხულოს მაჟორიტარული ოლქების საზღვრები
ამომრჩეველი აჭარაში [ზოგადად ქვეყანაში] მაჟორიტარს, როგორც პარლამენტში, ასევე უმაღლეს საბჭოში, აირჩევს შესაბამის ოლქებში, რომელთა საზღვრები შეცვლილია. აჭარის ტერიტორიაზე 6 მაჟორიტარული ოლქია: 68, 69, 70, 71, 72 და 73. 71-ე მაჟორიტარული ოლქი – მოიცავს ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიას, გარდა ხალას, ჩაისუბნის, საჩინოს, ჩაქვისა და ციხისძირის ადგილობრივი მაჟორიტარული ოლქებისა. ეს ადგილობრივი ოლქები შედის N68 [ბათუმის] მაჟორიტარული ოლქის საზღვრებში. 72-ე …
Continue reading “ქობულეთის, ხელვაჩაურისა და ქედა-შუახევი-ხულოს მაჟორიტარული ოლქების საზღვრები”
ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე თანამდებობიდან გადადგა
ცოტა ხნის წინ, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჭეიშვილმა, თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა. გუშინ ირაკლი ჭეიშვილი, აჭარაში „ქართული ოცნების“ სიის პირველ ათეულში, მე-3 ნომრად დასახელდა.
არჩილ ხაბაძე “ქართული ოცნების” საპარლამენტო სიაშია
აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე “ქართული ოცნების” საპარლამდენტო სიაშია. არჩილ ხაბაძე მმართველი პარტიის პროპორციული სიის 21–ე ნომერია. “ქართული ოცნების” საპარლამენტო სიაშია აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი სვეტლანა კუდბაც. ის სამთავრობო პარტიის საარჩევნო სიაში რიგით 38–ეა.
“ემსახურე საქართვლომ” აჭარის უმაღლეს საბჭოში მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა
დღეს, 9 სექტემბერს, პარტია “ემსახურე საქართვლომ” აჭარის უმაღლეს საბჭოში მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, მედეა ვასაძის განცხადებით, ამ კანდიდატებმა გაიარეს ტესტი სამშობლოს სიყვარულზე, პრინციპულობასა და ერთგულებაზე. ბათუმის #70 ოლქში კენჭს იყრის მედეა ვასაძე – “არ იქნებოდა მედეა ვასაძე და უმაღლესი საბჭო დარჩებოდა ეტიმოლოგიის, VIP ჯიპისა და ქოლგის ამარა. მედეა ვასაძემ წარმოშვა ოთხწლიანი უმაღლესი საბჭო, მედეა ვასაძე …
Continue reading ““ემსახურე საქართვლომ” აჭარის უმაღლეს საბჭოში მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა”
„ნინო ბურჯანაძე – დემოკრატიული მოძრაობის“ სიის პირველი ათეული აჭარაში
აჭარის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებში „ნინო ბურჯანაძე – დემოკრატიული მოძრაობის“ სიის პირველი ათეული: 1. ცინცქილაძე გიორგი – ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, ფრაქცია „ერთიანი ოპოზიციის“ თავმჯდომარე. დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს წევრი. იყო აჭარის პარლამენტის სპიკერი 2004 წელს, აბაშიძისდროინდელი უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე და აჭარის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე; 2. ჭეიშვილი დიმიტრი – 69-ე [ბათუმის] მაჟორიტარულ …
Continue reading “„ნინო ბურჯანაძე – დემოკრატიული მოძრაობის“ სიის პირველი ათეული აჭარაში”
არჩევნებს აჭარაში სახალხო დამცველის აპარატის მობილური ჯგუფები დააკვირდებიან
დღეს, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, სახალხო დამცველის რეგიონული დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს უფროსმა, ციალა ქათამიძემ აჭარაში, წინასაარჩევნოდ შექმნილი, სახალხო დამცველის აპარატს ორი მობილური ჯგუფის შექმნაზე ისაუბრა. სახალხო დამცველის აპარატის მობილური ჯგუფები შეისწავლიან წინასაარჩევნოდ და არჩევნების მიმდინარეობსას ამომრჩეველთა უფლებების დარღვევის ფაქტებს და ინფორმაციას მიაწვდიან საქართველოს სახალხო დამცველს. სახალხო დამცველის აპარატში, არჩევნების პროცესთან დაკავშირებული დარღვევების დასაფიქსირებლად ამოქმედებულია ცხელი ხაზიც – 1481. ასევე სახალხო დამცველის …
Continue reading “არჩევნებს აჭარაში სახალხო დამცველის აპარატის მობილური ჯგუფები დააკვირდებიან”
“პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის” სიის პირველი ათეული აჭარაში
“პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის” სიის პირველი ათეული აჭარაში: 1. კალაძე გიორგი [შპს “მანგანუმ” , “პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის”] 2. ბერიძე ჯემალი [აჭარის მთავრობის საინვესტიციო პოლიტიკის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, “ახალი პოლიტიკური ცენტრი გირჩი”] 3. ნაკაშიძე მალხაზი [ბსუ-ს ასოცირებული პროფესორი, სამოქალაქო პლატფორმა – ახალი საქართველო] 4. ფატლაძე რაული – [“პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის”] 5. გიგლა გაბაიძე [პროფესორი, “ახალი პოლიტიკური ცენტრი …
Continue reading ““პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის” სიის პირველი ათეული აჭარაში”
ვინ რამდენს ითხოვს აჭარის მომავალი წლის ბიუჯეტიდან
აჭარის 2017 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტზე მუშაობა გრძელდება. საბიუჯეტო განაცხადების მიღების მორიგი ეტაპი 25 აგვისტოს დასრულდა, როცა მხარჯავმა დაწესებულებებმა საბიუჯეტო განაცხადები აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში წარადგინეს. სამინისტროს მონაცემებით, უმაღლესი საბჭო, საარჩევნო კომისია, აჭარის მთავრობა და სამინისტროები მომავალ წელს აჭარის ბიუჯეტიდან 125 მილიონამდე ლარს დახარჯავენ. ამ თანხაში შედის როგორც დასაქმებულთა ხელფასები, ასევე იმ პროექტების დაფინანსება, …
Continue reading “ვინ რამდენს ითხოვს აჭარის მომავალი წლის ბიუჯეტიდან”
საკანონმდებლო ორგანო კანონების გარეშე
რა შეცვალა კანონმდებლობაში 4 წლის განმავლობაში აჭარის საკანონმდებლო ორგანომ – „ბათუმელები“ უმაღლესი საბჭოს კომისიების თავმჯდომარეებს ესაუბრა. „რა მივიღეთ და მთის კანონი. ეს ყველაზე მნიშვნელოვანია,“ – გვითხრა მერაბ აბაშიძემ. ის აგრარულ და თვითმმართველობის საკითხთა კომისიის თავმჯდომარეა „ეროვნული ფორუმიდან“. შევახსენეთ, რომ „მთის კანონი“ პარლამენტმა მიიღო და ეს არ ყოფილა უმაღლესი საბჭოს საკანონმდებლო ინიციატივა. აღმოჩნდა, რომ უმაღლეს საბჭოში …
უსკო: პარტიული სია ხუთმა საარჩევნო სუბიექტმა არ წარმოადგინა
უსკოში პარტიული სიების წარდგენის ვადა ამოიწურა. უსკოს ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებზე პარტიული სია 15-მა საარჩევნო სუბიექტმა [11 დამოუკიდებელი პარტია და 4 საარჩევნო ბლოკი] წარადგინა. „უსუფაშვილი – რესპუბლიკელები“; „დავით თევზაძე – საქართველოს მშვიდობისათვის”; „ირაკლი ალასანია – თავისუფალი დემოკრატები“; „შალვა ნათელაშვილი – საქართველოს ლეიბორისტული პარტია“; საარჩევნო ბლოკი „ნინო ბურჯანაძე – დემოკრატიული მოძრაობა“; …
Continue reading “უსკო: პარტიული სია ხუთმა საარჩევნო სუბიექტმა არ წარმოადგინა”
კაკო ძნელაძე: ბევრი საქმე მელოდება აღმასრულებელ ხელისუფლებაში
“მარტო სურვილზე არაა, პარტიაზეა საქმე და რაც ლოგიკურია, იმაზე…” – გვიპასუხა უმაღლესი საბჭოს ფრაქცია “ქართული ოცნება – თავისუფლების” ხელმძღვანელმა კაკო ძნელაძემ. მას პარტია “ქართული ოცნების” საარჩევნო სიაზე ვკითხეთ, რომლის მიღმაც იგი აღმოჩნდა. კაკო ძნელაძის შეფასებით, “სიაში ბევრი ღირსეული ადამიანია” და პარტიის ხელმძღვანელობამ კონსულტაცია მასთანაც გაიარა: “ღირსეულია, მაგალითად, ცოტნე ანანიძე, დავით გაბაიძე, ლადო მგალობლიშვილი… მე ძალიან …
Continue reading “კაკო ძნელაძე: ბევრი საქმე მელოდება აღმასრულებელ ხელისუფლებაში”
“აჭარის ტელევიზიის” სახეები “ქართული ოცნების” საარჩევნო სიაში
“ქართული ოცნების” პროპორციულ სიაში აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის ცოტნე ანანიძეა – საზოგადოებრივი მაუწყებლის “აჭარის ტელევიზიის და რადიოს” დირექტორის მოადგილე, ასევე პოლიტიკური თოქ-შოუს წამყვანი. ინფორმაცია “ბათუმელებს” თავად ცოტნე ანანიძემ დაუდასტურა. მისი თქმით, არ იცის სიის რომელი ნომერი იქნება და დეტალებზე საღამოს 6 საათის შემდეგ ისაუბრებს. “თანამშრომლების ნაწილს უკვე დავემშვიდობე. დღეს გავიგე, რომ “ქართული ოცნების” სიაში ვიქნებოდი, …
Continue reading ““აჭარის ტელევიზიის” სახეები “ქართული ოცნების” საარჩევნო სიაში”
„ქართული ოცნების“ სიის ათეული აჭარაში
„ქართული ოცნების“ სიის პირველი ათეული აჭარაში ასე გამოიყურება: 1. ნუგზარ სურმანიძე [აჭარის ჯანდაცვის ყოფილ იმინისტრი] 2. დავით გაბაიძე [აჭარის მთავრობის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი] 3. ირაკლი ჭეიშვილი [ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე] 4. ცოტნე ანანიძე [აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის მოადგილე, პოლიტიკური თოქ-შოუს წამყვანი] 5. დავით თედორაძე [საკრებულოს წევრი, „პატრიოტთა ალიანსის“ ყოფილი წევრი] 6. ვლადიმერ მგალობლიშვილი [აჭარის განათლების მინისტრის …
გიორგი კეკელიძე: საგანმანათლებლო პოლიტიკის გარეშე ჩვენი მომავალი ძალიან ბუნდოვანია
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ყველა დროის ყველაზე ახალგაზრდა გენერალური დირექტორი, პოეტი, ესეისტი, პროზაიკოსი, ლექტორი და სამოქალაქო აქტივისტი გიორგი კეკელიძე სექტემბერში, ბოლო დროის ბესთსელერის – „გურული დღიურების“ მეორე ნაწილსა და ზღაპრების კრებულს შესთავაზებს მკითხველს. ბატონო გიორგი, როგორც ვიცით თქვენი პირველი ნაბიჯები აქტიურ სამოქალაქო ცხოვრებაში უნივერსიტეტის ლიტერატურულ გაზეთიდან – „ლილ“ იწყება. მაშინ როგორი იყო თქვენი ხედვები და …
ორ მრავალშვილიან ოჯახს ბათუმის მერია ბინებსა და რემონტისთვის თანხას გადასცემს
დღეს, 8 სექტემბერს, ბათუმის სკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე კენჭი უყარეს, მრავალშვილიანი ოჯახებისთვის საცხოვრებელი ბინების საკუთრების უფლებით გადაცემის თაობაზე ბათუმის მერიისათვის თანხმობის მიცემის საკითხს. „მიღებული გადაწყვეტილებით შაქრო ქადიძისა და ნინა ივანაძის ექვსშვილიანი და ირინა სალკოვას რვაშვილიანი ოჯახები ქ. ბათუმში, შ. ხიმშიაშვილის ქ.N-1, 126 კვ/მ ფართობის საცხოვრებელ ბინებსა და სარემონტო სამუშაოებისთვის განკუთვნილ 31 500 ლარს მიიღებენ“, – ნათქვამია საკრებულოს …
Continue reading “ორ მრავალშვილიან ოჯახს ბათუმის მერია ბინებსა და რემონტისთვის თანხას გადასცემს”
„გაეცი სისხლი და გადაარჩინე სიცოცხლე“ – აქცია ბათუმში [ანონსი]
10 სექტემბერს, 12 საათზე ბათუმში სისხლის ბანკში [პუშკინის ქ.#162] გაიმართება სისხლის ჩაბარების აქცია „გაეცი სისხლი და გადაარჩინე სიცოცხლე“. აქციას ახორციელებენ ბათუმელი მოხალისეები პროექტის – „საქართველოს მოხალისე“ ფარგლებში. მონაწილეობის მსურველები ორგანიზატორებს პირადად უნდა დაუკავშირდნენ ფეისბუქგვერდზე საქართველოს მოხალისეები ბათუმიდან. პროექტს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და კომპანია „ჰელფინგ ჰენდი“ ერთობლივად ახორციელებენ.
„ნინო ბურჯანაძე – დემოკრატიული მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატები აჭარაში
დღეს, 8 სექტემბერს ბათუმში „ნინო ბურჯანაძე – დემოკრატიული მოძრაობის“ ხელმძღვანელმა ნინო ბურჯანაძემ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა. მაჟორიტარობის კანდიდატები საქართველოს პარლამენტში: ბათუმის №68 ოლქი – ომარ ფარტენაძე; ბათუმის №69 ოლქი – დავით გოგიტიძე; ბათუმის №70 საარჩევნო ოლქი – ხათუნა ფხაკაძე; №71 ოლქი -სულიკო რომანაძე; №72 ოლქი – იაშა გვიანიძე; №73 ოლქი – მიხეილ მახარაძე. მაჟორიტარობის კანდიდატები აჭარის უმაღლეს საბჭოში: ბათუმის …
Continue reading “„ნინო ბურჯანაძე – დემოკრატიული მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატები აჭარაში”
„თავისუფალი დემოკრატების“ სიის პირველი ათეული აჭარაში
8 სექტემბერს, უსკოში პარტიული სიების წარდგენის ვადის ბოლო დღეს, ცნობილი გახდა „თავისუფალი დემოკრატების“ საარჩევნო სია აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებზე. პარტიული სიის პირველი ნომერი ბათუმის საკრებულოს წევრი, „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი აჭარაში, კობა ჩხეიძეა. სიის პირველი ათეული ასე გამოიყურება: 1. კობა ჩხეიძე [მაჟორიტარი #69 საარჩევნო ოლქში] 2. ჯაბა ბერიძე [მაჟორიტარი #68 საარჩევნო ოლქში] 3. ოთარ ცეცხლაძე [მაჟორიტარი …
Continue reading “„თავისუფალი დემოკრატების“ სიის პირველი ათეული აჭარაში”
„ნაციონალური მოძრაობის“ სია აჭარაში ძველი სახეებით
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული სია აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის უკვე ცნობილია. პირველი ნომერი სიაში აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძეა. მან სიის პირველი თხუთმეტი წევრი წარმოადგინა და აღნიშნა, რომ „ეს 15-ვე სრულად შევა უმაღლეს საბჭოში“. სიაში სულ 35 პირია. ლევან ვარშალომიძე – აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე; პეტრე ზამბახიძე – აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი; გია აბულაძე – აჭარის …
Continue reading “„ნაციონალური მოძრაობის“ სია აჭარაში ძველი სახეებით”
5 რელიგიური ორგანიზაციის კონსტიტუციური სარჩელი
რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციის საქმეზე ხუთი რელიგიური ორგანიზაციის სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლომ უკვე დაარეგისტრირა. სარჩელის მოთხოვნა კანონში „სახელმწიფო ქონების შესახებ“ იმ ჩანაწერის ანტიკონსტიტუციურად ცნობაა, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო ქონება საკუთრებაში ვერ გადაეცემა ვერც ერთ რელიგიურ ორგანიზაციას, გარდა მართლმადიდებლური ეკლესიისა. „სახელმწიფოს არ სურს, ხელიდან გაუშვას რელიგიური ორგანიზაციების მართვის ბერკეტები, – მიიჩნევს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი, რუსუდან გოცირიძე. ის ერთ-ერთია, ვინც საკონსტიტუციო …
Continue reading “5 რელიგიური ორგანიზაციის კონსტიტუციური სარჩელი”
უმაღლესი საბჭოს არჩევნებზე პარტიული სია ექვსმა საარჩევნო სუბიექტმა წარადგინა
უსკოში პარტიული სიების წარდგენის ვადა დღეს, 8 სექტემბერს იწურება. უსკოს ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე გავრცელებული ინფორმაციით, 12:00 საათის მონაცემებით პარტიული სია წარდგენილი აქვს შემდეგ 6 საარჩევნო სუბიექტს [მათ შორისაა 5 დამოუკიდებელი პარტია და ერთი საარჩევნო ბლოკი]: ,,უსუფაშვილი – რესპუბლიკელები“; ,,დავით თევზაძე – საქართველოს მშვიდობისათვის”; ,,ირაკლი ალასანია – თავისუფალი დემოკრატები“; „შალვა ნათელაშვილი – საქართველოს ლეიბორისტული პარტია“; საარჩევნო ბლოკი „ნინო …
Continue reading “უმაღლესი საბჭოს არჩევნებზე პარტიული სია ექვსმა საარჩევნო სუბიექტმა წარადგინა”
ლექტორ-მასწავლებელთა ვაკანსიები იურიდიულ ფაკულტეტზე ბსუ-ში
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე ლექტორ-მასწავლებლების ვაკანსიაზე განაცხადების მიღება ხვალ, 9 სექტემბერს დასრულდება. სამართალმცოდნეობის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე შვიდი საგნის ვაკანტური საათების წაკითხვის მსურველებმა უნივერსიტეტში უნდა წარმოადგინონ განცხადება, რეზიუმე [CV], პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის ქსეროასლი. ხოლო შემდგომ მათი შერჩევა მოხდება 14-15 სექტემბერს, კონკურსის წესით. ბსუ-ს ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელებული განცხადების მიხედვით, ვაკანტური საათები …
Continue reading “ლექტორ-მასწავლებელთა ვაკანსიები იურიდიულ ფაკულტეტზე ბსუ-ში”
როგორ უნდა დატოვოთ ყველა ჯგუფი ფეისბუქზე ერთდროულად
ფეისბუქის მომხმარებლებისთვის დიდი ხანია პრობლემას წარმოადგენს სხვადასხვა ჯგუფებში ავტომატური დამატება. ზოგიერთი მომხმარებელი ასობით ჯგუფის წევრია და ყოველდღიურად იღებს შეტყობინებებს ამ ჯგუფში გავრცელებულ პოსტებზე. ფეისბუქის ფუნქციებში არ არის ყველა ან რამდენიმე ჯგუფის ერთდროულად დატოვების ფუნქცია, რის გამოც ფეისბუქის მომხმარებლები ხშირად გამოთქვამენ პრეტენზიას. ამ პრობლემის გადაწყვეტის გზამკვლევი ვიდეო YouTube-ზე მიმდინარე წლის მაისში გავრცელდა. ვიდეოს ავრცელებს i LOVE YOUTUBE-ის სახელით …
Continue reading “როგორ უნდა დატოვოთ ყველა ჯგუფი ფეისბუქზე ერთდროულად”
შიდა აუდიტის დასკვნა “აჭარის ტელევიზიაში”
“მაუწყებელში არსებული საბიუჯეტო კონტროლის სისტემები არაეფექტურია” – წერია დასკვნაში, რომელიც “საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის და რადიოს” შიდა აუდიტმა დადო. ახალ დასკვნაში აქცენტირებულია მაუწყებლის ბიუჯეტი, რომელიც ჯერ კიდევ მუხლობრივად იწერება და არ არსებობს მისი პროგრამული ნაწილი. გარდა ამისა, გამიჯნული არ არის აჭარის ტელევიზიის და რადიოს ბიუჯეტი. აუდიტი ხაზს უსვამს ზოგად პრინციპს, რომ მუხლობრივი ბიუჯეტით ძირითადად ხარჯების …
Continue reading “შიდა აუდიტის დასკვნა “აჭარის ტელევიზიაში””
როგორია ავტობანის მშენებლობის ხარისხი
“ავტობანი არ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს,” – განაცხადა დღეს, 7 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე თამაზ ბაკურიძემ, ორგანიზაცია “ჩვენი უფლებებისთვის” ხელმძღვანელმა. მან ბრიფინგზე ავტობანის ქობულეთის მონაკვეთის ფოტომასალა წარმოადგინა, სადაც დაფიქსირებულია ქვების ცვენა “სოფლების: ციხისძირის, შუაღელეს, დაგვისა და ბობოყვათის მონაკვეთზე ყოველი წვიმის შემდეგ ხდება ქვის ცვენა და საფრთხეს უქმნის ამ სოფლების მიმართულებით მიმავალ მგზავრებს ასევე სკოლის მოსწავლეებს,” – აცხადებს …
იარაღის უკანონო ტარებისთვის დაკავებულის საქმე
იარაღის უკანონო შენახვა-ტარების საქმეზე დაკავებული მინდია ოჯახიშვილი დროებითი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი. ის გუშინ, 6 სექტემბერს, ღამით, ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე დააკავეს. დაკავებულს უკვე შეხვდა სახალხო დამცველის წარმომადგენელი აჭარაში. იზოლატორიდან გამოსული სახალხო დამცველის აპარატის რეგიონული დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს უფროსი გამოძიების დროულად დაწყებას ითხოვს იმის გასარკვევად, გადაამატეს თუ არა სამსახურებრივ უფლებამოსილებას პოლიციელებმა. “მოქალაქე აცხადებს, რომ მას დაკავების დროს …
Continue reading “იარაღის უკანონო ტარებისთვის დაკავებულის საქმე”
გამოხმაურება არმაზ ახვლედიანის განცხადებაზე
ბათუმის 69-ე დამოუკიდებელი დეპუტატობის კანდიდატის, არმაზ ახვლედიანის განცხადებას საინიციატივო ჯგუფის “დაიცავი ძველი ბულვარის” ერთ-ერთი წევრი, ნანა მეგრელიძე გამოეხმაურა. მან კატეგორიულად უარყო არმაზ ახვლედიანის წინასაარჩევნო შტაბში მუშაობა. არმაზ ახვლედიანის თქმით, შტაბი რამდენიმე წევრმა ზეწოლის შედეგად დატოვა, მათ შორის, ნანა მეგრელიძემ. „არმაზ ახვლედიანის სურვილი იყო, ვყოფილიყავი მის გუნდში, მაგრამ მისთვის ამის თანხმობა არ მიმიცია. არმაზს მხოლოდ ქალაქიდან ვიცნობდი …
Continue reading “გამოხმაურება არმაზ ახვლედიანის განცხადებაზე”
ხულოს ექვსი სოფლის მოსახლეობა ზურაბ პატარაძეს მიმართავს
ხულოს მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფლის: ღურტის, დიაკონიძეების, ოქრუაშვილების, ვაშლოვანის, სხალთის და კვატიის მოსახლეობა ღია წერილით მიმართავს აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს. ექვსგვერდიან მიმართვაში ვრცლადაა აღწერილი ის პრობლემები, რომლებიც ამ სოფლების მოსახლეობას შეექმნა ხულოში ჰესების მშენებლობის დაწყების შემდეგ, “როცა აფეთქება იყო, სახლები ირყეოდა, მოსახლეობაში ცუდი განწყობა უფრო და უფრო მკვიდრდებოდა, სიღრმეში შესვლის შემდეგ სახლები ირხეოდა. როცა მიმართეს და სთხოვეს, …
Continue reading “ხულოს ექვსი სოფლის მოსახლეობა ზურაბ პატარაძეს მიმართავს”
შეწირე და მიიღე
ქველმოქმედება პოლიტიკურად და „ოცნების“ ხელისუფლება 2016 წელს „ქართულმა ოცნებამ“ შემოწირულობის სახით ხუთ მილიონამდე ლარი მიიღო. სახელისუფლებო პარტიას მსხვილ თანხას ძირითადად დეველოპერები სწირავენ, შემდეგ ისინი სამთავრობო სტრუქტურების მიერ გამოცხადებულ ტენდერებს იგებენ და მაღალბიუჯეტიან კონტრაქტებს აფორმებენ, ან კიდევ, ხელსაყრელი პირობებით იღებენ მიწის ნაკვეთს ქალაქის ცენტრში მრავალბინიანი კორპუსის ასაშენებლად. მათგან ბევრმა ბედი პოლიტიკაშიც სცადა ან ახლა აპირებს. დეველოპერების …
რატომ ვერ სრულდება ლერმონტოვის ქუჩის რეაბილიტაცია
ლერმონტოვის ქუჩა ნაწილ-ნაწილ ისევ გადათხრილია, მათ შორის, მერიის ადმინისტრაციული შენობის წინ. საუბარია იმ მონაკვეთებზე, სადაც ტრანსპორტს მოძრაობა უჭირს, მაგრამ იქ არ მუშაობენ სპეციალისტები, არც მძიმე ტექნიკა. “ბათუმელები” ამ თემაზე მიმდინარე წლის ივნისში წერდა. მაშინ ბათუმის მერის მრჩეველმა ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტებში, ჯაბა ტუღუშმა უთხრა, რომ მიმდინარეობდა უკვე რეაბილიტირებული საკანალიზაციო სისტემის ტესტირება და თუკი ხარვეზი არ აღმოჩნდებოდა, ქუჩაზე ასფალტს …
Continue reading “რატომ ვერ სრულდება ლერმონტოვის ქუჩის რეაბილიტაცია”
არმაზ ახვლედიანი: აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს მოუწევს პასუხის გაცემა
“აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ზურაბ პატარაძე “ოდეერებთან” ერთად ჩემი შტაბის კოორდინატორს შეხვდა და აიძულა შტაბის დატოვება,” – ამბობს არმაზ ახვლედიანი. ის პარტია “ქართული ოცნების” ყოფილი აღმასრულებელი მდივანი და ამჟამად ბათუმის 69-ე საარჩევნო ოლქის დამოუკიდებელი დეპუტატობის კანდიდატია პარლამენტში. არმაზ ახვლედიანის თქმით, ირაკლი ქონიაძემ მასთან შტაბში მუშაობა ივლისის ბოლოს დაიწყო: “აგვისტოს დასაწყისში შეხვდა მას ზურაბ პატარაძე და აიძულებდა …
Continue reading “არმაზ ახვლედიანი: აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს მოუწევს პასუხის გაცემა”
ქედის ხილის საწარმო პროდუქციის ჩინეთში გატანას გეგმავს
ხილის გადამამუშავებელი საწარმო „ნენა“ შპს „კახურმა ტრადიციულმა მეღვინეობამ“ ქედაში გასულ წელს გახსნა და პირველი პროდუქცია იმავე წელს, ჯემების, მურაბებისა და საწებლის სახით გამოუშვა. საწარმომ დღემდე ასეულობით ტონა ხილი გადაამუშავა. საწარმოში დამზადებული პროდუქცია ქართული ბაზრის გარდა უცხოეთშიც გააქვთ. „ნენას“ მენეჯერი გოჩა გათენაძე ამბობს, რომ საწარმოს სრული დატვირთვით მუშაობისას საათში მინიმუმ ერთი ტონა ხილის გადამუშავება შეუძლია, თუმცა …
Continue reading “ქედის ხილის საწარმო პროდუქციის ჩინეთში გატანას გეგმავს”
მოსამართლე გიორგი მიქაუტაძის ინციდენტი გონიოს პლაჟზე
მოსამართლის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარის საქმეს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო განიხილავს. მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილმა წინასწარი პატიმრობა უკვე შეუფარდა ქალს, რომელმაც დაკავებამდე რამდენიმე საათით ადრე პოლიციაში დარეკა და თქვა, რომ მისი არასრულწლოვანი შვილი თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარემ, გიორგი მიქაუტაძემ სცემა. შემთხვევა გონიოს პლაჟზე 26 აგვისტოს მოხდა. „თამარ ხაჭაპურიძე ნაპირზე იმყოფებოდა და გადაფურთხა, მაგრამ არა იმის გამო, რომ …
Continue reading “მოსამართლე გიორგი მიქაუტაძის ინციდენტი გონიოს პლაჟზე”
„ფოტოდღეები“ ბათუმში პოლონურ და სამხრეთ კორეულ ფოტოგრაფიაზე აქცენტებით
„ოდესა//ბათუმი ფოტოდღეები“ – ასე ეწოდება ფესტივალს, რომელიც ორ ქვეყანას, საქართველოსა და უკრაინას ერთი პროექტის ფარგლებში აერთიანებს. ფესტივალი ბათუმში 10 სექტემბერს დაიწყება და 14 სექტემბერს დასრულდება. ოთხი დღის მანძილზე ფესტივალის ფარგლებში სამი გამოფენა, სამი მასტერკლასი, სამი ღამის ფოტოჩვენება და ორი პრეზენტაცია ჩატარდება ბათუმის საგამოფენო სივრცეებში: „თიბისი ბანკის“ გალერეაში, აჭარის სახელმწიფო მუზეუმსა და თანამედროვე ხელოვნების სივრცეში. ფოტოგრაფები: …
Continue reading “„ფოტოდღეები“ ბათუმში პოლონურ და სამხრეთ კორეულ ფოტოგრაფიაზე აქცენტებით”