ავტოავარიით ქედაში მცირეწლოვანი დაიღუპა

ავტოავარიას ქედის ცენტრალურ გზაზე მცირეწლოვანი ემსხვერპლა. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. ავარიის შედეგად დაშავებული კიდევ 5 ადამიანი ამ დროისთვის საავადმყოფოშია გადაყვანილი. შსს-ს პრესსამსახურში „ბათუმელებს“ ასევე უთხრეს, რომ მძღოლები ალკოჰოლური თრობის ქვეშ არ იმყოფებოდნენ, არ მიმალულან და თანამშრომლობენ გამოძიებასთან. ამ დროისთვის რომელიმე მათგანი დაკავებული არ არის. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის …

ბათუმში ზღვის სეზონი გაიხსნა [ფოტო]

meteo.gov.ge-ის მონაცემების მიხედვით, დღეს, 17 აპრილს, ბათუმში ჰაერის ტემპერატურა +23 გრადუსია. ზღვის სანაპიროზე და ბულვარში დამსვენებლების რაოდენობამ მოიმატა. ტურისტებმა და ადგილობრივმა მცხოვრებლებმა საბანაო სეზონიც გახსნეს. „მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ცხელა, ზღვა საკმაოდ ცივია,“- გვეუბნებიან მოცურავეები.  

პირუტყვის ვაქცინაცია – 800 ათასი დოზა თურქულის საწინააღმდეგოდ

სურსათის ეროვნულ სააგენტოს მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვის თურქულის საწინააღმდეგო ვაქცინის შესაძენად მიმდინარე წელს 512 ათასი ლარი აქვს ბიუჯეტში გათვალისწინებული. შესაბამისი ტენდერი ვაქცინის [რაოდენობა 800 000 დოზა] შეძენაზე 11 აპრილს დასრულდა, თუმცა ტენდერში გამარჯვებულის საკითხი 21 აპრილამდე გაირკვევა. ვაქცინის მიწოდების ვადა კი ხელშეკრულების გაფორმების დროს დაზუსტდება. სააგენტოს მიერ გამოცხადებულ ტენდერში მხოლოდ ერთი კომპანია „დრუნჩა“ მონაწილეობდა, რომელმაც ვაქცინის მიწოდება …

რომელ პარტიებს აღარ ეყოლებათ წევრი საარჩევნო ადმინისტრაციებში

ცენტრალურ, საოლქო და საუბნო საარჩევნო ადმინისტრაციებში წევრი აღარ ეყოლებათ: „რესპუბლიკურ პარტიას“, „კონერვატორებს“ და „თავისუფალ დემოკრატებს“. ამ პოლიტიკურ ძალებს „პატრიოტთა ალიანსი“, „ევროპული საქართველო“ და „ქრისტიან-კონსერვატორები“ ჩაანაცვლებენ. ამ პარტიების წარმომადგენლებით უკვე დამტკიცდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის ახალი შემადგენლობა 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის. საოლქო და საუბნო კომისიები კი, არჩევნების გამოცხადების შემდეგ დაკომპლექტდება. „პატრიოტთა ალიანსი“, „ევროპული საქართველო“ და „ქრისტიან-კონსერვატორები“ …

გამოფენა „თანამედროვე ხელოვნების სივრცეში“

ბათუმში, თანამედროვე ხელოვნების სივრცეში, თავისუფალი უნივერსიტეტის ვიზუალური ხელოვნებისა და დიზაინის სკოლის თანაკურსელი გოგონების დამოუკიდებელი გამოფენა მიმდინარეობს. გამოფენა სახელწოდებით –  POWERPUFF GIRLS-ი, 5 მაისამდე გაგრძელდება. „მიუხედავად იმისა, რომ თავიდან ერთ სივრცეში მუშაობამ გაგვაერთიანა და ჩვენი ნამუშევრები არ არის შექმნილი ერთი კონკრეტული თემის ან კონცეფციის ქვეშ, ეს გამოფენა საბოლოოდ ჩამოყალიბდა ერთგვარ ფემინისტურ განაცხადად. ამით ვამტკიცებთ,რომ ყველა ჩვენგანს …

საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში 140 ათასზე მეტი სტუდენტი სწავლობს

2016-2017 სასწავლო წლის დასაწყისისთვის არსებული მონაცემებით, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში 140 261 სტუდენტი სწავლობს, აქედან 8012 არის უცხოელი. ამასთან, 91 740 სტუდენტი სწავლობს სახელმწიფო, ხოლო  48 521 – კერძო უმაღლეს სასწავლებელში. საზღვარგარეთ სასწავლებლად გაგზავნილია 565 სტუდენტი. აქედან 400 – სახელმწიფო, ხოლო 165 სტუდენტი – კერძო უმარლესი სასწავლებლებიდან. საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში 71 593 სტუდენტი არის ქალი, …

წყლის ჩამოსასხმელმა საწარმომ მუშაობა შეაჩერა

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ბალაძეებში, მინერალური წყლის ჩამოსასხმელმა საწარმომ -„კემისი“ მუშაობა შეაჩერა. საწარმოს დირექტორი, მუხრან ძნელაძე, საწარმოს შეჩერების მიზეზად ტექნიკური დანადგარების უხარისხობასთან ერთად, იმ სასამართლო დავას ასახელებს, რომლითაც „კემისი“  მინერალური წყლის ჩამოსასხმელად საწარმოსთვის შესყიდულ ტექნიკურ დანადგარების შპს „ლიმონათი ბათუმისგან“ უკან დაბრუნებას ითხოვს. მუხრან ძნელაძე ამბობს, რომ შპს „ლიმონათი ბათუმმა“ მათ ტექნიკურად გაუმართავი და სახელმწიფო დავალიანების მქონე ტექნიკური …

ქობულეთის გამგეობა კინტრიშისა და დეხვას კალაპოტების გასწორების სამუშაოებს შეისყიდის

ქობულეთის გამგეობამ მდინარეების კინტრიშისა და დეხვას [გასწორხაზოვნების] გასწორების სამუშაოების შესყიდვაზე გამარტივებული ელექტრონული ტენდერი გამოცხადა. შესყიდვის ღირებულება 41 151 ლარია. სატენდერო პირობების მიხედვით ტენდერში გამარჯვებული კომპანია ვალდებულია სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან ხუთი დღის განმავლობაში დაიწყოს. სამუშაოების შესრულების ვადად კი ხელშეკრულების გაფორმებიდან ორმოცი კალენდარული დღეა განსაზღვრული. ქობულეთს გამგეობის შესყიდვების სამსახურის უფროსის თქმით მსგავსი ტიპის სამუშაოებს კალაპოტების გასასწორებლად ქობულეთის …

ბათუმის მერია 160 ათასი ლარის ღირებულების ხე-მცენარეებს შეიძენს

ბათუმის მერიის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახური 160 000 ლარის ღირებულების ხე-მცენარეებს შეიძენს. შესყიდვის ბიუჯეტი 200 000 ლარი იყო, თუმცა ტენდერში მონაწილე კომპანიამ , მიუხედავად იმისა, რომ ელექტრონული ვაჭრობისას კონკურენტი არ ჰყოლია, ფასი 160 000 ლარამდე დაწია. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულება ჯერჯერობით ატვირთული არ არის, თუმცა ტენდერი შედგა და მასში მონაწილეობა შპს …

აჭარაში მიწებს წელსაც სახელმწიფო კომპანიის ტექნიკით ხნავენ

სახნავ-სათეს მიწებს აჭარაში, გასული წლების მსგავსად, წელსაც სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „მექანიზატორი“ დაამუშავებს. „მექანიზატორის“ ტექნიკით, ერთი ჰექტარი მიწის დამუშავება 140 ლარი ღირს, თუმცა ეს ტარიფი მხოლოდ ვაკე ადგილებზე ვრცელდება, იმ შემთხვევაში, თუ დასამუშავებელი მიწა დახრილ ფერდობიანია, ტარიფი მატულობს და თანხის ოდენობას, ძირითადად, ნაკვეთის დახრილობა განსაზღვრავს. ნაკვეთის დახრილობის შესაბამისად ერთ ჰექტარზე ტარიფი შეიძლება 10, 20 ან …

ვაკანსია აჭარის მთავრობაში

აჭარის განათლების სამინისტრომ სამ ვაკანსიაზე კონკურსი გამოაცხადა. სამინიტრო კონკურსის წესით იურიდიული განყოფილების მთავარ სპეციალისტს, კულტურის დეპარტამენტის მთავარ სპეციალისტს და კულტურის დეპარტამენტის უფროსს შეარჩევს. კონკურსის შესახებ საჯარო სამსახურის ბიუროს ადმინისტრირებულ ვებ გვერდზე www.hr.gov.ge 2017 წლის 12 აპრილს გამოცხადაა. ვებგვერდზე მითითებული ინფორმაციის მიხედვით განაცხადებების მიღება იწარმოებს 21 აპრილის ჩათვლით.

მთავრობა კურორტ გოდერძისთვის ინვესტორებს ეძებს

აჭარის მთავრობა სამთო-სათხილამურო კურორტ გოდერძის საინვესტიციო შესაძლებლობებზე პრეზენტაციების გამართვას გეგმავს, ინვესტორების მოზიდვის მიზნით. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ კურორტის სარეკლამო რგოლის მომზადებაზე ტენდერი უკვე გამოაცხადა. შეყიდვის ღირებულება 47 000 ლარია. ტენდერში გამარჯვებულმა წინასწარ შეთანხმებული სცენარის მიხედვით სამენოვანი [ქართული, ინგლისური და რუსული] სარეკლამო-სატელევიზიო გრაფიკული ვიდეორგოლი უნდა მოამზადოს. სამინისტროს ინფორმაციით, საპრეზენტაციო ვიდეორგოლების შექმნის მიზანი კურორტ გოდერძის საინვესტიციო …

შსს-მ ბათუმში ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბათუმში სწრაფი გადახდის აპარატიდან ფულის მოპარვის მცდელობისთვის ერთი პირი დააკავა. სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ის გუშინ, 14 აპრილს გვიან ღამით, 6 მაისის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის 19-177 მუხლით, რაც ქურდობის მცდელობას გულისხმობს.

არის თუ არა დისკრიმინაცია, როცა „მეზღვაურები მიიღებიან ურიგოდ“

„მეზღვაურები მიიღებიან ურიგოდ“ – ეს განცხადება ბათუმის მეზღვაურთა სამედიცინო ცენტრის შესასვლელშია გამოკრული. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ სამედიცინო დაწესებულების მიერ დადგენილ ამ კრიტერიუმს პროფესიულ დისკრიმინაციად აფასებს. ორგანიზაციამ დისკრიმინაციის დადგენის და ფაქტის აღმოფხვრის მოთხოვნით სახალხო დამცველს უკვე მიმართა. პაატა დიასამიძე, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი აქცენტს სამედიცინო ცენტრის ზოგად პროფილზე აკეთებს და ლიცენზიაზე, რომლის მიხედვითაც სამედიცინო დაწესებულებას არ აქვს …

მეხუთე მცდელობა – ბათუმში ყოფილი ეროვნული ბანკის შენობა ისევ იყიდება

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი ოთხი უშედეგო მცდელობის შემდეგ გასაყიდად ისევ გამოიტანა. აუქციონის პირობების მიხედვით, ამჯერად სამინისტრო ყოფილი ეროვნული ბანკის შენობას ბათუმში, ასევე მასთან დაკავშირებულ ძირითად საშუალებებსა და მცირეფასიან ინვენტარს ერთ ლოტად, 15 მილიონ ლარად და პირობებით ყიდის. თავდაპირველად სამინისტროს ეს ქონება 5 მილიონ 850 ათას დოლარად ჰქონდა აუქციონზე გასაყიდად გამოტანილი, შემდეგ  ფასი …

არა ბარბარიზმს – დედა ენის დღე ბათუმში

დღეს, 14 აპრილს, ბათუმში,  ილია ჭავჭავაძის ძეგლთან ქართული ენის დღე აღნიშნეს. სკოლის მოსწავლეები ილიას ძეგლთან მივიდნენ ასომთავრული წარწერებითა და სლოგანებით – „არა ბარბარიზმს“ . მოსწავლეებმა დედა ენასთან დაკავშირებული ლექსები წაიკითხეს. დედა ენის დღესთან დაკავშირებით ილიას ძეგლთან ყვავილები მიიტანა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ. ძეგლი ყვავილებით შეამკეს მთავრობის სხვა წევრებმაც. დედა ენის დღე საქართველოში ყოველწლიურად აღინიშნება.

რას  ამბობს ბიზნესმენი, რომლის კომპანიის შენობაში ქიბარ ხალვაშის ძმამ შეჭრა სცადა 

ბიზნესმენმა ნიაზ ხალვაშმა 13 აპრილს, ღამით, ხელვაჩაურში მდებარე კომპანია „ტრანსკავკასია კრისტალის“ შენობაში შეჭრა სცადა. დაცვის თანამშრომლებთან მისულ ბიზნესმენს შენობის დაკავების უფლება „ტრანსკავკასიამ“ არ მისცა. ნიაზ ხალვაში აცხადებს, რომ კომპანია წლების წინაც მას ეკუთვნოდა და მას აუცილებლად დაიბრუნებს. ის პარლამენტის წევრის, ფატი ხალვაშის და ბიზნესმენის, ქიბარ ხალვაშის ძმაა. 2012 წელს პარლამენტმა ნიაზ ხალვაშს პოლიტიკური დევნილის სტატუსი მიანიჭა. …

აღსარება ღია ცის ქვეშ [ფოტოამბავი]

მართლმადიდებლური ეკლესია ვნების კვირეულს აღნიშნავს. საქართველოს ყველა მოქმედ ტაძარში წირვა-ლოცვა ტარდება. ზუგდიდის ვლაქერნის ღვთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძრის მრევლი წირვის შემდეგ აღსარებას ღია ცის ქვეშ აბარებს.      

„ბათუმის წყალი“: წყლის ამღვრევა 26 მაისის ქუჩაზე გამოწვეული იყო ტექნიკური დაზიანებით

14 აპრილს ბათუმში, #4 საჯარო სკოლის მიმდებარედ  საცხოვრებელი სახლის ონკანებში მღვრიე წყალი წამოვიდა. „ბათუმის წყალში“ აცხადებენ, რომ წყლის ამღვრევა ტექნიკურმა დაზიანებამ გამოიწვია. „26 მაისისა და ჩაიკოვსკის ქუჩების კვეთაში დაზიანდა მილი, რამაც წყლის ამღვრევა გამოიწვია. ამის შესახებ კომპანიაში ინფორმაცია 12-ის ნახევარზე შემოვიდა, ტექნიკური ჯგუფი გავიდა ადგილზე და დაზიანებული მილიდან წყლის მიწოდება შეუწყდა მოსახლეობას. ამ დროისათვის წყალი არ მიეწოდება 26 …

სამხარაულის ბიუროს ყოფილი ექსპერტი სასამართლოებიდან დოკუმენტების გაქრობაზე საუბრობს

ნატალია თევზაძე სასამართლო საქმიდან დოკუმენტების გაქრობასა და გაყალბებაზე საუბრობს. ის სამხარაულის ექპერტიზის ეროვნულ ბიუროში ექსპერტ-ნარკოლოგის პოზიციაზე მუშაობდა და სასამართლოში სამსახურში აღდგენას ითხოვდა. დოკუმენტების სავარაუდო გაქრობით პროკურატურა დღემდე არ დაინტერესდა. ნატალია თევზაძე ამჯერად პარლამენტს მოუწოდებს სპეციალური საგამოძიებო კომისიის შექმნისკენ. წერილი რამდენიმე კომიტეტის თავმჯდომარეს მან უკვე მიწერა. „საქმიდან დოკუმენტები გაქრა ჯერ თბილისის სააპელაციო სასამართლოში, შემდეგ კი, უზენაეს სასამართლოში …

ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალი 30-მდე თანამშრომელმა დატოვა

დღეს ბათუმის სამედიცინო საერთაშორისო ჰოსპიტალი 30-მდე თანამშრომელმა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა. ფაქტს სამედიცინო დაწესებულების იურისტი ლევან სიამაშვილი ადასტურებს. მისივე განმარტებით, სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ განაცხადი სამედიცინო დაწესებულების დაახლოებით 28 თანამშრომელმა ერთი თვის წინ გააკეთა: “შპს “BROTHERS”-ში დასაქმებულმა დაახლოებით 28 ექიმმა, პირადი განცხადებით, შრომითი ხელშეკრულებით დადგენილი წესით, 1 თვით ადრე გაფრთხილებით შეწყვიტა შრომითი ხელშეკრულება დამსაქმებელთან. დამსაქმებელმა დააკმაყოფილა …

პრემიები სააღდგომოდ აჭარის მუნიციპალიტეტებში

ქედისა და შუახევის გამგეობა სააღდგომოდ ხელფასის 50%-ის ოდენობით პრემიის გაცემას გეგმავს. პრემიის გაცემას აპირებს ხულოს გამგეობაც, თუმცა ხელფასის 100%-ით. პრემიის გაცემის მოთხოვნით აჭარის მაღალმთიანი მუნიციპალიტეტების გამგეობებმა სახელმწიფო ხაზინას უკვე მიმართა. იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო ხაზინა მუნიციპალიტეტების პრემიების გაცემის მოთხოვნას დააკმაყოფილებს, პრემიას ქედისა და შუახევის მუნიციპალიტეტებში, თანამდებობრივი სარგოს 50% -ის ოდენობით მუნიციპალუტეტების გამგეობის, საკრებულოსა და საბავშვო …

აჭარის მთავრობა მწვანე ტბასთან დაგეგმილ პროექტზე: ეკოსისტემაში მკვეთრი ჩარევა არ იგეგმება

აჭარის მთავრობის განმარტებით ხულოს მუნიციპალიტეტში მწვანე ტბასთან დაგეგმილი სამუშაოები ეკოსისტემაში მკვეთრ ჩარევას არ ითვალისწინებს და მცირემასშტაბის შენობას, ასევე პარკინგის ადგილს ტბის მიმდებარედ ბუფერულ ზონაში მოაწყობენ. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სივრცითი მოწყობისა და ქალქგეგმარების დეპარტამენტის ხელმძღვანელის ნუგზარ ძნელაძის ინფორმაციით „ … ეს იქნება მინიმალური მოცულობის ობიექტი, იმისთვის, რომ ვიზიტორებს შეეძლოთ აუცილებელი საყოფაცხოვრებო სერვისების მიღება. მოეწყობა …

დარჩება თუ არა „რვაფეხა“ სახელმწიფოს საკუთრებაში

ბათუმის მერიის ინფორმაციით ე.წ. „რვაფეხას“, კაფე „ფანტაზიის“ შენობის აღდგენა – რეაბილიტაციას ფონდი „ქართუ“ გეგმავს. ამასთან დაკავშირებით სამუშაოების დაწყების ნებართვის მისაღებად ქონების მესაკუთრემ, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ, ნებართვის მისაღებად ბათუმის მერიას მიმართა. „რვაფეხა“ ბულვარის ტერიტორიაზე მდებარეობს, ბულვარი კი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. შესაბამისად, მერიამ ტერიტორიის შემოღობვისა და მისი მსუბუქი კოსტრუქციით გადახურვის პროექტი აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს …

უფასო ავტობუსი სასაფლაომდე

ბათუმის მერიის ინფორმაციით, 16 და 17 აპრილს, 07:00 საათიდან 23:00 საათამდე, #11 მუნიციპალური  ავტობუსი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება. #11 ავტობუსი, ყოველ 12 წუთში,  სავაჭრო ცენტრ „ბათუმიდან“ ფერიის სასაფლაომდე იმოძრავებს.

შსს-მ უკანონო ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები გაანადგურა

საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა დროს ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანების საფუძველზე შექმნილმა მუდმივმოქმედმა კომისიამ, უკანონო ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები გაანადგურა. 1 კილო და 100 გრამი ჰეროინი, 821 აბი „სუბუტექსი“, 2562 აბი კოდეინის შემცველი ნარკოტიკული საშუალება, 17 კილო და 636 გრამი კანაფი, 25 კილო და 600 გრამი მარიხუანა, 14 გრამი მეტადონი, 92 აბი და …

ბარათაშვილის #26-ის გვერდით კიდევ ერთი სახლის დემონტაჟი იგეგმება

კომპანია „რენესანს დეველოპმენტს გრუპს“, რომელმაც ბარათაშვილის #26-ში ისტორიული სახლი დაანგრია, ამ ტერიტორიის მიმადებარედ, ფარნავაზ მეფის #56-ში, კიდევ ერთი სამსართულიანი სახლის დანგრევის ხარჯზე, ახალი კორპუსის აშენება სურს. კომპანიაში ამბობენ, რომ ეს იქნება იმავე მასშტაბებისა და ვიზუალის პროექტი, რასაც კომპანია ბარათაშვილის #26- ში ახორციელებს, ამიტომაც მისი დამტკიცება ხელს შეუწყობს უბნის კვარტალურ განვითარებას. კომპანია ცვლილებების შეტანას გეგმავს ასევე …

საკადრო ცვლილებები აჭარის პოლიციაში

აჭარის პოლიციაში საკადრო ცვლილებებია. „ბათუმელების“ ინფორმაციით, რამდენიმე ხელმძღვანელმა პირმა თანამდებობა გაცვალა. თანამდებობას ტოვებს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე გიგლა მოსიძე. ის ქედის პოლიციის განყოფილების უფროსი გახდება. ქედის პოლიციის უფროსი, ფრიდონ ფუტკარაძე კი, გიგლა მოსიძის ადგილს დაიკავებს პოლიციის დეპარტამენტში. „ახლა ვერაფერს გეტყვით, მოგვიანებით დამირეკეთ,“ – გვითხრა გიგლა მოსიძემ… ის მედიის ყურადღების ცენტრში 2013 წლიდან მოექცა, როცა აჭარის მაშინდელ …

ხულოში რძის საწარმოს ლიცენზია შეუჩერეს

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიოკნისში რძის გადამამუშავებელმა საწარმომ მუშაობა შეაჩერა. სამეწარმეო საქმიანობის დროებით შეჩერების მიზეზად რძის გადამამუშავებელ საწარმო „ცეზარის“ მფლობელები სურსათის ეროვნული სააგეტოს მიერ საწარმოსთვის ლიცენზიის შეჩერებას ასახელებენ და ამბობენ, რომ სამეწარმეო საქმიანობა სააგეტომ საწარმოში არსებული ტექნიკური დანადგარების საკანონმდებლო რეგულაციებთან შეუთავსებლობის გამო შეუჩერა. „სურსათის ეროვნულმა სააგენტომ პირველად, გასულ წელს, რძის პასტერილიზატორის გამო დაგვაჯარიმა. გვითხრეს, რომ დანადგარი …

მდინარეში ნაპოვნი ცხედრის საქმეში ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდეს

მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმა წინასწარი პატიმრობა შეუფარდა 28 წლის ვიტალი გ.-ს. მას განზრახ მკვლელობის ჩადენაში ედება ბრალი. საუბარია ქობულეთში, მდინარე კინტრიშში ნაპოვნ ცხედარზე,  გამოძიების ვერსიით, მამაკაცი თებერვალში მოკლეს და იმავე ღამეს მდინარეში ჩააგდეს. მოკლული და მკვლელობაში ბრალდებული ქობულეთში, გელაურის დასახლებაში ერთ სახლში ცხოვრობდნენ. ორივე მათგანი აფხაზეთიდან დევნილია. გარდაცვლილს სახლში ერთი ოთახი ჰქონდა ნაგირავები  და მარტო ცხოვრობდა. …

ისტორიული სახლი ძეგლის ზონაში, რომლის დანგრევაც მეპატრონეს სურს

ბათუმში, მაზნიაშვილის ქუჩის  #21-სა და # 23-ში ისტორიული სახლების დანგრევას და მათ ნაცვლად ახლი ხუთსართულიანი სახლის აშენებას ერთ-ერთი სახლის მესაკუთრე გეგმავს. ორივე სახლი ძეგლის დაცვის ზონაშია, ამიტომაც ჯიმშერ ცივაძემ პროექტი განსახილველად აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ზონალურ საბჭოს წარუდგინა. ჯიმშერ ცივაძის თქმით, საბჭოს მის პროექტზე უარი არ უთქვამს: „დოკუმენტებში ხარვეზი დამიდგინდა, ერთი დოკომენტის დაკარგვის გამო, ამიტომაც …

უმაღლეს საბჭოსთან 28 ხეს მოჭრიან

აჭარის უმაღლესი საბჭოს მიმდებარე ტერიტორიაზე მრავალწლოვან ხეებს ჭრიან. მოჭრილია წაბლის ხეც, რომელიც წითელ ნუსხაშია შეტანილი. „ჩვენს წარმომადგენლებს ადგილზე ვერ აჩვენეს დოკუმენტაცია, რის საფუძველზე იჭრება ათეულობით ხე, მათ შორის, წაბლი. როგორც კი გამოვიძახეთ გარემოს დაცვის ინსპექცია, ხეების ჭრის პროცესი შეწყდა,“ – ამბობს გია აბულაძე, უმაღლესი საბჭოს წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“. ქობულეთის გამგეობის პრესსამსახურში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ხეები …

ბრიუსელში საქართველოს პენიტენციური სისტემის რეფორმას დადებითად აფასებენ

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში გამართულ ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე საქართველოს პენიტენციურ სისტემაში გატარებული და მიმდინარე რეფორმის საკითხზე სიტყვით გამოვიდა. მოკავშირე ქვეყნების წარმომადგენლებმა დადებითად შეაფასეს  საქართველოს პენიტენციურ სისტემაში განხორციელებული რეფორმები. აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როცა ნატოს შტაბ-ბინაში საქართველოდან სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს იწვევენ. შეხვედრაზე საქართველოს სასჯელაღსრულებისა პრობაციის მინისტრმა, კახა კახიშვილმა …

როდის არის სამართლიანი საქმიანობის უფლების ჩამორთმევა

იმედა ხახუტაიშვილის სარჩელს პარლამენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს. ის სისხლის სამართლის კოდექსის 43-ე მუხლის ანტიკონსტიტუციურად ცნობას მოითხოვს, სადაც წერია: „თანამდებობის დაკავების, ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევის დამატებით სასჯელად დანიშვნა შეიძლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იგი ჩადენილი დანაშაულისათვის სასჯელად არაა გათვალისწინებული ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით…“ იმედა ხახუტაიშვილი ნარკოტიკის მოხმარებისთვისაა ნასამართლევი. მას ხელვაჩაურის სასამართლომ პირობით მსჯავრთან ერთად, ავტომანქანის მართვის …

გონიოში გასაყიდ შენობას მოსახლეობისგან პოლიცია იცავს

ბათუმში, გონიოს დასახლებაში, აფსაროსის მე-3 ჩიხში მდებარე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე არსებულ შენობას დაცვის სამსახური დაიცავს. სამინისტროს ინფორმაციით, 2017 წლის 7 აპრილს, ღამით მოქალაქეთა ჯგუფი შეეცადა ამ შენობის თვითნებურად დაკავებას. „აღნიშნული ობიექტის [ყოფილი სასადილოს] მეორე სართული არ წარმოადგენს საცხოვრებელ ფართობს, არ არის შესაბამისად მოწყობილი, გააჩნია დიდი ზომის ღიობები (ფანჯრები) და კედლები ამოშენებულია მხოლოდ პერიმეტრზე, ამავდროულად …

LIVE პარასკევი ჰილტონ ბათუმის „სქაი ბარში“

პარასკევს, დაძაბული კვირის შემდეგ, განსატვირთად თუ კარგ ადგილს ეძებთ, „ჰილტონ ბათუმში“ მდებარე „სქაი ბარი“ აუცილებლად უნდა მოინიშნოთ. ეს არ იქნება ტიპური საღამო – ყოველ პარასკევს, საღამოს ათიდან პირველ საათამდე, „სქაი ბარში“, რომელიც ზღვას გადაჰყურებს,  სტუდენტური ბენდი იკრიბება და ცნობილი სიმღერების ქავერებს ასრულებს. ბენდის ყველა წევრი ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის სტუდენტია. მათგან ყველაზე უფროსი 23 წლისაა, …

Exit mobile version