82 წლის ქალი ბინიდან გამოსახლების მოლოდინში

საიათნოვას 4-ში მცხოვრებ 82 წლის ალექსანდრა ტორუნს [ბათუმში ჩაის სახლის შენობა] ბინის დაცლას აიძულებენ. ამბობს, რომ ბინის კანონიერმა მესაკუთრემ შესასვლელი კარის გასაღები წაართვა, ტუალეტის კარი აუჭედა და სახეშიც გაარტყა. გასულ წელს კანონში შესული ცვლილების შემდეგ, ნებისმიერ შემთხვევაში, საკუთრებიდან პირის გამოსახლებას სასამართლოს გადაწყვეტილება სჭირდება. „აქ ვცხოვრობ 1983 წლიდან, მომიტანონ სასამართლოს გადაწყვეტილება და წავალ,“ – 82 წლის …

არჩილ ხაბაძის მამის თანამდებობა პაატა ბერიძემ დაიკავა

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში საწარმოთა მართვის განყოფილების უფროსად პაატა ბერიძე დაინიშნა. ის აქამდე ამ განყოფილებაში სპეციალისტად მუშაობდა. განყოფილების უფროსის თანამდებობა თამაზ ხაბაძეს ეკავა, აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის მამას. თამაზ ხაბაძემ თანამდებობა აპრილში დატოვა. თამაზ ხაბაძეს სამსახურიდან წასვლის მიზეზზე არ უსაუბრია. არჩილ ხაბაძემ „ბათუმელებთან“ საკადრო ცვლილება სამინისტროში მიმდინარე რეორგანიზაციას დაუკავშირა, ხოლო სამინისტროს ინფორმაციით, თამაზ ხაბაძემ …

ფარნავაზ მეფის ქუჩაზე ნაძვის ხე არა ბიზნესმენმა, არამედ მერიამ მოჭრა

სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბათუმში, ფარნავაზ მეფისა და ხიმშიაშვილის ქუჩების კვეთაში, ბიზნესმენმა ლევან ბაკურიძემ უნებართვოდ მოჭრა ნაძვის ხე. სტატუსს თან ერთვის მოჭრილი ხის ფოტოებიც. „ბათუმელები“ ლევან ბაკურიძეს დაუკავშირდა, რომელმაც ხის მოჭრის ფაქტი უარყო. მერიის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურში ჯერ განაცხადეს, რომ  მომხდარის შესახებ ინფორმირებულნი არ არიან, თუმცა მოგვიანებით თქვეს, რომ ნაძვის ხე გამწვანების …

მთავრობა თხლვანაში სტიქიით დაზარალებულების ბინებით უზრუნველყოფის საკითხს განიხილავს

ამ წუთებში აჭარის სტიქიური მოვლენების შედეგად მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისია სტიქიის შედეგად დაზარალებული 32 ოჯახის საკითხს განიხილავს. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სტიქიით დაზარალებული ოჯახების საცხოვრებელი ფართობით უზრუნველყოფისთვის აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 800 000 ლარის გამოყოფა იგეგმება. ამასთან დაკავშირებით კომისიის სარეკომენდაციო წერილი დასამტკიცებლად აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს უახლოეს დღეებში გადაეგზავნება. საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში, საერთო …

სასტუმროებისა და ჰოსტელების ფასები ბათუმში

ოფიციალური ინფორმაციით, 2017 წლის ტურისტულ სეზონზე აჭარაში სასტუმროებში 18 277 საწოლია რეგისტრირებული. ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, წელს  ბათუმში დაბალბიუჯეტიანი და მაღალი კლასის სასტუმრო და განთავსების ობიექტი გაიზარდა 900-ზე მეტი საწოლი ადგილით. უკვე გახსნილია და მალე გაიხსნება ახალი სასტუმრო კომპლექსები: სასტუმრო Sky Tower – 220 საწოლი ადგილი, რომელიც ხვალ, 19 მაისს გაიხსნება, სასტუმრო „ვინთემი“ – 335 საწოლი …

რამდენი ლარით დაფინანსდება პროექტები „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში

დღეს, 18 მაისს, აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატაში მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაცია აჭარის რეგიონალური პროექტების მენეჯერმა ლიკა კალატოზმა წარადგინა. პროგრამა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ხორციელდება. მასში მონაწილეობის მიღება ახალი ბიზნესის წამოწყების ან არსებულის გაფართოების ნებისმიერ მსურველს შეუძლია. პროგრამა ორ ეტაპად ჩატარდება: პირველ ეტაპზე მონაწილეები თავიანთ ბიზნეს იდეებს წარადგენენ, რის …

შავი ზღვის პორტების პრობლემები და გამოწვევები – კონფერენცია ბათუმში

ტრიბუნასთან გამომსვლელები თითქმის ერთხმად შეთანხმდნენ, რომ დიდი გემებისა და მაღალი ტონაჟობის ტვირთების მიღების შესაძლებლობა შავი ზღვის პორტებისთვის მთავარი გამოწვევაა. შეთანხმდნენ იმაზეც, რომ ამ პრობლემების – ბოლო დროს ტვირთბრუნვის მოცულობის შემცირების [რაც ზოგიერთი ქვეყნის პორტში, მათ შორის საქართველოში მკვეთრად 2013 წლის შემდეგ გამოიხატა] მოსაგვარებლად, შესაბამისი ღონისძიებების სასწრაფოდ არის დასაწყები. შავი ზღვის ნავსადგურებისა და გადაზიდვების მეექვსე საერთაშორისო კონფერენცია …

უკრაინული დიასპორა ბათუმში

აჭარაში დაახლოებით 800 ეთნიკური უკრაინელი ცხოვრობს. ზოგიერთი მათგანი თავს ქართველადაც კი მიიჩნევს. ზოგიერთი ეროვნული იდენტობის შენარჩუნებას ცდილობს, ხოლო ის უკრაინელები, რომლებიც შერეულ ოჯახებში დაიბადნენ, მიიჩნევენ, რომ მულტიკულტურული სამყაროს  ნაწილი არიან. ნახეთ 5 ქალის ისტორია: ანჟელა ბოლოგანი 21 წლისაა, სტუდენტია საზღვაო აკადემიაში, ბიზნესადმინისტრირებას და მართვას სწავლობს. ოთხი წელია რაც ბათუმში ცხოვრობს, მანამდე კი თავის უკრაინელ ბებიასთან ფოთში …

აგროღონისძიებების შესახებ ინფორმაციას ფერმერები SMS-ით მიიღებენ

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო 2018 წელს აგრომეტეოროლოგიური სადგურების მოწყობას გეგმავს. სადგურებმა მზის რადიაცია, ნალექის რაოდენობა, ჰაერის ტემპერატურა, ნიადაგის ტემპერატურა, სინოტივე და ა.შ. უნდა განსაზღვროს, დამუშავებული ინფორმაცია კი, მოსახლეობას მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით უნდა მიეწოდოს.  ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა სახის დაავადების გავრცელების ალბათობა არსებობს და რა წამლობითი ღონისძიებების გატარება არის რეკომენდებული. სამინისტრო მეტეოსადგურის მოწყობას პირველ …

ყალბი ერთლარიანი მონეტების გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

 საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს. „გამოძიების მიერ დადგენილია, რომ ბრალდებული, ქალაქ თბილისში  განთავსებული სწრაფი გადახდის აპარატების მეშვეობით, საკუთარ ანგარიშზე სისტემატურად რიცხავდა ერთი ლარის ნომინალის ყალბი ლითონის მონეტებს, რის შედეგადაც, მის მიერ საერთო ჯამში გასაღებულია 5 357 ცალი ყალბი ერთლარიანი მონეტა. ბრალდებული საგამოძიებო სამსახურმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა“ …

გადარგული ხეების ფოტოები აჭარის მთავრობის სახლის წინ

დღეს, 18 მაისს, აჭარის მთავრობის სახლის წინ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა აქცია გამართეს. მათ ციხისძირიდან და ბუკნარიდან ბიძინა ივანიშვილის მიერ ხეების გადარგვის პროცესი გააპროტესტეს და აჭარის მთავრობა ამ პროცესის თანამონაწილეობაში დაადანაშაულეს. „იმ ფონზე, როდესაც რეგიონში უმძიმესი ეკონომიკური მდგომარეობაა, როდესაც ათასობით სტუდენტს სტატუსი აქვს შეჩერებული ფულის გადაუხდელობის გამო, როდესაც უამრავ ოჯახს, რომლებიც უკიდურესი გაჭირვების ზღვარზე იმყოფებიან, უკანონოდ …

ემიგრირებული საქართველოს მოქალაქეების რეინტეგრაციის ხელშემწყობი პროგრამის განხორციელება დაიწყო

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ 2015 წლიდან დამოუკიდებლად, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით დაიწყო სამშობლოში ემიგრაციიდან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეების რეინტეგრაციის ხელშემწყობი პროგრამის განხორციელება. აღნიშნულის მისაღწევად სამინისტრომ სახელმწიფო ბიუჯეტის თანხა გრანტის სახით გადასცა არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც უშუალოდ ახორციელებენ სარეინტეგრაციო სერვისების მიწოდებას დაბრუნებული მიგრანტებისთვის. აჭარასა და გურიაში აღნიშნულ პროგრამას მეორე წელია ანხორციელებს ჩვენი ორგანიზაცია, …

ნარკოდანაშაული – სასამართლო ექსპერტიზის დასკვნაზე მეტად პოლიციელთა ჩვენებას ენდო

ორი სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი უზენაესმა სასამართლომ გამამტყუნებლით შეცვალა. ირაკლი ვაშაკიძეს ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვას ედავებოდა გამოძიება და მას უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიამ: ნინო გვენეტაძემ, პაატა სილაგაძემ და გიორგი შავლიაშვილმა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ბათუმის საქალაქო სასამართლოში, ამ საქმის განხილვის დროს, დაცვის მხარემ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიერ ჩატარებული ბიოლოგიური, იგივე დნმ ექსპერტიზის დასკვნა …

უფასო საშხაპეები და გასახდელები ბათუმის პლაჟზე – რა სიახლეები იგეგმება ბულვარში

შეზლონგი სამი ლარი, ქოლგა ერთი ლარი მთელი დღით – „ბათუმის ბულვარმა“ აუქციონში მონაწილე პირებს ფასი წინასწარ განუსაზღვრა. ბულვარის ადმინისტრაციის ინფორმაციით, აუქციონები დასრულდა და გამარჯვებულები გამოვლენილია; ფასი კი დამსვენებლების პრეტენზიების გათვალისწინებით განისაზღვრა. „რადგან  იყო შემთხვევები, როცა  გამქირავებლები ბევრად მაღალ ფასს ადებდნენ, რაც დამსვენებლების უკმაყოფილებას იწვევდა,“ – განაცხადეს ბულვარის ადმინისტრაციაში. წელს, ტურისტულ სეზონზე, შეზლონგების გამქირავებლებს უნიფორმაც ეცმევათ.  „უნიფორმები თვითონ …

თხევადი აირი ვეტერანებისთვის ხულოში

ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობა, წელს პირველად, ვეტერანებსა და მათთან გათანაბრებულ პირებს, 10 კილოგრამ თხევად აირს ერთჯერადად უფასოდ მიაწვდის. ხულოს გამგეობის ჯანდაცვის სამსახურის უფროსის, რამაზ შავაძის ინფორმაციით, ბენეფიციარებს თხევადი აირის ტალონი გადაეცემა, რომლის გამოყენება ერთი თვის განმავლობაში შეეძლებათ. ხულოში სულ 250 ვეტერანი და მასთან გათანაბრებული პირი ცხოვრობს. „გამომდინარე იქედან რომ ამ ოჯახებს უჭირს, გადავწყვიტეთ პროგრამა შეგვემუშავებინა და მცირედით …

პროკურორი მოწმეების გარეშე – „11-12 მარტის აქციის საქმე“

„11-12 მარტის აქციის საქმის“ არსებითი განხილვა ბათუმის საქალაქო სასამართლომ დღეს, 17 მაისს დაიწყო. მასობრივ ძალადობას და პოლიციელებზე თავდასხმაში ბრალდებულების საქმეს მოსამართლე ირაკლი შავაძე განიხილავს. 21 ბრალდებულიდან ორს, მერაბ ღოღობერიძის და ირაკლი ჩხვირკიას მასობრივი არეულობის მოწყობა ედება ბრალად. მათი წინასასამართლო პროცესი ჯერ არ გამართულა. საქმეში ორი არასრულწლივანია, მათი განხილვა დახურულ პროცესებზე მიმდინარეობს. დღეს კი დაიწყო იმ …

აჭარის მთავრობა ახალ სსიპ-ს ქმნის

ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახური – ასე ერქმევა ახალ ორგანიზაციას, რომლის შექმნის შესახებ, დღეს, 17 მაისს, აჭარის მთავრობის სხდომაზე იმსჯელებენ. ახალი ააიპ-ის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ საკითხს სხდომაზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი, რამაზ ბოლქვაძე წარადგენს. ახალი სამსახურის ირგვლივ კომენტარები სხდომის დასრულების შემდეგ გაკეთდება. მთავრობის სხდომა ამ წუთებში მიმდინარეობს. სხდომის დღის წესრიგში სხვადასხვა საკითხებია შეტანილი. მათ შორის, …

სადავო ნაგებობას მოხეში შესაძლოა ძეგლის სტატუსი მიენიჭოს

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს კულტურული მემკვიდრეობის კვლევის სამსახურს დაევალა სოფელ მოხეში მდებარე სადავო ნაგებობის „სახეობის, მნიშვნელობის, მდგომარეობის, ისტორიული ან კულტურული ღირებულებისა და კატეგორიის განსაზღვრისათვის შესაბამისი დასკვნის მისაღებად“, ამ შენობის მონაცემების წარდგენა სააგენტოს კულტურული მემკვიდრეობის საბჭოსთვის 6 თვის ვადაში. ნაგებობის შესახებ მონაცემები და დასკვნა, როგორც ბრძანებაშია აღნიშნული, ამ „ობიექტისთვის ძეგლის სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად“ არის საჭირო. რელიგიის …

აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები ლგბტ ადამიანების უფლებებზე

რატომ ვერ გრძნობენ თავს დაცულად სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლები ქუჩაში, ქვეყანაში და რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ იმისთვის, რომ ყველა მოქალაქის სიცოცხლისა და გამოხატვის უფლება იყოს დაცული? ამ თემაზე „ბათუმელებთან“ აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები საუბრობენ. ცოტნე ანანიძე, „ქართული ოცნება“: „სახელმწიფოს რა ვალდებულებაც აქვს, ეს არის კანონით რეგულირებული. პირველ რიგში, ყველა ადამიანის უსაფრთხოება უნდა იყოს დაცული და ნებისმიერი …

ერთად აღვნიშნოთ მუზეუმების საერთაშორისო დღე – ფილმის ჩვენება და დისკუსია (ანონსი)

18 მაისს, 12:00 საათზე, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ორგანიზებით, ძმები ნობელების სახელობის ბათუმის ტექნოლოგიურ  მუზეუმში, ამიკო ქავთარაძის სატელევიზიო პროექტის „ერთი ფოტოს ისტორია“ – 9/11-ის  ჩვენება გაიმართება. ჩვენება მუზეუმის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების „მუზეუმი და სადავო ისტორიები: მუზეუმი საუბრობს უთქმელზე“  ფარგლებში იმართება. ფილმი ეხება  2001  წლის  11 სექტემბერს  აშშ-ში განხორციელებულ ტერორისტულ აქტს, რის შედეგადაც  ნიუ-იორკის ორი ცათამბჯენი …

უსკო სამ ვაკანსიაზე კონკურსს აცხადებს

აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისია კონკურსს სამ ვაკანსიაზე აცხადებს. ვაკანსიები ახალ სამსახურშია, რომელიც უსკომ საარჩევნო მოხელეების კვალიფიკაციის გასაუმჯობესებლად და გრანტების მოსაძიებლად შექმნა. „ინსტიტუციური განვითარების სამსახურის“ ფუნქციები უსკოს რეგლამენტით განისაზღვრება. ამ ცვლილებებსა და კონკურსის დებულებაზე უმაღლესი საარჩევნო კომისია დღეს, 17 მაისს იმსჯელებს. უსკოს თავმჯდომარის, პარმენ ჯალაღონიას თქმით, ახალი სამსახურის ხელმძღვანელის ხელფასი თვეში დანამატის გარეშე დაახლოებით 1274 ლარი …

რომელი მოსამართლე განიხილავს „ბათუმის აქციის საქმეს“

„11-12 მარტის აქციის საქმეზე“ დღეს, 17 მაისს, არსებით განხილვას ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ირაკლი შავაძე დაიწყებს. საქმეში ამ დროისთვის ზუსტად 301 მოწმეა დასაკითხი. მოსამართლე თავდაპირველად ბრალდების მხარის მოწმეებს მოუსმენს. ამ საქმეზე წინასასამართლო პროცესები მოსამართლეებმა ვიოლეტა ფორჩხიძემ და დავით მამისეიშვილმა გამართეს. ამ ეტაპზე სასამართლო მხოლოდ მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხს განიხილავს. ასევე იმას, უნდა გათავისუფლდეს თუ არა ბრალდებული პატიმრობიდან …

მიწისქვეშა ბათუმის ახალი სიცოცხლე

მალე ბათუმს წყლისა და კანალიზაციის სრულიად ახალი ქსელი ექნება. ბათუმისთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პროექტზე კომპანია „გზა“ მუშაობს გერმანელ პარტნიორთან ერთად. 2010 წელს დაწყებული სამუშაოები, რომლებშიც კომპანია „გზა“ 2014 წლიდან ჩაერთო, გეგმის მიხედვით მიმდინარეობს და 2018 წლის მიწურულს დასრულდება. ეს იმას ნიშნავს, რომ ბათუმი, თავისი არსებობის განმავლობაში, პირველად იქცევა ქალაქად, რომელსაც ექნება ევროპული სტანდარტების შესაფერისი საკანალიზაციო …

შემოსავლების სამსახურის ვებსერვისებთან წვდომა ორი დღით შეიზღუდება

 შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 20 და 21 მაისს შემოსავლების სამსახურის ვებსერვისებთან წვდომა ორი დღით შეიზღუდება. ამიტომ, სამსახური მოუწოდებს შესაბამის პირებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ზემოაღნიშნულ პერიოდში იგეგმება ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის ტრანსპორტირება, დაგეგმილი სამუშაოების დაწყებამდე გამოიყენონ ზედნადების წინასწარ გამოწერის შესაძლებლობა. „გაცნობებთ, რომ შემოსავლების სამსახურში დაგეგმილია სერვერული ინფრასტრუქტურის განახლებითი  სამუშაოების ჩატარება, რის გამოც 20 მაისს 22:00 …

29 239 კოლოფი უაქციზო სიგარეტის შენახვა-რეალიზაციისთვის ორი პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, განსაკუთრებით დიდი ოდენობის აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული თამბაქოს ნაწარმის შენახვა, რეალიზაცია, გადაზიდვის ფაქტზე, ორი პირი დააკავა. „გამოძიებით დადგენილია, რომ ერთ – ერთი ბრალდებული, წყალტუბოს რაიონში საკუთარი საცხოვრებელი სახლის სხვენში, შემდგომი რეალიზაციის მიზნით, ინახავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებრებულ უაქციზო სიგარეტს, კერძოდ, 29 239 კოლოფ ,,Master’’- …

პირველი სალოტბარო სკოლა ბათუმში

დღეს ბათუმში, აჭარის ხალხური ხელოვნების სკოლაში, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის წარმომადგენლობა და სალოტბარო სკოლა გაიხსნა. პროექტის – ,,სალოტბარო მიმართულების განვითარება“ მიზანი უძველესი ადგილობრივი ხალხური სიმღერების აღდგენა და შენარჩუნებაა. აჭარის „ხალხური ხელოვნების“ სკოლის დირექტორის, გურამ ხოზრევანიძის თქმით, სკოლაში გაწევრიანება ნებისმიერ წარჩინებულ მოსწავლეს შეუძლია. მსურველები უფასოდ შეისწავლიან „ქართულ ხალხურ სიმღერასა და ტრადიციულ გალობას.“ გახსნის ცერემონიის დასრულებისას აჭარის ხალხური ხელოვნების …

700 აბონენტს ქედაში ელექტროენერგია არ მიეწოდება

ამ დროისთვის [ 16 მაისის 18 საათისთვის], ქედის მუნიციპალიტეტში შუქი 700 აბონენტს არ მიეწოდება. შუქი ქედის სოფლებში თითქმის ყოველდღიურად ითიშება. „ენერგო-პრო ჯორჯიას“ წარმომადგენელი თეიმურაზ ბოლქვაძე განმარტავს, რომ შუქის მიწოდებაში შეზღუდვები მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობას უკავშირდება. შუქი არც წინასწარ დაანონსებულ დროს ირთვება. ხშირ შემთხვევაში შუქი სოფლებში დილის 8 საათზე ითიშება და საღამოს 6 საათის ნაცვლად, …

რა თანხას დაიბრუნებს სახელმწიფო მითვისებული 5 მილიონიდან

შპს „ჰიგიენა 2009“-ის დირექტორს, ირაკლი ცეცხლაძეს, ბათუმის საქალაქო სასამართლომ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გადაწყვეტილების გამოცხადების დროს მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა მსჯავრდებულის ის საბანკო ანგარიშებიც ჩამოთვალა, სადაც მას თანხა აქვს განთავსებული – ჯამში 130 256 აშშ დოლარი და 988,77 ლარი. უკანონოდ მითვისებული 5 მილიონიდან სახელმწიფო მხოლოდ ამ თანხას დაიბრუნებს. ამას გარდა, ბელორუსიაში დაკავების დროს, ირაკლი ცეცხლაძემ …

აჭარის მაღალმთიანეთში რძის მიმღები პუნქტების მოწყობას 874 ათასი ლარი დასჭირდება

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო 2018 წლისთვის რძის მიმღები ორი პუნქტის მოწყობას გეგმავს. რძის მიმღები პუნქტები რეგიონის იმ ნაწილში მოეწყობა, სადაც ყველაზე მეტი რძე იწარმოება, თითოეულის წარმადობა დღეში 10 ტონა იქნება. მას შემდეგ, რაც სამინისტრო მიმღებ პუნქტებს მოაწყობს, მათ იჯარით იმ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს გადასცემს, რომლებიც რძეს აწარმოებენ. „რძის ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული მოთხოვნის შესაბამისი მიმღები პუნქტების მშენებლობა …

სარძევე ჯირკვლის დიაგნოსტიკა ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში

თეიმურაზ გოგიტიძე, მამოლოგია-ონკოქირურგიის მიმართულების ხელმძღვანელი ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში 2016 წლის დეკემბრიდან ვმუშაობ ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში, სარძევე ჯირკვლის პათოლოგიის დიაგნოსტიკას ვეწევი. აქ გვაქვს მამოგრაფიის ციფრული აპარატი სკრინინგისთვის. ეს არის სარძევე ჯირკვლის რენტგენული კვლევა, რომელიც მიიჩნევა ოქროს სტანდარტად სკრინინგში იმ პათოლოგიების გამოსავლენად, რომლებიც არ იგრძნობა ხელით არც ექიმისა და არც პაციენტის მიერ. ეს აპარატურა დასავლეთ …

„კაპელა და მეგობრები“ – ნინო ქათამაძის კონცერტი ბათუმში

„კაპელა და მეგობრები“ – ასე ჰქვია კონცერტს, სადაც 18 მაისს, ნინო ქათამაძე იმღერებს. კონცერტში მონაწილეობს საქართველოს სიმფონიური ორკესტრი, ასევე, ჯგუფ „ინსაითის“ გიტარისტი გოჩა ყაჭეიშვილი. ორკესტრს ნიკოლოზ რაჭველი უდირიჟორებს. კონცერტი ბათუმის მუსიკალურ ცენტრში გაიმართება. ბილეთის ფასი 10 და 15 ლარია.

„5 მილიონის საქმეზე“ ირაკლი ცეცხლაძეს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

გახმაურებული „5 მილიონის მითვისების საქმეზე“ ირაკლი ცეცხლაძეს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.  მას ასევე ჩამოართმევენ იმ ფულს, რაც ამ დროისთვის საბანკო ანგარიშზე აქვს. მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. დღევანდელ სხდომაზე პროკურორმა დავით ჭარბაძემ მოსამართლეს სთხოვა, თავისუფლების აღკვეთის შეფარდების გარდა, ირაკლი ცეცხლაძის საბანკო ანგარიშებიდანაც მოიხსნას თანხა, „რაც მას უკანონო გზით აქვს მოპოვებული და …

ზურაბ პატარაძე მეჩეთის მშენებლობის თემაზე: ჩვენ ძალიან მალე ვნახავთ გამოსავალს

აჭარის მთავრობის პრესსამსახური ზურაბ პატარაძის ვიდეოკომენტარს ავრცელებს, სადაც ის ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის ირგვლივ არსებულ პრობლემაზე საუბრობს. ზურაბ პატარაძე  ამბობს: „იყო საუბარი იმაზე, რომ თითქო ეს იყო გასაიდუმლოებული შეხვედრა, არანაირი გასაიდუმლოებული შეხვედრები არ ყოფილა, ეს არის ჩვეულებრივი მუშა პროცესი, ჩვენ არაჩვეულებრივი, კარგი დიალოგი გვაქვს ზოგადად სამუფთოსთან, არასამთავრობო სექტორთან, პრესასთან, ასევე რელიგიის სააგენტოსთან.  ჩვენ ვმსჯელობთ ამ …

კიდევ ერთი საინფორმაციო ცენტრი ბათუმი ცენტრალში

დღეს, 16 მაისს, „ბათუმი ცენტრალში“ ახალი საინფორმაციო-ტურისტული ცენტრი გაიხსნა. ახალ საინფორმაციო ცენტრში მგზავრებს აჭარის ტურისტული მარშრუტების შესახებ ინფორმაციის მიღება შეეძლებათ. იქვე იქნება შესაძლებელი კონკრეტული ტურების შეძენა მაღალმთიანი აჭარის მიმართულებით. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით ზაფხულში, რეგიონის მასშტაბით, ტურისტებს ჯამში 9 საინფორმაციო-ტურისტული ცენტრი მოემსახურება, სადაც აჭარის ტურისტული პროდუქტების, მთიანი აჭარის ტურების, გასართობი ტურისტული ობიექტებისა თუ ღონისძიებების …

ინკლუზიური ცენტრის ბავშვები სპექტაკლს გამართავენ

18 მაისს, 18:30 საათზე, სსიპ ბათუმის № 26 საჯარო სკოლის ინკლუზიური სწავლების ცენტრი სპექტაკლს „წუნა და წრუწუნას“  გამართავს. სპექტაკლს საქართველოში შშმ პირების პირველი თეატრალური დასი „ცისარტყელა“ წარადგენს, რომელშიც დასის 18 მონაწილე მიიღებს მონაწილეობას. წარმოდგენა ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიულ სახელმწიფო თეატრში გაიმართება. ინკლუზიური სწავლების ცენტრის დირექტორის, თამარ გოგიშვილის თქმით, ეს სპექტაკლი არ არის პირველი, …

აზიური ფაროსანა ნებისმიერ სასოფლო-სამეურნეო კულტურას ანადგურებს – მწერთან ბრძოლა დატესტვის რეჟიმში

მავნებელი მწერი ფაროსანა, რომელიც სურსათის ეროვნულმა სააგენტომ საკარანტინო მავნებლების ნუსხაში შეიყვანა, ციტრუსს, თხილს, ვაზს, ატამს, ჟოლოს, ვაშლს, მსხალს… ბოსტნეულს, სიმინდს – სულ 300-მდე სასოფლო-სამეურნეო კულტურას ანადგურებს. მავნებელი მცენარის ნაყოფს ხვრეტს და ნაყოფიდან წვენს იღებს, რაც ნაყოფის უჯრედულ დაზიანებასა და  მოსავლის ხარისხის დაცემას იწვევს. აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს აგრარული განვითარების დეპარტამენტის უფროსის, მამუკა თურმანიძის თქმით, სამინისტრო პირველ …

Exit mobile version