შსს: დაკავებულია ორი პირი, ვინც დღეს ბათუმში მანქანა დაცხრილა

რამდენი ადამიანი იმყოფებოდა იმ მანქანაში, რომელიც დღეს, გამთენიისას ბათუმში დაცხრილეს? – შს სამინისტროში ზუსტ რაოდენობას არ ასახელებენ. სამინისტროს პრესცენტრში განმარტეს, რომ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება, ხოლო ორი პირი უკვე დაკავებულია. რატომ დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლით, რაც ხულიგნობას გულისხმობს? – ამ კითხვის პასუხად სამინისტროში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ „გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის …

მესაკუთრის განმარტება ფალიაშვილის #19-ში ბელეტაჟის დანგრევაზე

დღეს ბათუმში, ფალიაშვილის #19-ში არსებული ბელეტაჟი დაანგრიეს. საჯარო რეესტრის მონაცემებით, აღნიშნულ მისამართზე სახლი და 232  კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი მის ამჟამინდელ მესაკუთრეს, მიხეილ კაკაბაძეს 21 ივლისს აქვს დარეგისტრირებული საკუთრებაში. დარეგისტრირებიდან 9 დღეში მესაკუთრემ ბელეტაჟი დაანგრია, ყოველგვარი ნებართვის გარეშე. სახლი მდებარეობს ძეგლის ზონაში. გარდა ამისა, კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ სააგენტოს ბათუმის მერიამ მიმართა რეკომენდაციით, სახლისთვის ძეგლის სტატუსის …

მოზარდები თავიანთ ფესტივალზე ქართველებს ელოდებიან

ისინი უკვე სამი დღეა დიდ სამზადისში არიან – ხვალ, 31 ივლისს კი, თავიანთი ნამუშევრებით აუდიტორიის წინაში უნდა წარსდგნენ. დღეს და გუშინ 20-მდე ბათუმელმა მოზარდმა და სტუდენტმა – სხვადასხვა ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებმა საკუთარი ხელით მოხატეს ჩანთები, რომლებსაც ხვალ ფესტივალის სტუმრებს საჩუქრად გადასცემენ. კოლონადებთან ეროვნული უმცირესობების ფესტივალი გაიმართება და 20 საათიდან დაიწყება. კოლონადებთან ასევე მოეწყობა იმპროვიზებული სცენა …

როგორ ებრძვიან საქართველოში ადამიანით ვაჭრობას

30 ივლისს ადამიანით ვაჭრობის, ტრეფიკინგთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ტრეფიკინგის სახელმწიფო ფონდმა ამ დღესთან დაკავშირებით, სარფის საბაჟოზე გამშვებ პუნქტთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა. რამდენად ეფექტურია მსგავსი აქციების ჩატარება – „ბათუმელებმა“ ფონდის პრესსამსახურის წარმომადგენელს რამდენიმე კითხვით მიმართა. ქეთი, რატომ აირჩიეთ სარფი ტრეფიკინგის სახელმწიფო ფონდი ყოველწლიურად სხვადასხვა ადგილას აღვნიშნავთ ამ დღეს. წელს აქცენტირებულად გავაკეთეთ სარფი. სიმბოლური დატვირთვა მივეცით, რადგან …

სომხური ტოლმის ფესტივალი ბათუმში

ხალხმრავლობა ბათუმის სომხურ ეკლესიასთან ამ წუთებშიც გრძელდება. ეკლესიის გვერდით სკვერში ტოლმის ფესტივალი გაიმართა. მაყურებელიც და მონაწილეებიც, უფროსები და პატარები ერთად ცეკვავენ.  ყველაზე მეტ ადამიანს ცეკვის სურვილი მაინც გაუჩნდა ძველ სომხურ სიმღერაზე – „მენატრები მოდი“. აჭარის სომეხთა კავშირის პრესმდივანი, არტურ ოგანესიანი ამბობს, რომ სომხური ტოლმის ფესტივალი ბათუმში წელს პირველად ტარდება: „40-მა მონაწილემ წარადგინა ტოლმის 35 სახეობა. …

ბათუმში კიდევ ერთი ბელეტაჟი დაანგრიეს

ბათუმში, ფალიაშვილის ქუჩის #19-ში კიდევ ერთი ბელეტაჟი დაანგრიეს. როგორც ფოტომასალებიდან ჩანს, შენობის ფასადი მოშლილია ბელეტაჟის დონეზე. აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში აცხადებენ, რომ ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა ნგრევა უკვე შეაჩერა. სახლი, რომელიც ჩუმად და უკანონოდ დაანგრიეს, საჯარო რეესტრის მონაცემებით, მიხეილ კაკაბაძეს გასულ კვირას უყიდია. „ბათუმელები“ ეცდება დაუკავშირდეს მესაკუთრეს და გაარკვიოს, რატომ დაანგრია შენობა, რომელიც ძეგლის …

შსს-ს კომენტარი ავტომანქანის დაცხრილვისა და დაჭრის ფაქტებზე

30 ივლისს, ბათუმში ავტომანქანის დაცხრილვის ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს სს კოდექსის 239-ე მუხლით, რაც ხულიგნობას გულისხმობს, ხოლო ქობულეთში სოფელ ცეცხლაურში დაჭრის ფაქტზე გამოძიება სს კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო. შსს-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, „ბათუმის შემთხვევაში დაზიანებულია ავტომანქანა და გამოძიება მიმდინარეობს მუხლით, რაც ხულიგნობას გულისხმობს, გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები; ცეცხლაურის შემთხვევაში კი, დადგენილია პიროვნება და მიმდინარეობს …

ქობულეთში, სოფელ ცეცხლაურში მამაკაცი დაჭრეს

ქობულეთის სოფელ ცეცხლაურში, წუხელ, დაახლოებით ღამის პირველი საათისთვის, ცივი იარაღით მამაკაცი დაჭრეს. „ბათუმელების“ ინფორმაციით ინციდენტი მეზობლებს შორის ჩხუბს მოყვა. დაჭრილი მამაკაცი გადაყვანილია საავადმყოფოში, ხოლო ის, ვინც მამაკაცი დაჭრა, ადგილიდან მიიმალა. ჩვენი ინფორმაციით, მამაკაცი დანით არის დაჭრილი და ის ამ დროისთვის ქობულეთში, ერთ-ერთ საავადმყოფოში იმყოფება. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ სამართალდამცავები. „ბათუმელები“ დაუკავშირდა შსს-ს პრესსამსახურს. სამინისტროს კომენტარს მოგვიანებით მოგაწვდით.

ბათუმში ავტომანქანა დაცხრილეს

ბათუმში, ვახტანგ გორგასლის ქუჩის ბოლოში, დღეს, 30 ივლისს, გამთენიისას, დაახლოებით 6 საათზე, მსუბუქი ავტომანქანა დაცხრილეს. მანქანას მარჯვენა მხრიდან და საქარე მინაზე რამდენიმე ტყვია აქვს მოხვედრილი. ადგილზე მუშაობს საპატრულო და კრიმინალური პოლიცია. პერიმეტრზე, რომელიც სამართალდამცავებს აქვთ შემოსაზღვრული, ყრია მასრები და დაზიანებულია რამდენიმე ავტომანქანა. როგორც ჩანს, გორგასლის ქუჩაზე ავტომანქანა, რომელიც დაცხრილეს, ჯავახიშვილის ქუჩის მხრიდან გრიბოედოვის ქუჩის მიმართულებით გადაადგილდებოდა. …

რა ქონებას ფლობს დეპუტატი ნუკრი ბეჟანიძე

საქართველოს პარლამენტის წევრმა, ლევან [ნუკრი] ბეჟანიძემ გასული წლის დეკემბერში პირველად შეავსო თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია. დეპუტატობამდე ნუკრი ბეჟანიძე ბათუმის სამშობიარო სახლის დირექტორი იყო. ნუკრი ბეჟანიძე ბათუმის მაჟორიტარია საქართველოს პარლამენტში. ის მაჟორიტარად „ქართულმა ოცნებამ“ წარადგინა. ნუკრი ბეჟანიძეს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია 2016 წლის 29 დეკემბერს აქვს შევსებული. ამ დეკლარაციის მიხედვით, ნუკრი ბეჟანიძე და მისი …

სახელმწიფო აუდიტი: უნივერსიტეტმა არ იცის რა ქონებას ფლობს

„ბოლო ხუთი წლის პერიოდში უნივერსიტეტის [ბსუ-ს] მიერ არ არის ჩატარებული ბალანსზე რიცხული ძირითადი აქტივების, მატერიალური მარაგების, მასალების, ფულადი ანგარიშებისა და ფულადი დოკუმენტების, ფინანსური მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაცია“, – აღნიშნულია სახელმწიფო აუდიტის ანგარიშში. საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული წესის შესაბამისად, ინვენტარიზაციას ექვემდებარება: [checklist] ორგანიზაციის ბალანსზე რიცხული აქტივები და ვალდებულებები, ბალანსის საცნობარო მუხლებში აღრიცხული საოპერაციო იჯარით აღებული …

ომანელი ტურისტები: გამომძალველებმა ღამის კლუბიდან 800 ლარი დაგვიბრუნეს

ტურისტები ომანიდან ბათუმში 24 ივლისს ჩამოვიდნენ. იმავე ღამეს ისინი ბათუმში, პუშკინის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ღამის კლუბს ეწვივნენ, გართობის მიზნით. როგორც ტურისტებმა „ბათუმელებს“ უთხრეს, შეუკვეთეს ხილის ასორტი და „ბორჯომი“. „მერე ორი გოგო მოვიდა. ერთი გოგო ჩემს მეგობარს მუხლებზე დაუჯდა, მეორე გვერდით იყო. არაყი შეუკვეთეს. თვითონ სვამდნენ, ჩვენ – არა. ცეკვას ვუყურებდით…“ – აცხადებდნენ ტურისტები, რომლებიც დასძენდნენ, …

ვის უწევს სამარტოო საკანში პატიმრობის მოხდა

„პატიმარი ზუსტად სამი წელი და ერთი თვე სამარტოო საკანშია გამოკეტილი,“ – ამბობს ბათუმის ციხეში მყოფი პატიმრის, ნუგზარ თაბაგირის ადვოკატი – ირინა საღინაძე. კანონით სამარტოო საკანში პატიმრის ყოფნის მაქსიმალური ვადა 14 დღეა. ადვოკატის შეფასებით, სამარტოო საკანში ნუგზარ თაბაგარი სპეციალურად, მასზე ზეწოლის მოხდენის მიზნით გამოკეტეს. ნუგზარ თაბაგარი ერთ-ერთი მთავარი მოწმეა „გიორგი ოქროპირიძის საქმეში“. კითხვის ნიშნების მქონე მკვლელობაში …

სად აღადგენს WHERE–ს ბათუმის ბულვარი

ქანდაკება WHERE–ს აღდგენითი სამუშაოებისთვის ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციამ 7362 ლარი გამოყო. ქანდაკება, რომელიც ახალ ბულვარში პლაჟის გასწვრივ იდგა, შტორმის შედეგად დაზიანდა. ის აქ დღეს არ დგას. ბულვარის ადმინისტრაციაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ხელახლა დასამზადებელია მხოლოდ ერთი დეტალი – E ასო, ქანდაკების დანარჩენი ნაწილები კი დასაწყობებულია. ქანდაკება ისევ ახალ ბულვარში, თუმცა ახალ ადგილზე, შადრევნის მიმდებარედ დაიდგმება, ვინაიდან „პლაჟის გასწვრივ …

პატიმარი ბათუმის ციხიდან: ვშიმშილობ, რადგან ზღვარს გადაცდა არაადამიანური მოპყრობა

„მიმდინარე წლის 20 ივლისს დავიწყე შიმშილობა, უკვე ზღვარს გადაცდა არაადამიანური მოპყრობა,“ – წერს ბათუმის მესამე დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებული კახა მეცხვარიშვილი. პატიმრის თქმით, მას შესაბამის სამედიცინო მომსახურებას არ უწევენ და აწუხებს ფიზიკური ტკივილები. სახალხო დამცველის გარდა, იგი დახმარებას სხვადასხვა სახელმწიფო უწყებას სთხოვს. მსჯავრდებული წერს, რომ მას სჭირდება ქირურგიული ჩარევა, ასევე ფსიქიატრის, დერმატოლოგის, ოფთალმოლოგის, ნერვოლოგის და თერაპევტის …

არის თუ არა ჯანმრთელობისთვის საშიში პროდუქტებში აღმოჩენილი ტყვიის შემცველობა

სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ჩატარებული კვლევების მიხედვით, საქართველოში წარმოებულ გარკვეულ პროდუქტებში ტყვიის მაღალი შემცველობა გამოვლინდა.  სააგენტოში აცხადებენ, რომ სინჯები, რომლებშიც ტყვიის შემცველობა გამოვლინდა, სხვადასხვა წელს არის აღებული.  ნიშნავს თუ არა ეს, რომ ტყვიის მაღალი შემცველობის პროდუქტს დღესაც ყიდულობს მომხმარებელი? ამ თემაზე „ბათუმელებთან“ სურსათის ეროვნული სააგენტოს, სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის უფროსი გიორგი მიქაძე საუბრობს. ბატონო გიორგი, რომელი …

ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შემოტანის ბრალდებით სარფში ერთი პირი დააკავეს

შსს-ს განცხადებით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უბნის ინსპექტორების სამმართველოს და დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, 1979 წელს დაბადებული ზ.ტ., განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, გადაზიდვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით, სარფში დააკავეს. „სამართალდამცველებმა, დაკავებულის ავტომობილის ჩხრეკისას, „მდმა“-ს შემცველი 74 აბი და ამფეტამინის შემცველი 17 აბი ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულს ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი პრეპარატები …

ბსუ-ში საათობრივი ანაზღაურების წესი შესაძლოა შეიცვალოს

  ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში [ბსუ] მომავალი სასწავლო წლიდან შესაძლოა საათობრივი ანაზღაურების წესი შეიცვალოს. ამის საფუძველი სახელმწიფო აუდიტის მიერ მომზადებული ანგარიში გახდა, სადაც აღნიშნულია, რომ აკადემიური და მასწავლებელთა პერსონალის მიერ ბსუ-ში შეუსრულებელია წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ დამტკიცებული საათობრივი დატვირთვა – 3 151 საათი. აუდიტმა ბსუ-ს გასული წლის შესაბამისობის ანგარიში გამოაქვეყნა. „უნივერსიტეტის საბუღალტრო ჩანაწერებში წარმოდგენილი დოკუმენტებითა და უნივერსიტეტის …

როდის ვერ გათიშავს კომპანია დენს, წყალსა და გაზს დავალიანების გამო

საქართველოს  ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის [სემეკი] შესაბამისი დადგენილებებით ცვლილებები შევიდა ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირისა და სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესებში. აღნიშნული ცვლილებებით დენის, გაზისა და წყლის დავალიანების გადაუხდელობის გამო შესაბამისი კომპანიები აბონენტებს დენს, გაზსა და წყალს ვერ გაუთიშავენ: [checklist] საღამოს; შაბათ-კვირას; უქმე დღეებში; უქმე დღეების წინა დღეებში. [/checklist] სემეკში აცხადებენ, რომ ასეთი ჩანაწერი მიწოდებისა და მოხმარების წესებში აქამდე …

სოციალური მომსახურების სააგენტოს გამოხმაურება მარტოხელა დედას 

სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობისა და მზრუნველობის სამმართველო ქალისა და მისი ოთხი წლის შვილთან დაკავშირებით „ბათუმელებში“ გამოქვეყნებულ სტატიას ეხმაურება. გამოხმაურებას გთავაზობთ უცვლელად: „ორ წელიწადზე მეტია, რაც მიმდინარეობს გიორგისა და მის დედასთან მუშაობა. ამ ხნის განმავლობაში, მათ ისარგებლეს სხვადასხვა მომსახურებით: 1 წლის განმავლობაში ირიცხებოდნენ დედათა და ბავშვთა თავშესაფრის მომსახურებაში (ქუთაისი, პროვაიდერი „,სოს“ ბავშვთა სოფელი), სადაც ბავშვი უზრუნველყოფილი იყო …

„სამედიცინო კორპორაცია ევექსი“ ჯანდაცვის სამინისტროს C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამას უერთდება

28 ივლისიდან ევექსის ქსელში შემავალ ყველა პოლიკლინიკასა და ჰოსპიტალში შესაძლებელი იქნება სწრაფი მარტივი ტესტით C ჰეპატიტის სკრინინგის ჩატარება. C ჰეპატიტის სწრაფი ტესტებით „სამედიცინო კორპორაცია ევექსს“ საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი უზრუნველყოფს. ყველა ის პაციენტი, რომელიც ევექსის ქსელში შემავალ პოლიკლინიკებსა და დიაგნოსტიკურ ცენტრში ჩაიტარებს უფასო სკრინინგს,  საჩუქრად  50 ლარიან ვაუჩერს მიიღებს, რომელსაც იმ სამედიცინო კვლევების ჩასატარებლად გამოიყენებს, …

ბათუმში ძლიერი ქარი და შტორმია მოსალოდნელი

ბათუმის სანაპირო ზოლზე მაშველებმა წითელი ალმები აღმართეს. ამინდის პროგნოზის მიხედვით, მოსალოდნელია ძლიერი შტორმი. „მოულოდნელად შეიცვალა ამინდი. თეთრი ალმები ახლახანს შევცვალეთ წითლით, რაც იმას ნიშნავს, რომ ზღვაში ბანაობა აკრძალულია. დამსვენებლებს მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ ბანაობისგან. ტალღები უკვე ძლიერდება,“ – გვითხრეს სამაშველო სამსახურში. „დაახლოებით ორ საათში მოსალოდნელია ძლიერი ქარი, დაახლოებით 22 მეტრი წამში,“ – აცხადებენ გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის …

ჩაქვი-მახინჯაურის საავტომობილო გვირაბში მოძრაობა თავისუფალია

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბში მოძრაობა თავისუფალია და შეზღუდვები არ არის. „2017 წლის 27-30 ივლისს ბათუმში დაგეგმილი ჯაზფესტივალის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზაზე მოსალოდნელია ავტოტრანსპორტის ინტენსივობის ზრდა. შესაბამისად, ამ პერიოდში არ არის რეკომენდებული აღნიშნული გზის 92-ე კმ-ზე არსებული ჩაქვი-მახინჯაურის საავტომობილო გვირაბში ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვა,“ – აღნიშნულია საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ …

500-ზე მეტი დაჯარიმებული პარკირების წესების დარღვევისთვის [ფოტო]

სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს ინფორმაციით, დღეს, 27 ივლისს, ბათუმში, 18:30 საათის მონაცემებით, პარკირების წესების დარღვევისთვის 507 ადამიანი დაჯარიმდა. მათ შორის: 400 პარკირების საფასურის გადახდის გარეშე დგომისთვის, 86 – ნიშანში დგომისთვის, 16 – ტროტუარზე დგომის გამო და 5 – დგომა-გაჩერების წესის დარღვევისთვის. ფოტოები გადაღებულია ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში.

სამინისტრო: ახალ სავაჭრო ცენტრში 22 ბრენდი განთავსდება 

ბათუმში, ტბელ აბუსერიძის ქუჩაზე მდებარე ახალ სავაჭრო ცენტრში, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, წელს სულ 22 საერთაშორისო და ქართული ბრენდის განთავსება იგეგმება. აღნიშნულ მისამართზე, დღეს, 27 ივლისს, მარკეტი „კარფური“, ასევე „ვენდის“ და „დანკინ დონატსის“ რესტორნები გაიხსნა. სამინისტროს ინფორმაციით, „ვისოლ ჯგუფმა“ ობიექტის მშენებლობისთვის 10 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა. სავაჭრო ცენტრი ჯამში 10,015 კვ.მ ტერიტორიაზე მდებარეობს, რომლის 5,754 …

დღეს შავი ზღვის მე-11 ჯაზფესტივალი იხსნება

დღეს, 27 ივლისს, ბათუმში შავი ზღვის რიგით მე-11 ჯაზფესტივალი იხსნება. ფესტივალს კლუბ Take Five -ში CORY HENRY & THE FUNK APOSTLES -ი გახსნის. ფესტივალის ფარგლებში 28 ივლისს, 20:00 საათზე, ბათუმის ჩოგბურთის მოედანზე JAMIROQUAI  იმღერებს, რომლის კონცერტზეც დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია. 29 ივლისს ბათუმელი მსმენელის წინაშე DE LA SOUL  -ი წარსდგება, 30 ივლისს კი ფესტივალს JOSS STONE  დახურავს. მათ კონცერტებზე დასასწრები ბილეთები ჯერ …

სამხატვრო ხელმძღვანელის ვაკანსია ბათუმსა და ხულოში

ბათუმის   თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიულ სახელმწიფო თეატრსა და ხულოს პროფესიულ  სახელმწიფო დრამატულ თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელების შესარჩევად  აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტრო კონკურსს აცხადებს. კონკურსის პირობების მიხედვით, „სამხატვრო ხელმძღვანელის კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვთ მხოლოდ თეატრალური საქმიანობით დაკავებულ იურიდიულ პირებს, რომელთაც აქვთ საქმიანობის არანაკლებ ხუთწლიანი გამოცდილება და თეატრალური საქმიანობით დაკავებული პირებისგან შემდგარ საინიციატივო ჯგუფებს, არანაკლებ ხუთი წევრის …

შუახევში შვიდ სკოლას წელს პირველკლასელი არ ეყოლება

შუახევის რესურსცენტრის მონაცემებით, ახალი სასწავლო წლიდან, შუახევის მუნიციპალიტეტში არსებულ შვიდ საჯარო სკოლას პირველკლასელი არ ეყოლება. გოგაძეები, ტბეთი, ცინარეთი, ქიძინიძეები, ოლადაური, ზემო ხევი, ჟანივრი – ეს იმ სოფლების ჩამონათვალია, სადაც, 2017-2018 სასწავლო წლისთვის, სკოლებში ზარი პირველკლასელებისთვის არ დაირეკება. შუახევის რესურსცენტრის წარმომადგენლის, მზია დავითაძის ინფორმაციით, სკოლები, რომლებსაც პირველკლასელი არ ეყოლება, გასულ წელთან შედარებით წელს თითქმის გაორმაგებულია. გასულ სასწავლო წელს …

„ბათუმის ავტოტრანსპორტს“ ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

„ბათუმის ავტოტრანსპორტს“ ბადრი ფარტენაძე უხელმძღვანელებს. ის თანამდებობაზე დღეს, 27 ივლისს, წარადგინეს. მერიის ინფორმაციით, ბადრი ფარტენაძე პროფესიით ინჟინერ-მექანიკოსია, რომელსაც ინჟინერ-ეკონომისტის კვალიფიკაცია აქვს მინიჭებული. ოფიციალური ინფორმაციით, ბადრი ფარტენაძე საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაციაში მუშაობდა  საქართველოს ტრანსპორტის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის საზღვაო ტრანსპორტის დეპარტამენტის უფროსის პოზიციაზე, მოგვიანებით კი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – ერთიანი სატრანსპორტო …

ფერადი გირლანდები ქოლგების ნაცვლად – ბათუმობა-2017

„ბათუმობა 2017“-ის ორგანიზებისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან 210 925 ლარი დაიხარჯება. შესაბამისი მომსახურების შესყიდვაზე ტენდერი ბათუმის კულტურის ცენტრმა უკვე გამოაცხადა. ბათუმობა წელს 2  და 3 სექტემბერს გაიმართება. ღონისძიებები ტრადიციულად ძველ ბათუმში, მემედ აბაშიძის გამზირზე და ევროპის მოედანზე ჩატარდება. გასული წლისგან განსხვავებით წელს მემედ აბაშიძის გამზირს ქოლგების ნაცვლად სხვადასხვა ფერის გირლანდებით მორთავენ. [highlight color=”red”]გირლანდები[/highlight] – ალმების ზოლებით შექმნილი დროშები – …

მერაბ ღოღობერიძის სასამართლო პროცესი შესაძლოა საავადმყოფოში გაგრძელდეს

11 მოწმეს მერაბ ღოღობერიძისა და ირაკლი ჩხვირკიას წინააღმდეგ დღეს, 27 ივლისს, უნდა მიეცა ჩვენება, თუმცა მერაბ ღოღობერიძე სასამართლო დარბაზში გამოცხადების ნაცვლად სასამართლოში გამოძახებულ სასწრაფო დახმარების ექიმებთან დარჩა. „იგი მოითხოვს კლინიკა „მედინაში“ გადაყვანას, მაგრამ ეს არ არის სასამართლოს კომპეტენცია… ამ მდგომარეობაში მისი ყოფნა სასამართლო დარბაზში რეკომენდებული არ არის, უმჯობესია, ექიმებმა მიხედონ,“ – აღნიშნა მოსამართლე დავით მამისეიშვილმა. პროკურორმა …

გონიო-კვარიათთან ზღვამ დაახლოებით 35 წლის მამაკაცის ცხედარი გამორიყა

სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, გონიო-კვარიათთან ზღვამ მამაკაცის ცხედარი გამორიყა. მამაკაცის ვინაობა დადგენილი არ არის, მისი სავარაუდო ასაკი 35 წელია. ფაქტის შესახებ შსს-ში შეტყობინება დღეს, 27 ივლისს, დილით, 8 საათზე შევიდა. ფაქტთან დაკავშრებით მოკვლევა 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც პირის თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. 3 ივლისს ბათუმის პლაჟიდან გაუჩინარებული 44 წლის კობა ბაკურიძე ჯერ კიდევ არ უპოვიათ.

ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალი – აქ პროფესიონალები ჯანმრთელობას ქმნიან

საქართველოში პერინატალური სამსახურების რეგიონალიზაცია მიმდინარეობს, რომლის მიზანი დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის გაუმჯობესება და რთული შემთხვევების ეფექტური მართვა და შემცირებაა. პროექტის ფარგლებში სამედიცინო დაწესებულებებს, რომლებიც დედათა და ჩვილ ბავშვთა ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ სამედიცინო სერვისებს სთავაზობენ პაციენტებს, დონეები ენიჭებათ. ყველაზე მაღალი მესამე დონეა. სწორედ მესამე დონის დამადასტურებელი სერტიფიკატი გადაეცა ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალს, რაც ნიშნავს, რომ ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალს …

„ბედნიერი დასასრულის მიღმა“ – გამოფენა თანამედროვე ხელოვნების სივრცეში

ბათუმში, 28 ივლისიდან 20 აგვისტოს ჩათვლით „თანამედროვე ხელოვნების სივრცეში“ ინგლისში მცხოვრები ქართველი ხელოვანის ანდრია სემეიკო ანთელიძისა და მისი მეუღლის, ტაივანელი იუ-ჩენ ვანის გამოფენა – „ბედნიერი დასასრულის მიღმა“ გაიხსნება. „ბედნიერი დასასრული“ ნახევრად ბიოგრაფიული და ნახევრად გამოგონილი ისტორიაა მოგზაურობის შესახებ, რისი მიზანიც წყვილისთვის დაუსრულებელი ბედნიერების პოვნაა“. თანამედროვე ხელოვნების სივრცეს ინფორმაციით, ხელოვანთა საგამოფენო ისტორია  2010 წელს ლონდონში  დაიწყო …

ჟურნალ „ბათუმელების“ ივლისის ნომერი [ანონსი]

გამოვიდა ჟურნალ „ბათუმელების“ ივლისის ნომერი. ჟურნალს დღეიდან, 27 ივლისიდან, მიიღებენ „ბათუმელების“ ხელმომწერები, ასევე, ჟურნალი იყიდება „ბიბლუსის“ წიგნის მაღაზიათა ქსელში, საგაზეთო ჯიხურებსა და სტელაჟებზე. ფოკუსი თემაზე: სიკვდილი გზაში ავტორი: ჯაბა ანანიძე პოლიტიკა: მილიონები ბიუჯეტიდან პარლამენტარების კომპანიებს ავტორი: ცაგო კახაბერიძე არჩევნები: თვითმმართველობა თბილისიდან ავტორი: მაია მეცხვარიშვილი ეკონომიკა: „არაბული სოფელი“ – არაბების გარეშე – მანიპულაცია მიწით ავტორი: თედო ჯორბენაძე უცხოეთი: ტრამპის საჩუქარი ევროპას ავტორი: ჯოზეფ ნეი საზოგადოება: მოზარდები …

ქედის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული პროექტები

2012 წლიდან დღემდე ქედის მუნიციპალიტეტში, აჭარის სხვა მუნიციპალიტეტების მსგავსად, მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა. ქედის მოსახლეობის სოციალური და ეკონომიკური პირობების გასაუმჯობესებლად 60-მდე სოფელში მოეწყო სანიაღვრე და წყალშემკრები არხები, გაბიონები. სოფელ აკავრეთასა და აჭარისწყალზე განხორციელდა ნაპირსამაგრი სამუშაოები, ათობით სოფელში მოასფალტდა გზები, მათ შორის რამდენიმე მათგანში პირველად დაიგო შიდა სასოფლო გზები. ქედის მუნიციპალიტეტში 8 ახალი საბავშვო ბაღი აშენდა. …

Exit mobile version