მშენებლობა ტროტუარის და ავტოპარკინგის ხარჯზე

ბათუმში, ფიროსმანის ქუჩაზე, ყოფილი ტექნიკური უნივერსიტეტის მოპირდაპირედ, სასტუმროს მშენებლობა იწყება. აქ არსებული ტროტუარის მონაკვეთი და ავტოპარკინგის ტერიტორია სამშენებლო მოედნის საზღვრებში უკვე მოექცა. ტროტუარზე ფილები აყრილია და ტერიტორიას ღობავენ. იცოდა რა დაგეგმილი მშენებლობის შესახებ, ტერიტორიის ნაწილი, მათ შორის ის ადგილიც, სადაც ტროტუარი და ავტოპარკინგი იყო მოწყობილი, ბათუმის მერიამ აუქციონზე გაყიდა. „აქ ტროტუარის გაყიდვაზე არ არის საუბარი, ტროტუარი …

საქალაქო ტრანსპორტი შეცვლილი გრაფიკით – როდის გამოჩნდება ახალი ავტობუსები ბათუმში

ბათუმის მუნიციპალური ტრანსპორტი 16 სექტემბრიდან ე.წ. ზამთრის გრაფიკზე გადავიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ავტობუსები საღამოს ნაკლებ რეისებს შეასრულებენ და მუშაობას გაცილებით ადრე დაამთავრებენ. როგორც ერთ-ერთმა მძღოლმა გვითხრა, ზამთრის გრაფიკზე გასულ წელს, 14 სექტემბერს გადავიდნენ, თუმცა შარშან ერთი რეისით მეტს ასრულებდნენ, ვიდრე ახლა, რეისების რაოდენობა კი პირდაპირ აისახება მათ ანაზღაურებაზე: „რაც უფრო მეტს ვმუშაობთ, ანაზღაურებაც მეტი გვაქვს. …

ბათუმში, საცხოვრებელ კორპუსთან გარდაცვლილი მამაკაცი იპოვეს

ბათუმში, წუხელ, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსთან მამაკაცის ცხედარი იპოვეს. ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, მათთან შეტყობინება „112“-ისგან შევიდა, ადგილზე მისულ ბრიგადას „დახვდა მამაკაცის ცხედარი, თუმცა, ვინაობა უცნობი იყო. ამასთან, ასაკის, ან რაიმე მიზეზის დადგენა – გადმოვარდა, თუ გადმოაგდეს, იმ დროს შეუძლებელი იყო. სავარაუდოდ, სიმაღლიდან ვარდნის შედეგად არის გარდაცვლილი. ადგილზე სამართალდამცავებმა გააგრძელეს მუშაობა“. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, …

„ბათუმის ბულვარმა“ 32 პირი 500 ლარით დააჯარიმა

„ბათუმის ბულვარის“ მონიტორინგის სამსახურის ინფორმაციით, საჯარო სივრცეების თვითნებური შეზღუდვის გამო, 32 პირი 500 ლარით დაჯარიმდა.  ბულვარის დანაგვიანებისთვის 1000 ლარით დაჯარიმდა „პიერ ბათუმიც“. ველობილიკს მიღმა ველოსიპედით მოძრაობისთვის კი 50-ზე მეტი პირია დაჯარიმებული. აღნიშნული წესის დარღვევისთვის 20 ლარიანი ჯარიმაა გათვალისწინებული. ბულვარის მონიტორინგის სამსახურის ცნობით, გასულ წლებთან შედარებით, შემცირებულია კერძო პირების მიერ ბულვარის დანაგვიანების შემთხვევებიც. ბოლო პერიოდში ამ …

ბათუმში 1 257 ბავშვი საბავშვო ბაღის გარეშე დარჩა

ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის ნატალია ზაქარეიშვილის ინფორმაციით, საბავშვო ბაღებში სწავლა 18 სექტემბერს განახლდება.  საბავშვო ბაღების გარეშე წელს 1257 ბავშვი დარჩა. ნატალია ზაქარეიშვილის თქმით, ამ დროისთვის საბავშვო ბაღებში 402 ადგილია ვაკანტური, თუმცა გეოგრაფიული ადგილმდებარეობის  გამო, მშობლებს ბავშვები ვერ შეჰყავთ. „ჩვენ, ბავშვებს ადმინისტრაციულ საზღვრებში შემავალი ბაღების მიხედვით ვრიცხავთ. არის სიტუაციები, როცა ვთქვათ ხელვაჩაურის მაცხოვრებელი ბათუმში მუშაობს …

ერთი დაღუპული და რამდენიმე დაშავებული – სამი ავარია ბათუმში

წუხელ, ხელვაჩაურის გზატკეცილზე ავტომანქანა, რომლითაც სამი მამაკაცი გადაადგილდებოდა, ავტოავარიაში მოყვა. ერთი მათგანი შეჯახების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა, დანარჩენი ორი საავადმყოფოში გადაიყვანეს – ერთის მდგომარეობა კრიტიკულია, ხოლო მეორეს სხვადასხვა მოტეხილობა აქვს. დღეს  დილით ავტომანქანა ზებრაზე შეეჯახა ფეხით მოსიარულეს ბათუმში. სასწრაფოს ინფორმაციით, ისიც მძიმე მდგომარეობით გადაიყვანეს საავადმყოფოში. გარდა ამისა, დღესვე ჯიპის მარკის ავტომანქანა საპატრულო პოლიციის მანქანას შეეჯახა ბათუმში. …

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრად ავთანდილ მესხიძე დანიშნეს

აჭარის სოფლის მეურნების მინისტრად ავთანდილ მესხიძე დანიშნეს. 2012 წლის ნოემბრიდან დღემდე ის ამავე უწყების მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობდა. პარალელურად ავთანდილ მესხიძე საგანმანათლებლო საქმიანობასაც ეწევა, ის ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის ბიომრავალფეროვნების მონიტორინგისა და კონსერვაციის განყოფილების ხელმძღვანელი და მთავარი მეცნიერ თანამშრომელია. აჭარის სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი, ლაშა კომახიძე კი „ქართულმა ოცნებამ“ ბათუმის …

შავნაბადაზე ისევ ხანძარია

ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის, ლაშა ბოლქვაძის ინფორმაციით, ხულოში, შავნაბადას მთაზე, ჩამქრალი ხანძრის ერთი კერა გააქტიურდა და ცეცხლი ბალახს მოედო. იგი ამბობს, რომ  ხანძრის გავრცელების საშიშროება და სალიკვიდაციო სამუშაოებში ავიაციის ჩართვის საჭიროება ამ დროისთვის არ არის. ლაშა ბოლქვაძე:  „ერთ კერაზე ცეცხლი აალდა და გააქტიურდა, ადგილზე ორი ჯგუფი სისტემატურად მორიგეობდა და პერიფერიებზე კერების დამუშავებას ახორციელებდა, დღეს დილიდან კი დამატებითი ჯგუფი …

ISFED: აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ წინასაარჩევნო აგიტაციის წესი დაარღვია

სამართლიანმა არჩევნებმა ბათუმსა და ყვარელში წინასაარჩევნო აგიტაციის წესის დარღვევასა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტებზე ცესკოს მიმართა. „სამართლიანი არჩევნების“ განცხადებით, ადმინისტრაციული რესურსი გამოიყენა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ, რომელმაც ოფიციალური ფეისბუქგვერდი წინასაარჩევნო აგიტაციისთვის გამოიყენა. „კერძოდ, სამინისტრომ 12 სექტემბერს გამოაქვეყნა პარტია „ქართული ოცნების“  მერობის კანდიდატების წარდგენის ამსახველი ფოტოები. ფოტოებში გამოყენებულია პარტიის დროშა და ლოგო.  გარდა ამისა, სამინისტროს გვერდმა …

ისტორიულ სახლს ბათუმში, ვაჟა-ფშაველას #31-ში, დანგრევა ემუქრება

ბათუმში, ვაჟა-ფშაველას #31-ში, ინვესტორი მრავალბიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას გეგმავს. ამ ადგილზე ბათუმური ბელეტაჟია, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი არ არის, თუმცა ძეგლების დამცველები მიიჩნევენ, რომ ის თავისი არქიტექტურითა და მნიშვნელობით ძეგლის სტატუსს იმსახურებს. სახლი ძეგლის დაცვის ზონაშია, სწორედ ამიტომ ინვესტორმა პროექტის შეთანხმების მიზნით აჭარის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის სააგენტოს მიმართა. ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე  ძეგლის სტატუსის მატარებელი რამდენიმე …

ყინჩაურში მოსწავლეები მშობლებმა პროტესტის ნიშნად სკოლაში არ გაუშვეს

ხულოს მუნიციპალიტეტში, სხალთის თემში, სოფელ ყინჩაურში მცხოვრებმა მოსახლეობამ პროტესტის ნიშნად ბავშვები დღეს, დილით სკოლაში არ გაუშვა. ყინჩაურში ხულოს გამგებლის წარმომადგენლის, იზოლდა სურმანიძის თქმით, მოსახლეობის პროტესტი ჰესების მშენებელი კომპანიის მიერ გაცემული დაპირების [სოფელში სადრენაჟე არხებისა და ნაპირგამაგრებითი სამუშაოების მოწყობა]  შეუსრულებლობამ განაპირობა. იზოლდა სურმანიძე ამბობს, რომ მოლაპარაკება შედგა, რის შემდეგაც, ერთი საათის დაგვიანებით, ბავშვები სკოლაში მივიდნენ. „დაველაპარაკეთ …

ქედასა და ხულოში ევროკავშირის გრანტის ფარგლებში 4 მილიონამდე ევრო დაიხარჯება

ინტერვიუ  ENPARD-ის პროგრამების მენეჯერთან, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენელ ალვარო ორტეგა აპარისიოსთან. ევროკავშირი პროგრამის ფარგლებში მეორე ფაზის განხორციელებას იწყებს, როგორ შეაფასებთ პროგრამის პირველ ეტაპს? ერთ-ერთი მთავარი ხაზი, რომელიც  პირველი ფაზის ფარგლებში დაიწყო, ეს იყო საბიუჯეტო დახმარება საქართველოს მთავრობისთვის, იმისთვის, რომ სოფლის მეურნეობის განვითარების პოლიტიკა შემუშავებულიყო და შემდეგ არსებული პოლიტიკა განხორციელებულიყო. ამ მხრივ სერიოზული შედეგები გვაქვს, ერთი …

ჯადოსნური სარკე-სელფი ბათუმში

თუ აქამდე სარკეში სელფის გადასაღებად სმარტფონს იყენებდით, ახლა შეგიძლიათ სარკის წინ დადგეთ, გაიღიმოთ და სელფი მზადაა. ჯადოსნური სარკე-სელფი მსოფლიო ბაზარზე სამი წლის წინ გამოჩნდა. ის დღეს უკვე ბათუმშიც ხელმისაწვდომია. კომპანია VIBE ნოვატორია ქართულ ბაზარზე, რომელმაც სელფი სარკე შემოიტანა. ერთი შეხედვით ჩვეულებრივი სარკე, მის სიღრმეში ჩამონტაჟებული განათებით ფოტოაპარატად იქცევა. წამზომი კი გადაღების დაწყების დროს გაჩვენებთ. გაიღიმებთ …

2004 და 2017 – წინასაარჩევნო აქციები საქართველოში ჯორჯ სოროსის წინააღმდეგ [ფოტოისტორია]

როდის ახსენდებათ საქართველოში ჯორჯ სოროსი და მისი ფონდი? – თითქმის ყოველი არჩევნების წინ. არც ეს საარჩევნო წელი ყოფილა გამონაკლისი – ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ შენობასთან 14 სექტემბერს ეგრეთ წოდებული „ქართველთა მარში“ გაიმართა თბილისში. მარშის ორგანიზატორებმა საქართველოში ფონდის აკრძალვა მოითხოვეს. ამ აქციას საქართველოს პარლამენტის წევრი ადა მარშანიაც შეუერთდა „პატრიოტთა ალიანსიდან“. დეპუტატმა მარშანიამ თქვა, რომ არ ითხოვს „ფონდ – …

30 ვაკანსია მასწავლებლებისთვის

აჭარის განათლების სამინისტრო  2018 წელს  უცხო ენისა და საბუნებისმეტყველო საგნების მასწავლებლებისთვის ვაკანსიას აცხადებს. 30 პედაგოგი, კონკურსის წესით, მაღალმთიანი  მუნიციპალიტეტების  – შუახევის, ქედისა და ხულოს საჯარო სკოლებისთვის შეირჩევა. „პედაგოგები დაახლოებით 3 000 მოსწავლეს ასწავლიან,“-ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში. პედაგოგების შერჩევა  სამინისტროს პროგრამის – „ვასწავლოთ მომავალი წარმატებისთვის“ ხორციელდება. პროგრამის ბიუჯეტი 340 ათასი ლარია. აჭარის მთის სკოლებიდან ამ დროისთვის მხოლოდ ექვს …

„ხიბულა“ – ბათუმის კინოფესტივალი ზვიად გამსახურდიაზე ფილმით გაიხსნება

17 სექტემბერს, 18 საათზე, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში საავტორო კინოს ბათუმის მე-12 საერთაშორისო ფესტივალი გიორგი ოვაშვილის მხატვრული ფილმით – „ხიბულა“ – გაიხსნება.  ფილმი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას სიცოცხლის უკანასკნელი 50 დღის შესახებაა. ყოფილი პრეზიდენტის როლს ირანელი მსახიობი, ჰოსეინ მაჰჯუბი ასრულებს. „ხიბულა“ საქართველო/გერმანია/საფრანგეთის ერთობლივი ნამუშევარია. ეს გიორგი ოვაშვილის ტრილოგიის ბოლო ფილმია  „გაღმა ნაპირისა“ და „სიმინდის კუნძულის“ შემდეგ.  ფილმის …

რომელ კულტურულ პროექტებზე დახარჯავს სამინისტრო 2 456 000 ლარს

აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ 2018 წლის კულტურული პროგრამების ბიუჯეტი განსაზღვრა. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის, პოპულარიზაციისა და განვითარებისთვის   მომავალი წლისთვის 2 456 000  ლარია გათვალისწინებული. აჭარაში დაცული კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლების რეაბილიტაციასა და კონსერვაციაზე კი ბიუჯეტი  შემდეგნაირად გადანაწილდა: ხიხანის ციხის რეაბილიტაცია-კონსერვაციისთვის  130 000 ლარია გათვალისწინებული, ბათუმისა და ქობულეთის ურბანული მემკვიდრეობის ძეგლების  რეაბილიტაციის საპროექტო დოკუმენტაციის შესყიდვისთვის  – …

„ოცნების“ მაჟორიტარი კანდიდატები მთიან აჭარაში – არც ერთი ქალი

14 სექტემბერს „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლებს ქედის, ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტებში მერობის კანდიდატები წარუდგინა და  მაჟორიტარი კანდიდატების ვინაობა დაასახელა. ქედის მერობის კანდიდატი ლევან გორგილაძეა, შუახევის – ფრიდონ ფუტკარაძე, ხულოს მერობის კანდიდატი კი – გოჩა მელაძე. ქედის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი კანდიდატები:  დაბა ქედა – კარლო თურმანიძე; მერისი – შუქრი თურმანიძე, ოქტომბერი – უშანგი დუმბაძე; მახუნცეთი – ზურაბ თავდგირიძე; ზვარე …

ხულოს გამგებელი: მთა შავნაბადაზე ცეცხლის გავრცელების საშიშროება ამ ეტაპზე არ არის

ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებლის, ბესიკ ბაუჩაძის ინფორმაციით, მთა შავნაბადაზე მიმდინარეობს მონიტორინგი და ხანძრის გავრცელების საშიშროება არ დგას; „საგანგაშო მდგომარეობა არ არის, ასეთი რამ ჩვეულებრივია ხანძრის შემდგომ. ქრის ქარი, აღვივებს ალაგ-ალაგ და ამოდის კვამლი, თუმცა ასეთ კერებს პარალელურად აქრობენ, მყისიერად ხდება რეაგირება.“ გამგებლის განცხადებით, შავნაბადაზე ამ დროისთვის ხულოს სამაშველო, სახანძრო და სატყეო ბრიგადები, ასევე ადგილობრივი მოსახლეობა მუშაობს და …

„ნეტავ ბიჭი ყოფილიყო“ – დისკრიმინაცია სქესის ნიშნით

ავტორი: მარიკა ფუტკარაძე, სტუდენტი  ბათუმის ერთ-ერთ გარეუბანში გავიზარდე, სადაც საღამოობით იშვიათად თუ დაინახავთ მოსეირნე წყვილებს ან გოგონებს. გასართობი ადგილი თითქმის არ გვაქვს, სამაგიეროდ რამდენიმე საფეხბურთო მოედანია, სადაც მხოლოდ ბიჭები თამაშობენ არა იმიტომ, რომ გოგონებს არ უნდათ თამაში, უბრალოდ ბიჭების აზრით, მოედანი მათ ეკუთვნით და ჩვენც არ ვიქმნით პრობლემებს. სკოლაც ამ უბანში დავამთავრე. სკოლიდან მხოლოდ ბულინგზე …

რატომ შეწყვიტა 9 აპრილის მემორიალის ესკიზზე გამოცხადებული კონკურსი ბათუმის მერიამ

9 აპრილის გმირთა მემორიალის ესკიზისა და საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენაზე გამოცხადებული კონკურსი ბათუმის მერიამ შეწყვიტა და იმავე მომსახურებასა და იმავე სავარაუდო ღირებულებით კონკურსი ხელახლა გამოაცხადა. ტენდერი მერიამ მაშინ შეწყვიტა, როცა ორ პრეტენდენტს უკვე წარდგენილი ჰქონდა ესკიზები. საკონკურსო კომისიის ოქმში ვკითხულობთ, რომ შეწყვეტის მიზანი საკონკურსო დოკუმენტაციის დახვეწა იყო. სატენდერო დოკუმენტაციის შედარებით ჩანს, რომ შეწყვეტილ და მიმდინარე ტენდერებში ცვლილება, ძირითადად, ტექნიკურ დავალებაშია …

წყალი გრაფიკით ხულოში

დაბა ხულოსა და მიმდებარე სოფლებს – ოქრუაშვილებს, დუაძეებს, ძირკვაძეებს, განახლებასა და ქვედა ვაშლოვანს, სულ 1 800 აბონენტს, სასმელი წყალი გრაფიკით მიეწოდება. სასმელი წყლის მიწოდებაში პრობლემები აქ რამდენიმე კვირის წინ დაიწყო. დღე-ღამის განმავლობაში წყალი მოსახლეობას დაბა ხულოსა და რიგ სოფლებში მხოლოდ 11 საათით მიეწოდება, დილის 8 საათიდან შუადღით 2 საათამდე და საღამოს 8 საათიდან ღამის პირველ საათამდე. …

„მის საქართველოსთვის“ ბათუმის მერიამ 50 000 ლარი გამოყო, აჭარის განათლების სამინისტრომ – 40 000

სილამაზის კონკურსის, „მის საქართველო 2017“-ის ორგანიზებისთვის აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს 40 ათასი ლარი აქვს გათვალისწინებული. ამავე ღონისძიების ფინალური საღამოსთვის კი, ქალაქ ბათუმის მერიას – 50 ათასი ლარი. მერიაში განაცხადეს, რომ კონკურსი 30 სექტემბერს გაიმართება, სამინისტროში კი კონკურსის გამართვის ზუსტი თარიღი არ იციან. „სამინისტრო და ჩვენ ვართ თანადამფინანსებლები. „მის საქართველოს“ ფინალური ტური დაგეგმილია 30 …

ქობულეთში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ახალ შენობას ააშენებენ

ქობულეთში გამგეობა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ახალი შენობის აშენებას გეგმავს. მშენებლობისთვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 166 ათასი ლარია გამოყოფილი და ტენდერიც გამოცხადებულია. გამგეობის ინფორმაციით, ცენტრი დღეს ქობულეთის რეფერალური საავადმყოფოს შენობაშია განთავსებული, ახალი შენობა კი იქვე ახლოს, ქალაქ ქობულეთში, მემედ აბაშიძის N18-ის მიმდებარედ აშენდება. გამგეობაში აცხადებენ, რომ  166 ათასი ლარი სამშენებლო სამუშაოების სავარაუდო ღირებულებაა, საიდანაც 2017 წლის ბიუჯეტით …

კარს მომდგარი ახალი სასწავლო წელი და სკოლები პედაგოგების მოლოდინში

Pedagogi.ge-ზე აჭარის მთის სკოლებიდან ამ დროისთვის  ექვს სკოლას აქვს ვაკანსია გამოცხადებული – ჟანივრის, ღორჯომის, პაპოშვილების, ინწკირვეთისა და გოგაძეების სკოლას. თუმცა, რესურსცენტრების უფროსების ინფორმაციით, აჭარის მთიანეთში საჯარო სკოლებში გაცილებით მეტი ვაკანტური ადგილია და პედაგოგთა ნაკლებობა დღემდე გადაუჭრელ პრობლემად რჩება. აქ, ძირითადად, საბუნებისმეტყველო საგნებისა და უცხო ენის [ინგლისური] პედაგოგების ნაკლებობაა. ბოლო ვაკანსია Pedagogi.ge-ზე 12 სექტემბერს, ჟანივრის სკოლამ …

რატომ არ ტარდება ქიმიური ღონისძიებები აზიური ფაროსანას წინააღმდეგ აჭარის მაღალმთიანეთში

მიუხედავად იმისა, რომ მავნებელი მწერი – აზიური ფაროსანა აჭარის მაღალმთიან სოფლებშიც მომრავლდა და ბოსტნეულსა, თუ მრავალწლოვან ხეხილის ბაღებს ანადგურებს, აქ ქიმიური წამლობით ღონისძიებები არ ტარდება. აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში განმარტავენ, რომ აჭარის მთის სოფლებში, აზიური ფაროსანას გავრცელების დონე მავნეობის ეკონომიკურ ზღვარს არ აღემატება, მწერის გარემოში გავრცელების ინტენსივობა დაბალ ზონაში გამოიკვეთა და ქიმიური ღონისძიებებიც შესაბამისად, მხოლოდ …

მთავრობამ ამჯერად „წითელი ნუსხის“ 741 ძირი ხის მოჭრის ნებართვა გასცა

საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას ამჯერად მთავრობამ 741 ძირი ხის მოჭრის უფლება მისცა, მათ შორის 299 წაბლი და 420 კოლხური მუხაა. მოსაჭრელი ხეების სახეობები საქართველოს „წითელ ნუსხაშია“ შეტანილი. მთავრობის განკარგულებით, „აჭარის ტერიტორიაზე 220კვ-იანი საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის –„ახალციხე-ბათუმის“ მშენებლობის მიზნით, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ მიეცა უფლება, ბუნებრივი გარემოდან ამოიღოს ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთებზე არსებული, საქართველოს „წითელ ნუსხაში“ …

„ჩვენ ბათუმი გვაერთიანებს“ – პონტოელი ბერძნები ბათუმში

[highlight color=blue]პირველი ბერძნები ბათუმში[/highlight] როცა ბერძნები ბათუმში ჩამოვიდნენ საცხოვრებლად, ბათუმი ჯერ ისევ პატარა, ზღვისპირა დასახლება იყო. მე-19 საუკუნის 60-იანი წლები. ბათუმი  ოსმალეთის იმპერიის საზღვრებშია მოქცეული და აქაურობასაც ბევრი არაფერი ეტყობა ქალაქის. ჩამოვიდნენ ოსმალეთის იმპერიის შავიზღვისპირეთიდან და დასახლდნენ ზღვის მიმდებარედ. ტერმინიც – „პონტოელი ბერძენი“ შავიზღვისპირა რეგიონში მცხოვრებ ბერძენს აღნიშნავს. პონტოელი ბერძნების კვალი ძველ ბათუმში ყველაზე კარგად …

ბათუმში ერთმანეთს სატვირთო და სამარშრუტო მიკროავტობუსი შეეჯახა, არიან დაშავებულები

რამდენიმე წუთის წინ ბათუმში, ე.წ. „ხოფის ბაზრობის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ერთმანეთს სატვირთო ავტომანქანა და სამარშრუტო მიკროავტობუსი შეეჯახა. ბათუმის სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, დაჟეჟილობებით და ნაკაწრი ჭრილობებით 3 პირი გადაიყვანეს რეფერალურ საავადმყოფოში, ერთი – რესპუბლიკურში და 2 ბავშვი გადაყვანილია ბავშვთა საავადმყოფოში. „თავისითაც წავიდა რამდენიმე პირი საავადმყოფოში… სიცოცხლისთვის, და ზოგადად, რაიმე საშიში დაზიანება, ჩვენ მიერ გადაყვანილი პაციენტებიდან, არცე …

„ვინ დამიბარა და უფროსმა“ – საჯარო მოხელეები „ქართული ოცნების“ კანდიდატების წარდგინებაზე

„შემიშვი, აუცილებლად უნდა შევიდე. უფროსი მიცდის“, – ამ სიტყვებით სახელმწიფო დაცვის პოლიციელებს საშუალო ასაკის ქალმა მიმართა, როცა მრავალგზის თხოვნის მიუხედავად, ეგრეთ წოდებული კარის გახსნაზე უარი უთხრეს. დაცვის თანამშრომლებმა ქალს შესთავაზეს აქციას „ფანტანების მხრიდან“ შეერთებოდა. ქალმა დაასახელა თავისი სამსახური და თანამდებობაც – სოციალურ სააგენტოში ვმუშაობ და თუ არ შემიშვებთ, პრობლემები შემექმნებაო. მას დაცვის თანამშრომელმა საგულდაგულოდ აუხსნა, რომ …

პრემიერმა ბათუმში არც მაჟორიტარები დაასახელა და არც სია წარადგინა

დღეს ბათუმში საქართველოს პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა ამომრჩეველს მხოლოდ „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატები წარუდგინა. პრემიერს  მაჟორიტარები არ დაუსახელებია, უცნობია ასევე „ოცნების“ პროპორციული სია ბათუმსა და მუნიციპალიტეტებში. პარტიის ადგილობრივ ორგანიზაციაში ამბობენ, რომ „ქართული ოცნების“ ბათუმისა და მუნიციპალიტეტების სია ჯერ კიდევ დაუზუსტებელია, რის გამოც მას ვერ წარადგენენ. „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ პარტიაში ჯერჯერობით ვერც სიაზე შეთანხმდნენ და ვერც …

კვირიკაშვილმა ბათუმში მხოლოდ მერობის კანდიდატები წარადგინა

ამ წუთებში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ბათუმში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატები წარადგინა. პრემიერმა კანდიდატების წარდგენამდე აჭარაში ტურისტული პოტენციალის ზრდაზე, დაგეგმილ ინვესტიციებზე, ბათუმი-სარფის გზის მშენებლობაზე და მაღალმთიან აჭარაში, ხულო-ზარზმის მიმართულებით დაგეგმილ 45-კილომეტრიანი გზის მშენებლობაზე ისაუბრა. “იგეგმება მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირება. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტიდან შუახევის მუნიციპალიტეტამდე უკვე შეძენილია გაზიფიცირების პროექტი და მაღალმთიან აჭარაში გაზის პრობლემა აღარ იქნება. მჯერა, რომ …

აჭარის ფინანსთა სამინისტროს კონკურსში გამარჯვებულები

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საინვესტიციო დეპარტამენტს ვახტანგ ჭეიშვილი უხელმძღვანელებს, ამის შესახებ ინფორმაცია „ბათუმელებს“ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში დაუდასტურეს. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ვახტანგ ჭეიშვილი სამინისტროში საინვესტიციო პროექტების განხილვის განყოფილებაში მუშაობდა, უფრო ადრე კი პრივატიზების განყოფილების თანამშრომელი იყო. ვახტანგ ჭეიშვილისთვის ჯერ არ უცნობებიათ დაიკავებს თუ არა საინვესტიციო დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას. პრესსამსახურის ინფრომაციით კი, მან …

შემოსავლების სამსახურის განცხადება სარფის საზღვარზე შეფერხებებთან დაკავშირებით

სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე არსებულ შეფერხებებთან დაკავშირებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა დღეს, 12 სექტემბერს, სპეციალური განცხადება გაავრცელა. შემოსავლების სამსახურის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: „ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სარფის საბაჟო გამშვები პუნქტი მუშაობს შეზღუდვებისა და შეფერხებების გარეშე, 24/7 რეჟიმით. თუმცა, თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, მეზობელი ქვეყნის საბაჟო გამშვებ პუნქტში მიმდინარე სარეკონსტრუქციო-სამშენებლო სამუშაოების გამო, ორ ქვეყანას შორის მიმოსვლისას, …

დაზარალებული:თავდამსხმელებს მაისურზე შსს ეწერათ

ქობულეთში, სასტუმრო „პალმას“ მიმდებარედ მომხდარი ინციდენტის შედეგად დაზარალებულები ამბობენ, რომ მათ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა სცემეს: „ეცვათ შავი ფორმები და მკლავზე ეწერათ შსს“. ერთ-ერთი დაზარალებულის ინფორმაციით, მისი ძმა და სამი მეგობარი გუშინ საღამოს სასეირნოდ გავიდნენ, რა  დროსაც ისინი შვიდმა ფორმიანმა ყოველგვარი შელაპარაკების გარეშე სცემა: „…სასტიკად სცემეს, როგორც კი მიუახლოვდნენ პირდაპირ დაუწყეს ჩხუბი და სცემეს. არანაირი მიზეზი …

ჩემი ხუთი დღე

თაკო ჭანიძე, მე-11 კლასის მოსწავლე პირველად როცა გავიგე, რომ მწვანე ბანაკში მიმიღეს, სიხარულისგან ადგილს ვერ ვპოულობდი. მახსოვს, რამდენიმე ჩემს მეგობარსაც ვახარე ეს ამბავი. ერთი სული მქონდა იქ როდის ჩავიდოდი – ძალიან დიდ იმედებს ვამყარებდი, რომ საინტერესო თავგადასავალი მელოდა. ბანაკი იმაზე განსხვავებული აღმოჩნდა, ვიდრე ვფიქრობდი – დასაწყისში გამიჭირდა იქ ყოფნა, გამიჭირდა, რადგან არ ვიყავი მიჩვეული ბანაკურ …

Exit mobile version