მწვანე კონცხზე მიწა ბერა ივანიშვილმაც იყიდა

მწვანე კონცხზე ყოფილი აგრარული უნივერსიტეტის შენობა აღარ დგას. დაინგრევა უნივერსიტეტის ყოფილი საერთო საცხოვრებლის მრავალსართულიანი შენობაც. ეს შენობები და მიწის ნაკვეთები აქ აჭარის მთავრობამ „ბიზნეს დეველოპმენტს“ მიჰყიდა, რომელიც ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიაა. აქვე 6003 კვ/მ ტერიტორია, რომელიც საერთო საცხოვრებელს ესაზღვრება,  სახელმწიფომ აჭარას გადასცა საკუთრებაში. ამ ნაკვეთის შეძენითაც „ბიზნეს დეველოპმენტია“ დაინტერესებული. მწვანე კონცხზე მიწის ნაკვეთი იყიდა შპს „ურეკი რეზიდენსმაც“, რომლის …

როდის დაიწყებენ ახალი მერი და საკრებულო მოვალეობის შესრულებას

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის იურისტის, მირზა მამულაძის განმარტებით, ახლად არჩეული მერი და საკრებულო, კანონის მიხედვით, უფლებამოსილების განხორციელებას ცესკოს მიერ არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადებიდან ერთ თვეში დაიწყებს. „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს პირველ სხდომას იწვევს ცენტრალური საარჩევნო კომისია, არჩევნების შედეგების საბოლოო შეჯამების შემდეგ, 30 დღის ვადაში. მუნიციპალიტეტის საკრებულო მუშაობას შეუდგება, თუ შესაბამისი საარჩევნო კომისია დაადასტურებს …

ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტი შვიდ შტატზე ვაკანსიას აცხადებს

ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტი შვიდ საშტატო ერთეულზე ვაკანსიებს აცხადებს. უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ინფორმაციით,  ვაკანსიები გამოცხადდა საზოგადოებასთან ურთიერთობის, საინფორმაციო ტექნოლოგიების, სტუდენტთა კარიერული განვითარების, კულტურისა და სპორტის სამსახურში პერსონალის შესარჩევად. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში ერთი ვაკანსიაა, მთავარი სპეციალისტის საშტატო ერთეულზე. სტუდენტთა კარიერული განვითარების, კულტურისა და სპორტის სამსახურში კი ოთხი ვაკანსია ცხადდება, ორი მთავარი და ორი წამყვანი სპეციალისტის შტატზე. საინფორმაციო  ტექნოლოგიების სამსახურში კი ორი …

2013-2017 წლებში აჭარაში 42 ახალი ბაღი აშენდა

ბოლო წლებში საბავშვო ბაღების მშენებლობა და რეაბილიტაცია აჭარის ყველა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იყო. ახალი საბავშვო ბაღები გაჩნდა ისეთ სოფლებშიც, სადაც სკოლამდელი დაწესებულების სივრცეები არასოდეს ყოფილა. სულ აჭარაში 112 საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს, მათგან ბოლო 4 წელიწადში 42 ბაღი აშენდა, ხოლო სრული ან ნაწილობრივი რეაბილიტაცია ჩაუტარდა 50-მდე ბაღს. [red_box]19 ოქტომბერს ბათუმში კიდევ ერთი საბავშვო ბაღი გაიხსნა[/red_box] …

დარღვევები აჭარაში, რასაც საია ასაჩივრებს

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ ბათუმის საოლქო კომისიას 6, ხოლო ქობულეთის კომისიას 4 საჩივრით მიმართა. შედეგების ბათილად ცნობას ეს ორგანიზაცია მხოლოდ ბათუმის 102-ე უბანზე ითხოვს. „გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღებ კომისიის წევრებს,  102-ე უბანში, გადაეცათ  3 სახის 15 ცალი ბიულეტენი. მას შემდეგ, რაც დასრულდა გადასატანი საარჩევნო ყუთით ხმის მიცემა და ყუთი დაბრუნდა უბნის ტერიტორიაზე, დადგინდა, რომ არსებობდა სხვაობა …

შუახევის ახალი საკრებულოს მაჟორიტარები „ოცნებიდან“ – წინასწარი შედეგები

შუახევის ცხრა მაჟორიტარული ოლქის ყველა უბნის შედეგების მიხედვით, ცხრავე ოლქში „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარობის  კანდიდატებმა გაიმარჯვეს. შუახევის მაჟორიტარი კანდიდატებიდან, დაბა შუახევში – გიორგი დავითაძემ გაიმარჯვა – ხმების 52,44%, შუბანში ემზარ ჯუმუშაძემ – 48,88%, ოლადაურში გენად მიქელაძემ – 54, 95%,  დღვანში – იმედა მუკუტაძემ – 47,19%, უჩამბაში ჯემალ ივანაძემ – 55,01%, ზამლეთში  – ამირან …

ქედის საკრებულოში მაჟორიტარებად მხოლოდ „ოცნებიდან“ შევლენ – წინასწარი შედეგები

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ქედის ცხრა მაჟორიტარული ოლქის ყველა უბნის შედეგები გამოაქვეყნა. შედეგების მიხედვით, ცხრავე ოლქში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატებმა გაიმარჯვეს. ანუ 2017 წლის ქედის მოწვევის საკრებულოს ყველა მაჟორიტარი „ქართული ოცნებიდან“ ეყოლება. „ოცნების“ კანდიდატების მიერ მიღებული ხმები: დაბის თემში, კარლო თურმანიძე – 52,16%, ზვარეში – ამირან დევაძე – 52, 52%,  წონიარისში – სილოვან ბერიძე –  50, …

ქობულეთში 22 მაჟორიტარიდან მხოლოდ 2 იქნება ოპოზიციის წარმომადგენელი

არჩევნების წინასწარი მონაცემებით, ქობულეთში 22 მაჟორიტარიდან ორი იქნება ოპოზიციის წარმომადგენელი და ორივე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“: მამული სურმანიძემ 52 პროცენტი მიიღო, მალხაზ დიასამიძემ – 45 პროცენტი. „ქართული ოცნებიდან“ ქობულეთის საკრებულოში მაჟორიტარი დეპუტატები იქნებიან: დავით წულუკიძე, დავით მჭედლიშვილი, ავთანდილ გოგიბერიძე, მამუკა შამილიშვილი, მანუჩარ ნიჟარაძე, გენადი თამაზაშვილი, ქეთინო ქათამაძე, ავთანდილ ვერულიძე, ავთანდილ ანანიძე, თედო ტაკიძე, ედნარ თურმანიძე, ვიტალი …

11 მაჟორიტარი „ოცნებიდან“ და ერთი „ენმ“ -დან ხელვაჩაურის საკრებულოში – წინასწარი შედეგები

თვითმმართველობის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ხელვაჩაურის 13 მაჟორიტარული ოლქიდან 11 ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა გაიმარჯვეს, ხოლო ერთ უბანზე არჩევნები მოიგო „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა. კიდევ ერთი უბნის შედეგები ჯერ დათვლილი არ არის. წინაწარი მონაცემების მიხედვით, ხელვაჩაურის მაჟორიტარული ოქლებიდან საკრებულოში შევლენ: დავით სამნიძე – შარაბიძეების მაჟორიტარი„ქართული ოცნებიდან“, თამაზ ბერიძე – მახინჯაურის მაჟორიტარი, ორთაბათუმის  მაჟორიტარი კანდიდატი – ბადრი ცინცქილაძე, …

რა დარღვევებზე დაიწერა საჩივრები ბათუმში

ბათუმის 79-ე საარჩევნო ოლქში ამ დროისთვის 15 საჩივარია რეგისტრირებული. საჩივრის დაწერის უფლება პოლიტიკურ სუბიექტებს, ასევე სადამკვირვებლო ორგანიზაციებს ხვალ დღის ბოლომდე აქვთ. ბათუმის საარჩევნო ოლქის თავმჯდომარე, ციალა შავაძე ამბობს, რომ კომისია საჩივრების განხილვას ორშაბათს, 23 ოქტომბერს დაიწყებს. საოლქო კომისიას ორდღიანი ვადა აქვს საჩივრებზე გადაწყვეტილების მისაღებად. ბათუმის ოლქში ყველაზე მეტი – 12 საჩივარი „სამართლიანმა არჩევნებმა“ დაწერა. ამ …

ხულოს სამ მაჟორიტარულ ოლქში „ოცნების“ კანდიდატებმა ვერ გაიმარჯვეს

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, ხულო 13 მაჟორიტარული ოლქის ყველა უბნის შედეგები გამოაქვეყნა. მიღებულ ხმათა უმრავლესობით აქ „ქართული ოცნების“ კანდიდატები ლიდერობენ. 13 მაჟორიტარული ოლქიდან „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა ცხრა მაჟორიტარულ ოლქში – აგარა, დიდაჭარა, დიოკნისი, ვაშლოვანი, რიყეთი, საციხური, ფუშრუკაული, ღორჯომი და ხიხაძირი –  ხმათა უმრავლესობა მოიპოვეს; ხოლო დაბა ხულოს, სხალთისა და თხილვანის თემებში „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარებმა გაიმარჯვეს. 2017 წლის მოწვევის …

ბათუმის ახალ საკრებულოში ათივე მაჟორიტარი „ოცნებიდან“ იქნება – წინასწარი შედეგები

ბათუმის საკრებულოს არჩევნებში, 21 ოქტომბერს, წინასწარი შედეგების მიხედვით, ათივე მაჟორიტარულ ოლქში, მმართველი პარტიის – „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატებმა გაიმარჯვეს. „ოცნების“ კანდიდატების მიერ, ბათუმის მაჟორიტარულ ოლქებში მიღებული ხმები [ცესკოს წინასწარი მონაცემები]: ოლქი N71.01 – თამაზ სალუქვაძე – 51,3%, 2553 ხმა; ოლქი N71.02 – გოჩა მგელაძე – 56,57%, 2662 ხმა; ოლქი N71.03 – ნატალია ზოიძე – 54,65%, 2715 …

როგორ შეხვდა „ქართული ოცნება“ ბათუმში ეგზიტპოლის შედეგებს [ფოტო]

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ბათუმში მეორე ტური არ გაიმართება და ქალაქის მერი „ქართული ოცნების“ კანდიდატი, ლაშა კომახიძე იქნება. წინასწარი მონაცემებით, ლაშა კომახიძემ არჩევნებში ამომრჩეველის ხმათა უმრავლესობა, 54,86 პროცენტი მიიღო. 21 ოქტომბრის საღამოს, ბათუმის მერობის კანდიდატი თავის მხარდამჭერთა კლუბში, ეგზიტპოლების შედეგებს რეგიონის პირველ პირებთან ერთად ელოდა. 20:00 საათზე, როცა საარჩევნო უბნები დაიკეტა, „ლაშას მხარდამჭერთა კლუბში“ დიდ ეკრანზე …

წინასწარი შედეგებით, ხელვაჩაურის მერი ჯუმბერ ვარდმანიძე იქნება

„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა, ჯუმბერ ვარდმანიძემ, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ხელვაჩაურის # 83 საარჩევნო ოქლში, ამომრჩეველთა ყველაზე მეტი ხმა  – 52,32% მიიღო. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 46 უბნის მონაცემებიდან, 36 უბნის მონაცემებია დათვლილი. მერობის ხუთი კანდიდატიდან, ხელვაჩაურის 36 უბნის მონაცემებით, მეორე ადგილზე,  ხმების 26,01%-ით „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი თეიმურაზ დუმბაძეა. „ევროპული საქართველოს“ მერობის კანდიდატს, ლევან ლორთქიფანიძეს, ამომრჩეველთა 9,09%-მა მისცა …

ხულოს მერი გოჩა მელაძე იქნება – წინასწარი შედეგები

2017 წლის თვითმართველობის არჩევნების შედეგებით, ხულოს  #84 საარჩევნო ოლქში, მმართველი პარტის „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა გოჩა მელაძემ ამომრჩეველთა ხმის 60,71% -ი მიიღო. მერობის კანდიდატებს შორის, ხულოში, ხმათა უმრავლესობით მეორე ადგილზე, 25% -ით, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ირაკლი ჯორბენაძეა. „ევროპული საქართველოს“ მერობის კანდიდატს, ნუგზარ სოლომონიძეს,  ამომრჩეველთა 11, 25 % – მა დაუჭირა მხარი, ხოლო ყველაზე ნაკლები ხმა …

ქედის მერი ლევან გორგილაძე იქნება

2017 წლის თვითმართველობის არჩევნების შედეგებით, ქედის # 80 საარჩევნო ოლქში, მმართველი პარტის „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა ლევან გორგილაძემ ამომრჩეველის ხმათა 64, 52% – ით გაიმარჯვა. ცენტრალურ სარჩევნო კომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, მერობის კანდიდატებს შორის, ქედაში ხმათა უმრავლესობით მეორე ადგილზე, 8,73% -ით „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ირაკლი ბარამიძეა. „ევროპული საქართველოს“ მერობის კანდიდატს, ამომრჩეველთა 8,73% – მა დაუჭირა …

ქობულეთში მირიან ქათამაძემ ხმათა 60 პროცენტი მიიღო

არჩევნების წინასწარი შედეგების თანახმად, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერი მირიან ქათამაძე იქნება. მან ამომრჩევლების ხმათა 60,36 პროცენტი მიიღო. ამომრჩევლის ხმათა 27, 17 პროცენტი მიიღო თენგიზ ზოიძემ „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა, 8,26 პროცენტი – „პატრიოტთა ალიანსის“ კანდიდატმა მერაბ ბლადაძემ; 3, 95 პროცენტი – პაატა ცინარიძემ, „ევროპული საქართველოს“ კანდიდატმა; 2,79 – სულიკო რომანაძემ, „კუკავა-დემოკრატიული მოძრაობის“ კანდიდატმა; 0,29 პროცენტი მიიღო ვაშაძის …

შუახევის მერი ფრიდონ ფუტკარაძე იქნება

შუახევის # 82 საარჩევნო ოლქში, არჩევნების წინასწარი შედეგებით, „ქართული ოცნება“ ლიდერობს. მერობის ხუთი კანდიდატიდან ამომრჩეველთა ყველაზე მეტი ხმა  – 68, 44% – „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა, ფრიდონ ფუტკარაძემ მიიღო, მეორე ადგილზე,  17, 05% – ით „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ომარ მეგრელიძეა. „ევროპული საქართველოს“ მერობის კანდიდატს, მირზა თურმანიძეს, ამომრჩეველთა 8,74%- მა მისცა ხმა, საარჩევნო ბლოკი  – „დიმიტრი …

წინასწარი შედეგებით ბათუმის მერი ლაშა კომახიძე იქნება

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ბათუმში მეორე ტური არ გაიმართება და ქალაქის მერი „ქართული ოცნების“ კანდიდატი, ლაშა კომახიძე იქნება. წინასწარი მონაცემებით ლაშა კომახიძემ არჩევნებში ამომრჩეველის ხმათა უმრავლესობა, 54,86 პროცენტი მიიღო. ბათუმში არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 50770-მა ამომრჩეველმა; საერთო რაოდენობის 36, 37 პროცენტმა. მთავარ ფოტოზე: ბათუმის ამჟამინდელი მერი გიორგი ერმაკოვი და ბათუმის, სავარაუდოდ მომავალი მერი ლაშა კომახიძე. მანანა ქველიაშვილის …

ბათუმში არჩევნებზე 50 770 ამომრჩეველი მივიდა

21 ოქტომბრის არჩევნებზე აჭარაში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა 45-მა პროცენტმა, სულ 138 120-მა ამომრჩეველმა. აჭარაში 306 861 ამომრჩეველია. მუნიციპალიტეტებს შორის პროცენტული მაჩვენებლით ყველაზე დაბალი აქტივობა ბათუმში იყო – 36, 37 პროცენტი, ყველაზე მაღალი კი ქედაში – 66.09 პროცენტი. ამომრჩეველთა აქტივობის საბოლოო შედეგები ასეთია: ბათუმში არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 50770-მა ამომრჩეველმა; ქედაში – 10339-მა ამომრჩეველმა, ქობულეთში – 33821-მა ამომრჩეველმა [49.95%], შუახევში – 9192-მა ამომრჩეველმა [61.24%], …

არაადაპტირებული და ნახევრად ადაპტირებული გარემო 21 ოქტომბრის არჩევნებზე

ზოგან იყო პანდუსი, მაგრამ არ იყო ადაპტირებული საარჩევნო კაბინა, ან პანდუსი არ იყო ისე მოწყობილი, რომ ეტლით მოსარგებლეს ასვლა თავისუფლად შესძლებოდა,  იყო შემთხვევა, როცა საარჩევნო უბანს ადაპტირებული კაბინა ჰქონდა, მაგრამ უბანი მეორე სართულზე მდებარეობდა, პანდუსი კი არ იყო. ერთ უბანზე შშმ ამომრჩეველს ხმის მიცემა ღია სივრცეში, ყველას დასანახად მოუხდა, რადგან უბანზე ადაპტირებული საარჩევნო კაბინა არ …

ზურაბ პატარაძე შესაძლო მეორე ტურზე: ჩვენ ოპტიმისტურად ვართ განწყობილი

„ნუ დავასწრებთ მოვლენებს, თუმცა ჩვენ ძალიან ოპტიმისტურად ვართ განწყობილი“, ასე უპასუხა ზურაბ პატარაძემ ჟურნალისტების შეკითხვებს მოსალოდნელი მეორე ტურის  შესახებ აჭარის მუნიციპალიტეტებში. შეგახსენებთ, რომ თუ დღევანდელი არჩევნების შედეგად მერობის ვერც ერთი კანდიდატი ვერ მიიღებს ამომრჩეველთა ხმების 50 პროცენტზე მეტს, არჩევნების მეორე ტური გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას ორი, საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატი მიიღებს. მათგან გამარჯვებულად ის კანდიდატი ჩაითვლება, რომელიც მეორე ტურში …

ლაშა კომახიძის და ზურაბ პატარაძის კომენტარები ენმ-ის ბრალდებებზე

ბათუმის მერობის კანდიდატმა „ქართული ოცნებიდან“, ლაშა კომახიძემ, თავის მხარდამჭერთა კლუბში ჟურნალისტების შეკითხვას უპასუხა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდებებზე: „დღევანდელი დღე შეიძლება შეფასდეს, როგორც არჩევნების დღე, რომელმაც ჩაიარა საკმაოდ მშვიდ გარემოში. გარკვეული ტიპის ვნებათაღელვა, რა თქმა უნდა, ყოველი არჩევნებისათვის არის დამახასიათებელი, მაგრამ საერთო ჯამში არის ძალიან მშვიდი, ძალიან პოზიტიური არჩევნები. ოპოზიციის მხრიდან მსგავსი ტიპის შეფასება, ვფიქრობ არის …

ენმ ბათუმში საარჩევნო დარღვევებზე საუბრობს

რვა საათზე ბათუმში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ბრიფინგი გამართა, რომელზეც მირდატ ქამადაძემ საარჩევნო პროცესის მიმდინარეობისას დაფიქსირებულ დარღვევებზე ისაუბრა. ,,კენჭისყრის დასრულებამდე 45 წუთით ადრე შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნები ბათუმში ჩაატარა არა საარჩევნო ადმინისტრაციამ, არამედ სუსმა. დღის განმავლობაში არაერთხელ გავახმაურეთ ფაქტი, თუ როგორ იღებდნენ საოლქო საუბნო კომისიაში რეგისტრატორი კომისიის წევრების მონაცემებს, როგორ ხდებოდა კარუსელში მონაწილე …

„ოცნების“ ქალაქიდან ამომრჩევლები სამარშრუტო ტაქსებით წაიყვანეს

ბათუმის შემოგარენში მდებარე ე.წ. „ოცნების ქალაქიდან“ ამომრჩევლები რეგისტრაციის ადგილზე, სადაც მათ ხმის მიცემა შეუძლიათ, სამარშრუტო ტაქსებით წაიყვანეს. „ოცნების ქალაქში“ ამბობენ, რომ ხმის მისაცემად წაყვანა მათ მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ შესთავაზა და ასევე, იყო შეთავაზება „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდანაც. „ქართული ოცნების“ ბათუმის ოფისში ამბობენ, რომ ამ თემაზე შეკითხვას შემაჯამებელ ბრიფინგზე უპასუხებენ.    

ცესკო: ბათუმში ამომრჩეველთა 29.2-მა პროცენტმა მისცა ხმა

ცესკოს ინფორმაციით, 17 საათის მონაცემებით, ბათუმში 40797-მა ამომრჩეველმა მისცა ხმა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 29.2 პროცენტია. ბოლო მონაცემებით აჭარაში ყველაზე აქტიური ამომრჩეველი ქედაშია, სადაც ამომრჩეველთა 52-მა პროცენტმა მისცა ხმა – 8177 ამომრჩეველი. ხულოში 11 284-მა  ამომრჩეველმა გააკეთა არჩევანი, ხულოს ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 47-მა პროცენტმა. შუახევში 49.7-მა პროცენტმა უკვე გააკეთა არჩევანი – 7465 ამომრჩეველი. საკმაოდ დაბალია აქტივობა ხელვაჩაურში, სადაც ამომრჩეველთა 35.3-მა პროცენტმა …

რატომ ტოვებს კომისია ცარიელ გრაფას სადემონსტრაციო ოქმში?

ბათუმში საარჩევნო უბნებზე სადემონსტრაციო ოქმებში ცარიელია სპეციალურ სიაში ამომრჩეველთა რაოდენობის გრაფა.  უბნებზე ამბობენ, რომ გრაფას საგანგებოდ ტოვებენ ღიად, რომ თუ კი სპეციალურ სიაში ცვლილება შევა, გრაფაში რიცხვი ზუსტად აისახოს. ბათუმის #79 საარჩევნო ოლქის თავმჯდომარე, ციალა შავაძე ამბობს, რომ მათ გრაფის შევსებას კანონი უკრძალავს: „კენჭისყრის დასრულებამდე უბნებს არ აქვთ უფლება,  შეიტანონ სპეცსიის ამომრჩეველთა რაოდენობა სადემონსტრაციო ოქმში. …

ავარია ბათუმში

დღეს, 21 ოქტომბერს, ავარია მოხდა ბათუმში, ბარათაშვილის ქუჩაზე. დაშავებულია ერთი ადამიანი. შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს – ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ანდა …

„რუსთავი 2“-ის ჟურნალისტი: „ოცნების“ კოორდინატორმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მომაყენა

ბათუმში, მერვე სკოლასთან, #12 და #63 საარჩევნო უბნებთან  ჟურნალისტებმა პოლიცია გამოიძახეს. „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტი, თეა ვაშალომიძე ამბობს, რომ მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს „ოცნების“ კოორდინატორებმა. მას „ობიექტივის“ ჟურნალისტი, თეო შალიკაშვილი ემოწმება. შს სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე წინასაგამოძიებო ღონისძიებები მიმდინარეობს.  

„ქართული ოცნება“ „ნაციონალურ მოძრაობას“ საარჩევნო უბანზე აგიტაციაში ადანაშაულებს

„ქართული ოცნების“  ბათუმის შტაბის ხელმძღვანელმა, ირაკლი ჭეიშვილმა, ბრიფინგზე განაცხადა, რომ ბათუმში, 24-ე უბანზე „თავისუფალი ზონის“ წარმომადგენელი ვახტანგ კიწმარიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ აგიტაციას ეწეოდა საარჩევნო უბნის შიგნით. მისივე თქმით, ამავე უბანზე დამკვირვებელია ვახტანგის შვილი, გურამ კიწმარიშვილიც. მისი თქმით, აღნიშნულზე დაიწერა საჩივარი და შედგა შესაბამისი ოქმი, მაგრამ გააძევეს თუ არა მამა-შვილი უბნიდან, ,,ქართულ ოცნებას” ჯერ ინფორმაცია არ აქვს. „მივიჩნევთ, რომ …

ბათუმში რესტორნის საკვამურში ხანძარი გაჩნდა [ფოტო]

ხანძარი გაჩნდა ბათუმში, ახალ ბულვარში მდებარე რესტორან „აჭარულ სახლში“. როგორც „ბათუმელებს“ სახანძრო სამსახურში უთხრეს, ხანძარი საკვამურში გაჩნდა და მისი ჩაქრობა სწრაფად მოხერხდა. ხანძრის შედეგად არავინ დაზიანებულა.

არაადაპტირებული კაბინა ბათუმის #7 საარჩევნო უბანზე და ხუთი საჩივარი

ბათუმში, #7 საარჩევნო უბანზე არაადაპტირებული კაბინაა, რის გამოც ორი საჩივარი დაიწერაა. საარჩევნო უბანზე ადაპტირებული კაბინის არქონის გამო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ამომრჩეველმა ხმის მიცემა ცალკე მაგიდაზე არჩია. ეს ფაქტი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა „სამართლიანი არჩევნების“ საჩივრების მიზეზი გახდა. საჩივარში წერია, რომ ამ ამომრჩეველს ხმის მიცემა ღიად, კომისიის მდივნისა და რეგისტრატორის მაგიდების შორის მოუხდა და მისი არჩევანი დააფიქსირეს უბანზე მყოფმა პირებმა. …

სტატისტიკა: აჭარაში ხმა მისცა ამომრჩეველთა 16-მა პროცენტმა

ცესკოს ინფორმაციით, 12 საათის მდგომარეობით აჭარაში არჩევნებში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა 16-მა პროცენტმა, სულ 49 041-მა ამომრჩეველმა. ყველაზე მეტად ამომრჩეველი კვლავინდებურად ბათუმში პასიურობს, 12 საათისთვის ბათუმში ხმა მისცა 12.6-მა პროცენტმა,  17 637-მა ამომრჩეველმა. რაც შეეხება აჭარის სხვა მუნიციპალიტეტებს, ამომრჩეველთა აქტივობის მაჩვენებელი 12 საათისთვის ასეთია: ქედა – 3540 ამომრჩეველი, 22.6 პროცენტი; ხულო  – 4251 ამომრჩეველი, 17.7 პროცენტი; შუახევი – 3290 ამომრჩეველი, 21.9 …

ბათუმის #15 უბანზე მეოთხე საჩივარს წერენ

უკვე სამი საჩივარი დაიწერა ბათუმის #15 უბანზე, სადაც ამჟამად „ბათუმელების“ კორესპონდენტი იმყოფება. ამ უბანზე მარკირების შესამოწმებელი აპარატი შეცვალეს, მიზეზად კი, ის დაასახელეს, რომ აპარატი ტექნიკურად გაუმართავი იყო. ერთი საჩივარი სწორედ ამის შესახებ დაიწერა. მეორე საჩივრის მიზეზი ის გარემოება გახდა, რომ ამომრჩევლის კაბინაში ბიულეტენის შევსების წესი გამოკრული არ იყო, მესამე საჩივარი კი მოქალაქე გალაკტიონ კაკაურიძემ დაწერა, რომელიც …

ცესკო: აჭარაში ყველაზე დაბალი აქტივობა ბათუმშია, ყველაზე მაღალი – შუახევში

ცესკოს ინფორმაციით, 10 საათის მონაცემებით აჭარაში ხმა მისცა 20 083-მა ამომრჩეველმა, რაც აჭარაში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 6.5 პროცენტია. აჭარის მუნიციპალიტეტებს შორის ჯერჯერობით ყველაზე მაღალი აქტივობაა შუახევში, სადაც ამომრჩეველთა 9,6-მა პროცენტმა მისცა ხმა, ყველაზე დაბალი კი – ბათუმში, სადაც ათი საათისთვის ამომრჩეველთა 5-მა პროცენტმა, სულ 7014-მა ამომრჩეველმა მისცა ხმა. ცესკოს მონაცემებით, ბათუმში [79 საარჩევნო ოლქი] რეგისტრირებულია …

საია: საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე შეინიშნება პარტიული აქტივისტების მობილიზება

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის ინფორმაციით, არჩევნები ყველა იმ უბანზე, სადაც წარმოდგენილია საიას დამკვირვებლები, მიმდინარეობს მშვიდ ვითარებაში და ამომრჩევლებს შესაძლებლობა ეძლევათ, საკუთარი პოლიტიკური გადაწყვეტილება ასახონ ბიულეტენში. გარკვეულ უბნებზე შეინიშნებოდა პროცედურული წესების დარღვევა, რაზეც საიას მიერ ჩანაწერთა წიგნში ჩაიწერა 6 შენიშვნა და 3 საჩივარი დაიწერა უბანზე. ხოლო არსებითი ხასიათის დარღვევა და დამკვირვებლის უფლებების შეზღუდვა დაფიქსირდა …

Exit mobile version