მომავალ წელს ქუჩის ძაღლების რეგულაციასთან დაკავშირებით ბათუმის მერია სიახლეებს გეგმავს. ამის თაობაზე მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური სამსახურის უფროსმა მარინე რუხაძემ დღეს, 8 ნოემბერს, „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“ 2018 წლის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების ბიუჯეტის განხილვის დროს ისაუბრა. მარინე რუხაძის თქმით, იმ შემთხვევაში, თუკი ქუჩაში მცხოვრები ძაღლი გარშემომყოფებისთვის საფრთხეს წარმოადგენს, მისი ევთანაზია კომისიური წესით მოხდება, 6 …
Category Archives: მთავარი
ავარიელების სამი სოფელი საქართველოში
კახეთში, ყვარლის მუნიციპალიტეტის სამ სოფელში, გოგონების წინადაცვეთის ტრადიციის არსებობის შესახებ ცნობამ ქართულ საინფორმაციო სივრცეს ერთი წლის წინ ტალღასავით გადაუარა. ერთი წლის შემდეგ ამ თემაზე სოფლებში – ჩანთლისყურში, სარუსოსა და თივში საუბარი აღარ სურთ. ამბობენ, რომ ამბავი ჟურნალისტებმა გააზვიადეს და რეალურად აქ მსგავსი არაფერი ხდება. ჩანთლისყურში მცხოვრებ ჯავგვარათ გაჯიევს იმ დროს შევხვდი სოფლის ორღობეში, როცა მეზობელ …
საგამოძიებო: ყალბი დიპლომისა და ატესტატის დამზადების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე ბრალდებულის სახით, ერთ-ერთი ყოფილი კომერციული სასწავლო დაწესებულების ხელმძღვანელი დააკავეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, დანაშაულებრივ კავშირში მყოფ სხვა პირებთან ერთად, დაამზადა და გაასაღა სამართალმცოდნეობის ბაკალავრის ხარისხის დამადასტურებელი ყალბი დიპლომი და სრული ზოგადი განათლების ატესტატი. აღნიშნული ყალბი დოკუმენტების სანაცვლოდ, ბრალდებულმა ერთ-ერთი მოქალაქისგან 1 …
Continue reading “საგამოძიებო: ყალბი დიპლომისა და ატესტატის დამზადების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს”
მოუვლელი „ჭაჭის თაუერი“ ბათუმში [ფოტო]
„ჭაჭის თაუერი“ ბათუმში, გოგებაშვილის ქუჩაზე, ნავსადგურის მიმდებარედ, 2012 წელს გაიხსნა. ტურისტულ სეზონზე ჭაჭის ჩამოსხმის პრობლემა მომდევნო წელსვე შეიქმნა. მაშინ მერიამ ჭაჭა, რომლის დაგემოვნებაც სეზონზე ტურისტებს, და არა მხოლოდ მათ, შეეძლოთ, გურჯაანიდან ჩამოიტანა, რაც ჯამში ქალაქის ბიუჯეტს 28 ათასამდე ლარი დაუჯდა. თაუერის ავზში თითო ჯერზე 200 ლიტრი ჭაჭა თავსდებოდა. „ჭაჭის თაუერში“ ჭაჭის დაგემოვნება რამდენიმე სეზონზე იყო …
უსახლკარო ოჯახებისთვის განკუთვნილ სოციალურ სახლში ერთი ბინა სარეზერვო იქნება
ქედის მუნიციპალიტეტის გამგებლის, დავით დუმბაძის ინფორმაციით, დაბა ქედაში, რუსთაველის ქუჩაზე, ყოფილი „ადგილმრეწველობის კომბინატის“ შენობაში უსახლკარო ოჯახებს შეასახლებენ. 12-ბინიან კორპუსში ერთი ბინა „სამანევრო“ დანიშნულებისა იქნება და მუნიციპალიტეტი ბინას სტიქიური უბედურების დროს დაზარალებული ოჯახის დროებით განსათავსებლად გამოიყენებს. „ყოფილი კომბინატის შენობაში, რომელსაც ამ დროისთვის რეაბილიტაცია უტარდება, უსახლკარო და მარტოხელა სტატუსის მქონე ოჯახებს შევასახლებთ. მიუხედავად იმისა, რომ წინასწარ განსაზღვრული …
Continue reading “უსახლკარო ოჯახებისთვის განკუთვნილ სოციალურ სახლში ერთი ბინა სარეზერვო იქნება”
საზღვაო აკადემიის სტუდენტები პრაქტიკას კორეული კომპანიის გემებზე გაივლიან
7 ნოემბერს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიასა და კორეულ სატრანსპორტო კომპანია Hyundai Glovis-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის თანახმად, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის სტუდენტები Hyundai Glovis-ის გემებზე საზღვაო სასწავლო პრაქტიკას გაივლიან. Hyundai Glovis-ი მსხვილი კორეული სატრანსპორტო კომპანიაა, რომელიც უზრუნველყოფს სატვირთო-ლოგისტიკურ მომსახურებას ოკეანეებსა და ზღვებში, ასევე შიდა და საჰაერო ტრანსპორტირების, ტვირთის …
Continue reading “საზღვაო აკადემიის სტუდენტები პრაქტიკას კორეული კომპანიის გემებზე გაივლიან”
მეთევზე ბათუმის პორტიდან
ბათუმელი მეთევზეებისთვის მზეს, წვიმას და ქარს მნიშვნელობა არ აქვს. პორტში ან ტბაზე სეირნობისას, მოქუფრულ ამინდშიც შეხვდებით საწვიმრით, ველოსიპედებით და პატარა სკამებით აღჭურვილ მეთევზეებს. თევზაობა ზოგიერთისთვის გართობა და დასვენების ფორმაა, ზოგიერთისთვის კი – შემოსავლის წყარო. თუმცა, როგორც ბათუმელი მეთევზეები ამბობენ, თევზი წლების განმავლობაში შესამჩნევად შემცირდა და დღეში კილოგრამ, კილოგრამ-ნახევარს თუ დაიჭერ. მეთევზე გიორგი დოხნაძე 82 წლისაა …
აჭარაში ღვიძლის გადანერგვა ათ პაციენტს დაუფინანსდება
2018 წლისთვის აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ღვიძლის ტრანსპლანტაციას 10 პაციენტს დაუფინანსებს. სამინისტროს ინფორმაციით, წლის განმავლობაში ერთ პაციენტზე, ერთჯერადად გაიცემა 50 000 ლარი. დაფინანსება ქირურგ-ტრანსპლანტოლოგის მიერ გაცემული დასკვნის საფუძველზე მოხდება. გასულ წელს ბათუმში ღვიძლი სულ 17 ადამიანს გადაუნერგეს. აქედან აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ 4 პაციენტი 10-10 ათასი ლარით დააფინანსა. მიმდინარე წელს, დაფინანსების თანხა 50 ათას ლარამდე გაიზარდა და როგორც …
Continue reading “აჭარაში ღვიძლის გადანერგვა ათ პაციენტს დაუფინანსდება”
საჭიროზე მეტი ექიმი ექთნების დეფიციტის ფონზე
საქართველოში 1192 უმცროსი ექიმია. 25 წლის დათო ერთ-ერთია მათ შორის. მან თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტი დაამთავრა და ჯერ მხოლოდ უმცროს ექიმად შეუძლია მუშაობა, სერტიფიცირებული ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. დათო უკვე ორი წელია ამაოდ ცდილობს კარდიოქირურგიაში რეზიდენტურის გავლას, რის შემდეგაც საექიმო საქმიანობის უფლება ექნება. იგი ამბობს, რომ იგივე პრობლემა აქვს ბევრ მის თანაკურსელს, მათ შორის წარმატებულ სტუდენტებსაც. დათოსა …
Continue reading “საჭიროზე მეტი ექიმი ექთნების დეფიციტის ფონზე”
პორტთან ესტაკადის მშენებლობის ზედამხედველობას სამინისტროს 137 000 ლარად სთავაზობენ
ბათუმის პორტთან დაგეგმილი ესტაკადის მშენებლობას კომპანია „ოიკო ჯგუფი“ 137 ათას ლარად გაუწევს ზედამხედველობას იმ შემთხვევაში, თუ მას შესაბამის ტენდერში გამარჯვებულად გამოავლენს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო. ეს კომპანია ერთადერთი მონაწილე იყო სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერში. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ბათუმში ესტაკადის მშენებლობის ზედამხედველობისთვის ბიუჯეტში 140 ათასი ლარი აქვს გათვალისწინებული. ბათუმის პორტთან, ბაქოს ქუჩაზე, ესტაკადას მოაწყობაზე გამოცხადებულ …
რას სთხოვს ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა პედაგოგებს და ესტონური მოდელი
საქართველოს განათლების სამინისტრო 15 საჯარო სკოლაში ესტონური საგანმანათლებლო მოდელის პილოტირებას გეგმავს. რითი განსხვავდება ესტონური მოდელი ქართული საგანმანათლებლო მოდელისგან და რა მოხდება მაშინ, თუკი პედაგოგი ახალი ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ შედეგს ვერ მიაღწევს? „ბათუმელებს“ ამ თემაზე ეროვნული სასწავლო გეგმების სამმართველოს უფროსი მარიამ ჩიქობავა ესაუბრა. ქალბატონო მარიამ, რა სტანდარტებს მოიცავს ესტონური განათლების მოდელი, რას ავალდებულებს ის პედაგოგებს, …
Continue reading “რას სთხოვს ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა პედაგოგებს და ესტონური მოდელი”
საახალწლოდ კურორტ „გოდერძის“ ყველა სასტუმრო ნომერი დაჯავშნილია
აჭარის მთავრობამ კურორტ „გოდერძიზე“ დაწყებული პროექტების გასაგრძელებლად 2018 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტში 5 მილიონი ლარი გაითვალისწინა. მომავალ წელს კურორტის ადმინისტრაცია გეგმავს შეისყიდოს დარჩენილი 1 300 მეტრი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტი და დაიწყოს გზის მშენებლობა: „ამით დასრულდება კურორტის შიდა გზის პროექტი. ჩვენ არ ვაპირებთ ბეტონის გზის დაგებას, რომ მომავალში კურორტზე დაგეგმილმა მშენებლობამ არ დააზიანოს ეს ინფრასტრუქტურა. …
Continue reading “საახალწლოდ კურორტ „გოდერძის“ ყველა სასტუმრო ნომერი დაჯავშნილია”
უმაღლესმა საბჭომ ბოლო სამ თვეში 17 ათასი ლიტრი საწვავი დახარჯა
აგვისტოში, სექტემბერსა და ოქტომბერში აჭარის უმაღლესმა საბჭომ სულ 17 154 ლიტრი საწვავი დახარჯა. ამ სამი თვიდან ყველაზე მეტი – 6115 ლიტრი საწვავი დეპუტატებმა ზაფხულში, აგვისტოს თვეში მოიხმარეს. უმაღლეს საბჭოში დეპუტატებს ივნისის მესამე კვირიდან სექტემბრის პირველ კვირამდე არასასესიო პერიოდი ჰქონდათ. დეპუტატებს შორის ყველაზე მეტ საწვავს ისევ დავით გაბაიძე იყენებს – უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე. ბოლო სამი თვიდან …
Continue reading “უმაღლესმა საბჭომ ბოლო სამ თვეში 17 ათასი ლიტრი საწვავი დახარჯა”
რატომ არ ამონტაჟებს მერია ბათუმში მოსაცდელებს
მაშინ, როცა მერიას ბიუჯეტში წლიდან წლამდე მილიონობით ნაშთი რჩება, ბათუმის ქუჩებში მუნიციპალური ტრანსპორტის გაჩერებებზე მოსაცდელები არ არის. ამ ადგილებში მოქალაქეები მუნიციპალურ ტრანსპორტს ცუდ ამინდშიც ღია ცის ქვეშ ელოდებიან. მერიის „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ხელმძღვანელის, ბადრი ფარტენაძის ინფორმაციით, მოსაცდელებს მერია ეტაპობრივად ამონტაჟებს. კითხვაზე, რატომ ვერ უზრუნველყო მერიამ ბათუმის ქუჩებზე მუნიციპალური ტრანსპორტის გაჩერების ადგილები მოსაცდელებით, ბათუმის მერიაში უპასუხეს: „ბევრ ადგილზე …
Continue reading “რატომ არ ამონტაჟებს მერია ბათუმში მოსაცდელებს”
ივანიშვილმა ხეების გატანა ბათუმიდანაც დაიწყო – ამჯერად მაგნოლია
ბათუმში, თამარ მეფის გამზირის მიმდებარედ, მრავალწლოვან ხეებს თხრიან შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიურ პარკში გადასატანად. ხეების გადატანაზე, როგორც ადგილზე გვითხრეს, თბილისური კომპანია მუშაობს: „ეს ერთი მაგნოლიის ხე გადაგვაქვს კერძო საკუთრებიდან. ჩვენ მხოლოდ გადატანაზე ვმუშაობთ და სამუშაოები როცა დავიწყეთ, ხე უკვე შესყიდული იყო. დენდროლოგიურ პარკში გადაგვაქვს“. ერთ-ერთი ადგილობრივის თქმით კი, ამ ადგილიდან სამი ძირი ხე გააქვთ: „სამი …
Continue reading “ივანიშვილმა ხეების გატანა ბათუმიდანაც დაიწყო – ამჯერად მაგნოლია”
ზემო აჭარისა და პანკისის ფოტოკლუბების გამოფენა ბათუმში
10 ნოემბერს ბათუმში, „თანამედროვე ხელოვნების სივრცეში“, პანკისისა და ზემო აჭარის შესახებ ფოტოები გამოიფინება. ფოტოები გადაღებულია ფოტოკლუბების მიერ, რომლებიც დაარსდა 2015-2017 წლებში პანკისისა და ღორჯომის ხეობის სოფლებში, ფოტოგრაფ ნათელა გრიგალაშვილის ინიციატივითა და პრეზიდენტის ფონდის მხარდაჭერით. „ეს ფოტოკლუბები გაგრძელებაა სოფლის ფოტოკლუბების იმ პროექტისა, რომელიც ნათელა გრიგალაშვილმა პირველად ჯავახეთში, სოფელ გორელოვკაში წამოიწყო. კლუბების წევრები რამდენიმე თვის მანძილზე სწავლობდნენ …
Continue reading “ზემო აჭარისა და პანკისის ფოტოკლუბების გამოფენა ბათუმში”
ალტერნატიული ჯგუფების საუკეთესო სიმღერები
იქნებ ხატავ, წერ ან უკრავ და გგონია, ისე ვერ გამოგდის ყველაფერი, როგორც გინდა, ვერ გამოგყავს ზუსტი ფორმები, ვერ აზავებ საღებავებს ან ისე ჟღრიალებს შენი გიტარა, ლამის მარტო შენ გესმის მელოდია, რომლის დაკვრასაც ცდილობ. არაფერია. გაგამხნევებთ და გეტყვით, რომ ჯგუფები, რომელთა მოსმენისას ღამეები გითენებია და დაკვრაც არაერთხელ გიცდია, სინამდვილეში თავიდან ზუსტად შენსავით აჟღრიალებდნენ გიტარებს, არ ჰქონდა …
Continue reading “ალტერნატიული ჯგუფების საუკეთესო სიმღერები”
ძალადობაში ბრალდებული ყოფილ ცოლს ადანაშაულებს
„ქალის ლურჯ მაისურს სისხლის ლაქები ეტყობოდა…“ – უთხრა მოსამართლეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ექსპერტმა ჯამბულ კაკაბაძემ. ის დეტალურად მოუყვა მოსამართლეს, რა ნახა 2 ივნისის დილას ქობულეთში ერთ-ერთ სახლში, სადაც გამოძიების ვერსიით, ოჯახში ძალადობის შემთხვევა განმეორდა. „მე ფოტოებს ვიღებდი იმ ადგილების, რომლებზეც დაზარალებული ქალი ამბობდა, რომ სცემეს… გვითხრა, რომ მოულოდნელად შევარდა იქ ყოფილი ქმარი და ცემა დაუწყო. …
Continue reading “ძალადობაში ბრალდებული ყოფილ ცოლს ადანაშაულებს”
ძველ ბათუმში ავტომანქანებს სამშენებლო ნარჩენები დაეყარა
ძველ ბათუმში, მაზნიაშვილის ქუჩაზე, კომპანია „არისტოკრატის“ მშენებარე კორპუსიდან ავტომანქანებს სამშენებლო ნარჩენები დაეყარა. მშენებარე კორპუსს სპეციალური დამცავი ბადე არ აქვს. შემთხვევის ადგილიდან რამდენიმე ფოტო თვითმხილველმა მოგვაწოდა. „ბათუმელები“ კომპანია „არისტოკრატის“ წარმომადგენელს დაუკავშირდა, რომელმაც გვითხრა, რომ ამ პრობლემის შესახებ არაფერი იცის და კომპანიის დირექტორს უნდა დავუკავშირდეთ, თუმცა დირექტორის საკონტაქტო ინფორმაციის მოცემაზე უარი გვითხრა. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურში განმარტეს, …
Continue reading “ძველ ბათუმში ავტომანქანებს სამშენებლო ნარჩენები დაეყარა”
აჭარა, რომელსაც ჯერ არ იცნობ
მზე, ზღვა და ბათუმი – აჭარაში კარგი დასვენებისთვის თითქოს მეტი არც არაფერი გჭირდება, მაგრამ ეს სტატია იმათთვისაა, ვისთვისაც აჭარა უფრო მეტია, ვიდრე მხოლოდ ზღვა. სად წავიდეთ, რა ვნახოთ განსხვავებული? – ამ კითხვას ყველაზე ხშირად მისვამენ მეგობრები თუ ნაცნობები, რომლებსაც მთიანი აჭარა აინტერესებთ. შევეცდები, ვიყო მეგზური. მოკლედ, დავიწყოთ. ბათუმიდან ხელვაჩაურისკენ რომ წახვალთ და ქალაქს გასცდებით, ასარჩევი …
ფუტკრის ენაზე მოლაპარაკე
ზაფხულის პაპანაქება დღეა. ქედაში, სოფელ კუჭულაში, 64 წლის დავითი სახლიდან გასასვლელად ემზადება. სახლთან ახლოს, ფერდობზე, მწვანე ფერად შეღებილი ათობით სკაა ჩამწკრივებული. დავითმა ფუტკარს უნდა მიხედოს, სკას გადახედოს. გორგაძეები მეფუტკრეები არიან. უკვე წლებია თაფლია მათი ოჯახის მთავარი შემოსავალი. ამ ოჯახის მეურნეობა იმით გამოირჩევა, რომ ადგილზე გამოჰყავთ „დედო“, იგივე დედა ფუტკარი და ფიჭასა და სკას თავადვე ამზადებენ. …
მერიის შენობაში ადაპტირებულ ლიფტს ამონტაჟებენ
ლუკა ასათიანის ქუჩის 25-ში მდებარე ბათუმის მუნიციპალიტეტის შენობაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ადაპტირებულ ლიფტს ამონტაჟებენ. სამუშაოების ღირებულება, ქალაქის მერიის ინფორმაციით, ჯამში 42 ათას ლარს შეადგენს. პროექტის ფარგლებში მოეწყო პანდუსი მოქალაქეთა მომსახურების ცენტრის შესასვლელშიც. ბათუმის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ლიფტის მონტაჟი უახლოეს მომავალში დასრულდება, რითაც ლუკა ასათიანის ქუჩაზე მდებარე ადმინისტრაციული შენობა მთლიანად ადაპტირებული გახდება. ნაწილობრივ ადაპტირებულია ბათუმის მერიის შენობა …
Continue reading “მერიის შენობაში ადაპტირებულ ლიფტს ამონტაჟებენ”
დაობებული კედლები და საკლასო ოთახები სოფლის სკოლებში (ფოტო)
აჭარის განათლების სამინისტრო 2018 წელს 23 საჯარო სკოლის რეაბილიტაციას გეგმავს. ბათუმში მხოლოდ ერთი, მე-20 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია იგეგმება, დანარჩენი სკოლები მუნიციპალიტეტებშია. მე-20 სკოლის დირექტორის, თეა დავითაძის თქმით, უნდა გარემონტდეს შენობის ფასადი, საკლასო ოთახები, ფოიე, კიბეები და მოაჯირები. დირექტორის თქმით, საჯარო სკოლა წლების წინ გარემონტდა. რეაბილიტაციას ექვემდებარება ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ გვარას საჯარო სკოლაც. სკოლაში გასარემონტებელია სველი …
Continue reading “დაობებული კედლები და საკლასო ოთახები სოფლის სკოლებში (ფოტო)”
მუნიციპალური ავტობუსი დამტვრეული სკამებით – ტენდერი მერიას ისევ არ გამოუცხადებია
ახალი ავტობუსების შესაძენად ბათუმის მერიას ტენდერი ისევ არ გამოუცხადებია. „დღე-დღეზე ველოდებით საბოლოო ტექნიკურ დოკუმენტაციას,“ – ამბობს ბადრი ფარტენაძე, „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ხელმძღვანელი. ანალოგიური პასუხი გასცა მან „ბათუმელებს“ დაახლოებით ერთი თვის წინ, 13 ოქტომბერს. მაშინ ბადრი ფარტენაძემ თქვა, რომ ერთ კვირაში გამოცხადდებოდა ტენდერი. ახალი ავტობუსების შეძენას ბათუმის მერია ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის [EBRD] სესხით აპირებს. ერთი …
Continue reading “მუნიციპალური ავტობუსი დამტვრეული სკამებით – ტენდერი მერიას ისევ არ გამოუცხადებია”
ავარია ბათუმში
ბათუმში, ლუკა ასათიანისა და გორგასლის ქუჩების კვეთაში, მოპედი და მსუბუქი ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა. დაშავდა ერთი ადამიანი, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას.
მითები და რეალობა „თურქულ უბანზე“
„ბათუმში, ქუთაისის ქუჩაზე, საშინელება ხდება“, „გადაკეტილი აქვთ თურქებს“, „წაგვლეკეს ამ თურქებმა“ – მსგავს ქსენოფობიურ მოსაზრებებს ხშირად ვისმენთ. ამ განწყობებს, ძირითადად, ის პოლიტიკოსები თუ მედია ასაზრდოებს, რომელთაც ღიად აქვთ გაცხადებული, რომ „თურქეთი მტერია“, ხოლო „რუსეთი ერთმორწმუნე მეგობარი“. სისტემური და თანმიმდევრული პროპაგანდის შედეგად, დღეს უკვე ბევრ ადამიანს სჯერა მითის, რომლის მიხედვითაც ბათუმის „ერთი კვარტალი თურქებმა ჩაიგდეს ხელში“. …
ბათუმის მერიამ ბარცხანაში ჭადრისა და კაკლის ხეები გაჩეხა
ბათუმში, ბარცხანის დასახლებაში, მერიის კეთილმოწყობის სამსახურმა ჭადრისა და კაკლის ხეები გაჩეხა. „სამი ჭადარი და ხუთი კაკლის ხე მოიჭრა, როგორც კეთილმოწყობის სამსახურში გვითხრეს. ფილების დაგება და ბორდიურების მოწყობა მიმდინარეობს და ამის გამო ხდება ხეების მოჭრა. რადგან ხეები დიდი ზომისაა, გადარგვა არ მოხერხდება,“ – გვითხრეს ბათუმის მერიის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურში. გამწვანების სამსახურის პრესსამსახურის ინფორმაციით, ინფრასტრუქტურული …
Continue reading “ბათუმის მერიამ ბარცხანაში ჭადრისა და კაკლის ხეები გაჩეხა”
ქეთევან დედოფლის ნეშტს ბათუმში 8 ნოემბრამდე დატოვებენ
ქეთევან დედოფლის ნეშტი ბათუმის საკათედრო ტაძარშია და მას აქ 8 ნოემბრამდე დატოვებენ. დედოფლის სხეულის ნაწილები ინდოეთიდან საქართველოში 2017 წლის 23 სექტემბერს ჩამოიტანეს და თბილისში, სამებაში განათავსეს. ნეშტს 6 თვის განმავლობაში საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ყველა ეპარქიაში მიიტანენ, რის შემდეგაც კვლავ ინდოეთში დააბრუნებენ. დედოფლის ნეშტის 6 თვით დაბრუნება საქართველოში მთავრობას 343 310 ლარი დაუჯდა. ფაქტს კრიტიკა მოჰყვა საზოგადოების ნაწილის …
Continue reading “ქეთევან დედოფლის ნეშტს ბათუმში 8 ნოემბრამდე დატოვებენ”
ბსუ მეორად მიკროავტობუსს და ჰიბრიდულ ავტომობილს ყიდულობს
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი [ბსუ] მეორად მიკროავტობუსს და სედანის ტიპის [ჰიბრიდი] ასევე მეორად ავტომობილს შეიძენს. ბსუ-ს ამ ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესაძენად ერთიანი ტენდერი ჰქონდა გამოცხადებული თანხით – 75 ათასი ლარი, თუმცა მონაწილეობა არავინ მიიღო. არშემდგარი ტენდერის შემდეგ კი, უნივერსიტეტმა მიკროავტობუსისა და ავტომობილის ცალ-ცალკე შესაძენად გამოაცხადა ტენდერები. ამ შემთხვევაში საერთო სატენდერო თანხა 5 ათასი ლარითაა გაზრდილი და ჯამში …
Continue reading “ბსუ მეორად მიკროავტობუსს და ჰიბრიდულ ავტომობილს ყიდულობს”
სამაშველო: ამობრუნებულ დელტაპლანზე ტურისტი და პილოტი იმყოფებოდნენ
ბათუმში დელტაპლანის სავარაუდო ჩამოვარდნის ფაქტზე გამოძიება არ დაწყებულა. „დელტაპლანის მეპატრონე ადმინისტრაციული წესით დაჯარიმდა“, – გვითხრეს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში. დელტაპლანი ზღვაში, ბათუმის ნავსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, დღეს, 5 ნოემბერს, სავარაუდოდ ჩამოვარდა. „სამაშველო სამსახურში შემოვიდა ზარი და მაშველები იყვნენ გასულები. დელტაპლანზე ერთი ირანელი ტურისტი და პილოტი იმყოფებოდნენ. მეპატრონე აცხადებს, რომ დელტაპლანი წყალში ამობრუნდა“, – გვითხრეს საგანგებო სიტუაციების მართვის …
Continue reading “სამაშველო: ამობრუნებულ დელტაპლანზე ტურისტი და პილოტი იმყოფებოდნენ”
100 წლის იუბილარი
ბათუმში მცხოვრებ ქსენია გოგოძეს დაბადებიდან 100 წელი შეუსრულდა. აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქსენია გოგოძე, პროფესიით პედაგოგი, ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალისტი, ბათუმის N16 საჯარო სკოლაში 47 წლის განმავლობაში საქმიანობდა. ქალს 100 წლის იუბილე აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ და განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა ინგა შამილიშვილმა მიულოცეს. ქსენია გოგოძეს აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს …
საშიში ლოდები და მორღვეული დამცავი ბადე სარფში ავტომაგისტრალთან
სარფში, ბათუმი-სარფის ავტომაგისტრალთან ჩამოშლილი ფერდდამცავი ბადის აღდგენა-გამაგრებისთვის ბიუჯეტიდან 324 ათას 469 ლარია გამოყოფილი. აღნიშნულ უბანზე სხვადასხვა ზომის მოძრავი ლოდები საფრთხეს უქმნის გავტოტრანსპორტს. კვარიათი-სარფის მონაკვეთში, ფერდსამაგრი სამუშაოებისთვის და ნაპირგამაგრებისთვის ბოლო სამ წელში ქვეყნის ბიუჯეტიდან 60 მილიონზე მეტი ლარი დაიხარჯა. ავტომაგისტრალთან „ფერდობის სტაბილიზაციის მიზნით ჩასატარებელი პრევენციული ღონისძიებების სამუშაოებზე“ ტენდერი საქართველოს საავტომობილო დეპარტამენტმა უკვე გამოაცხადა. სატენდერო დოკუმენტაციაში აღნიშნულია, რომ ბათუმი-სარფის …
Continue reading “საშიში ლოდები და მორღვეული დამცავი ბადე სარფში ავტომაგისტრალთან”
ციხისძირში საქორწილო მანქანა ავარიაში მოყვა
ქობულეთში, ციხისძირში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავარიის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა. დაშავებული პირები, მათ შორის პატარძალი, საავადმყოფოშია გადაყვანილი. დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადის მისვლამდე გადაიყვანეს საავადმყოფოში. სასწრაფოს ინფორმაციით, დაშავებულები ქობულეთის კლინიკაში რჩებიან. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის და ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
ნიუ-იორკის საქველმოქმედო გამოფენა შიმშილის წინააღმდეგ
1992 წელს მოხალისეთა მიერ ნიუ-იორკში დაარსებული საქველმოქმედო კონკურსი CANSTRUCTION NEW YORK ყოველ წელს ტარდება, გამოფენების მომწყობ ორგანიზაცია Arts Brookfield-ის დახმარებით. დიზაინერებისა და არქიტექტორების 27 სხვადასხვა გუნდი გაუხსნელი, საკვებად ვარგისი კონსერვებისგან სხვადასხვა ფორმისა და ზომის კონსტრუქციებს აწყობს ნიუ-იორკის სხვადასხვა უბანში. კონკურსის დასასრულს კი არქიტექტორთა საუკეთესო გუნდი ვლინდება. როგორც გამოფენის ორგანიზატორები აღნიშნავენ, 2017 წლის კონკურსზე 80 ათასი ქილა საკვები …
Continue reading “ნიუ-იორკის საქველმოქმედო გამოფენა შიმშილის წინააღმდეგ”
რა ღირს სწავლა ბათუმის კერძო ბაღებში
საბავშვო ბაღების რეფორმა, რომელსაც ხელისუფლება ახალი კანონპროექტის დამტკიცების შემდეგ იწყებს, ყველა ტიპის საბავშვო ბაღების ავტორიზაციას ითვალისწინებს. დღეს მოქმედი ნორმების მიხედვით, სახელმწიფოს არც ერთი ორგანო კერძო საბავშვო ბაღებს არ აკონტროლებს. რამდენი კერძო საბავშვო ბაღი მოქმედებს ბათუმში და როგორია მათი სასწავლო-აღმზრდელობითი სტანდარტები, როგორც განათლების სამინისტროსთვის, ასევე ბათუმის მერიისთვისაც უცნობია. ბათუმის მერიის, განათლებისა და კულტურის განყოფილების უფროსი ლამზირა …
ქობულეთის პლაჟების შესანარჩუნებლად სანაპიროზე ინერტულ მასალას შეიტანენ
ქობულეთის პლაჟების შესანარჩუნებლად აუცილებელია სანაპირო ზოლის ავარიულ უბნებზე პლაჟშემქმნელი მასალის საკომპენსაციო ჩაყრები. ამჯერად გათვალისწინებულია 60 000 კუბური მეტრი ინერტული მასალის ერთჯერადად შეტანა, რისთვისაც ქვეყნის ბიუჯეტში 824 ათს 700 ლარია გათვალისწინებული. ჩაყრები ქობულეთში, თამარ მეფის ქუჩის მიმდებარედ უნდა განხორციელდეს. სამუშაოების ჩატარებას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი უზრუნველყოფს, რომელმაც შესაბამისი ტენდერი უკვე გამოაცხადა. სატენდერო დოკუმენტაციაში აღნიშნულია, რომ წარსულში, ბათუმის საპორტო ნაგებობების მშენებლობამდე, …
Continue reading “ქობულეთის პლაჟების შესანარჩუნებლად სანაპიროზე ინერტულ მასალას შეიტანენ”