საკონსტიტუციო სასამართლო იწყებს სარჩელის განხილვას, რომლითაც „ოცნება“ ოპოზიციის აკრძალვას ითხოვს

დღეს, 21 ოქტომბერს, ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოში დაიწყო „ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო სარჩელის განხილვა პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ. სარჩელით „ოცნება“ ითხოვს პოლიტიკური პარტიების: „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“, „გახარია საქართველოსთვის“ საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობას და მათ აკრძალვას. სარჩელს 21, 22 და 23 ოქტომბერს საქართველოს საკონსტიტუციო …

„ეს ნაბიჯი წარმოადგენს ქვეყნის ავტოკრატიზაციის ახალ, უმძიმეს ეტაპს“ – განცხადება პარტიების აკრძალვაზე

ქართული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები განცხადებას ავრცელებენ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში „ქართული ოცნების“ მიერ 5 ძირითადი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის მოთხოვნით წარდგენილი კონსტიტუციური სარჩელების განხილვის პროცესს. „მიგვაჩნია, რომ ეს ნაბიჯი წარმოადგენს მმართველი პარტიის არადემოკრატიული და რეპრესიული პოლიტიკის პირდაპირ გაგრძელებას და ქვეყანაში მიმდინარე ავტოკრატიზაციის თვისებრივად ახალ, უმძიმეს ეტაპს. წარმოდგენილი სარჩელი სრულიად დაუსაბუთებელია, ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუციას, ისე ადამიანის უფლებათა …

რა თანხები დაიხარჯა ილია II-ის დაკრძალვაზე – კობახიძის ადმინისტრაციის განცხადება

„ოცნების“ პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ადმინისტრაცია დეტალურ ინფორმაციას აქვეყნებს იმ ხარჯების შესახებ, რაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის დაკრძალვაზე ბიუჯეტიდან დაიხარჯა. განცხადებას გთავაზობთ სრულად: „მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის დაკრძალვასთან დაკავშირებით სახელმწიფო კომისიის 2026 წლის 18 მარტის №1 ოქმით, განისაზღვრა დაკრძალვის ორგანიზებაზე პასუხისმგებელი უწყებები, მათ შორის – საქართველოს კულტურის სამინისტრო, რომელსაც დაევალა დაკრძალვის …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 21 ოქტომბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 21 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 570 540 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 820. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები] ტანკი – 12 436 ერთეული [+11] ჯავშანტექნიკა – 25 586 ერთეული [+16] საარტილერიო სისტემა – 51 403 …

„ივანიშვილმა მოკლა პოლიტიკური პროცესი, ახლა აფორმებს ამ მკვლელობას. ჯერი საზოგადოებაზეა“ – ინტერვიუ 

„თუ ოპოზიციას დაუტოვებ მანდატს, რომ ახლა ჩემ გამო შენ იბრძოლე, მოერიე ამას, გადააგდე და მერე შენ მოდი სათავეში – ის ხვალ იმავეს გააკეთებს,“ – გვითხრა ჟურნალისტმა და „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ანალიტიკოსმა, ზვიად ქორიძემ. მას ოპოზიციის გაუქმებაზე ვესაუბრეთ: რა გამოსავალი აქვს საზოგადოებას, რომელიც აქამდე ამბობდა, რომ „ლიდერი არ არის“, ან „ოპოზიციაში ვინ არის უკეთესი“? „პასიური მოქალაქე, …

უზუსტობები ბათუმის მერიის 9 მილიონიან ტენდერში, რომელიც შეწყვიტეს და ხელახლა გამოაცხადეს

ბათუმში, აფხაზეთის დასახლებაში მდებარე #1-16 საცხოვრებელი სახლების ეზოების კეთილმოწყობასა და კომუნალური სისტემების მოწესრიგებაზე მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ ტენდერი ხელახლა გამოაცხადა. თავდაპირველად გამოცხადებული ტენდერი სამმართველომ იმ მიზეზით შეწყვიტა, რომ „დაფიქსირდა გარკვეული ტექნიკური უზუსტობები“. საუბარია თამარის დასახლებაში ე.წ. აფხაზეთის უბანში ჩასატარებელ სამუშაოებზე, რაშიც ქალაქის ბიუჯეტიდან 9 მილიონზე მეტი ლარი უნდა დაიხარჯოს. „იქედან გამომდინარე, რომ შერჩევა-შეფასების …

„სოფელში აკვანი აღარ ირწევა“ – რატომ იცლება ხულო? | რეპორტაჟი 6 სოფლიდან

„სოფელში გვყავს 2 ბავშვი, 11 თვის არიან, სხვა ბავშვები აღარ გვყავს“, „აკვანი აღარ ირწევა სოფელში“, „მე ვერ ვხედავ მოტივაციას, რომ აქ ახალგაზრდობა გაჩერდეს“ – ამ ფრაზებს ხულოს სოფლებში მცხოვრები ადამიანებისგან ვისმენთ. ერთ დროს, მაღალი შობადობით და ხშირი დასახლებებით გამორჩეული ხულოს სოფლებიც თითქმის დაცლილია. „ბათუმელები“ ამ კვირაში ხულოში, ხიხაძირის თემის 6 სოფელში იმყოფებოდა, სადაც მთაში შემორჩენილ …

მედია ვერ გადაიღებს პარტიების აკრძალვის შესახებ სასამართლოს სხდომას – ახალი შეზღუდვა საკონსტიტუციოში

პარტიების აკრძალვის თემაზე სარჩელის განხილვას საკონსტიტუციო სასამართლოში მედია ვერ გადაიღებს. ამის შესახებ „ბათუმელებს“ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში უთხრეს. 21, 22 და 23 ოქტომბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს საქართველოს პარლამენტის 88 წევრის საკონსტიტუციო სარჩელს, პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ. კონსტიტუციონალისტების მოსაზრებით, სარჩელის სიღრმეში პოლიტიკური პარტიების აკრძალვაზე ბევრად უფრო მძიმე საფრთხეები იმალება, რომელიც ქვეყნის სუვერენიტეტს და სამომავლოდ ტერიტორიული მთლიანობის …

პირობა იყო ასეთი: იმ შემთხვევაში გავყვებოდი ცოლად, თუ უმაღლესში ვისწავლიდი – 83 წლის პედაგოგის ისტორია

63 წლის წინ, ქორწინებამდე, თამარ გოგიტიძემ პირობა ჩამოართვა საქმროს, რომ უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობა ექნებოდა. თუ არა და, ქორწინებაზე უარს იტყოდა. მაშინ ის 20 წლის იყო, მისი მომავალი ქმარი – 31-ის. „რატომ?“ – ვკითხეთ მას. „იმიტომ, რომ სწავლა მინდოდა ძალიან. ჩემი ოცნება იყო, რომ მესწავლა“, – გვითხრა თამარმა, რომელიც ამ ოცნების ასრულების შემდეგ, 55 წლის …

ენმ და თავისუფლების მოედანი საკონსტიტუციოსთან აქციას აანონსებს – პროტესტი პარტიების აკრძალვის წინააღმდეგ

ხვალ, 21 ოქტომბერს, ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოსთან საპროტესტო აქციას აანონსებენ „თავისუფლების მოედანი“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა. „21-23 ოქტომბერს ბათუმის საკონსტიტუციო სასამართლოში იწყება პროცესი, სადაც „ქართული ოცნება“ ოპოზიციური სპექტრის გაუქმებას და ქვეყნის ერთპარტიულ რეჟიმად გადაქცევას აპირებს. ეს ნაბიჯი კონსტიტუციის გაუქმების ტოლფასია, რადგან ხალხს ართმევს კონსტიტუციით გარანტირებულ არჩევანის უფლებას; ასობით ათასი მოქალაქის ნაცვლად წყვეტს, ვინ უნდა წარმოადგენდეს მათ …

14 წელი მიუსაჯეს ბათუმში, ოჯახის წევრების თანდასწრებით კაცის მკვლელობაში ბრალდებულს

14 წელი მიუსაჯეს გენო შარაშიძეს ბათუმში მომხდარი მკვლელობის საქმეზე. გადაწყვეტილება მოსამართლე ეკატერინე კულულაშვილმა მიიღო. საუბარია 2026 წლის 31 მაისს ბათუმში მომხდარ მკვლელობაზე – სევერიანე აჭარელის ქუჩაზე დღისით და ოჯახის წევრების თანდასწრებით, როლანდ დავითაძე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლეს. „ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ ტარების ფაქტებზე …

არასრულწლოვანი შვილის მიმართ გარყვნილი ქმედების გამო ქობულეთში კაცი დააკავეს

ქობულეთში დააკავეს კაცი, რომელსაც არასრულწლოვანი შვილის მიმართ გარყვნილი ქმედება ედება ბრალად. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 141-ე მუხლის 11 პრიმა მუხლით, რაც გულისხმობს არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ გარყვნილ ქმედებას, წინასწარი შეცნობით 16 წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ. „ბათუმელების“ ინფორმაციით, არასრულწლოვანის განრიდება ოჯახიდან არ მომხდარა, ის მეორე მშობელთან ერთადაა სახლში.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 20 ოქტომბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 20 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 568 720 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 560. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები] ტანკი – 12 425 ერთეული [+9] ჯავშანტექნიკა – 25 570 ერთეული [+5] საარტილერიო სისტემა – 51 359 …

88 დეპუტატი საქართველოს სუვერენიტეტის წინააღმდეგ – რა წერია პარტიების ამკრძალავ სარჩელში

„აღნიშნული მოვლენების კულმინაცია იყო 2008 წლის აგვისტო, როდესაც საქართველოს იმდროინდელმა ხელისუფლებამ შექმნა ნიადაგი ცხინვალის რეგიონში საოკუპაციო ძალის შესაჭრელად“, – ეს არის ამონარიდი პარტიების აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელიდან, რომელსაც ხელს „ქართული ოცნების“ 88 დეპუტატი აწერს. 21, 22 და 23 ოქტომბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს საქართველოს პარლამენტის 88 წევრის საკონსტიტუციო სარჩელს, რომელსაც ასე ჰქვია – …

ვეტერანთა კლუბს ქობულეთიც ააშენებს – გამოყოფილია 234 ათასი ლარი

ქობულეთის მერია ზღვის პირას, ბულვარის სასეირნო ბილიკზე ვეტერანთა კლუბის შენობის აშენებას გეგმავს. მშენებლობისთვის კი ადგილობრივი ბიუჯეტიდან 234 ათას 914 ლარია გამოყოფილი. სწორედ ამ თანხით ტენდერი უკვე გამოცხადებულია. ქობულეთის ბულვარში ვეტერანთა კლუბის შენობას იმ ზოლში ჩადგამენ, რომლის სიგანე სულ რაღაც 20 მეტრია. პროექტში აღნიშნულია, რომ დასაშლელი იქნება სამშენებლო ტერიტორიაზე არსებული გაზონი, ველო-სადგომი, ელექტროგანათების ბოძი, ამასთან გადასატანი …

1 მილიონამდე ლარი ბათუმში საგზაო მოძრაობისა და პარკირების ახალი სტრატეგიისთვის

ბათუმის მერია ქალაქში საგზაო მოძრაობის ორგანიზების ახალი სქემებისა და მულტიმოდალური ქუჩების პროექტირებას, ასევე პარკირების ინვენტარიზაციასა და მართვის სტრატეგიის მომზადებას გეგმავს, რისთვისაც ბიუჯეტიდან ჯამში 1 მილიონამდე ლარი დაიხარჯება. საგზაო მოძრაობის ორგანიზების სქემებისა და მულტიმოდალური ქუჩების პროექტირებაზე ტენდერი 495 ათასი ლარითაა გამოცხადებული, ხოლო პარკირების ინვენტარიზაციასა და მართვის სტრატეგიის მომზადებაზე – 500 ათასი ლარით. პირველი ტენდერის შემთხვევაში გამარვებულმა …

სამართლიანი იქნება, თუ სააკაშვილს ოპოზიციის აკრძალვის პროცესს არ დაასწრებენ?

სასამართლო სხდომებზე დასწრებას, სადაც „ოცნება“ ოპოზიციის აკრძალვას აპირებს მიხეილ სააკაშვილი ითხოვს, ასევე ენმ-ს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი. ორივე პოლიტიკური ლიდერი ორივე ციხეშია. საკონსტიტუციო სასამართლო 21-22-23 ოქტომბერს განიხილავს „ოცნების“ სარჩელს 5 ოპოზიციური პოლიტიკური ძალის ანტიკონსტიტუციურად მიჩნევის და აკრძალვის მოთხოვნით, მათ შორის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, რომლის ლიდერებიც არიან მიხეილ სააკაშვილი და ლევან ხაბეიშვილი. სამართლიანი იქნება, თუ ციხეში მყოფ …

ჯერ დააჯარიმეს, შემდეგ კი წესი შეცვალეს – რა შეიცვალა საპენსიო შენატანების სისტემაში

ავტორი: მანუჩარ ცეცხლაძე, იურისტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებების კლინიკა _____________________ 2025 წლის 1 მაისიდან მოქმედი წესის საფუძველზე, საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების შეუსრულებლობის გამო ათასობით დამსაქმებელს ჯარიმა და საურავი დაეკისრა. ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში სახელმწიფოს მიერ დაკისრებული ეს სანქციები დამსაქმებლებისთვის ფინანსურ ტვირთად იქცა, მაშინ როდესაც დაგროვებითი საპენსიო სქემა, პენსიის სოციალური დანიშნულებისა და …

ბათუმელ მედროშეს სავარაუდოდ 7 ნოემბერს საპროცესოთი გაათავისუფლებენ

ბათუმელ მედროშეს ზურაბ ჭავჭანიძეს სავარაუდოდ 7 ნოემბერს საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გაათავისუფლებენ. ზურაბ ჭავჭანიძის ადვოკატი, ნინო ლომინაძე ამბობს, რომ დღეს, 19 ოქტომბერს მან პროკურორ თამარ იაკობიძისგან მიიღო დადასტურება საპროცესო შეთანხმების პირობებზე. დღეს, 19 ოქტომბერს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში ზურაბ ჭავჭანიძის საქმეზე მორიგი პროცესი გაიმართა. „საპროცესო შეთანხმების პირობაა 1 წლით და 1 თვით თავისუფლების აღკვეთა, ასევე 2 წლით …

ძალადობაში ბრალდებული პოლიციელების საქმის განხილვა სასამართლოში – რა დაადგინა ექსპერტიზამ

დღეს, 19 ოქტომბერს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში ძალადობაში ბრალდებული პოლიციელების: მიხეილ ჯინჭარაძის, ირაკლი კაციტაძის და ბექა კუხალაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა. ამ საქმეზე ექსპერტიზამ ვიდეოჩანაწერების ნამდვილობაზე დასკვნა მოამზადა. საუბარია 2022 წელს ქობულეთში მომხდარ შემთხვევაზე – პოლიციის შენობაში პოლიციელებმა მოქალაქეებს სცემეს. პოლიციელების მხრიდან ძალადობის ამსახველი ვიდეო კადრები 2026 წლის 13 ივნისს გასაჯაროვდა „ნოდარ მელაძის შაბათში“. 2022 წელს მომხდარ …

პუტინი ტრამპს და სი ძინპინს უკრაინაზე სასაუბროდ შეხვედრას სთავაზობს – მედია

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა შესთავაზა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს  შეხვედრა უკრაინაზე სასაუბროდ, ომის დასრულებაზე, მოსკოვის სასარგებლოდ – წერს ამერიკული გამოცემა Wall Street Journal-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით. გამოცემის ცნობით, ეს გეგმა წარმოადგენს პუტინის მცდელობას, ისარგებლოს ტრამპსა და რუსეთის ლიდერს შორის დამთბარი ურთიერთობებით. „უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მონაწილეობის გარეშე ასეთი სამიტის გამართვა …

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება ვახო სანაიას დაპატიმრებაზე

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, ჟურნალისტ ვახო სანაიას დაკავებას აპროტესტებს. განცხადებაში, რომელიც დღეს 19 ოქტომბერს გავრცელდა, ნათქვამია, რომ „დღევანდელი გადაწყვეტილებით „ქართულმა ოცნებამ“ კიდევ ერთხელ თვალსაჩინოდ წარმოაჩინა საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის სიღრმე“. „მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა, 30-დღიანი პატიმრობა შეუფარდა ტელეკომპანია „ფორმულას“ საინფორმაციო გამოშვების წამყვანსა და ჟურნალისტს ვახო სანაიას, ფეისბუქის პირად გვერდზე გამოქვეყნებული ორი სტატუსისა და ერთი ვიდეოს გამო. მას ბრალად …

ინგლისში ავტობუსში მუსიკის ხმამაღლა მოსმენისთვის მგზავრი შესაძლოა დააჯარიმონ – მედია

ინგლისში, ავტობუსში მუსიკის ხმამაღლა ჩართვისთვის მგზავრს შესაძლოა 100 ფუნტამდე ჯარიმა დაეკისროს. ეს მთავრობის იმ ინიციატივის ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს ანტისოციალური ქცევის აღკვეთას – წერს „ბიბისი“. ინიციატივა ასევე მიმართულია ნაგვის დაყრის, ელექტრონული სიგარეტის (ე.წ. „ვეიპის“) მოხმარებისა და მუქარის შემცველი ქცევის წინააღმდეგ, რათა გაუმჯობესდეს მგზავრობის პირობები საზოგადოებრივი ტრანსპორტის ყველა სახეობაში. „ამასთანავე, იწყება ეროვნული კამპანია, რომელიც მატარებლის მგზავრებს …

21 ოქტომბერს სეზონური გრიპზე ვაქცინაცია დაიწყება – NCDC

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 21 ოქტომბრიდან ქვეყნის მასშტაბით სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია იწყება. აცრა ყველა მოქალაქისთვის უფასოა და სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ. ცენტრის ინფორმაციით, იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველომ, 200 000 დოზა ფრანგული წარმოების, სამკომპონენტიანი, (SANOFI WINTHROP INDUSTRIE-ის Vaxigrip) სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა შეიძინა, რომელიც ერთ-ერთია ჯანმოს მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის. „ვაქცინა მორგებულია იმ …

ფეისბუქ სტატუსების გამო ვახო სანაიას 30-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა ჟურნალისტ ვახო სანაიას 30 დღით პატიმრობა შეუფარდა ფეისბუკზე დაწერილი 2 პოსტისა და ვიდეოს გამო. შსს ვახო სანაიას შალვა პაპუაშვილისა და ლადო ბოჟაძის შეურაცხყოფას და ამით „საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას“ ედავებოდა. ჟურნალისტის 30-დღიანი პატიმრობა შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოითხოვა, მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა კი შსს-ს მოთხოვნა დააკმაყოფილა. ვახო სანაიასთვის ეს მესამე ადმინისტრაციული საქმეა. …

აჭარაში 35 ათასი აშშ დოლარის ყალბი კუპიურების გასაღების ფაქტზე 1 პირი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, აჭარის რეგიონში, ჯამში, 35 000 აშშ დოლარის ოდენობის 350 ცალი ყალბი 100-დოლარიანი კუპიურა გაასაღა. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი კუპიურები სრულად ამოიღეს.“ – აცხადებს საგამოძიებო სამსახური.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 19 ოქტომბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 19 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 567 160 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +2 100. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები] ტანკი – 12 416 ერთეული [+0] ჯავშანტექნიკა – 25 565 ერთეული [+4] საარტილერიო სისტემა – 51 317 …

რა ეტაპზეა ქობულეთის შემოვლითი გზის 4-ზოლიან მაგისტრალად გადაკეთების პროექტი

2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, ქობულეთის ორზოლიანი შემოვლითი გზის ოთხზოლიან მაგისტრალად მოდერნიზების სამუშაოებისთვის 2026-2030 წლებში, მთლიანობაში 485 მილიონი ლარია გაწერილი. თუმცა, ამ დროისთვის ახალი გზის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადებული არ არის. ქობულეთის შემოვლითი [ორზოლიანი] გზის პარალელურად, დამატებით – ახალი ორზოლიანი გზა უნდა აშენდეს. პროექტის მიხედვით, ახალი გზა თითქმის მთლიან სიგრძეზე არსებული გზის მარცხენა მხარეს მიჰყვება და …

„თავისუფლების მოედანი“ 21 ოქტომბერს საკონსტიტუციო სასამართლოსთან აქციას აანონსებს

„თავისუფლების მოედანი“ 21 ოქტომბერს, ბათუმში საკონსტიციო სასამართლოსთან საპროტესტო აქცია აანონს, ამის შესახებ პარტიამ სოციალუ ქსელში გამოაქვეყნა განცხადება „21-23 ოქტომბერს ბათუმის საკონსტიტუციო სასამართლოში იწყება პროცესი, სადაც „ქართული ოცნება“ ოპოზიციური სპექტრის გაუქმებას და ქვეყნის ერთპარტიულ რეჟიმად გადაქცევას აპირებს. ეს ნაბიჯი კონსტიტუციის გაუქმების ტოლფასია, რადგან ხალხს ართმევს კონსტიტუციით გარანტირებულ არჩევანის უფლებას; ასობით ათასი მოქალაქის ნაცვლად წყვეტს, ვინ უნდა …

ბათუმში ორი პირი თაღლითობის ბრალდებით დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში ორი პირი თაღლითობის ბრალდებით დააკავეს. შს სამინისტროს განმარტებით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ნაცნობ ქალს ერთობლივი ბიზნესსაქმიანობის წამოწყება შესთავაზეს. გეგმის განსახორციელებლად ქალმა საბანკო სესხები აიღო და ბრალდებულებს ჯამში 116 475 ლარი გადასცა. ბრალდებულებმა შეთანხმებული პირობები არ შეასრულეს და გადაცემულ თანხას მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ. სამართალდამცველებმა ორივე პირი, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ბათუმში დააკავეს. გამოძიება …

რა პირობებში და რა ფასად ყიდულობენ ქონებას ბათუმში „ოცნების“ დამფინანსებელი ბიზნესმენები – კვლევა

აჭარაში „ოცნების“ მთავრობის თავმჯდომარის, ზურაბ პატარაძის მეგობრის, ბიზნესმენ ედნარ პაპუნაიშვილის კომპანიამ, შპს „ოპუს სიგნიჩარმა“ 2026 წლის 23 აპრილს, უკონკურენტოდ, მინიმალური 10 750 და 38 850 ლარიანი ფასნამატებით, 367 950 და 1 მილიონ 333 550 ლარად მოიგო 238 და 863 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთები, რომლებიც მდებარეობს ბათუმის ცენტრში, გრიბოედოვის ქუჩა #62-ში და ივანე ჯავახიშვილის ქუჩის #31-ში. …

როგორი ამინდი იქნება ორშაბათიდან ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 18 ოქტომბრის 21 საათიდან 19 ოქტომბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით უმეტეს რაიონში წვიმა, ზოგან შესაძლებელია ძლიერი, დღისით უმეტესად უნალექოდ. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი: ღამით 15-20 მეტრი წამში, დღისით 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან მუნიციპალიტეტებში: დღისით: 20 – 25 გრადუსი სითბო …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 18 ოქტომბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 18 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 565 060 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +2 090. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები] ტანკი – 12 416 ერთეული [+1] ჯავშანტექნიკა – 25 561 ერთეული [+7] საარტილერიო სისტემა – 51 293 …

რა უნდა იცოდე, თუ სადარბაზოში კამერები დაგიყენეს – იურისტის განმარტება

სადარბაზოებში ვიდეოკამერების დამონტაჟება-მართვის საკითხი ბათუმში ხშირად იმდენად პრობლემურია, რომ დავა სამეზობლო ჩატების ფარგლებს სცდება. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ყოველწლიური ანგარიშების თანახმად, კერძო და საჯარო სექტორში ვიდეომონიტორინგის წესების დარღვევა საჩივრებისა და ინსპექტირებების ერთ-ერთი გავრცელებული მიზეზია. საჩივრები შეეხება ვიდეოკამერების თვითნებურ დამონტაჟებას [სადარბაზო, ლიფტი, ეზო] და ჩანაწერის წესების დარღვევით გაზიარებას. რა უფლებები და მოვალეობები აქვთ ბინათმესაკუთრეებსა და ამხანაგობის …

ბათუმის საახალწლოდ განათებისთვის მერიამ 2 ტენდერი, ჯამში 4,89 მილიონით გამოაცხადა

ბათუმის მერიამ საშობაო-საახალწლო დღეებში ქალაქის გაფორმებისათვის კონსტრუქციების და სხვადასხვა მოწყობილობის შესყიდვის მიზნით ორი ტენდერი გამოაცხადა. ორივე შესყიდვის საწყისი ღირებულება, ჯამში, 4.89 მილიონი ლარია. პირველი ტენდერი, რომლის საწყისი ღირებულებაც 4 მილიონ 413 822 ლარია, საშობაო-საახალწლო დღეებში ქალაქის გაფორმებისთვის საახალწლო მანათობელი კონსტრუქციების და სხვადასხვა მოწყობილობების შესყიდვას ითვალისწინებს. პროექტი, რომლის მიხედვითაც მერიას საახალწლოდ ქალაქის მორთვა სურს, შპს „ღამის …

ჩხრეკისა და ნარკოტიკული საშუალების აღმოჩენის შემდეგ პირი კორპუსის მეოთხე სართულდან გადახტა

შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ ინფორმაციას, რომ ბათუმში, კონკრეტულ ბინაში ჩხრეკისა და ნარკოტიკული საშუალების აღმოჩენის შემდეგ პირი კორპუსის მეოთხე სართულიდან გადახტა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ამ დროისთვის ინფორმაციას არ ვფლობთ. ბინაში მასთან ერთად კიდევ ორი პირი იმყოფებოდა. სამინისტროს ინფორმაციით, სამივე პირი იდენტიფიცირებულია, საგამოძიებო მოქმედებები კი ჯერ კიდევ გრძელდება. თუმცა უწყებაში მათი დაკავების შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებენ. …

Exit mobile version