მტკიცება, თითქოს NATO-ში გაწევრიანება ტერიტორიული დათმობების ხარჯზე მოხდება, მცდარია მოსაზრება, რომ თითქოს საქართველოს ნატო-ს წევრობის საფასურად ტერიტორიული მთლიანობის დათმობა მოუწევს, უსაფუძვლოა. მსგავსი ტიპის განცხადებებს სხვადასხვა დროს ის პოლიტიკური ძალები და მედიაპლატფორმები აკეთებდნენ, რომლებიც პრორუსული ორიენტაციით გამოირჩევიან და ამ გზავნილმა ერთგვარი მესიჯბოქსის სახეც კი მიიღო. აღნიშნული გზავნილის უსაფუძვლობას შემდეგი გარემოებები ცხადყოფს: ნატოს წესდების მეხუთე მუხლი ტერიტორიების …
Category Archives: რეკლამა
ინტერვიუ აგვისტოს ომში, შინდისის ბრძოლის მონაწილე ოთარ კალმახელიძესთან
ოთარ კალმახელიძე აგვისტოს ომის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი შინდისის ბრძოლის მონაწილეა. უმძიმესი დღეები გამოიარა. საუბარი დღესაც უმძიმს, მაგრამ მზად არის კიდევ ერთხელ გაიხსენოს ყველა დეტალი. იმისთვის, რომ ქვეყანა იცნობდეს მის თანამებრძოლებს, გმირებს. გმირებს, რომლებმაც სიცოცხლე საქართველოს შესწირეს… ოთარ კალმახელიძე: დღემდე ძალიან რთულია ჩემთვის იმ დღეების გახსენება. ოთახის, სადაც ბიჭებთან ერთად ვიყავი. მათგან ზოგიერთი ჩემ თვალწინ ბრძოლაში დაიღუპა. …
Continue reading “ინტერვიუ აგვისტოს ომში, შინდისის ბრძოლის მონაწილე ოთარ კალმახელიძესთან”
საქართველოს თავდაცვის მინისტრ თინათინ ხიდაშელის განცხადება ANAKONDA-16-თან დაკავშირებით
თინათინ ხიდაშელი: აუცილებლად უნდა გამოვეხმაურო პოლონეთში მიმდინარე სწავლების ირგვლივ დისკუსიას. დისკუსია აბსურუდულია და რუსული პროპაგანდის სცენარით მიმდინარეობს რატომ ვერ მიიღო მონაწილეობა საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზირებული ბრიგადის მე-12 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის III მსუბუქ ქვეითმა ასეულმა საერთაშორისო სწავლება – ANAKONDA-16-ში? საქართველოს შეიარაღებული ძალების ასეული მიწვეული იყო სწავლებაზე ამერიკული ბატალიონის ფარგლებში, ყველა ლოგისტიკური საკითხი, უსაფრთხოების და დაშვების თემები …
სენატორი ბენ კარდინი: „საქართველოს თავდაცვის მინისტრმა გამიზიარა შეშფოთება რუსეთის განუწყვეტელი ზეწოლის შესახებ“
ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოში მუდმივი სამხედრო ძალების განლაგების გეგმა არა აქვს, თუმცა აპირებს, საქართველოში სამხედრო წვრთნებისა და სწავლებების ინტენსივობა გაზარდოს, – ეს განცხადება აშშ-ის თავდაცვის მდივნის მეორე თანაშემწემ, მაიკლ კარპენტერმა რამდენიმე დღის წინ, სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტში მოსმენაზე გააკეთა. გამოსვლისას მაიკლ კარპენტერმა აღნიშნა, რომ რუსეთი 2008 წლის აგრესიით საქართველოში და 2014 წლის სამხედრო ინტერვენციით უკრაინაში, …
ერთმორწმუნე მტერი და საქართველოს ეკლესიისთვის მიყენებული ზიანი – ნაწილი II
პროექტის მიზანია საზოგადოების ინფორმირება საქართველოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ მიმართული თანამედროვე და ისტორიული ფაქტების შესახებ ნაწილი II [ნაწილი I იხილეთ ბმულზე] ქართული ეკლესიის, კულტურული ძეგლებისა და ქართული ენის, როგორც ქართული იდენტობის ერთ-ერთი საყრდენის განადგურების მცდელობა რუსეთის იმპერიის გარდა საბჭოთა ხელისუფლების სტრატეგიის ნაწილიც იყო. ბოლშევიკური რუსეთი მაქსიმალურად შეეცადა ქართველი ერი საბოლოოდ დაემორჩილებინა, რისთვისაც სარწმუნოებასა და ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა …
Continue reading “ერთმორწმუნე მტერი და საქართველოს ეკლესიისთვის მიყენებული ზიანი – ნაწილი II”
კოოპერატივების მხარდასაჭერად სახელმწიფო პროგრამები მიმდინარეობს
დღეისათვის 1500 -ზე მეტი სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივია რეგისტრირებული. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შექმნა, ხელს უწყობს ფერმერთა ძლიერი ფენის ჩამოყალიბებას, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და სტანდარტების დანერგვას. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარის გიორგი მიშელაძის თქმით, დღეს არსებული კოოპერატივების წარმატებული მომავალი მეტწილად დამოკიდებულია მათ გამსხვილებაზე რათა მიეცეთ საშუალება მხოლოდ პირველადი პროდუქციის მწარმოებლებად კი არ ჩამოყალიბდნენ არამედ ე.წ. მეორე დონის კოოპერატივებად …
Continue reading “კოოპერატივების მხარდასაჭერად სახელმწიფო პროგრამები მიმდინარეობს”
კითხვები და პასუხები ნასყიდობის ხელშეკრულებაზე
კითხვა : რა არის ნასყიდობის ხელშეკრულება? პასუხი: ნასყიდობა არის ორმხრივი, კონსესუალური და სასყიდლიანი ხელშეკრულება, რომლის ძალითაც გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი, ხოლო მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება. კითხვა: რა შეიძლება გახდეს ნასყიდობის ხელშეკრულების საგანი/რაზე შეიძლება ხელშეკრულების დადება? პასუხი: ნასყიდობის ხელშეკრულების საგანი შეიძლება …
Continue reading “კითხვები და პასუხები ნასყიდობის ხელშეკრულებაზე”
სასწრაფოდ იყიდება ბინა ზღვის სანაპიროსთან
ბათუმში, ზღვის სანაპიროდან 50 მეტრში, იყიდება ოროთახიანი გარემონტებული ბინა [ძველი რემონტი], მე-3 სართულზე, სხვენის დაშენების დამტკიცებული პროექტით. კორპუსის წინ არის ევკალიპტების ხეივანი და ბავშვების სათამაშო მოედანი. ფასი შეთანხმებით [მაკლერის გარეშე]. მისამართი: თამარის დასახლება, სახლი N1, ბ.33. მობ.: 555 72 04 16, ტელ.: 25 02 94
ეს „ბათუმარანია“ – ოჯახში დამზადებული ღვინისა და გემრიელი კერძების არჩევანი
ნავებზე დატვირთული ქვევრებით ღვინის გადაზიდვის პროცესი ისტორიულად შავ ზღვას და ვაზით მდიდარ აჭარის რეგიონს უკავშირდება. ეს ისტორია აჭარას საუკუნეების შემდეგ ისევ ზღვიდან, ბათუმელმა მეზღვაურმა დაუკავშირა. თქვენ ისევ ნახავთ ნავებზე დატვირთულ ქვევრებს, ამჯერად ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, გორგასლის №111-ში. ეს „ბათუმარანია“ – ბათუმელი მეზღვაურის იდეით დაწყებული სარესტორნო ბიზნესი. ხმაურიანი გარესამყაროდან რესტორანში შესვლისთანავე ქალაქური სიმღერების ფონური მუსიკა სასიამოვნო, …
Continue reading “ეს „ბათუმარანია“ – ოჯახში დამზადებული ღვინისა და გემრიელი კერძების არჩევანი”
ბავშვთა ქირურგია და წონის კორექცია ქირურგიის დახმარებით ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში
ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში მალე შაქრიანი დიაბეტის მქონე იმ პაციენტებისათვის დაიწყებენ ქირურგიული ოპერაციის გაკეთებას, რომელთაც დაავადება ახლა დაუდგინდათ. ბილიოპანკრეატული შუნტირება – ასე ეწოდება პროცედურას, რომელიც დიაბეტით დაავადებულ პაციენტებს საშუალებას აძლევს დაავადებით გამოწვეული გართულებები ათწლეულების მანძილზე აიცილონ თავიდან. გარდა ამ სიახლისა, ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში უკვე წარმატებით კეთდება ბავშვთა ქირურგიული ოპერაციები და ბოლო დროს ისეთი პოპულარული ქირურგიული ოპერაცია, …
LIKE მხარდაჭერა გრძელდება – უგულშემატკივრეთ “ანაგის” ფოტოკონკურსის მონაწილეებს
გუშინ, 5 ივნისს დასრულდა სამშენებლო კომპანია „ანაგის“ მიერ გამოცხადებულ ფოტოკონკურსზე რეგისტრაცია. კონკურსზე სულ 384 განაცხადი შემოვიდა ➤ ნომინაციაში „ევროპისკენ“ შემოსულია 97 ფოტო. ➤ ნომინაციაში „ქალაქი და ადამიანები“ შემოსულია 151 ფოტო. ➤ ნომინაციაში „თანამედროვე არქიტექტურა და კულტურული მემკვიდრეობა“ შემოსულია 136 ფოტო. კონკურსის პირობების თანახმად, გამარჯვებულის ვინაობა 2016 წლის 15 ივლისამდე გამოვლინდება. გამარჯვებულებთან ერთად, გამოქვეყნდება ჟიურისთან ინტერვიუ. ჟიური …
Continue reading “LIKE მხარდაჭერა გრძელდება – უგულშემატკივრეთ “ანაგის” ფოტოკონკურსის მონაწილეებს”
ჩვენ ვდგავართ ქართული ჯარის გვერდით!
თავდაცვის სამინისტრომ ქართული ჯარის 25 წლის იუბილე სახალხო ღონისძიებით აღნიშნა თავდაცვის სამინისტროში 2 თვის წინ გადაწყდა: შეიარაღებული ძალების 25წლის იუბილე უნდა ყოფილიყო უპრეცენდენტო დღესასწაული, რომელიც კიდევ ერთხელ გაუსვამდა ხაზს სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობის მნიშვნელობას და ყველა სტუმარზე დაუვიწყარ შთაბეჭდილებას მოახდენდა. როგორც კი ღონისძიების ყველა დეტალი დაიგეგმა, უკვე ცხადი იყო, რომ ღონისძიება გამორჩეულად საინტერესო და ემოციური ბავშვებისათვის იქნებოდა. ამიტომ, სკოლის მოსწავლეების …
საქართველოში თავდაცვისა და უსაფრთხოების რიგით მე-10 კონფერენცია გაიმართა
NATO ევროატლანტიკურ სივრცესა და მის გარეთ უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შენარჩუნებაში გადამწყვეტ როლს ასრულებს” – გიორგი კვირიკაშვილი 24-25 მაისს თავდაცვის სამინისტროს ორგანიზებით თბილისში რიგით მე-10 „საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია” (GDSC) გაიმართა. კონფერენციის სტუმრებს სიტყვით საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა, აშშ-ის ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა დეიმონ უილსონმა და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მიმართეს. „ჩვენ გვწამს, რომ NATO …
Continue reading “საქართველოში თავდაცვისა და უსაფრთხოების რიგით მე-10 კონფერენცია გაიმართა”
პროპაგანდასთან ბრძოლა – როგორ ამოვიცნოთ პროპაგანდისტული ტექსტი მედიაში
რჩევების სერია საზოგადოებას, თუ როგორ ამოვიცნოთ პროპაგანდისტული ტექსტი მედიაში ტექნოლოგიურმა განვითარებამ კიდევ უფრო გაზარდა ადამიანის ინფორმაციაზე დამოკიდებულების ხარისხი. დღეს უკვე არავის უჩნდება შეკითხვა, რაში სჭირდება სწორი და გადამოწმებული ინფორმაცია, რადგან ყველამ ვიცით, რომ ინფორმაციის სიზუსტე მნიშვნელოვანია, როგორც გლობალური გადაწყვეტილებების მიღებისას, ასევე, საყოფაცხოვრებო და სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის წარმართვის პროცესში. მაგალითისათვის, თუ გვეცოდინება ზუსტი ამინდის პროგნოზი, მაშინ იოლად მივიღებთ …
Continue reading “პროპაგანდასთან ბრძოლა – როგორ ამოვიცნოთ პროპაგანდისტული ტექსტი მედიაში”
თავდაცვის სამინისტროს მჭიდრო კავშირი რეგიონებთან და საზოგადოების მაქსიმალური ინფორმირება
„ნატო და უსაფრთხოება“ – საინფორმაციო შეხვედრები აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობებისა და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან საქართველოს თავდაცვის სამინისტრო აგრძელებს საქართველოს რეგიონების ინფორმირებას ნატოსა და უსაფრთხოების თემებზე. სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია მთელი საქართველოს მასშტაბით, უზრუნველყოს საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობა და ინფორმირება საქართველოს დასავლური კურსისა და ქვეყნის უსაფრთხოების შესახებ. სწორედ ამ მიზნით 19 მაისს თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით ვაზიანში აღმოსავლეთ …
საქართველომ დამოუკიდებლობის დღე იზეიმა
„ეს დღე ჩვენია და ყოველ 26 მაისს ყველანი ერთად ვეტყვით არას ოკუპაციას, ვიდრე ამის საჭიროება იქნება“ – თინათინ ხიდაშელი 26მაისს საქართველომ დამოუკიდებლობის დღე ოცდამეხუთედ აღნიშნა. 432-მა კურსდამთავრებულმა საზეიმო ფიცი წელს, პირველად, თბილისის გარდა საქართველოს ხუთ რეგიონში, კახეთში, სამეგრელოში, სამცხე-ჯავახეთში, იმერეთსა და აჭარაში დადო. საქართველოს უმაღლეს მთავარსარდალს პატაკი გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ ჩააბარა. თბილისში …
მითები NATO-ს შესახებ
გთავაზობთ მითების სერიას, რომელიც საზოგადოებაში ანტიდასავლური პროპაგანდის შედეგად გაჩენილი მითებისა და კითხვების საპასუხოდ მომზადდა მოსაზრება, რომ NATO-ში გაწევრების შედეგად საქართველოში, კერძოდ სამცხე-ჯავახეთში, უცხო ქვეყნის ჯარი განთავსდება, მცდარია სინამდვილეში, NATO-ს წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე სამხედრო შესაძლებლობების განთავსების შესახებ ალიანსის მიერ გადაწყვეტილების მიღება ხდება მხოლოდ თავდაცვის მიზნით, აღნიშნული ქვეყნის თხოვნის საფუძველზე და იმ შემთხვევაში, თუ წევრ ქვეყანას საფრთხე …
თავდაცვის სამინისტროს შეთავაზება ახალგაზრდებს!
საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში მიღება დაიწყო თუ ხართ წვევამდელი ან 18-დან 35-წლამდე ახალგაზრდა და გავლილი გაქვთ სამხედრო სავალდებულო ან სამხედრო საკონტრაქტო სამსახური, თავდაცვის სამინისტრო კიდევ ერთ შანსს გთავაზობთ, გახდეთ საქართველოს ჯარისკაცი და ღირსეულად ემსახუროთ ქვეყანას; შეიქმნათ სამხედრო კარიერა და მიიღოთ მაღალი თანამდებობრივი სარგო წოდების, თანამდებობისა და სამხედრო სტაჟის გათვალისწინებით. 2016წლის 31 მაისიდან შეიარაღებულ ძალებში თავდაცვის სამინისტრო …
Continue reading “თავდაცვის სამინისტროს შეთავაზება ახალგაზრდებს!”
„ჰილტონ ბათუმი“ გიწვევთ აქციაზე – “მსოფლიოს გარშემო ერთ დღეში”
2016 წლის 11 ივნისს “ჰილტონ ბათუმი” და საქველმოქმედო ფონდი “ბილივი” გიწვევთ საქველმოქმედო აქციაზე – “მსოფლიოს გარშემო ერთ დღეში”. ყოველწლიური აქცია, რომელიც აერთიანებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში არსებულ „ჰილტონის“ ქსელის სასტუმროებს, მიზნად ისახავს რამდენიმე სპორტული აქტივობის ჩატარებას და მსოფლიოს გარშემო მანძილის – 40,075 კმ-ის დაფარვას. 2016 წლის 11 ივნისს „ჰილტონ ბათუმი“ პირველად ჩაერთვება ამ აქციაში. ყველას გიწვევთ …
Continue reading “„ჰილტონ ბათუმი“ გიწვევთ აქციაზე – “მსოფლიოს გარშემო ერთ დღეში””
საქართველოში უკვე 132 500 ჰა სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობია გასარწყვიანებული და დრენირებული
ინტერვიუ სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორთან, ლევან დვალთან როგორი მდგომარეობაა დღეისათვის ქვეყანაში სამელიროაციო მომსახურების გაწევის მხრივ? უკანასკნელი 25–30 წლის მანძილზე, საქართველოში არსებული ვითარების გამო, ქვეყნის მასშტაბით სამელიორაციო სისტემები მთლიანად მოიშალა, მწყობრიდან გამოვიდა და ხშირ შემთხვევაში, სრულად განადგურდა. მელიორაციის განვითარების კულმინაციისას საქართველოში 300 000 ჰექტარზე მეტი მიწა იყო წყაუზრუნველყოფილი. 2012 წლისათვის, კი, წყალუზრუნველყოფილი ფართობი საქართველოში …
იზრუნეთ გულზე – როდის უნდა მიმართოთ ექიმს
კარდიოლოგია ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში თუ გულ-სისხლძარღვთა დაავადებები გაწუხებთ, ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალი ის ადგილია, რომლის შესახებაც აუცილებლად უნდა იცოდეთ. ქართველი და უცხოელი სპეციალისტებისგან დაკომპლექტებული კვალიფიციური კარდიოლოგების გუნდი დღეში 24 საათის მანძილზე, კვირაში 7 დღე მუშაობს იმისათვის, რომ პაციენტებს დახმარება ევროპული სტანდარტების დაცვით, უახლესი ციფრული ტექნოლოგიების დახმარებით აღმოუჩინოს. ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში კარდიოლოგიური მიმართულების ხელმძღვანელი, ინტერვენციული კარდიოლოგი სოსო …
Continue reading “იზრუნეთ გულზე – როდის უნდა მიმართოთ ექიმს”
თაფლი “ჰილტონ ბათუმის” მეოთხე სართულიდან
სასტუმრო „ჰილტონ ბათუმის“ მეოთხე სართულზე ფუტკრის ოთხი ოჯახი ცხოვრობს. ფუტკრებზე, რომლებიც ბულვარისა და ექვსი მაისის პარკში არსებული ყვავილების ნექტრით იკვებებიან, მეფუტკრე ზრუნავს. მას შემდეგ, რაც თაფლს პირველად მიიღებენ, „ჰილტონ ბათუმის“ სტუმრებს შეეძლებათ უშუალოდ სასტუმროში მომზადებული, ნატურალური, ქართული თაფლი დააგემოვნონ. თაფლის რეალიზაციისგან მიღებული თანხა კი მთლიანად საქველმოქმედო მიზნებს, რეგიონში მზრუნველობამოკლებული ბავშვების დახმარებას მოხმარდება. „ჩვენი ფუტკრები მეგობრულები …
200-ზე მეტი სერვისი სოფლიდან გაუსვლელად – ექსპრეს საზოგადოებრივი ცენტრები
სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, იქ,სადაც საზოგადოებრივი ცენტრები არ არის, სახელმწიფო კიდევ უფრო ახლოს მიდის მოქალაქეებთან და ზრუნავს ადგილობრივი მოსახლეობისთვის კომფორტული გარემოს შექმნაზე; საჯარო და კერძო სექტორის წარმატებული თანამშრომლობის შედეგად გაჩნდა ექსპრეს საზოგადოებრივი ცენტრების პროექტი. სააგენტოსთან ერთად პროექტში ჩართულია „ლიბერთი ბანკი“. პროექტის ფარგლებში 70-მდე ექსპრეს საზოგადოებრივი ცენტრის ფილიალი ყოველთვიურად 1100-ზე მეტ სოფელს ემსახურება. …
Continue reading “200-ზე მეტი სერვისი სოფლიდან გაუსვლელად – ექსპრეს საზოგადოებრივი ცენტრები”
ორგანული ჭინჭარი, ველური ვაშლი, ძირტკბილა, მოცვი და გირჩი – ევროკავშირის ბაზარზე მოთხოვნადი პროდუქტები
ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ორჯერ გაიზარდა იმ მეწარმეების რიცხვი, რომლებმაც ბიოსერტიფიკატისთვის კომპანია „კავკასსერტს“ მიმართეს. ნუკრი ქურდაძე უკვე სამი წელია „კავკასსერტის“ აღრიცხვაზეა, სულ მალე ბიოსერტიფიკატსაც მიიღებს. ქურდაძეს ახალშენში 10 ჰექტარზე ვენახი აქვს და ბიოღვინოს წარმოებას გეგმავს. უკვე გადაწყვეტილი აქვს, რომ ეკოლოგიურად სუფთა ღვინოს ევროპაში გაიტანს, მოლაპარაკებებს საფრანგეთთან და ბულგარეთთან აწარმოებს. მოთხოვნა პროდუქტზე, რომელსაც აწერია – „ბიო“, …
კითხვები და პასუხები დისკრიმინაციაზე
რა არის დისკრიმინაცია? დისკრიმინაცია (ლათ. Discriminatio – განსხვავება) – ნიშნავს რაიმე ნიშნით განსხვავებული პირის ან პირთა ჯგუფის მიმართ უთანასწორო მოპყრობას ან უპირატესობის მინიჭებას. დისკრიმინაციად ითვლება როგორც არსებითად თანასწორ პირთა მიმართ უთანასწორო მოპყრობა, ასევე პირიქით, არსებითად უთანასწორო პირთა მიმართ თანასწორი მოპყრობა. დისკრიმინაცია შეიძლება იყოს რასობრივი, რელიგიური, ეთნიკური, ეროვნული, გენდერული, სექსუალური ორიენტაციის, სოციალური კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, შეზღუდული …
პროპაგანდასთან ბრძოლის ხერხები
რჩევების სერია საზოგადოებას, როგორ ამოვიცნოთ პროპაგანდისტული ტექსტი მედიასაშუალებებში? ტექნოლოგიურმა განვითარებამ კიდევ უფრო გაზარდა ადამიანის ინფორმაციაზე დამოკიდებულების ხარისხი. დღეს უკვე არავის უჩნდება შეკითხვა, რაში სჭირდება სწორი და გადამოწმებული ინფორმაცია, რადგან ყველამ ვიცით, რომ ინფორმაციის სიზუსტე მნიშვნელოვანია, როგორც გლობალური გადაწყვეტილებების მიღებისას, ასევე, ნებისმიერი საყოფაცხოვრებო საქმიანობის წარმართვის პროცესში. მაქსიმალური ზიანის მოყენება შეუძლია უცხო ქვეყნის შესაბამისი სტრუქტურების მიერ წარმოებულ …
მადლობა ერთგულებისთვის ARMY CARD-ის პროექტში ჩართულ ბიზნესკომპანიებს
„ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მეტად დავუდგეთ გვერდით ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს, რაც შეიძლება მეტი მხარდაჭერა გამოვხატოთ. ეს მხარდაჭერა იყოს ქმედითი, ეფექტიანი. ჩვენი სამხედროები უნდა გრძნობდნენ ყოველდღიურ ცხოვრებაში, რომ ქართველი საზოგადოების ყველა სეგმენტი მათ გვერდით დგას. ქართული ჯარი არ არის მხოლოდ საქართველოს ხელისუფლების საზრუნავი, მასზე უნდა ზრუნავდეს მთელი საზოგადოება. ამიტომ, განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო „საქართველოს ბანკს, …
Continue reading “მადლობა ერთგულებისთვის ARMY CARD-ის პროექტში ჩართულ ბიზნესკომპანიებს”
აშშ-ში „ძლიერთა თამაშებზე“ ქართველთა ასპარეზობამ გაუტეხელი ხასიათი, მებრძოლი სული და ურთიერთთანადგომა მთელს მსოფლიოს დაანახა
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის გამართულ ბრძოლებსა და საერთაშორისო ოპერაციებში დაჭრილმა სამხედრო მოსამსახურეებმა აშშ-ში, ქალაქ ორლანდოში, გაერთიანებული სამეფოს პრინცის, მისი აღმატებულება პრინც ჰარის პატრონაჟით გამართულ „ძლიერთა თამაშებში“ (Invictus Games 2016) მიიღეს მონაწილეობა და გამარჯვებულები დაბრუნდნენ. საერთაშორისო შეჯიბრება 8-12 მაისს უოლტ დისნეის ESPN სპორტულ კომპლექსში გაიმართა. ქართველი მებრძოლებისგან დაკომპლექტებულმა ნაკრებმა საერთაშორისო შეჯიბრება – „ძლიერთა თამაშებში“ გუნდური მესამე ადგილი …
საქართველოს ისტორიაში ყველაზე მასშტაბური და ისტორიული ქართულ-ამერიკული სწავლება Noble Partner 2016-ის გახსნა
11 მაისს ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე ქართულ-ამერიკული სწავლების – „ღირსეული პარტნიორი 2016“-ის გახსნის ოფიციალური ცერემონიალი გაიმართა. ღონისძიება ეროვნული გვარდიის სამხედრო-საჩვენებლი ორკესტრის მიერ აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და საქართველოს სახელმწიფო ჰიმნების შესრულებით დაიწყო. ქართველ, ამერიკელ და ბრიტანელ სამხედროებს სიტყვით მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა, გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ, აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა …
ინტერვიუ თავდაცვის მინისტრ თინათინ ხიდაშელთან
ტელეკომპანია GDS-ის გადაცემა 20/30-ში საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა ქვეყნის დასავლურ პერსპექტივებზე, ქართულ შეიარაღებულ ძალებსა და თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე პროექტებზე ისაუბრა შეიარაღებული ძალები ქართველი საზოგადოების საუკეთესო ნაწილია – საქართველოს შეიარაღებული ძალები ყველაზე საუკეთესოა. საუკეთესო ნაწილია ქართველი საზოგადოების. ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც შეგიძლია ბოლომდე ენდო, ბოლომდე გაჰყვე, რომლებთან ერთადაც შეგიძლია, იამაყო. თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ქართული ჯარი …
Continue reading “ინტერვიუ თავდაცვის მინისტრ თინათინ ხიდაშელთან”
რატომ არ შეიძლება ვუწოდებდეთ თურქეთს ოკუპანტს, ისევე როგორც რუსეთს?
ბოლო ხანებში ხშირად ვრცელდება მიზანმიმართული მითი იმის შესახებ, რომ რუსეთი ისეთივე „ოკუპანტია, როგორიც თურქეთი. ამ მითის თანახმად, თუ რუსეთს ვამკობთ არასასიამოვნო ეპითეტებით, იგივე უნდა მიეზღოს თურქეთსაც“ – ანუ მასაც ოკუპანტი უნდა ვუწოდოთ იმის გამო რომ „საქართველოს ძირძველი მიწები აქვს მიტაცებული. რომ გავიაზროთ ის, თუ რითია ეს მოსაზრება მცდარი, დავფიქრდეთ იმაზე, თუ როგორ და რამდენჯერ შეიცვალა …
Continue reading “რატომ არ შეიძლება ვუწოდებდეთ თურქეთს ოკუპანტს, ისევე როგორც რუსეთს?”
მითები NATO-ს შესახებ
გთავაზობთ მითების სერიას, რომელიც საზოგადოებაში ანტიდასავლური პროპაგანდის შედეგად გაჩენილი მითებისა და კითხვების საპასუხოდ მომზადდა მოსაზრება, რომ გერმანიის გაერთიანების დროს, NATO-ს ლიდერებმა პირობა დადეს, რომ NATO აღმოსავლეთით არ გაფართოვდებოდა, მცდარია რეალურად, ასეთი პირობა არასოდეს დადებულა და რუსეთს თავად არასოდეს მოუყვანია ამის დამადასტურებელი არგუმენტი. ყველა გადაწყვეტილება, რომელიც მიიღება NATO-ში, დაფუძნებულია კონსენსუსის პრინციპზე და ყველა გადაწყვეტილება ინახება წერილობითი …
სასწრაფოდ იყიდება სამოთახიანი ბინა
სასწრაფოდ იყიდება ბათუმში, ღვთისმშობლის ტაძართან, ახალ აშენებულ სახლში, სამოთახია, 57 კვ/მ ბინა, ტექნიკით და ავეჯით. ფასი.: 33 ათასი აშშ დოლარი. ID 12644 მობ.: 577 071185; 577 071188
მახინჯაურში, ზღვის სანაპიროსთან ახლოს, იყიდება მიწის ნაკვეთი
მახინჯაურში, ცენტრალურ გზასთან, ზღვის სანაპიროდან 200 მეტრში, იყიდება 440 კვ/მ მიწის ნაკვეთი, მასზე დამაგრებული შენობა-ნაგებობით- 45კვ/მ. კომუნიკაცია – შუქი, წყალი და კანალიზაციის სისტემა მიყვანილია. მიწის ნაკვეთის გამოყენება შესაძლებელია როგორც საცხოვრებელი ასევე, კომერციული დანიშნულებით. მობ.: 593 94 80 85
რესტორანი „პელიონი” ჰილტონ-ბათუმში – ქართული სამზარეულო ევროპული აქცენტით
თუ ქართული სამზარეულო გიყვართ და ახალი გემოს აღმოჩენაც მოგწონთ, ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონის” პირველ სართულზე მდებარე რესტორანი „პელიონი” ის ადგილია, რომელსაც აუცილებლად უნდა ეწვიოთ. სასტუმრო „ჰილტონ-ბათუმის” ჰოლში მდებარე რესტორან „პელიონს” მყუდრო, დახვეწილი ინტერიერითაც გამოარჩევთ. მაგიდასთან მოკალათების შემდეგ მენიუს გადაშლით თუ არა, ყველა ნაცნობ და საყვარელ ქართულ კერძს იპოვით, თუმცა „პელიონს” სხვა ქართული რესტორნებისგან ბევრი რამ განასხვავებს, …
Continue reading “რესტორანი „პელიონი” ჰილტონ-ბათუმში – ქართული სამზარეულო ევროპული აქცენტით”
ყველა მოქალაქეს, ვისთვისაც სულერთი არ არის ქვეყნის ბედი
გვეშველება! კარს მოგვადგა არჩევნები და კვლავ დაიწყო მარათონი პარლამენტში ადგილების დასაკავებლად. სამწუხაროდ, კვლავ ვერ ვხედავთ ძალას, რომელიც ქვეყანას გამოიყვანს ამჟამად არსებული „მოჯადოებული წრიდან“. ჩვენს მიერ „არჩეულ“ პარლამენტარებს 4 წლის განმავლობაში არაფერი გაუკეთებიათ ქვეყნისათვის გარდა იმისა, რომ თავიანთი „მოღვაწეობით“ „ვანოს შოუს“ ძალიან საინტერესო მასალას აწვდიდნენ. თუ პარტიების მიერ წარმოდგენილ პროგრამებში ხალხმა ვერ დაინახა ქვეყნის გადარჩენის გზა, …
Continue reading “ყველა მოქალაქეს, ვისთვისაც სულერთი არ არის ქვეყნის ბედი”