დღეს, 3 აპრილს, სტუდია „ათინათი“-ში მოეწყო სააღდგომოდ ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა. პატარების თვალწინ შექმნილი ულამაზესი ექსპონანტები მშობლებმა და მოწვეულმა სტუმრებმა თავიანთი სააღდგომო სუფრის დასამშვენებლად შეიძინეს. სტუდია „ათინათი“ წინასწარ გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!
Category Archives: რეკლამა
სასწრაფოდ იყიდება მიწის ნაკვეთი
ქ.ბათუმიდან 6 კმ-ში. ზღვიდან 2 კმ-ში (ბ.ნ.ზ.)სარიტუალო დარბაზ ,,სამოთხე”-დან დაახლოებით 500/600 მეტრში.შემოღობილი ბაღი ციტრუსის ნარგავებით, მოასფალტებული გზა, ბუნებრივი გაზი. სახლის აშენების პერსპექტივით. 2000 კვ/მ. გაფორმებულია საჯარო რეესტრში. ფასი: 1 კვ/მ. 53 ლარი. მობ: 574 07 55 48
კონკურსი დამწყები რეჟისორებისათვის
მულტიმედია განათლების ცენტრი და საქდოკ ფილმი, ამერიკის საელჩოს დაფინანსებით, იწყებს პროექტს „16 ქალი ცვლილებებისთვის“. პროექტის მიხედვით, 16 დოკუმენტურ ფილმს გადაიღებენ ქალის შესახებ ქართულ საზოგადოებაში. პროექტისთვის შეირჩევა 16 ქალი 17-დან 25 წლამდე. აუცილებელია მათ ჰქონდეთ კამერასთან მუშაობისა და მონტაჟის საბაზისო გამოცდილება და აინტერესებდეთ, შექმნან ძლიერი ქალების პორტრეტები. პროექტის შესახებ ფილმების წარმოება დაიწყება 2018 წლის მაისში და …
საქართველო – აზიური ფაროსანას ბუნებრივი მტრის გარეშე
ქიმიური, ბიოლოგიური და მექანიკური საშუალებები – ეს ის ხერხებია, რომლებსაც საქართველო აზიურ ფაროსანასთან საბრძოლველად იყენებს, თუმცა რამდენად წარმატებულად? საქართველოში ბაღლინჯო 2015 წელს გამოჩნდა და მისი მავნებლობა სოფლის მეურნეობის სექტორმა მალევე იგრძნო. აზიურმა ფაროსანამ განსაკუთრებულად იმოქმედა თხილის, სიმინდისა და ციტრუსის მოსავლის რაოდენობასა და ხარისხზეც. იქიდან გამომდინარე, რომ აზიური ფაროსანასთვის საქართველო ახალი გარემოა და მისი პოპულაცია ბიოლოგიურად …
Continue reading “საქართველო – აზიური ფაროსანას ბუნებრივი მტრის გარეშე”
სარეაბილიტაციო ცენტრ „ვიტა“-ში უკრაინელი რეაბილიტოლოგი გაგიწევთ კონსულტაციას
16 აპრილს ბათუმში, ევმინოვის სახელობის სქოლიოზით დაავადებულთა სარეაბილიტაცი ცენტრ ,,ვიტა“-ში, ფასიან კონსულტაციებს ჩაატარებს უკრაინის ქ. კიევის ,,ევმინოვის“ სარეაბილიტაციო ცენტრის ექიმი რეაბილიტოლოგი ირინა სობკო. 3 აპრილიდან ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით: მისამართიზე: ქ. ბათუმი, ლერმონტოვის ქ. N107 დაგვირეკეთ: 0790337556; 551307558; 599307556 www.vita.com.ge; E-mail vitascoliosis@gmail.com Skype: vitascoliosis; FB: vita.scoliosis კიევში არსებული „ევმინოვის სარეაბილიტაციო ცენტრის“ ქართული ფილიალი – სქოლიოზით დაავადებულთა სარეაბილიტაციო ცენტრი „ვიტა“ უკვე ხუთი წელია ემსახურება როგორც ბათუმის, ასევე მთელი რეგიონის მოსახლეობას. არ გადადოთ სარეაბილიტაციო ცენტრში ვიზიტი, რათა თავიდან აიცილოთ მომავალში ქირურგიული …
Continue reading “სარეაბილიტაციო ცენტრ „ვიტა“-ში უკრაინელი რეაბილიტოლოგი გაგიწევთ კონსულტაციას”
აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი წელს 57 მილიონამდე ლარს დახარჯავს
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2018 წლის ბიუჯეტში ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტად საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა და განვითარება რჩება. საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მოთხოვნებისა და მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით, საავტომობილო გზების რეაბილიტაცია, კეთილმოწყობა, გამტარუნარიანობის გაზრდა ასევე რეგიონისა და ზოგადად, ქვეყნის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია. აჭარის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტი წელს 34 მილიონამდე ლარს დახარჯავს აჭარის მუნიციპალიტეტებში მხოლოდ ასფალტბეტონის საფარის …
Continue reading “აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი წელს 57 მილიონამდე ლარს დახარჯავს”
პირველი არჩეული მერი ქედის მოსახლეობას საქმიანობის ანგარიშს პირველად აბარებს
ლევან გორგილაძის საქმიანობის 100 დღე, გასული წლის მიმოხილვა და სამომავლო პროექტები – ეს ის თემებია, რომელსაც პრეზენტაციის სახით, მუნიციპალიტეტის პირველი პირი ყველა ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას და საზოგადოების წევრებს, 26 მარტიდან აცნობს. ლევან გორგილაძე ქედის მერად, 2017 წლის 21 ოქტომბერს გამართული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, მუნიციპალიტეტის მოსახლეობის 63 %-მა აირჩია. ხალხის მიერ პირველი არჩეული მერი საქმიანობას ოფიციალურად …
Continue reading “პირველი არჩეული მერი ქედის მოსახლეობას საქმიანობის ანგარიშს პირველად აბარებს”
ბაგა-ბაღი „აისი“ – უსაფრთხო და მეგობრული გარემო პატარებისთვის
როგორი უნდა იყოს საბავშვო ბაღი, სადაც შვილს მიიყვანთ? – თუ ამ კითხვაზე თქვენი სავარაუდო პასუხებია: [checklist] უნდა იყოს ქალაქის ცენტრალურ ნაწილში და ჰქონდეს ხელსაყრელი მდებარეობა უნდა ჰქონდეს მყუდრო ეზო და, შესაბამისად, იყოს უსაფრთხო გარემო უნდა იყოს სუფთა არ იყოს ჯგუფებში ბევრი ბავშვი, რომ ყურადღება არ მოაკლდეს ჩემს შვილს გარდა იმისა, რომ უსაფრთხო, სუფთა და კეთილმოწყობილ გარემოში …
Continue reading “ბაგა-ბაღი „აისი“ – უსაფრთხო და მეგობრული გარემო პატარებისთვის”
საკრებულოს გადაწყვეტილება „კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონების დადგენის თაობაზე“
ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დღეს გამართულ რიგგარეშე სხდომაზე „კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონების დადგენის თაობაზე“ შპს „გის და დზ საკონსულტაციო ცენტრ გეოგრაფიკის“ მიერ მომზადებული დოკუმენტაცია მოიწონა. „კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონების დადგენის თაობაზე“ საკრებულოს მიერ მიღებული განკარგულება ადგენს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის იმ ნაწილისათვის გარკვეულ ზონებს, რომელიც ქალაქის ისტორიულ ნაწილს წარმოადგენს. განკარგულების მიხედვით, შპს „გის და დზ საკონსულტაციო …
Duson Georgia – მაღალი ხარისხის ლეიბების პირველი ქსელური მაღაზია საქართველოში
თუ თქვენთვის ლეიბი გაცილებით მეტია, ვიდრე საწოლისთვის აუცილებელი აქსესუარი, თუ ეძებთ სამკურნალო ტიპის მატრასს, გსურთ იყოს ეკოლოგიურად სუფთა მასალისგან დამზადებული და შეიძინოთ ხელმისაწვდომ ფასად, ლეიბების სპეციალიზებულ მაღაზიას „დუსონ ჯორჯიას“ შოურუმებს უნდა ეწვიოთ ბათუმში ან თბილისში. მაღაზიის შოურუმი ბათუმში ჯავახიშვილის ქუჩაზე, N28-ში მდებარეობს, თბილისში კი წერეთლის გამზირზე, N117-სა და კანდელაკის ქუჩაზე, N11-ში. საქართველოში არსებულ მაღაზიათა ქსელში …
Continue reading “Duson Georgia – მაღალი ხარისხის ლეიბების პირველი ქსელური მაღაზია საქართველოში”
ქედას ესტონელი ექსპერტები ესტუმრნენ
28 მარტს ასოციაცია „ერთმანეთისთვის“ მიერ განხორციელებული საერთაშორისო პროექტის – „აჭარის რეგიონში ქალთა და ბავშვთა უფლებების დასაცავად“ ფარგლებში, ქედას ესტონელი ექსპერტები -„ქალთა საინფორმაციო რესურს ცენტრი“ (ENUT) – ის წარმომადგენლები ესტუმრნენ, რომლებმაც მცირე და საშუალო ბიზნესში დასაქმებულ ქალბატონებთან და ქალთა უფლებების დაცვის კუთხით მომუშავე პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს. ექსპერტებმა მსმენელებს მოტივირებული ქალის მიერ საოჯახო ბიზნესად ქცეული მეურნეობის, …
საკრებულომ ავტობუსებით მგზავრობაზე შეღავათები დაამტკიცა
ბათუმის საკრებულომ დღეს გამართულ რიგგარეშე სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარის სულიკო თებიძის მიერ ინიცირებულ საკითხს, რომელიც M3 კატეგორიის ავტობუსებით მგზავრობისას ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების თანამშრომლების (გარდა პედაგოგებისა) 50-პროცენტიანი (0,15 ლარი) შეღავათით სარგებლობას ითვალისწინებს, მხარი დაუჭირა. მიღებული დადგენილების თანახმად, ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული M3 კატეგორიის ავტობუსებით მგზავრთა ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას დამატებით შეღავათებით ისარგებლებენ საჯარო სამართლის …
Continue reading “საკრებულომ ავტობუსებით მგზავრობაზე შეღავათები დაამტკიცა”
რატომ უნდა ჩამოხვიდეთ ბათუმში
შეიძლება ზღვისპირა ქალაქში ოთხივე სეზონი მიმზიდველი იყოს? თუ ბათუმზე ვსაუბრობთ, შეიძლება. თბილი კლიმატით, ძველი და ახალი არქიტექტურით, ულამაზესი ბოტანიკური ბაღითა და მარადმწვანე ბულვარით ბათუმი წელიწადის ყველა დროს ერთნაირად მიმზიდველია. ამ ქალაქის ისტორია ძველი წელთაღრიცხვიდან იწყება და მის შესახებ პირველი ცნობები ჯერ კიდევ ბერძენი ფილოსოფოსის, არისტოტელეს ნაშრომებში გვხვდება, თუმცა ბათუმის ქალაქად გადაქცევის ისტორია XVIII-XIX საუკუნეებში დაიწყო. …
„ბათუმის ავტოტრანსპორტი“ეკოლოგიურად სუფთა და ადაპტირებულ ავტობუსებს შეიძენს
ბათუმის საკრებულოში დღეს გამართულ საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის სხდომაზე საკრებულოს წევრებმა ბათუმის ავტობუსების პროექტთან დაკავშირებით საგრანტო ხელშეკრულების თაობაზე წარმოდგენილ განკარგულების პროექტზე იმსჯელეს. განკარგულების პროექტი ბათუმის ავტობუსების პროექტის ფარგლებში, შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ კორპორატიული განვითარების პროგრამის და საზოგადოებასთან ურთიერთობის გეგმის მომზადებისა და გახორციელების მიზნით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკიდან (EBRD) გრანტის სახით 209,950 ევროს მიღებას ითვალისწინებს. …
Continue reading “„ბათუმის ავტოტრანსპორტი“ეკოლოგიურად სუფთა და ადაპტირებულ ავტობუსებს შეიძენს”
“გაზაფხულის ფრაგმენტები” – სტუდია “ათინათის” აღსაზრდელები გვილოცავენ
სტუდია-ბაღ “ათინათის” აღსაზრდელებმა მხიარული წარმოდგენით მიულოცეს მშობლებსა და მასწავლებლებს გაზაფხულის დადგომა. “თეა და ლიკას 4-5 წლიანების” ჯგუფმა მრავალფეროვანი პროგრამა შესთავაზა გადაჭედილ დარბაზს. პატარებმა გაზაფხულის თემატიკაზე შექმნილი სიმღერები შეასრულეს, პატარა ეტიუდები გაითამაშეს და ბოლოს საკუთარ გულშემტკივრებს ყვავილების თაიგულები დაურიგეს საჩუქრად.
ბათუმში ელექტროავტობუსების მწარმოებელი ქარხნის მშენებლობა იგეგმება
აჭარის მთავრობის ვიზიტი ჩინეთის ქალაქ სიანიანში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, ქალაქ ბათუმის მერთან ლაშა კომახიძესთან ერთად, 25-26 მარტს სამუშაო ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში იმყოფებოდა. ზურაბ პატარაძე და ლაშა კომახიძე ჰუბეის პროვინციის ქალაქ სიანიანის მუნიციპალური მთავრობის წევრებს შეხვდნენ. შეხვედრას სიანიანის მუნიციპალური მთავრობის მერი, მუნიციპალური პარტიის კომიტეტის მდივანი, მერის მოადგილე, მთავრობის მდივანი, სიანიანის საგარეო …
Continue reading “ბათუმში ელექტროავტობუსების მწარმოებელი ქარხნის მშენებლობა იგეგმება”
იყიდება ველოსიპედი
იყიდება 2017 წელს შეძენილი გერმანული წარმოების Cube-ის მარკის Aim PRO მოდელის ველოსიპედი იდეალურ მდგომარეობაში. ყველა დოკუმენტაცია ინახება გამყიდველთან. ფასი 1000 ლარი (შესაძლებელია ფასდაკლება). ტელეფონი: 595225650, მალხაზი ველოსიპედის დეტალური აღწერილობა იხილეთ მწარმოებელი კომპანიის ოფიციალურ გვერდზე: https://www.cube.eu/products/mtb-hardtail/aim/cube-aim-pro-blackngreen-2016/
კულტურული მრავალფეროვნების დღესასწაული სკოლა ევრო-2000-ში
სამყარო, რომელსაც შენი ეროვნულობა და ტრადიცია გიქმნის – განუმეორებელია. განსაკუთრებით შთამბეჭდავია ის მოგონებები, რომელიც ბავშვობის წლებს გვილამაზებს და ჩვენს კულტურასა და ტრადიციებს ყოველი მხრიდან გვაცნობს. შეგიძლიათ მენდოთ სიტყვაზე, რომ 23 მარტი ევრო-2000 სკოლის მესამე კლასელებს არასოდეს დაავიწყდებათ: ერთ მხარეს ქართული სტუმართმოყვარეობის ზეიმი იყო, მეორე მხარეს კი სომხები, რუსები, უკრაინელები ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს სტუმართმოყვარეობაში, ჩვენი ტრადიციების თხრობაში, …
Continue reading “კულტურული მრავალფეროვნების დღესასწაული სკოლა ევრო-2000-ში”
სკოლა „ნიკეს“ ახალი სტუდია – ადგილი, სადაც ბავშვებს მისვლა უხარიათ
თამარ ჩიმაკაძე პირველად სამხატვრო სტუდიაში შემთხვევით მოხვდა. ალბათ ვერც კი იფიქრებდა, რომ წლების შემდეგ მხატვრობა მისი პროფესია გახდებოდა. ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ ერთ დღეს ბიძაშვილს ხატვის წრეზე მიაკითხა და გაკვეთილის მიმდინარეობისას კუთხეში დაჯდა. მხატვარ ანტონ ფილიპოვს კუთხეში მჯდომი პატარა გოგოსთვის ფურცელი და ფანქარი მიუცია. მისმა ნამუშევარმა მასწავლებელი გააოცა. ასე იქცა მხატვრობა მის პროფესიად, განუყოფელ …
Continue reading “სკოლა „ნიკეს“ ახალი სტუდია – ადგილი, სადაც ბავშვებს მისვლა უხარიათ”
როგორ ვუმკურნალოთ სქოლიოზს ბავშვებში
მოზარდის ჰარმონიული განვითარებისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს ტანადობის სწორ განვითარებას და მის დარღვევათა პროფილაქტიკას. ტანადობას დგომისას სხეულის ჩვეულებრივ მდგომარეობას უწოდებენ. წარმოშობის მიხედვით სქოლიოზი ორგვარია: თანდაყოლილი და შეძენილი. თანდაყოლილ სქოლიოზს საფუძვლად უდევს ზურგის ტვინისა და მისი გარსების განვითარების ანომალიები, ასევე ხერხემლის მალათა განვითარების დეფექტები. შეძენილი სქოლიოზი ხშირად ვითარდება ადრეულ ასაკში განვითარებული რაქიტის, ბავშვთა დამბლის, დამწვრობის შემდგომ დაჩენილი …
კმდს პრეზენტაცია ტურისტული მარშრუტების უკეთ დასაგეგმად
დღეს, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ [კმდს] აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში პრეზენტაცია წარადგინა თემაზე: „აჭარის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლები“. სააგენტოში მიაჩნიათ, რომ ეს ინფორმაცია ტურიზმის დეპარტამენტს დაეხმარება ტურისტული მარშრუტების უკეთ დაგეგმვაში. წელს კმდს ერთ-ერთი პრიორიტეტია, რაც შეიძლება მეტი ტურისტი და ვიზიტორი გაეცნოს აჭარაში არსებულ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს. შესაბამისად, მსგავსი ტიპის შეხვედრებს სააგენტო სხვა ორგანიზაცებთანაც გეგმავს. ტურისტული სააგენტოებისა და ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენლები გაეცნენ …
Continue reading “კმდს პრეზენტაცია ტურისტული მარშრუტების უკეთ დასაგეგმად”
ბაგა-ბაღი “მადაგასკარი” – ჩვენ არ ვითვლით ქრომოსომებს
21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა. ამ დღეს, ადამიანები ერთიანდებიან და მართავენ ღონისძიებებს, რომელთა მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა უფლებების დაცვა. ბაგა-ბაღი “მადაგასკარის” აღსაზრდელები ამ კამპანიას უერთდებიან. https://youtu.be/zEtuoDZvUwM
Lusso – საძინებლების ყველაზე მრავალფეროვანი არჩევანი ბათუმში
რამდენად მყუდროდ ვგრძნობთ თავს საკუთარ სახლში? – ეს იმაზეა დამოკიდებული, როგორ გვაქვს გადანაწილებული სხვადასხვა სივრცე. ზოგჯერ უმცირესი დეტალის დამატებით, განათებით ან ფერების შეხამებით შესაძლებელია დატვირთული დღის შემდეგ სახლში დაბრუნებულმა თავი მხნედ ვიგრძნოთ, გავხალისდეთ და კარგად დავისვენოთ. რემონტის პერიოდში, დეტალების შესახამებლად, ათობით სხვადასხვა მაღაზიაში სიარულში ვკარგავთ ყველაზე დიდ დროს. ხშირად სწორედ ამის გამო გვეუფლება სასოწარკვეთა, რომ …
Continue reading “Lusso – საძინებლების ყველაზე მრავალფეროვანი არჩევანი ბათუმში”
წყავროკელ რუსუდან რომანაძეს ელექტროეტლი ზურაბ პატარაძემ ჯანდაცვის მინისტრთან ერთად გადასცა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ, აჭარის ჯანდაცვის მინისტრთან, ზაალ მიქელაძესთან ერთად, სოფელ წყავროკაში მცხოვრებ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე რუსუდან რომანაძეს ელექტროსავარძელი გადასცა. აჭარაში ჯანდაცვის სამინისტრო „შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირთა და ხანდაზმულთა დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფის“ პროგრამას ახორციელებს. პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარებს ელექტროსავარძელ-ეტლები გადაეცემა. ერთ-ერთი ასეთი გადაადგილების საშუალება ქობულეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 28 წლის რუსუდან რომანაძეს გადაეცა. „მისასალმებელია, რომ …
მრავალპროფილური კლინიკა „საგიტარიუსი“ თქვენი ჯანმრთელობის სადარაჯოზე
„საგიტარიუსის“ შესახებ სამედიცინო ცენტრი „საგიტარიუსი“ 2005 წელს პირველად გაიხსნა როგორც თვალის დაავადებათა კლინიკა. იმ დროისთვის ის იყო ერთ-ერთი პირველი კერძო კლინიკა საქართველოში. „საგიტარიუსი“ დებმა, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორებმა, პროფესორებმა, ოფთალმოლოგმა ელიდა ხვედელიძემ და ეკატერინე გვარიშვილმა დააარსეს, ეს უკანასკნელი ამჟამად ცხოვრობს და მუშაობს ამერიკის შეერთებულ შტატებში. 5 წლის განმავლობაში კლინიკის ოფთალმოქირურგიული განყოფილება წარმატებით ემსახურებოდა აჭარის მოსახლეობას. ოპერაციებს …
Continue reading “მრავალპროფილური კლინიკა „საგიტარიუსი“ თქვენი ჯანმრთელობის სადარაჯოზე”
ქობულეთის მუნიციპალიტეტში აგრომომსახურების ცენტრი და ახალი სათბურები შენდება
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრთან, ავთანდილ მესხიძესთან ერთად, ქობულეთის მუნიციპალიტეტში სასოფლო-სამეურნეო აგრომომსახურების ცენტრი დაათვალიერა, სადაც მშენებლობის პროცესი დამამთავრებელ ეტაპზეა. აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ შემუშავებული სპეციალური ქვეპროგრამის „ადგილობრივად წარმოებული პროდუქციის რეალიზაციის ხელშეწყობა“ ფარგლებში, აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში აგრომომსახურების ცენტრების მშენებლობა პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს და ზაფხულის ბოლომდე დასრულდება. აღნიშნული ქვეპროგრამის ბიუჯეტი 2 644 …
Continue reading “ქობულეთის მუნიციპალიტეტში აგრომომსახურების ცენტრი და ახალი სათბურები შენდება”
საზღვაო განათლება საუკეთესო პირობებით
ჩვენ ვირჩევთ შპს ბათუმის უმაღლეს საზღვაო საინჟინრო სასწავლებელ ანრის – სარეგისტრაციო ნომრით 156. მეზღვაურობა რომანტიკული და თავგადასავლების მოყვარე ახალგაზრდების ჰობიდან ყველაზე პრაგმატულ არჩევნად იქცა. საზღვაო პროფესიები თანამედროვე სამყაროში ერთერთ მაღალანაზღაურებად საქმედ ითვლება. „ძლიერი მეზღვაური ძლიერი ოჯახია. ბევრი ძლიერი ოჯახი კი ქვეყნის ძლიერებას ნიშნავს“-ამბობს შორეული ნაოსნობის კაპიტანი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი,პროფესორი, სასწავლებლის დამფუძნებელი, გენერალური დირექტორი, რექტორი ანზორ …
აჭარის ყველა ფერი
აჭარაში მოგზაურობას განსაკუთრებული მიზეზი არ სჭირდება. ეს რეგიონი ყოველთვის იზიდავს ადამიანებს, როგორც დღესასწაული, რომელიც ოთხივე სეზონზე გრძელდება. არ მოგიყვებით, რატომ უნდა ჩამოხვიდეთ აჭარაში, გირჩევთ, ნახოთ აჭარის ყველა ფერი ერთ ფოტორეპორტაჟში და იპოვოთ თქვენი ფავორიტი. თუ უფრო მეტი გინდა გაიგო, წაიკითხე სტატია – იპოვე შენი ფერი აჭარაში. გაზაფხულის ფერები ზაფხულის ფერები შემოდგომის ფერები ზამთრის ფერები დატკბი მოგზაურობის …
მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებები ქედაში
მეწყრის პრევენციული ღონისძიებების პროექტი ერთ-ერთი წარმატებული პროგრამაა ქედის თვითმმართველობისთვის. მეტიც, ქედის მუნიციპალიტეტის მერიის პოზიცია ოპტიმისტურია და რამდენიმე წელიწადში ეკომიგრანტთა პრობლემების მინიმუმამდე დაყვანას პროგნოზირებენ. ყოველწლიურად ადგილობრივი ბიუჯეტიდან ეკოლოგიური საფრთხის პრევენციისთვის გარკვეული თანხა გამოიყოფა. 60-მდე სოფელში ეწყობა სანიაღვრეები, გაბიონები, წყალშემკრები არხები, ხიდები და ა.შ. მიმდინარე წელს მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძებებისთვის ადგილობრივ ბიუჯეტში 480 900 ლარია გათვალისწინებული, მათგან ამ დროისთვის …
აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს პრეზენტაცია ბსუ-ში
2018 წლის 19 მარტს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა სსიპ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს პრეზენტაცია თემაზე: „აჭარის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლები“. ტურიზმის ფაკულტეტის სტუდენტები გაეცნენ ინფორმაციას აჭარის ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლების რაოდენობის, მათი ადგილმდებარეობის, აგების თარიღის, ფუნქციური დანიშნულების და ა.შ. შესახებ. ასევე, ფაკულტეტს გადაეცა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში დაცული სრულყოფილი და …
Continue reading “აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს პრეზენტაცია ბსუ-ში”
აჭარის ყველა ფერი
აჭარაში მოგზაურობას განსაკუთრებული მიზეზი არ სჭირდება. ეს რეგიონი ყოველთვის იზიდავს ადამიანებს, როგორც დღესასწაული, რომელიც ოთხივე სეზონზე გრძელდება, ადგილი, სადაც ბათუმიდან რამდენიმე საათში შეგიძლიათ ალპურ მინდვრებში მოხვდეთ, იდუმალი ტბებისა და ქართველი მწყემსების სამყაროში. აჭარა ლურჯი ფერით იწყება. ეს ზღვის ფერია. ამ ზღვას ჯერ კიდევ ძველმა ბერძნებმა სტუმართმოყვარე ზღვა – Πόντος Εὔξεινος – უწოდეს. აქ მდებარეობს ბათუმი, …
წამლობა აზიური ფაროსანას წინააღმდეგ
უკვე სამი წელია დასავლეთ საქართველოში აზიურ ფაროსანას ებრძვიან. ტემპერატურის მატებასთან ერთად, ზამთრის ძილის შემდეგ გამოღვიძებული მავნებელი საცხოვრებელი სახლებიდან სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებში ინაცვლებს. მიუხედავად იმისა, რომ არაერთი საინფორმაციო კამპანია ჩატარდა, მოსახლეობას დღემდე რჩება კითხვები, როგორ უნდა ებრძოლონ მავნებელს. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო ამ ეტაპზე საერთაშორისო – ამერიკისა და ევროპის გამოცდილებას ეყრდნობა, ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია, რომელსაც …
ბათუმის ადმინისტრაციული ერთეულების საზღვრებში ცვლილება შევიდა
ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დღეს, მორიგ სხდომაზე, ერთ-ერთ საკითხად „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების შექმნისა და მათი საზღვრების დადგენის შესახებ“ ბათუმის საკრებულოს 2014 წლის 29 აგვისტოს N29 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის საკითხი განიხილა. დადგენილების მიხედვით, ბაგრატიონის ადმინისტრაციული ერთეული იყოფა ორ ნაწილად და ყალიბდება ბაგრატიონის პირველი ადმინისტრაციული ერთეულისა და ბაგრატიონის მეორე ადმინისტაციული ერთეულის სახით, ხოლო ძველი ბათუმისა და …
Continue reading “ბათუმის ადმინისტრაციული ერთეულების საზღვრებში ცვლილება შევიდა”
საპატიო წოდებების მინიჭების წესი იცვლება
ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის დღეს გამართულ სხდომაზე კომისიის წევრებმა „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების და ჯილდოს შემოღების და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ დადგენილების პროექტზე იმსჯელეს. პროექტის მიღების მიზანს წარმოადგენს საპატიო წოდებების მინიჭებასთან დაკავშირებით სრულყოფილი და ეფექტური სამართლებრივი ჩარჩო დოკუმენტის შედგენა. დადგენილების პროექტის მიხედვით, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებად განისაზღვრება …
„ვითიბი ბანკი“ სამომხმარებლო სესხზე საგაზაფხულო აქციას იწყებს
15 მარტიდან „ვითიბი ბანკი“ მომხმარებელს სთავაზობს საგაზაფხულო აქციას სამომხმარებლო სესხზე, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელია 45 000-ლარამდე სესხის აღება 4-წლამდე ვადით. წლიური საპროცენტო განაკვეთი 5,9%-დან 11,9%-მდე (ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 11,45%-დან – 14,99%-მდე). აქციის პირობების თანახმად სესხის განაკვეთი დამოკიდებულია ვადაზე, რაც ნაკლებია ვადა, მით ნაკლებია პროცენტი. აქციის ფარგლებში, სამომხმარებლო სესხი გაიცემა ნებისმიერი მიზნობრიობით, უზრუნველყოფის გარეშე. სესხებზე საგაზაფხულო აქციის პირობები …
Continue reading “„ვითიბი ბანკი“ სამომხმარებლო სესხზე საგაზაფხულო აქციას იწყებს”
გეგელიძეების მეჩეთის მიმდებარედ, ქედის მერია მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებებს ატარებს
სოფელ გეგელიძეებში, მეჩეთის მიმდებარედ, მეწყერი მიმდინარე წლის იანვარში განვითარდა, რამაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს საძირკვლის ჩამოშლის საფრთხე შეუქმნა. მეწყრული პროცესები საფრთხეს უქმნიდა ასევე, იქვე მდებარე ორ საცხოვრისსაც. სტიქიური კერა ოპერატიულად შეისწავლეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მოწვეულმა გეოლოგებმა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს თანამშრომლებმა. გეოლოგიური დასკვნის საფუძველზე, ქედის მერიამ მეჩეთის მიმდებარედ მეწყერ საწინააღმდეგო ღონისძიებების პროექტი შეისყიდა, რომელიც ამ …