აჭარის არ საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტი ყოველწლიურად ახორციელებს სამელიორაციო სისტემების რეაბილიტაციის ქვეპროგრამას, რომლის ფარგლებში 2018 წელს დაგეგმილია 73,57 კმ სიგრძის 16 სარწყავი არხის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია. აღნიშნული სამუშაოების ღირებულება შეადგენს 982960 ლარს. გასულ წლებში დეპარტამენტის მიერ რეაბილიტირებულია 455,16 კმ სიგრძის 100 არხი. დღეის მდგომარეობით გამოცხადებულია 16 ტენდერი სარწყავი არხების რეკონსტრუქციის შესასყიდად და ამჟამად სარეკონსტრუქციო სამუშაოები …
Category Archives: რეკლამა
წერილები რუსთაველს 21-ე საუკუნიდან
”გამარჯობა! პირველ რიგში ბოდიშს გიხდი ახალქართულისთვის. იმედია, სირთულეები არ შეგექმნება კითხვისას”-ეს წერილი მეათეკლასელმა ლიზი ბოლქვაძემ შოთა რუსთაველს მისწერა. 23 აპრილს ბათუმის სკოლა „ევრო– 2000–ში“გაიმართა პროექტის პრეზენტაცია: „წერილები რუსთაველს 21-ე საუკუნიდან“. პროექტში ჩართულნი იყვნენ ამავე სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეები. მონაწილეებმა წერილები მისწერეს შოთა რუსთაველს. პროექტის მიზანი იყო, ერთგვარი ხიდი გაგვედო თანამედროვეობასა და წარსულს შორის, რათა მოსწავლეებისთვის …
ლევან გორგილაძემ ბიბლიოთეკარებს პროფესიული დღე მიულოცა
,,უდავოდ დიდია ბიბლიოთეკარების ღვაწლი თაობების სრულფასოვანი აღზრდის საკითხში. შესაშურია თქვენი სიყვარული პროფესიისა და წიგნის მიმართ… ენთუზიაზმი, უშრეტი ენერგია და პროფესიონალიზმი – საბიბლიოთეკო საქმიანობაში თქვენი ყველაზე დიდი ჯილდოა!… ვულოცავ ყველა ბიბლიოთეკარს პროფესიულ დღეს!” – აღნიშნა ბიბლიოთეკარების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ქედის მერმა, ლევან გორგილაძემ. პროფესიული დღე ქედის ცენტრალური ბიბლიოთეკის თანამშრომლებს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა, კულტურის ცენტრის თანამშრომლებმა, ნორჩმა …
Continue reading “ლევან გორგილაძემ ბიბლიოთეკარებს პროფესიული დღე მიულოცა”
ლევან გორგილაძის ინიციატივით ქედაში სოლიდარობის დღეები შემოიღეს
დაპირებისამებრ, ინიციატივას ხორცი სოფელ აგოთაში, 87 წლის მარტოხელა ხანდაზმულის – მეხფულე დუმბაძის დასახმარებელი აქციით შეესხა. ლევან გორგილაძე, რწმუნებულებთან და ,,დახმარების ეროვნული ფონდის” მოხალისეებთან ერთად, ბენეფიციარის საკარმიდამო ნაკვეთში, საგაზაფხულო სამუშაოების დასახმარებელ აქციაში ჩაერთო. ,,სოლიდარობის დღის” მიზანია თვითმმართველობის მოხელეების თანამონაწილეობით, მოხალისეობრივ საწყისებზე, ადამიანური რესურსით დახმარება მარტოხელა სოციალურად დაუცველი ან შშმ პირებისთვის. ქალბატონი მეხფულესთვის განსაკუთრებულად ემოციური აღმოჩნდა აქცია. …
Continue reading “ლევან გორგილაძის ინიციატივით ქედაში სოლიდარობის დღეები შემოიღეს”
უსაფრთხო ქიმწმენდა და რეცხვა ბათუმში
სამსახურიდან სახლში დაბრუნებულს ხშირად გინატრიათ თქვენ მაგივრად სხვამ გააკეთოს საოჯახო საქმე. განსაკუთრებით რთული, მომაბეზრებელი და უსიამოვნო პროცესია თეთრეულის, მძიმე ტანსაცმლის რეცხვა და გაუთოება. ხოლო ხშირად დალაქავებული ტანსაცმლის ან ნივთის გასუფთავება, მიუხედავად მონდომებისა და სურვილისა, დამოუკიდებლად შეუძლებელია. თუ თქვენ ფიქრობთ, რომ ნამდვილად ჯობს ამ საქმეების შესრულება სხვას გადააბაროთ ისე, რომ არ ინერვიულოთ ხარისხზე, უსაფრთხოებაზე, სახლიდან წაღებასა …
რატომ უნდა შეიძინოთ ლეიბი Duson Georgia-ს მაღაზიათა ქსელში
„დუსონი” ლეიბების პირველი მაღაზიაა, რომელიც ქსელის სახითაა წარმოდგენილი საქართველოში. რატომ უნდა შეიძინოთ ლეიბი ჩვენთან? [checklist] პირველები ვართ, ვინც მიიჩნევს, რომ თქვენთვის ლეიბი გაცილებით მეტია, ვიდრე საწოლისთვის აუცილებელი აქსესუარი. მაღაზიის შოურუმში დაგხვდებათ კეთილმოწყობილი გარემო და საქართველოში ყველაზე მრავალფეროვანი არჩევანი. მოგემსახურებიან კომპეტენტური, თქვენ მიმართ კეთილგანწყობილი კონსულტანტები, რომლებიც დაწვრილებით აგიხსნიან, თუ რა ხარისხის, როგორი ქსოვილის, რა მასალის, სიმაღლისა და …
Continue reading “რატომ უნდა შეიძინოთ ლეიბი Duson Georgia-ს მაღაზიათა ქსელში”
ჯივილ-ში ფასდაკლების საგაზაფხულო მხიარულება დაიწყო[ფოტო]
ჩემი თავგადასავალი კოლხურ ტყეებში, მტირალას ბილიკებზე
ბათუმიდან 27 კილომეტრში არის ერთი ადგილი. აქ კლდეებიდან წყაროები მოსჩქეფს, ფოთლებით მოფენილ ბილიკებს აღმართ-დაღმართებზე ჩანჩქერისკენ მიჰყავხარ, ჰაერში მწვანე, დაბურული ტყის სუნი ტრიალებს და სუნთქვას გიადვილებს, სადაც ხეების ჩრდილქვეშ ჯერ შეიძლება წვიმა წამოგეწიოს და შუბლი გაგიგრილოს, 15 წუთის შემდეგ კი ფოთლებზე მძივებივით დაკიდულ წვიმის წვეთებს მზის სხივები ააციმციმებს. ეს მტირალას ეროვნული პარკია, რომლის უმაღლესი მწვერვალი ზღვის დონიდან …
Continue reading “ჩემი თავგადასავალი კოლხურ ტყეებში, მტირალას ბილიკებზე”
“მადაგასკარის” აღსაზრდელებმა წიგნის დღე საყვარელ ლიტერატურასთან ერთად აღნიშნეს
23 აპრილს, წიგნის საერთაშორისო დღეს, მსოფლიოში სხვადასხვანაირად აღნიშნავენ, თუმცა ყველგან ერთი საერთო წესი არსებობს – იხსენებენ საყვარელ მწერლებსა და წიგნებს. წიგნის საერთაშორისო დღე აღნიშნეს ბათუმში, ბაგა-ბაღ “მადაგასკარის” აღსაზრდელებმაც და ეს დღე საყვარელ წიგნებთან თუ ზღაპრის გმირებთან ერთად იზეიმეს.
მასშტაბურ გარემოსდაცვით კამპანიას ქედის მუნიციპალიტეტი შეუერთდა
კამპანიას – ,,გარემოს გულისთვის“ ქედის მუნიციპალიტეტი სხვადასხვა ღონისძიებით შეუერთდა. კამპანია მიზნად ისახავს კერძო კომპანიების, არასამთავრობო და სამთავრობო ორგანიზაციებისა და ადგილობრივი მოსახლეობის ჩართვას საქართველოში სუფთა და მწვანე გარემოს შენარჩუნებაში. აქციას ქედის მერი ლევან გორგილაძე შეუერთდა და დაბა ქედაში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე პარკში, ლაფანისა და მუხის დეკორატიული ხეების დარგვის პროცესში მიიღო მონაწილეობა. ასევე, მოეწყო მასშტაბური დასუფთავების აქცია. …
Continue reading “მასშტაბურ გარემოსდაცვით კამპანიას ქედის მუნიციპალიტეტი შეუერთდა”
ბრძოლა აზიურ ფაროსანასთან – ქიმიური წამლობა
აზიური ფაროსანას წინააღმდეგ საბრძოლველად, წელიწადის ამ დროს, გაზაფხულზე ყველაზე აქტიურ და ეფექტურ საშუალებად ქიმიური შეწამვლა მიიჩნევა (საყურადღებოა, რომ მცენარეები, რომლებიც ყვავილობის პერიოდში იმყოფებიან, მათი ქიმიური დამუშავება არ შეიძლება). ზამთრის ძილის შემდეგ გამოღვიძებული მავნებელი აპრილის ბოლოსა და მაისის დასაწყისში სხვადასხვა კულტურის ფოთლის ქვედა მხარეზე კვეცხების დადებას იწყებს, საიდანაც 4-5 დღეში მოწითალო ფერის ნიმფები – მატლები ჩნდებიან. …
Continue reading “ბრძოლა აზიურ ფაროსანასთან – ქიმიური წამლობა”
taxi+ ფხიზელი მძღოლის მომსახურებას გთავაზობთ
თუ თქვენ მეგობრებთან ან ოჯახის წევრებთან ერთად ერთობით, ალკოჰოლი მიიღეთ და გსურთ უსაფრთხოდ მიხვიდეთ სასურველ მისამართზე, ტაქსი+ უზრუნველყოფს თქვენი და თქვენი ავტომობილის მშვიდად გადაადგილებას. აქ დასაქმებული ყველა მძღოლი შერჩეულია გამოცდილებისა და სამუშაო პრაქტიკის მიხედვით. თქვენ უსაფრთხო გადაადგილებას კი მხოლოდ მათ შორის საუკეთესოებს ვანდობთ. კომპანიას ჰყავს სათადარიგო მძღოლები და აქვს ავტომანქანები განსაკუთრებული შემთხვევებისა და დაკვეთებისთვის. გაითვალისწინეთ, …
Continue reading “taxi+ ფხიზელი მძღოლის მომსახურებას გთავაზობთ”
საქართველოს რკინიგზა განათების თანამედროვე სისტემაზე გადადის
საქართველოს რკინიგზა განათების თანამედროვე სისტემაზე გადადის. ხელშეკრულება რკინიგზასა და კომპანია ,,გრატოს“ შორის დღეს ოფიციალურად გაფორმდა. დოკუმენტის თანახმად, კომპანია ვალდებულებას იღებს, რომ ათი თვის განმავლობაში რკინიგზის სადგურებში, ბაზებზე, გვირაბებსა და ხიდებზე ამერიკული კომპანია Cree-ს მიერ წარმოებულ ენერგოეფექტურ სანათებს დაამონტაჟებს. ახალი პროექტის ფარგლებში, საქართველოს რკინიგზა დაზოგავს ელექტროენერგიას, მიიღებს თანამედროვე ტიპის განათებასა და ეკოლოგიურად სუფთა სანათებს.
ძეგლებისა და ისტორიული ადგილების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეული დასრულდა
აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ორგანიზებით, 17-20 აპრილს ძეგლებისა და ისტორიული ადგილების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეული გაიმართა. ღონისძიებების ფარგლებში აჭარის მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლების მოსწავლეებისათვის, ააიპ დღის ცენტრ ,,იალქანის’’ ბენეფიციარებისათვის და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებისათვის მოეწყო კულტურულ-შემეცნებითი ტური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე (პეტრას ციხე, ოქროპილაურას ციხე, მახუნცეთის თაღოვანი ხიდი, ახალციხის ისტორიული ციხე-კომპლექსი, გელათის მონასტერი) საგანმანათლებლო პროგრამის …
ლევან გორგილაძის საინფორმაციო შეხვედრა მშობლიურ სკოლაში ევროინტეგრაციის საკითხებზე
ნატოს დღეების ფარგლებში, ქედის მუნიციპალიტეტის მერი, ლევან გორგილაძე, დღეს პროექტში „დაბრუნება სკოლაში“ /Back to school – ჩაერთო და მშობლიურ ვაიოს საჯარო სკოლაში მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა. ლევან გორგილაძე ახალგაზრდებს საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მნიშვნელობაზე ესაუბრა, ხაზი გაუსვა ჰარმონიზაციისა და მითების საკითხს და მოსწავლეებს სრულფასოვანი განათლების მიღების სწრაფვისკენ მოუწოდა. საუბრისას მოიშველია მაგალითები, თუ როგორ შეძლო ჩაებარებინა …
„ანრი“ მზადაა სტუდენტების ახალი ნაკადის მისაღებად
ეროვნულ გამოცდებამდე შეგიძლია შეცვალო შენი არჩევანი – აირჩიე 156. ავტორიზებული, აკრედიტებული ბათუმის უმაღლესი საზღვაო საინჟირნო სასწავლებელი „ანრი“, სარეგისტრაციო ნომრით 156, აცხადებს მიღებას ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე საზღვაო ნავიგაციისა და გემის მექანიკის საბაკალავრო პროგრამებზე. ავტორიზაცია და აკრედიტაცია, სტატუსი და სახელმწიფო საგრანტო მხარდაჭერა ჩვენთვის ყოველთვის პირველი რიგის ამოცანაა. ამდენად, ბათუმის უმაღლესი საზღვაო საინჟინრო სასწავლებელი „ანრი“ არის …
Continue reading “„ანრი“ მზადაა სტუდენტების ახალი ნაკადის მისაღებად”
ბათუმის მდგრადი ურბანული გადაადგილების სტრატეგიული გეგმის განხილვა
ბათუმის საკრებულოს საფინანსო და ეკონომიკური განვითარების და ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიებმა დღეს საკრებულოს განკარგულების პროექტი განიხილეს, რომელიც ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მდგრადი ურბანული გადაადგილების ინტეგრირებული გეგმის (სტრატეგიული გეგმა) დამტკიცებას ითვალისწინებს. 800-გვერდიანი სტრატეგიული გეგმა, რომელიც მოიცავს თავად სტრატეგულ გეგმას და სექტორულ სცენარებს საზოგადოებრივი ტრანსპორტის, პარკირების, ველო ინფრასტრუქტურის და ელექტრო მობილობის მიმართულებით, ასევე, ავტობუსისათვის გამოყოფილი სპეციალური სავალი ზოლების, მგზავრთა …
Continue reading “ბათუმის მდგრადი ურბანული გადაადგილების სტრატეგიული გეგმის განხილვა”
ბათუმის საკრებულოს კომისიებმა ბათუმის 2017 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში განიხილეს
ბათუმის საკრებულოს კომისიებმა დღეს ბათუმის მერის მიერ წარმოდგენილი „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის დამტკიცების შესახებ“ საკრებულოს განკარგულების პროექტი განიხილეს. გასული წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში საკრებულოს წევრებს მერიის საფინანსო სამსახურის უფროსმა არჩილ ვანაძემ წარუდგინა. მისი ინფორმაციით, „2017 წელს პრიორიტეტული ქალაქის განვითარებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და მის ექსპლუატაციასთან დაკავშირებული ღონისძიებების დაფინანსება იყო. …
საკრებულოს სხდომათა დარბაზს ლუკა ასათიანის სახელი მიენიჭება
ბათუმის საკრებულოს განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის დღეს გამართულ სხდომაზე კომისიის წევრებმა საკრებულოს განკარგულების პროექტი განიხილეს, რომელიც სხდომათა დარბაზისთვის ლუკა ასათიანის სახელის მინიჭებას ითვალისწინებს. განკარგულების პროექტი, ასევე, ითვალისწინებს შესაბამისი აბრის – „ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი“ – შესასვლელ კარზე განთავსებასა და სხდომათა დარბაზში თვალსაჩინო ადგილზე ლუკა ასათიანის პორტრეტის გამოფენას. კომისიის თავმჯდომარის, ირაკლი პატარიძის …
Continue reading “საკრებულოს სხდომათა დარბაზს ლუკა ასათიანის სახელი მიენიჭება”
ძეგლებისა და ისტორიული ადგილების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეული
აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ორგანიზებით დღეს, პეტრას ციხეზე, ძეგლებისა და ისტორიული ადგილების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეებისათვის მოეწყო კულტურულ-შემეცნებითი ტური. საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მათთვის ჩატარდა პრეზენტაცია თემაზე: ,,ჩემი მემკვიდრეობა’’, სადაც მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია კულტურული მემკვიდრეობის რაობის, კლასიფიკაციის, მნიშვნელობისა და მოვლა-პატრონობის შესახებ. კვირეულის ფარგლებში გამართული აქტივობები ხელს შეუწყობს აჭარის ტერიტორიაზე არსებული ისტორიული ძეგლებისა და მუზეუმების პოპულარიზაციას და ახალგაზრდებში კულტურული მემკვიდრეობის მიმართ ცნობიერების …
Continue reading “ძეგლებისა და ისტორიული ადგილების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეული”
ანსამბლი ,,ელესა“ საერთაშორისო საგალობლების ფესტივალის მონაწილეა
19 აპრილს ქედის კულტურის ცენტრთან არსებული ვაჟთა ფოლკლორული ანსამბლი ,,ელესა“ უკრაინაში, ქალაქ ტერნოპოლში, საერთაშორისო საგალობლების ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრება. აღსანიშნავია, რომ ტერნოპოლი ბათუმთან დამეგობრებული ქალაქია. სწორედ, ტერნოპოლის საპატიო მოქალაქე – გოჩა არობელიძეა ინიციატორი ფესტივალზე ,,ელესას“ მიწვევის, რომელსაც ქედის მერიამ მხარი დაუჭირა. ანსამბლი უკრაინაში 21 აპრილამდე დარჩება და იგეგმება სოლო კონცერტების გამართვაც. ანსამბლს ,,ელესა“ 1996 წელს …
Continue reading “ანსამბლი ,,ელესა“ საერთაშორისო საგალობლების ფესტივალის მონაწილეა”
როგორ გამოვიცნოთ კონიუნქტივიტი და რამდენად საშიში დაავადებაა
დაავადება ხშირად ვითარდება ბავშვებსა და მოზარდებში. ზოგჯერ კონიუნქტივიტს „ვარდისფერ თვალს“ უწოდებენ. შეიძლება განვითარდეს ერთ თვალზე ან ორივეზე. კონიუნქტივიტის ზოგიერთი ფორმა გადამდებია და შესაბამისად, მარტივად ვრცელდება სკოლებსა და სახლში, ოჯახის წევრებში. იშვიათად, მაგრამ მაინც შესაძლოა ინფექცია სერიოზულ პრობლემად იქცეს. კონიუნქტივიტი საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა. კონიუნქტივიტი შესაძლოა გამოიწვიოს ვირუსულმა ან ბაქტერიულმა ინფექციამ. შეიძლება განვითარდეს ალერგიული რეაქციის ფონზე, მაგალითად, …
Continue reading “როგორ გამოვიცნოთ კონიუნქტივიტი და რამდენად საშიში დაავადებაა”
43-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის ოფიციალური წარდგენა
საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ მსოფლიოს 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადა – ,,ბათუმი 2018” წარადგინა. სასტუმრო „ბილტმორში“ გამართულ პრეზენტაციას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, ქალაქ ბათუმის მერი ლაშა კომახიძე, განათლების, კულტურის და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი ესწრებოდნენ. ღონისძიების საპატიო სტუმარი იყო ოლიმპიადის კეთილი ნების ელჩი, მსოფლიოს ექს-ჩემპიონი და მსოფლიოს ჩემპიონი სწრაფ ჭადრაკში ვიშვანათან ანანდი. საგანგებოდ …
Continue reading “43-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის ოფიციალური წარდგენა”
18 აპრილი ძეგლებისა და ისტორიული ადგილების საერთაშორისო დღეა
ეს დღე 1983 წელს იუნესკოსა და იკომოსის გადაწყვეტილებით დაწესდა და მას მთელ მსოფლიოში 1984 წლიდან აღნიშნავენ. აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო ყოველწლიურად განსაკუთრებულად აღნიშნავდა ამ დღეს და მიმდინარე წელსაც სააგენტოს ორგანიზებით შემუშავდა ახალი პროგრამა ,,ჩემი მემკვიდრეობა’’, რაც გულისხმობს, აჭარის მუნიციპალიტეტების სკოლების მოსწავლეებისათვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე (პეტრას ციხე, ოქროპილაურას ციხე, მახუნცეთის თაღოვანი ხიდი) ვორქშოფებისა და ინტელექტუალური …
Continue reading “18 აპრილი ძეგლებისა და ისტორიული ადგილების საერთაშორისო დღეა”
ვითიბი ბანკი მომხმარებელთან ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადადის
ვითიბი ბანკი თავის მომხმარებელს საკრედიტო ისტორიის გასუფთავების უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს! პირველად ქართულ საბანკო სივრცეში ვითიბი საკუთარ, 12,000-მდე ფიზიკურ პირ პრობლემურ მსესხებლებს, აძლევს შესაძლებლობას მიიღონ მნიშვნელოვანი ფასდაკლება სესხის მიმდინარე ძირზე და დარიცხულ პროცენტზე, მოახდინონ ბანკის მიმართ დავალიანების სრულიად ანულირება და გაიუმჯობესონ მიმდინარე საკრედიტო ისტორია. აღსანიშნავია რომ აქციის პერიოდში ამ სესხზე ვადაგადაცილების ჯარიმის და საურავების მოთხოვნა არ …
Continue reading “ვითიბი ბანკი მომხმარებელთან ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადადის”
მაკა ლდოკონენის „ცხენისკუდები დილასთვის“ მოგზაურობა სკოლა-2000-ში
სკოლა ევრო 2000-ის ლამაზი და ნათელი ბიბლიოთეკის ოთახი, ბიბლიოთეკარები, მოსწავლეები და პედაგოგები მუდმივად მზად არიან სხვადასხვა თანამედროვე ავტორთან შესახვედრად. ამჯერად სკოლას პროზაიკოსი, მხატვარი, ილუსტრატორი, საბას პრემიის ლაურეატი მაკა ლდოკონენი ეწვია. მის გვერდით კი საოცრად ლამაზი, ჟღალთმიანი პოეტი და მთარგმნელი დალილა გოგია გახლდათ, ადამიანი, რომლის ლექსზეც ააწყო ავტორმა ახალი რომანის სიუჟეტი. სტუმრებისა და მოსწავლეების უშუალო დიალოგი …
Continue reading “მაკა ლდოკონენის „ცხენისკუდები დილასთვის“ მოგზაურობა სკოლა-2000-ში”
აჭარაში ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბი გაიხსნა
დღეს დაბა ჩაქვში, მექანიზაციის ადმინისტრაციულ შენობაში ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბი გაიხსნა. ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, სოფლის მეურნეობის მინისტრი ავთანდილ მესხიძე, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი და ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბის უფროსი ლაშა შალამბერიძე დაესწრნენ. შტაბის გახსნის შემდეგ, რეგიონის ხელმძღვანელმა პირებმა სპეციალური დამჭერი ხაფანგი, ფერომონი დაამონტაჟეს. ,,დღეიდან აჭარაში ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბი დაიწყებს …
Continue reading “აჭარაში ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბი გაიხსნა”
მაღალმთიან აჭარაში კიდევ ერთი ახალი სკოლის გახსნა იზეიმეს
მაღალმთიან აჭარაში, შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ფურტიოში, ახალი სკოლა გაიხსნა. გახსნის ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, რეგიონის განათლების მინისტრი ინგა შამილიშვილი, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ. ფურტიოში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საჯარო სკოლის მშენებლობა აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროგრამის ფარგლებში განხორციელდა. სკოლაში კეთილმოეწყო საკლასო ოთახები, ბიბლიოთეკა, კომპიუტერების კაბინეტი. აშენდა სპორტული …
Continue reading “მაღალმთიან აჭარაში კიდევ ერთი ახალი სკოლის გახსნა იზეიმეს”
2018 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია „ჯივილისგან“
„ჯივილიში“ უკვე შეგიძლიათ გაზაფხული-ზაფხულის 2018 წლის კოლექციიდან სასურველი მოდელების შეძენა. გთავაზობთ მრავალფეროვან ასორტიმენტს ახალგაზრდა დედებისთვის, 0-14 წლამდე საბავშვო ტანსაცმლის ყველაზე მრავალფეროვან არჩევანს, ბავშვთა ორთოპედიულ ფეხსაცმელს, საწოლებს, ჩანთებს, ეტლებს, ქვეშაგებს [ლეიბები, საბნები, თეთრეული და ბალიშები], მოვლისა და აბაზანის საშუალებებს. და ბოლოს, აქ შეძენილი ყველა ნივთის გადაცვლა ან დაბრუნება არის შესაძლებელი, გარდა ჰიგიენური პროდუქციისა. ნივთის დაბრუნების დროს …
Continue reading “2018 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია „ჯივილისგან“ “
„ჩაინიკი“ არის ურთიერთობა
სად შეიძლება ბათუმში მეგობრებთან ერთად წავიდე? სად დავსხდეთ? სად ვერთობით? სად არის კარგი გარემო? – ამ კითხვებზე პასუხად კაფე „ჩაინიკს“ გირჩევთ, ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ და სახასიათო ადგილს ბათუმში, გოგებაშვილისა და მელაშვილის ქუჩების კვეთაში. განსხვავებული და მყუდრო სივრცე, გემრიელი სამზარეულო, მეგობრული გარემო და ხელმისაწვდომი ფასი მინიმუმია, რასაც პირველივე სტუმრობის დროს აღმოაჩენთ. აქ ერთხელ ნამყოფი სტუმარი კი …
ბათუმის საკრებულომ ზოოპარკის გადატანის ინიციატივას მხარი დაუჭირა
დღეს საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელიც წუთიერი დუმილით გაიხსნა. საკრებულოს წევრებმა მწუხარება გამოთქვეს 5 აპრილს ქ.ტყიბულის შახტში მომხდარი უბედური შემთხვევის გამო, რომელსაც ექვსი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. სხდომა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების მიხედვით გაგრძელდა, რომლის ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა ახალი ზოოპარკის მშენებლობისთვის ტერიტორიის განსაზღვრა და მშენებლობასთან დაკავშირებით, დაგეგმილი პროექტის განხილვა იყო. ახალი ზოოპარკის მშენებლობისთვის შერჩეული იქნა …
Continue reading “ბათუმის საკრებულომ ზოოპარკის გადატანის ინიციატივას მხარი დაუჭირა”
DENTAL ROOM-სტომატოლოგია ევროპული ხარისხითა და ქართული ფასებით
სერვისების გარანტია, 100%-ით უსაფრთხო გარემო, კვალიფიციური, გამოცდილი ექიმების მომსახურება და მხოლოდ მაღალსტანდრტული, ევროპული მასალების გამოყენება პრაქტიკაში. ეს არის ბათუმში მოქმედი სტომატოლოგიური კლინიკა „დენტალრუმის“ ძირითადი განმასხვავებელი ნიშა ქალაქის უამრავ სხვა სტმატოლოგიურ კლინიკასთან შედარებით. ორწლიანი არსებობის მანძილზე კლინიკამ პაციენტებს შორის დიდი ნდობის მოპოვება შეძლო. ეს „დენტალრუმის“ ექიმების პროფესიონალიზმითაა განპირობებული. თუმცა, მხოლოდ ეს ფაქტორი ვერ განსაზღვრავდა კლინიკის პოპულარობას, …
Continue reading “DENTAL ROOM-სტომატოლოგია ევროპული ხარისხითა და ქართული ფასებით”
სახალისო-შემეცნებითი მარათონი მეგასკოლაში
მეგასკოლაში დილიდან უჩვეულო ფუსფუსი იყო. პირველკლასელები მოუთმენლად ელოდნენ, როდის დაიწყებოდა შეჯიბრება კლასებს შორის. სახუმარო საქმე როდი იყო, მშობლებთან ერთად უნდა ჩაბმულიყვნენ მხიარულ-შემეცნებით მარათონში. და აჰა, დაიწყო. მშობლებსა და მოსწავლეებს მეგასკოლის პაწუა ეზოში მაგიდები დახვდათ კლასების მითითებით: ,,ფიროსმანის ბავშვები“, ,,რუსთაველის ბავშვები“, ,, ნობელის ბავშვები“, ,, რენუარის ბავშვები“, ,, ბოტიჩელის ბავშვები“. მაგიდებზე ელაგა ფერადი ნაჭრები, მაქმანები, ღილები, …
Continue reading “სახალისო-შემეცნებითი მარათონი მეგასკოლაში”
სასწრაფოდ იყიდება მიწის ნაკვეთი ბათუმთან ახლოს
სასწრაფოდ იყიდება 2000 მ/კვ საჯარო რეესტრში დარეგისტრირებული მიწის ნაკვეთი. შემოღობილი, ციტრუსის ბაღით და სახლის აშენების პერსპექტივით. გზა მოასფალტებულია და ბუნებრივი აირი მიყვანილია. საზოგადოებრივი ტრანსპორტი: N – 161. ბათუმიდან 6 კილომეტრში, (ბ.ნ.ზ.) სარიტუალო დარბაზი ,,სამოთხედან“ 500 – 600 მეტრის დაშორებით. ფასი: 1 კვ/მ – 43 ლარი. შესაძლებელია ფასზე მოლაპარაკება. მობ : 599 14 93 59; 593 …
Continue reading “სასწრაფოდ იყიდება მიწის ნაკვეთი ბათუმთან ახლოს”
პური, რომელსაც “ძველი სურნელი” ასდის
„საქართველოში განსაკუთრებით უყვართ პური, ეს მართლაც ჩვენი მთავარი პროდუქტი, არსობის წყაროა. შენს მიერ გამომცხვარ პურს რომ დააგემოვნებენ, მადლიერების სიტყვები უნდა აღმოხდეთ,“ – ამბობს ხელვაჩაურის პურ-პროდუქტების ქარხნის დირექტორი, იაშა შერვაშიძე და გვაჩვენებს პურის ქარხანას, სადაც უკვე 50 წელია ყოველ დღიურად ცხვება პური აჭარის რეგიონისთვის. ცომის საზელი აპარატები აქ სულ ჩართულია, აგურით აშენებული პურის საცხობი ღუმელი 24 …
LUSSO-ს სააღდგომო ფასდაკლება საძინებლებზე
ავეჯის სახლი „ლუსსო“ 5-დან 15 აპრილის ჩათვლით გთავაზობთ სააღდგომო ფასდაკლებას ავსტრიული ლამინატის საძინებელზე. 2850 ლარი 3250 ლარის ნაცვლად, მატრასის გარეშე. 3300 ლარი 3700 ლარის ნაცვლად, ორთოპედიული 180/200 სმ მატრასით. ორწლიანი გარანტია მექანიზმებზე და მომსახურების უფასო სერვისი. LUSSO გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს! მის.: ქ ბათუმი, ჭავჭავაძის 72 დაგვიკავშირდით: 551 888 040 ვრცლად LUSSO-ს შესახებ წაიკითხეთ აქ