გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 16 თებერვლის 21 საათიდან 17 თებერვლის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა,ზოგან შესაძლებელია მცირე წვიმა, მთაში თოვა;
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში;
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:
- დღისით: 8 – 13 გრადუსი სითბო
- ღამით: 1 – 6 გრადუსი სითბო
მთიან რაიონებში:
- დღისით: 3 – 8 გრადუსი სითბო
- ღამით: 0 – 5 გრადუსი ყინვა
მაღალმთიან ზონაში
- დღისით: 0 – 5 გრადუსი ყინვა
- ღამით: 5 – 10 გრადუსი ყინვა
ზღვის ღელვა: 2-3 ბალი.
სინოპტიკოსების ცნობით, აჭარაში 18 და 19 თებერვალს მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, მთაში თოვა.