საკადრო პოლიტიკის არქიტექტორის კადრებს არჩილ ხაბაძე დაითხოვს

ნათია ზოიძე


აჭარის ხუთი წევრისგან შემდგარ მთავრობაში ორი მურმან დუმბაძის ყოფილი სტუდენტია. ერთი 33 წლისაა, მეორე კი – 32-ის . მასწავლებლის გარდა მათ  კიდევ აქვთ საერთო – არც ერთ მათგანს არ აქვს პოლიტიკური წარსული. სამაგიეროდ ორივეს აქვს  ბანკის ფილიალის მართვის გამოცდილება. ამათგან ერთი აჭარის მთავრობის თავმჯდომარეა, მეორე კი რეგიონის პირველი ფინანსისტი. 

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის ახალი მოადგილეები

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ახალი მინისტრი დღეს თავის მოადგილეებს წარადგენს. ნუგზარ სურმანიძე წინა მთავრობის მინისტრის ორ მოადგილეს – რამაზ ჯინჭარაძესა (ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში დევნილთა და განსახლების დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა) და ნონა გალოგრეს არ ცვლის. ახალი მოადგილეები კი იქნებიან რომან ბოლქვაძე და ლევან გორგილაძე.


სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, ლევან გორგილაძე აჭარაში ნარკოლოგიური ცენტრის ხელმძღვანელი იყო, ხოლო პროფესიით ექიმი რომან ბოლქვაძე წლების წინ თბილისის 03-ში მუშაობდა, ბოლო წლებში კი კერძო პრაქტიკას ეწეოდა.


თავად მინისტრი ნუგზარ სურმანიძე არჩევნებამდე ამავე სამინისტროში ბიუჯეტის დაგეგმვისა და პროგრამების მართვის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.

გოჩა კუპრაძე აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსად დანიშვნას არ ადასტურებს

დანიშნეს თუ არა გოჩა კუპრაძე აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსად? – ამ დროისთვის საპატრულო პოლიციაში თანამშრომელთა ერთი ნაწილი ამბობს, რომ მათი ახალი უფროსი, ანუ გოჩა კუპრაძე დედაქალაქშია წასული, ზოგიერთი თანამშრომელი კი ირწმუნება, რომ რომ ნახა გოჩა კუპრაძის ჯერ დანიშვნის, შემდეგ კი გათავისუფლების ბრძანება.

ბათუმის სკოლებში კარატეს უფასოდ ასწავლიან

ირაკლი დარცმელიძე

 

<!** Image 1 align="left" width="300" height="1200" >„ბევრს უნდა ვარჯიში, მაგრამ ვინაიდან ჯგუფები ფასიანია, გადასახადის გამო ამას ვერ ახერხებს“, – ასე დაიწყო „ბათუმელებთან“ საუბარი აჭარის საბრძოლო ხელოვნებათა კონფედერაციის პრეზიდენტმა გოჩა სურმანიძემ.

სპარინგ-მატჩი შედგა

ირაკლი დარცმელიძე

 

ბათუმს ამხანაგური სპარინგ-მატჩის ჩასატარებლად თურქი ტაეკვონდისტები ესტუმრნენ. ორდღიანი ერთობლივი წვრთნები ჩაატარა თურქეთის A ნაკრების მწვრთნელმა, თურქეთის ეროვნული ნაკრების ტექნიკურმა დირექტორმა და პროფესიული ლიგა „თუბათის“ ხელმძღვანელმა ილჰან აშქიმ.

 

<!** Image 1 align="middle" width="300" height="1840" >

 

 

 

ისევ წაგება

ირაკლი დარცმელიძე

 

<!** Image 1 align="left" width="300" height="221" >საქართველოს ეროვნული სარაგბო ჩემპიონატის მეორე წრის პირველ შეხვედრაში „ბათუმმა“ ჩემპიონატის ერთ-ერთ ფავორიტს, ქუთაისის „აიას“ უმასპინძლა და 13:26 დამარცხდა, რითაც საკუთარი მიზანი – ექვსეულში მოხვედრა საეჭვო გახადა. თუმცა, ამ ეტაპზე „ბათუმი“ ინარჩუნებს ძველ პოზიციას და14 ქულით გათამაშების ცხრილში კვლავ მეშვიდე ადგილზე იმყოფება.

ორ მედალს დასჯერდნენ

ირაკლი დარცმელიძე

 

ამ დღეებში ამბროლაურმა გურამ საღარაძის სახელობის საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლა თავისუფალ ჭიდაობაში ჭაბუკთა შორის. შეჯიბრი ორ ასაკობრივ (1997-1998 და 1999-2000 წ.წ.) კატეგორიაში გაიმართა. აჭარის ნაკრები ტურნირზე 15 ფალავნით წარსდგა, თუმცა მათგან მხოლოდ ორმა მოახერხა მესამე ადგილის დაკავება. ლაშა ფუტკარაძემ (32 კგ.) და ნარიმან ცეცხლაძემ (42 კგ.) ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

ბათუმი ჩემპიონია

ირაკლი დარცმელიძე

 

ბათუმში დასრულდა ქალაქის სასპორტო სკოლის ღია პირველობა ხელბურთში ჭაბუკთა შორის. ტურნირში, რომელშიც ოთხი გუნდი მონაწილეობდა, ბათუმელებმა გაიმარჯვეს.

 

<!** Image 1 align="middle" width="300" height="1200" > 

„ბათუმი“ ექვსეულს უმიზნებს

ირაკლი დარცმელიძე

 

 

საქართველოს ეროვნულ სარაგბო ჩემპიონატში „ბათუმი“ დღესდღეობით მეშვიდე ადგილზე იმყოფება. მიუხედავად იმისა, რომ პირველ წრეში, შედეგების გათვალისწინებით, გუნდი არც თუ მთლად დამაჯერებლად ასპარეზობს, მორაგბეები იმედს არ კარგავენ, რომ დასახულ ამოცანას შეასრულებენ და ექვსეულში მოხვდებიან. დღეს „ბათუმელებს“ ორი მორაგბე სტუმრობს – გუნდის წამყვანი მოთამაშეები კახა უჩავა და თომა მჭედლიძე. კახა უჩავა შეიძლება ვეტერან მორაგბედაც ჩაითვალოს. მას ადრე უთამაშია ბათუმში, როდესაც გუნდს „დათვები“ ერქვა. მისი სპორტული კარიერის მანძილზე უჩავა გამოდიოდა როგორც ქართულ, ასევე ფრანგულ, რუმინულ და რუსულ კლუბებში. რაც შეეხება თომა მჭედლიძეს, ის მხოლოდ მესამე წელია რაც პროფესიულ რაგბს თამაშობს და ამ ხნის მანძილზე მხოლოდ „ბათუმის“ ღირსებას იცავს. 

38 მედალი აჭარას

ირაკლი დარცმელიძე

 

ხულოში გაიმართა რესპუბლიკური ტურნირი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, რომელიც საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის, სსრკ სპორტის ოსტატის გოდერძი ბოლქვაძის ხსოვნას მიეძღვნა. ტურნირი ტრადიციულია და მასში საქართველოს ყველა რეგიონის ფალავნები იღებენ მონაწილეობას. აჭარის ნაკრებმა საერთო ჯამში 9 ოქროს, 9 ვერცხლისა და 20 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

 

<!** Image 1 align="middle" width="300" height="1155" >

ოქრო-ვერცხლი-ბრინჯაო

ირაკლი დარცმელიძე

 

<!** Image 1 align="left" alt="DIGITAL IMAGE" sub="DIGITAL IMAGE" width="300" height="2560" >ბათუმში გამართულ საქართველოს პირველობაზე სპორტულ ტანვარჯიშში 16 წლამდე ასაკის გოგონათა და ჭაბუკთა შორის, რომელშიც ყველა რეგიონის 30 სპორტსმენი მონაწილეობდა (2 გოგო და 3 ვაჟი ბათუმიდან), ბათუმელმა ტანმოვარჯიშეებმა სამი მედალი მოიპოვეს. ოსტატთა შორის მეორე ადგილზე გავიდა ქეთევან ბოლქვაძე, მეორე თანრიგის მქონე ჭაბუკთა შორის კი პირველი და მესამე ადგილები ბიძაშვილებმა, გიორგი და ლევან აროშიძეებმა დაიკავეს. 

კარაკუჩა – ჭიდაობა თოვლზე თოვლის გარეშე

ირაკლი დარცმელიძე

 

კარაკუჩა თურქული ჭიდაობის ერთ-ერთი სახეობაა, რაც თოვლზე ჭიდაობას ნიშნავს, წელს ზემოთ შიშველი ფალავნები ზურგზე პირველ დაცემამდე ჭიდაობენ. ჯერ თოვლი არ მოსულა, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია ტურნირისათვის და ჭიდაობა ბალახზე გაიმართა.

 

<!** Image 1 align="left" width="300" height="1063" >

მიხეილ სააკაშვილი ბენზეში

 

 ლელა დუმბაძე

 

მიხეილ სააკაშვილმა დღეს ბენზეს დასახლებაში მშენებარე სოციალური სახლი მოინახულა. მოსახლეობის თქმით პრეზიდენტი ადგილობრივ მოსახლეობას არ შეხვედრია, მან მშენებლობაზე რამდენიმე წუთი დაჰყო და წავიდა.

 

 

 

„მოსახლეობას არ შეხვედრია, პირდაპირ მშენებლობაზე შევიდა. მშენებლობის  ბიჭებიც გაბრაზებულები იყვნენ, არაფერი გვკითხაო. სიმართლე გითხრა არც მქონია მასთან შეხვედრის მცდელობა და არც მას შეუწუხებია თავი“- ამბობს მანანა შარაძე.  

 

 

 

მიხეილ სააკაშვილმა მშენებლობა ლევან ვარშალომიძესთან ერთად მოინახულა:

 

 

 

„პრეზიდენტმა თქვა, რომ ეს საქმე არ უნდა გაჩერდეს, რადგან მშენებლობის თანხები გადარიცხულია და ქალაქი ბარაკების გარეშე უნდა იყოსო.  როგორც ვიცი ეს სახლი ეკომიგრანტებისთვის და ბარაკებში მაცხოვრებელი ხალხისთვის შენდება. ნოემბრის 15-სთვის უნდა დამთავრდეს თეთრი კარკასი, საახალწლოდ კი მთლიანად უნდა ჩაბარდეს. სახლი 120 ბინაზეა გათვლილი” – ამბობს ზვიად სოლომონიძე.

 

 

 

მშენებლობას თურქული კომპანია „ნარემი“ აწარმოებს.

 

<!** Image 1 align="middle" width="400" height="1944" >

სიურპრიზები აჭარის უმაღლესი საბჭოს პირველ სხდომაზე

ნათია ზოიძე 

13 ხმით არც ერთის წინააღმდეგ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე გახდა. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია „ნაციონალურ მოძრაობას“. მთავარი სიურპრიზი კი ახლად არჩეულ თავმჯდომარეს კაბინეტში დახვდა – ორი ფილა შოკოლადი, შამპანური და წიგნი „არეოპაგიტიკა“ საჩუქრად თავად ავტორისგან წარწერით – „აჭარის უმაღლესი საბჭოს 2012-2016 წლების თავმჯდომარეს წარმატების სურვილით მიხეილ მახარაძე“ . „არეოპაგიტიკის“ ავტორი მიხეილ მახარაძე, ყოფილი თავმჯდომარეა და ახლა პარლამენტის წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“.
   

გაზრდილი შემოსავლები უმაღლეს საბჭოს ახალი დეპუტატებისთვის

ლელა დუმბაძე


აჭარის უმაღლესი საბჭოს 21-მა დეპუტატმა და დაახლოებით 138-მა თანამშრომელმა ერთი წლის განმავლობაში 4, 313 მილიონი ლარი უნდა დახარჯოს. ამ უწყებაში არც თუ ისე ცოტა თანამშრომელი ყოველთვიურად 3 ათასი ლარის შემოსავალს იღებს, მაშინ როცა პენსიონერის წლიური შემოსავალი მხოლოდ 1200 ლარია. უმაღლესი საბჭოს ახალი წევრების თქმით, ბიუჯეტი გადაიხედება, თუმცა არ შემცირდება. მათ, ისე როგორც წინა ხელისუფლებას, მაღალი შემოსავალი „ქმედითი და ეფექტური მუშაობისთვის“  სჭირდებათ. 




ყოფილი პოლიციელები თავიანთი ხელმძღვანელების წინააღმდეგ

<!** Image 1 align="left" width="400" height="2448" >დღეს, 13 საათზე დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში განცხადებას გააკეთებენ პოლიციის რიგებიდან 2010 წელს დათხოვნილი პოლიციელები. „ბათუმელებთან“ ერთ-ერთი მათგანი ისრაფილ ირემაძე ამბობს, რომ ამ შემთხვევაში მათ რამდენიმე მიზანი აქვთ: 1. სამსახურში რეაბილიტაცია, 2. ნაცდური ხელფასის ანაზღაურება.

 

მათი აზრით, ახალმა ხელისუფლებამ არ უნდა გაიმეოროს წინამორბედის შეცდომები – ისედაც დემორალიზებული პოლიციელები რაიმე კონკრეტული დანაშაულის არ არსებობის გარეშე სამსახურებიდან არ უნდა დაითხოვოს.

 

პოლიციის მაიორი ისრაფილ ირემაძე „ბათუმელებთან“ ყვება, რომ 2010 წელს ოფიციალურად პირადი პატაკის საფუძველზე გაუშვეს სამსახურიდან. „წარმოგიდგენიათ, კაცს, რომელსაც ორი სტუდენტი შვილი ჰყავს, ოჯახში მის გარდა არავინ მუშაობს და აქვს ბანკის ვალი, დაწეროს განცხადება სამსახურიდან გათავისუფლებაზე. აი ასეთ პირობებში მაიძულეს პატაკის დაწერა“.

 

ისრაფილ ირემაძე ამბობს, რომ მას და მის კოლეგებს სხვა გზა არ ჰქონდათ, თუ არა ნებაყოფლობით პატაკის დაწერა: „სამმართველოს კადრების განყოფილების უფროსმა მითხრა, რომ თუ არ დავწერდი პატაკს, იმასაც ვერ მივიღებდი, რაც ნებაყოფლობით შემთხვევაში შემხვდებოდა. მე კანონი კარგად ვიცი, პოლიციელი სამსახურიდან წასვლის შემდეგ მიზერული შემოსავლის გარეშე მხოლოდ იმ შემთხვევაში რჩება, თუ ის დანაშაულს ჩაიდენს. ანუ პირდაპირ მიმანიშნა, რომ ან ნებით ან დამნაშავის სტატუსით დავტოვებდი პოლიციას“.

ისრაფილ ირემაძე ასახელებს დღემდე მისი და მისი კოლეგების დუმილს მიზეზს: „მე საბჭოთა პოლიცია ვიცი რაც არის, ჩვენ ზუსტად იგივე სისტემაში გვიწევდა მუშაობა.  საბჭოთა წესები 2008 წლის მერე მომძლავრდა – ერთ ოთახში მსხდომ პოლიციელებს ერთმანეთისაც კი ეშინოდათ. ვიცოდი, რომ სისტემასთან ბრძოლა ჩემთვის მძიმედ  დამთავრდებოდა. თავიდან როცა დამითხოვეს საიაშიც მივედი, მაგრამ მერე გავაანალიზე, რომ ჩივილს აზრი არ ჰქონდა – არც საქმეს აღძრავდა არავინ და არც სასამართლო განიხილავდა ამ საქმეს ობიექტურად“.

 

ისრაფილ ირემაძე 2010 წლამდე ხელვაჩაურის სამმართველოს საორგანიზაციო ანალიტიკური და დამხმარე ძალებთან მუშაობას ხელმძღვანელობდა.

დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში პოლიციელები დღეს განცხადებას არასამთავრობო ორგანიზაცია – „საქართველოს პოლიციის ვეტერანთა კავშირი „ფარი საქართველოს“ სახელით გააკეთებენ.

 

ხელოვნების ინსტიტუტი ელექტროენერგიის გარეშე

 ლელა დუმბაძე

 

ხელოვნების ინსტიტუტი, რომელსაც ბათუმში რამდენიმე დღის წინ აჭარის მთავრობისთვის განკუთვნინი ახალი შენობა გადასცეს, ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

 

 როგორც ინსტიტუტის რექტორი ერმილე მესხია „ბათუმელებთან“  საუბარში აცხადებს, ელექტრონერგია დავალიანების გამო გაეთიშათ.   

 

„ბათუმელების“ ინფორმაციით მშენებლობის პროცესში დაგროვილი ელექტროენერგიის დავალიანება ექვსი ათას ლარს აღწევს, მშენებლობას შპს „ნიუკონტრაქტმშენი“ აწარმოებდა.

 

 

ხელოვნების ინსტიტუტის რექტორის ერმილე მესხიას განცხადებით, უშუქობა ტექნიკურ პრობლემებთან იყო დაკავშირებული და უკვე მოგვარდა: „რაღაც გაურკვევლობა იყო მშენებარე კომპანიასა და რომელიღაც ფირმას შორის და ეს პრობლემა მოგვარდა. შუქს დღეს ან ხვალ საღამოს ჩაგვირთავენ“.

 

 

აჭარის მთავრობის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ფინანსურ დავალიანებასთან დაკავშირებული საკითხი, ხელოვნების ინსტიტუტმა უნდა მოაგვაროს: „შენობა გადაეცა ინსტიტუტს, შესაბამისად ყველა ვალდებულება მათ აქვთ აღებული. თუ მშენებელი კომპანია არ გადაიხდის ვალებს უნდა უჩივლონ“ – აცხადებს პრესსამსახურის უფროსი, ეკა დავითაძე. 

 

 

ერმილე მესხია კი ამბობს: „ჩვენ შენობა ჩავიბარეთ 12 რიცხვიდან და ვალდებულებასაც ამ პერიოდიდან ვიღებთ. ვალს ინსტიტუტი არ გადაიხდის“.

 

 

რა თანამდებობას დაიკავებს არჩილ ხაბაძე აჭარის მთავრობაში

 ნათია ზოიძე

 

ამ ეტაპზე კოალიცია „ქართული ოცნება” სამ კანდიდატურას განიხილავს,  ერთ-ერთი  ჯემალ ფუტკარაძეა,  ფარმაცევტი  და  უკვე  აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, მეორე  კანდიდატურა არჩილ ხაბაძეა, „ქართუ ბანკის“ აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი. ბოლო ორი დღის მანძილზე ცნობილი გახდა მესამე კანდიდატურის, არმაზ ახვლედიანის შესახებ. 

 

რატომ დათმეს აჭარის უმაღლესი საბჭოს მანდატები ნაციონალებმა

 ნათია ზოიძე 

 

აჭარის უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ შემაჯამებელი ოქმი გამოაქვეყნა. ოქმის მიხედვით ბარიერი ორმა პარტიამ გადალახა: „ნაციონალური მოძრაობა -მეტი სარგებელი ხალხს“ და „კოალიცია ქართული ოცნება.“ 

 

 

აჭარის უმაღლეს საბჭოში „ ნაციონალურმა მოძრაობამ პარტიული სიით ხუთი, ხოლო  კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ კი ათი მანდატი მოიპოვა. ნაციონალური მოძრაობიდან დეპუტატები გახდებიან: მურმან ბერიძე, პეტრე ზამბახიძე, რობერტ ჩხაიძე, ეკა თარგამაძე, ასმათ დიასამიძე.

 

ნაციონალური მოძრაობის სიაში მნიშვნელოვანი ცვლილებებია. პირველი ხუთეულის  ორმა კანდიდატმა  4 ოქტომბერს  უსკოს   უფლებამოსილების შეწყვეტის თხოვნით  მიმართა, რადგან ისინი  სხვადასხვა თანამდებობაზე დაინიშნნენ.

 

პარტიული სიის რიგით მესამე ირაკლი კვერღელიძე აჭარის  ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილედ, ხოლო ფრიდონ სირაბიძე  აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა.  ისინი სიაში მომდევნო წევრებით ჩანაცვლდენენ. მათ ნაცვლად დეპუტატის მანდატი საკრებულოს ყოფილ წევრს  ეკა თარგამაძეს  და ბათუმის ყოფილ მერს,  მურმან ბერიძეს ერგოთ.

 

ნაციონალური მოძრაობის პარტიული სიიდან ამოღებული იქნა  ვაჟა ბოლქვაძე საკუთარი განცხადების საფუძველზე. ბოლქვაძე   ქედის რაიონის გამგებლად დაინიშნა, თუმცა იგი  გამსვლელ სიაში არ ყოფილა.

 

კოალიცია „ქართული ოცნების“ სიიდან მანდატები მოიპოვეს: ავთანდილ ბერიძემ, გიორგი მასალკინი, მედეა ვასაძე, სულხან ღლონტი, ჯემალ ფუტკარაძე ,ალექსანდრე ჩიტიშვილი ,სვეტლანა კუდბა ,ბაციკაძე დავით, ჯაში ირაკლი,აბაშიძე მერაბი

 

საერთო ჯამში  უმაღლეს საბჭოში „ქართულ ოცნებას“ 13 დეპუტატი ეყოლება,  8 დეპუტატი კი ნაციონალურ მოძრაობას.

ნაციონალურმა მოძრაობამ ამომრჩეველთა ხმების 36,94 % მიიღო, ხოლო კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ ხმების  57,555%.  

 

ბათილად იქნა ცნობილი ხულოს საარჩევნო ოლქის 33 უბნის მონაცემი საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის გამო.

აჭარის უმაღლესი საბჭოს პირველი სხდომა  მომავალ კვირას უნდა გაიმართოს. პირველივე სხდომაზე მოხდება ამ მოწვევის აჭარის უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილების ცნობა. ამ დღეს აჭარის მთავრობის  სრულ  შემადგენლობას უფლებამოსილება ავტომატურად შეუწყდება და ამ დღიდან 10 დღის ვადაში  პრეზიდენტი უმაღლეს საბჭოს აჭარის მთავრობის თავმჯდომარის კანდიტურას შესთავაზებს დასამტკიცებლად.

 

გაზეთი `აჭარა` რედაქციის ყოფილი შენობის დაბრუნებას ითხოვს

მანანა ქველიაშვილი

დღეს ბათუმში გაზეთ „აჭარას“ ჟურნალისტებმა რედაქციის ყოფილი შენობის წინ  აქცია გამართეს და შენობის დაბრუნება მოითხოვეს.

 

აიკიდო – ხელოვნება თავდაცვის ელემენტებით

ირაკლი დარცმელიძე


<!** Image 1 align="left" width="300" height="1944" >აიკიდო იაპონური საბრძოლო ხელოვნებაა, რომელიც მორიხეი უესიბამ (დიდი მასწავლებელი) 1883 წელს ჩამოაყალიბა. დღესდღეობით მსოფლიოში აიკიდოს ბევრი სკოლა არსებობს და მას უამრავი მიმდევარი ჰყავს, გამონაკლისი არც საქართველოა. აჭარაში, კერძოდ კი ბათუმში, აიკიდოს ჩამოყალიბება მერაბ გოგუაძის სახელს უკავშირდება, რომელიც აჭარის აიკიდო ტაკემუსუ აიკის ფედერაციის პრეზიდენტი და III დანის მფლობელია. 

ბათუმი მასპინძლობს

ირაკლი დარცმელიძე

 

26-29 ოქტომბერს ბათუმი ხელბურთში 1996-1997 წლებში დაბადებულ ჭაბუკთა შორის, ბათუმის სასპორტო სკოლის ღია პირველობას მასპინძლობს დასავლეთ ზონის გუნდებს შორის, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ხელბურთელები ქუთაისიდან, სამტრედიიდან, ზუგდიდიდან და ბათუმიდან. შეხვედრები ბონის სპორტულ დარბაზში გაიმართება.

უმედლოდ დაბრუნებულები

ირაკლი დარცმელიძე

 

<!** Image 1 align="left" width="300" height="206" >ანაპაში (რუსეთი) დასრულდა ევროპის პირველობა კრივში მოსწავლეთა შორის, რომელშიც 22 ქვეყნის ნაკრები გუნდები მონაწილეობდნენ. საქართველოს ნაკრებმა ტურნირზე 3 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

მოსახლეობას სახლში კანალიზაცია შეუვიდა

ლელა დუმბაძე

 

ბათუმში, აღმაშენებლის 12 ნომერში, საკანალიზაციო ჭა გაიჭედა, ჭაში დაგროვილმა მასამ კი მოსახლეობის სველ წერტილებში ამოხეთქა.

თაგო – სოფელი საბაგირო გზაზე

 

27 წელია ხულოს მუნიციპალიტეტის პატარა სოფელი –  თაგო გარესამყაროს საბაგირო გზით უკავშირდება. ამ უჩვეულო ტრანსპორტის სახეობას სოფლისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. სოფლამდე მისასვლელი ექვსკილომეტრიანი სამანქანო გზა დაზიანებულია და მასზე გადაადგილება მხოლოდ ორხიდიანი მანქანებითაა შესაძლებელი,  საბაგირო გზის მეშვეობით კი 8 წუთში უკვე თაგოში ხარ.

ეროზია და ზღვის მომატებული დონე – კლიმატის ცვლილების გავლენა აჭარაში

მარინა შვანგირაძე, კლიმატის ცვლილების მესამე ეროვნული შეტყობინების მენეჯერი 

დემოკრატიის ინსტიტუტი: აჭარაში მიწის საკუთრების საკითხი უნდა გადაიხედოს

არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის ინსტიტუტი“ საქართველოს ახალ მთავრობას საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული საკითხების გადახედვას სთხოვს. ორგანზიაციის განცხადებით, ახალმა მთავრობამ უნდა გადახედოს ყველა იმ საკანონმდებლო აქტს, რის შედეგადაც აჭარაში ათობით ადამიანს საკუთრება ჩამოართვეს.

ტელეარხი 25-ის მეწილე: პასუხისმგებლობა მე რატომ უნდა დამეკისროს

ინტერვიუ „ტელეარხი 25“-ის ერთ-ერთ მეწლესთან, ბათუმელ ბიზნესმენ ჯემალ  ვერძაძესთან. 

საქართველო-ბელორუსი, დღეს ბევრი რამ გამოჩნდება

ირაკლი დარცმელიძე

 

დღეს საქართველოს ეროვნული ნაკრები 2012 წლის ბოლო ოფიციალურ შეხვედრას ჩაატარებს ბელორუსიის ნაკრების წინააღმდეგ. გუშინ  ჯვაროსნებმა მინსკის „დინამო არენაზე“ ივარჯიშა სრული შემადგენლობით. ვარჯიშამდე კი სტადიონის საკონფერენციო დარბაზში ქეცბაიას პრესკონფერენცია გაიმართა.

21 მაისის აქციის მონაწილე ციხის სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს

აჭარის ტელევიზიასთან გასული წლის 21 მაისის აქციაში მონაწილეობისთვის დაკავებული ხვიჩა გამარჯობაძე, მისი ადვოკატის – მზია დიასამიძის თქმით, გასულ კვირას ქსნის სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს. „გამარჯობაძის ძმა დამიკავშირდა და მითხრა, რომ ტუბერკულოზის ნიშნებით გადაიყვანეს ქსანში. მაშინ ზუსტი დიაგნოზი ჯერ კიდევ არ ჰქონდათ დადგენილი“, უთხრა „ბათუმელებს“ მზია დიასამიძემ.


ხვიჩა გამარჯობაძესთან ერთად შარშან ბათუმის საქალაქო სასამართლომ კიდევ 6 ადამიანი გაასამართლა. ისინი აჭარის ტელევიზიის ბლოკირებისა და პოლიციელებისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის ბრალდებით დააკავეს. მოგვიანებით ყველა დაკავებულმა ბრალი აღიარა და პროკურატურამ მათთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა.


ნინო ბურჯანაძის მხარდამჭერების მიერ გამართული აქციის მონაწილეებს საპროცესო გარიგების თანახმად 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.


დაკავებულების ადვოკატების მტკიცებით, 21 მაისის აქციის მონაწილეები პოლიტპატიმრები არიან. 

ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გადადგა

 ცაგო კახაბერიძე

 

ბათუმის ბულვარის ადმინიტრაციის ხელმძღვანელი ივანე ჭეიშვილი გადადგა. თანამდებობიდან წასვლის თაობაზე მან განცხადება არჩევნებიდან მეორე დღეს 2 ოქტომბერს დაწერა.

 

უკავშირდებოდა თუ არა მისი გადაწყვეტილება არჩევნებში კოალიცია „ქართული ოცნების“ გამარჯვებას – ამის შესახებ კითხვის დასმა ვერ შევძელეთ, იგი სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.  

 

8 ოქტომბერს ბულვარის ადმინიტრაციის ხელმძღვანელის ვაკანტურ თანამდებობაზე ადმინისტრაციის უფროსის ყოფილი მოადგილე გურამ ჩიქოვანი გადაიყვანეს, მოადგილის თანამდებობა კი დღემდე ვაკანტურია.   

უმაღლეს საბჭოში თანამდებობები გადანაწილდა

 ლელა დუმბაძე

 

აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებზე „ქართული ოცნების“ სიის პირველი ნომერი ავთანდილ ბერიძე, „ბათუმელებთან“ საუბარში ადასტურებს ინფორმაციას, რომ მისი კანდიდატურა, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პოსტზე განიხილება. 

 

სპიკერის თანამდებობაზე კი „კონსერვატიული პარტიის“ რეგიონალური ხელმძღვანელის დავით ბაციკაძის კანდიდატურას განიხილავენ. იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარედ, მედეა ვასაძის კანდიდატურა განიხილება, განათლების, კულტურისა და სპორტის კომისიის თავმჯდომარედ გია მასალკინის კანდიდატურა იქნება წარდგენილი, ჯანდაცვის კომისიაში სვეტა კუდბა,აგრარულ და თვითმმართველობათა კომისიის თავმჯდომარედ, ანზორ თხილაიშვილი. 

ჯერ-ჯერობით არ არის ცნობილი, ვინ დაიკავებს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობას.

უმაღლეს საბჭოში სამი ფრაქცია იქნება. ერთ-ერთ ფრაქციას ქმნიან „თავისუფალი დემოკრატები“, რომლის თავმჯდომარე იქნება სულხან ღლონტი, წევრები კი თემურ კახიძე და ანზორ თხილაიშვილი.

 

„ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარედ, კაკო ძნელაძის კანდიდატურა განიხილება. შევა თუ არა „ქართული ოცნების“ ფრაქციაში „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ წევრი მაილო ჯაში, ჯერ დაზუსტებული არ არის. 

ვინ გადაყარა ვაშლი [დღის ფოტო]

 
ქედაში არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე თემის საკრებულოებსა და სოფლებში მოსახლეობამ ვაშლი 15 თეთრად ჩააბარა. ქედაში ამბობენ, რომ ვაშლი, რომელიც მოსახლეობამ ჩააბარა, მდინარეში გადაყარეს. 

ანზორ ქოქოლაძე: ელიტელექტრონიქსი ხელისუფლებასთან გარიგებაში მყოფმა თიბისი ბანკმა უკანონოდ დაისაკუთრა

ანზორ ქოქოლაძე „თიბისი ბანკის“  განცხადებას ეხმაურება. „თიბისი” აცხადებს, რომ ქოქოლაძე ბანკის დაშანტაჟებას ცდილობს და ბანკისგან „ელიტელექტრონიქსის” აქციების 100%-ს ითხოვს, ისე, რომ უარს ამბობს ბანკისგან მიღებული სესხის, 11 მილიონის გადახდაზე.  ბანკი მიიჩნევს, რომ ქოქოლაძე უბრალოდ ცდილობს ისარგებლოს ბოლო დროს განვითარებული ცვლილებებით.

ქართველი მკლავჭიდელის ტრიუმფი ბრაზილიაში

მსოფლიოს ხუთგზის და ევროპის რვაგზის ჩემპიონი, მსოფლიოსა და ევროპირველობების პრიზიორი, არაერთი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული – ასეთია ქართველი მკლავჭიდელის გენადი კვიკვინიას სპორტული მონაგარი. „სამწუხაროა, რომ მსოფლიოსა და ევროპაში უფრო მიცნობენ, ვიდრე საქართველოში“, – ეს სიტყვებიც მას ეკუთვნის. ბრაზილიაში გამართული მსოფლიო ჩემპიონატის ტრიუმფატორი ქართველი მკლავჭიდელი დღეს „ბათუმელების“ სტუმარია.


<!** Image 2 align="middle" width="300" height="404" >

რუსული ბარიერი

აბუ დაბიში მიმდინარე ძიუდოისტთა საერთაშორისო ტურნირზე, რომელიც „დიდი პრიზის“ სახელს ატარებს, ბათუმელმა ამირან პაპინაშვილმა (60 კგ.) ვერცხლის მედალი მოიპოვა.

 

<!** Image 1 align="middle" width="300" height="2210" >

Exit mobile version