რეკლამა,სიახლეები

თიბისი მომხმარებლის გამოცდილების მართვის (CX) წლის მთავარი ღონისძიების მხარდამჭერია

11.02.2025
თიბისი მომხმარებლის გამოცდილების მართვის (CX) წლის მთავარი ღონისძიების მხარდამჭერია

კომპანია CX Hub, თიბისის მხარდაჭერით, საქართველოში უკვე მეორედ ატარებს Customer Experience (CX) Business Summit-ს – წლის მთავარ ღონისძიებას CX-ის მიმართულებით. სამიტზე მომხმარებლის და თანამშრომლის გამოცდილების მართვის მიდგომებს და პრაქტიკებს გაგიზიარებენ, როგორც ქართული ბიზნესების წარმომადგენლები, ასევე საერთაშორისო ექსპერტები ბრიტანეთიდან, ბელგიიდან და კანადიდან. სამიტზე თქვენ შეხვდებით:

  • იან გოლდინგს – Customer Experience Consultancy | CXPA (UK)
  • ოლგა პოტაპცევას – European Customer Consultancy | CX Panda (UK)
  • შონ ბელდინგს – Belding Group (Canada)
  • ჯულიან ჰავესს – Qmatic (UK)
  • ნიკ ვან ლანგენდონქს – Unbossers Network (Belgium)

სამიტზე, CX Hub, საქართველოში პირველად წარადგენს მომხმარებლის გამოცდილების მართვის ჯილდოს – CX Award Georgia, რომლის ფარგლებშიც კომპანიებს შესაძლებლობა ექნებათ შემოიტანონ განაცხადები – მომხმარებლის (CX) ან თანამშრომლის (EX) გამოცდილების გაუმჯობესების კუთხით განხორციელებული პროექტების და ინიციატივების შესახებ. განაცხადებს საერთაშორისო ექსპერტების გუნდი შეაფასებს, რის საფუძველზეც გამოვლინდება გამარჯვებული. CX Award Georgia-ში მონაწილეობის მიღება პირველ წელს სამიტის ფარგლებში უფასოა. განაცხადის შემოტანა შესაძლებელია ბმულზე.

გარდა ამისა, CX Business Summit-ის ფარგლებში დაინტერესებულ აუდიტორიას ეძლევათ ექსკლუზიური შესაძლებლობა, რომ სამიტთან ერთად, იმავე დღეს, დაესწრონ CX-ის გლობალური ექსპერტის და Customer Experience Professional Association-ის თანადამფუძნებლის – იან გოლდინგის ვორქშოფს, თემაზე: „ლიდერობის მნიშვნელობა მომხმარებლის გამოცდილების სტრატეგიულ მართვაში – თვითშეფასების ვორქშოფი”.

სამიტის ორგანიზატორია მომხმარებლის გამოცდილების მართვის სააგენტო CX Hub, გენერალური პარტნიორია თიბისი.

თიბისი მუდმივად ისწრაფვის ინოვაციების, მომხმარებელთა გამოცდილების გაუმჯობესებისა და ბიზნესის განვითარების ხელშეწყობისკენ. სწორედ ამიტომ თიბისი უკვე მეორე წელია CX ბიზნეს სამიტის მხარდამჭერია. მსგავსი ღონისძიებები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ბიზნეს გარემოს განვითარებაში, ინოვაციური იდეების გაცვლასა და მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგიების დანერგვაში. ჩვენთვის, როგორც მომხმარებელზე ორიენტირებული ინდუსტრიისთვის, მნიშვნელოვანია მონაწილეობა ისეთ ინიციატივებში, რომლებიც ხელს უწყობს ბიზნესებს უკეთ გაუგონ მომხმარებლებს და მიაწოდონ მათ ხარისხიანი სერვისი.

სამიტზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა უკვე დაიწყო.

ღონისძიება გაიმართება 24 თებერვალს, სასტუმრო ბილტმორ თბილისში.

კომპანია CX Hub არის მომხმარებელთა გამოცდილების მართვის წამყვანი სააგენტო

საქართველოში, რომელიც ეხმარება ბიზნესებს CX და EX (მომხმარებლის და

თანამშრომლის გამოცდილების) მართვის კვლევებში, სტრატეგიების შემუშავებასა და სისტემების დანერგვაში. დეტალურად ინფორმაცია CX HUB-ზე შეგიძლიათ იხილოთ ფეისბუქ გვერდზე.

 

ღონისძიების პარტნიორები:

ორგანიზატორიCX Hub – მომხმარებლის გამოცდილების მართვის სააგენტო

გენერალური პარტნიორი: თიბისი

პარტნიორები: NGT GroupCommuniQUniversity of Georgia, The European Fund for Southeast Europe (EFSE), Interaction Design Foundation (IxDF), The CX Academy, Blue OceanProdAct Community, BM.GE, ქალების ნარატივი, Entrepreneur, Imedi L, Balance

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: