მთავარი,სიახლეები

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო შხამ-ქიმიკატების გაყიდვის წერტილებს შეამოწმებს

25.05.2017
აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო შხამ-ქიმიკატების გაყიდვის წერტილებს შეამოწმებს

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო, სურსათის უვნებლობის ეროვნულ  სააგენტოსთან ერთად, აჭარაში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების რეალიზაციის წერტილების მონიტორინგს იწყებს. სპეციალისტები შეამოწმებენ რა პირობებში იყიდება პრეპარატები და მოსახლეობას რეკომენდაციებს მისცემენ.

დაბალი ხარისხის პესტიციდების თემაზე მაღალმთიანი აჭარის მოსახლეობამ შენიშვნები აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრ ლაშა კომახიძეს წელს, მარტში გააცნო. ქედელმა ფერმერებმა მინისტრთან შეხვედრისას ძირითად პრობლემად უხარისხო შხამ-ქიმიკატები და პესტიციდები დაასახელეს. მათი თქმით, რეალიზაციაში არსებული  შხამ-ქიმიკატები მცენარესა და მოსავალს ანადგურებს და მინისტრს პრობლემის მოგვარების მიზნით პესტიციდებზე კონტროლის მექანიზმის აღსრულება სთხოვეს.

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, აჭარაში 15-მდე სავაჭრო ობიექტია, რომლებსაც პესტიციდებისა და აგროქიმიკატების  რეალიზაციის ლიცენზია აქვს. გარემოვაჭრეთა რაოდენობის შესახებ კი ზუსტი ინფორმაცია სამინისტროსა და სურსათის ეროვნულ სააგენტოს არ გააჩნია.

მონიტორინგის პროცესში სამინისტრო შესაწამლი პრეპარატების შესახებ მოსახლეობას რეკომენდაციებსაც მისცემს პრეპარატების გამოყენებისა და შენახვის წესის შესახებ.

ამავე თემაზე: 

ფერმერები მთავრობისგან შხამ-ქიმიკატებისა და პესტიციდების ხარისხის გაკონტროლებას ითხოვენ

რა პრობლემების მოგვარება სთხოვა ქედის მოსახლეობამ დავით გაბაიძეს

რას უნდა მიაქციოთ ყურადღება შხამქიმიკატების შეძენისას

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: