მთავარი,სიახლეები

პირველი სალოტბარო სკოლა ბათუმში

16.05.2017
პირველი სალოტბარო სკოლა ბათუმში

დღეს ბათუმში, აჭარის ხალხური ხელოვნების სკოლაში, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის წარმომადგენლობა და სალოტბარო სკოლა გაიხსნა. პროექტის – ,,სალოტბარო მიმართულების განვითარება“ მიზანი უძველესი ადგილობრივი ხალხური სიმღერების აღდგენა და შენარჩუნებაა.

აჭარის „ხალხური ხელოვნების“ სკოლის დირექტორის, გურამ ხოზრევანიძის თქმით, სკოლაში გაწევრიანება ნებისმიერ წარჩინებულ მოსწავლეს შეუძლია. მსურველები უფასოდ შეისწავლიან „ქართულ ხალხურ სიმღერასა და ტრადიციულ გალობას.“

გახსნის ცერემონიის დასრულებისას აჭარის ხალხური ხელოვნების სკოლასა და საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრს შორის ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს.

დღესდღეობით, საქართველოში სულ 17 სალოტბარო სკოლა ფუნქციონირებს, რომელშიც 700-მდე ბავშვი სწავლობს.

ღონისძიებას აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი დონაძე, მოადგილე გიორგი გაბუნია, ა(ა)იპ აჭარის ხალხური ხელოვნების სკოლის ხელმძღვანელი გურამ ხოზრევანიძე და ანსამბლ ,,რუსთავის” სამხატვრო ხელმძღვანელი ანზორ ერქომაიშვილი დაესწრნენ.

ხელოვნების სკოლასა და საქართველოს ფოლკლორის სახელმწფო ცენტრს შორის ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს.

ხელოვნების სკოლასა და საქართველოს ფოლკლორის სახელმწფო ცენტრს შორის ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: