სიახლეები

პროექტი ტურიზმის განვითარებისთვის

21.02.2014
პროექტი ტურიზმის განვითარებისთვის

 

როგორც პროექტის ხელმძღვანელმა ზვიად ელიზიანმა განმარტა, პროექტის მთავარი მიზანია რეგიონში ტურიზმის  განვითარება.  

 

პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს შავი ზღვის აუზის ქვეყნებს შორის რეგიონალური პარტნიორობას ტურიზმის მდგრადი განვითარებისა და ერთობლივი მარკეტინგული სტრატეგიისა და აქტივობების განხორციელებისთვის. პროექტის აქტივობები მოიცავს ტურიზმის სფეროში სხვადასხვა ტიპის კვლევების, ტრენინგების ორგანიზებას და ითვალისწინებს კერძო და სახელმწიფო სექტორის თანამშრომლობის კომპონენტების გაძლიერებას.

 

სამუშაო პროცესი მაისში დაიწყება და 18 თვეს გაგრძელდება.  პროექტში  ხუთი ქვეყანა მონაწილეობს: საქართველო, მოლდოვეთი,უკრაინა, ბულგარეთი და თურქეთი. პროექტის მიზანი, სწორედ ამ ქვეყნების გამოცდილების გაზიარებაა.  

  

პროექტი დაფინანსებულია „შავი ზღვის აუზის საოპერაციო პროგრამა – 2007-2013“-ის მიერ ევროკავშირის ევროპის სამეზობლო და საპარტნიორო პოლიტიკის ინსტრუმენტის (ENPI) ფარგლებში.  საქართველოს მხრიდან პროექტს ახორციელებს საერთაშორისო ბიზნესის განვითარებისა და ინვესტიციების ხელშეწყობის ცენტრი, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპატამენტთან თანამშრომლობით.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: