გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 29 ნოემბრის 21 საათიდან 30 ნოემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, უმეტეს რაიონში წვიმა, მაღალ მთაში თოვა.
იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:
- დღისით: 10 – 15 გრადუსი სითბო
- ღამით: 5 – 10 გრადუსი სითბო
მთიან რაიონებში:
- დღისით: 5 – 10 გრადუსი სითბო
- ღამით: 2 გრადუსი ყინვა – 3 გრადუსი სითბო
მაღალმთიან ზონაში:
- ღამით და დღისით: 0 – 5 გრადუსი ყინვა
ზღვის ღელვა 4-5 ბალი იქნება. ზღვის წყლის ტემპერატურა +15 გრადუსია.
სინოპტიკოსების ცნობით, აჭარაში 1-ელ დეკემბერს უმეტეს რაიონში წვიმა, 2 და 3 დეკემბერს კი, უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.






