მარტო 2026 წელს, პირველ ნახევარში, საქართველოში 41 ადამიანი დაიკარგა უგზო-უკვლოდ, აქედან 25-ის მოძებნა მოხერხდა [1 გარდაცვლილი იპოვეს, იგი 25-45 წლამდე პირია, უცხო ქვეყნის მოქალაქე], 16 ადამიანს კი დღემდე ეძებენ.
შსს უგზო-უკვლოდ დაკარგულთა სტატისტიკას წელიწადში ორჯერ აქვეყნებს.
2026 წლის პირველი იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით, აჭარაში 3 ადამიანი დაიკარგა უგზო-უკვლოდ. აქედან 2 იპოვეს.
2026 წლის პირველ ნახევარში უცხო ქვეყნის 5 მოქალაქე დაიკარგა უგზო-უკვლოდ, აქედან 4 იპოვეს, 1 კი გარდაცვლილი ნახეს.
2026 წლის პირველ ნახევარში უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირებს შორის ყველაზე მეტი – 20, 25-დან 45 წლამდე ასაკის ადამიანია, მათ შორის, 12-ის პოვნა მოხერხდა.
უგზო-უკვალოდ დაიკარგა 18 წლამდე ასაკის 5 ბავშვი – ხუთივეს პოვნა მოხერხდა. ასევე, დაიკარგა 60 წელს ზევით ასაკის მქონე 7 პირი და მათგან მხოლოდ სამი იპოვეს.
ჯამში, ქვეყნის მასშტაბით, 1973 წლიდან დღემდე დაკარგულ 1017 ადამიანს ეძებენ, მათგან 70 ადამიანი აჭარაში მიიჩნევა უგზო-უკვლოდ გაუჩინარებულად.






