მთავარი,სიახლეები •

უკრაინის დარტყმის შემდეგ ყირიმის ხიდზე მოძრაობა შეჩერდა

16.11.2026
უკრაინის დარტყმის შემდეგ ყირიმის ხიდზე მოძრაობა შეჩერდა

16 ნოემბერს, დილით, უკრაინამ ყირიმის ხიდს დაარტყა.

ოკუპირებული ყირიმის ლიდერმა, სერგეი აქსიონოვმა ტელეგრამზე დაწერა, რომ „მტრის დარტყმის გამო“ ხიდზე მოძრაობა შეზღუდულია „დაახლოებით შუადღემდე“.

ხიდი, რომელიც უკრაინის ნახევარკუნძულს, ყირიმს რუსეთთან აკავშირებს, რუსეთმა ყირიმის ოკუპაციის შემდეგ ააშენა.  ხიდის სიგრძე დაახლოებით 18 კილომეტრია.

უკრაინა წლებია აცხადებს, რომ ყირიმის ხიდი მისთვის თავდასხმის ლეგიტიმური სამიზნეა. 2022 წლიდან დღემდე უკრაინამ მინიმუმ სამჯერ შეუტია ყირიმის ხიდს – 2022, 2023 და 2025 წლებში.

__________

ფოტო: telegram/ASTRA

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: