გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 13 ნოემბრის 21 საათიდან 14 ნოემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მეტრი წამში.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:
- დღისით: 13 – 18 გრადუსი სითბო
- ღამით: 7 – 12 გრადუსი სითბო
ჰაერის ტემპერატურა მთიან რაიონებში:
- დღისით: 8-3 გრადუსი სითბო
- ღამით: 0- 5 გრადუსი ყინვა
მაღალმთიან ზონაში:
- დღისით: 0 – 5 გრადუსი სითბო
- ღამით: 0 – 5 გრადუსი ყინვა
ზღვის ღელვა 2-3 ბალი იქნება.
ზღვის წყლის ტემპერატურა +17 გრადუსია.
სინოპტიკოსების ცნობით, 15-16 ნოემბერს აჭარაში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში – თოვა.






