მთავარი,სიახლეები

ქუჩები, რომლებიც „ჭაობის დასახლებაში“ კეთილმოეწყობა

18.01.2017
ქუჩები, რომლებიც „ჭაობის დასახლებაში“ კეთილმოეწყობა

„ჭაობის დასახლებაში“, სადაც ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს, ბათუმის მერია გარკვეული ქუჩებისა და ქუჩის მონაკვეთების კეთილმოწყობას გეგმავს. მიმდინარე წელს გამოცხადებული ტენდერების მიხედვით, „ჭაობის დასახლებაში“ ქუჩების კეთილმოწყობისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან 13 მილიონზე მეტი ლარია გამოყოფილი. სამუშაოები ამ ქუჩებზე 2018 წელს უნდა დასრულდეს.

სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, თითქმის ყველა ქუჩაზე სამუშაოები ითვალისწინებს ასფალტბეტონის საფარის დაგებას, ტროტუარების, ბორდიურებისა და  რიგ ადგილებში სანიაღვრე სისტემის მოწყობას.

1111

ზემოთ აღნიშნულ ქუჩებზე სამუშაოები სრულად უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 2018 წლის პირველ მაისამდე პერიოდში. ტენდერი მიმდინარე წლის 10 თებერვალს დასრულდება და სამუშაოებისთვის 2 682 478 ლარია გათვალისწინებული.

ქუჩების მონაკვეთები, სადაც სამუშაოები სრულად უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 2018 წლის პირველ სექტემბრამდე:

2222

ტენდერი ამ შემთხვევაშიც 10 თებერვალს უნდა დასრულდეს. სამუშაოებისთვის კი 5 436 647 ლარია გათვალისწინებული.

ხელშეკრულების გაფორმებიდან 2018 წლის პირველ სექტემბრამდე უნდა დასრულდეს სამუშაოები შემდეგ მონაკვეთებზეც:

3333

აღნიშნული ქუჩების კეთილმოწყობის სამუშაოების შესყიდვაზე გამოცხადებული ტენდერი მიმდინარე წლის 10 თებერვალს დასრულდება. ამ სამუშაოებში მაქსიმუმ 4 966 693 ლარი დაიხარჯება.

ბათუმის მერია გეგმავს ქუჩების კეთილმოწყობას „ბონისა“ და „ბარცხანის“ დასახლებებში; ასევე ტენდერია გამოცხადებული ლორთქიფანიძის ქუჩის კეთილმოწყობისთვის, რაშიც მერია მაქსიმუმ 240 ათას ლარს გადაიხდის.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: