მთავარი,სიახლეები

ბათუმის საზღვაო ნავსადგურში ტვირთბრუნვა გაიზარდა – ბათუმის პორტი

30.07.2026
ბათუმის საზღვაო ნავსადგურში ტვირთბრუნვა გაიზარდა – ბათუმის პორტი

ბათუმის საზღვაო ნავსადგურის  საერთო ტვირთბრუნვა მიმდინარე წლის პირველ ნახევარში გაიზარდა და 4 მლნ 24 ათასი ტონა შეადგინა, რაც 2025 წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე 8%-ით მეტია.

ინფორმაციას ამის შესახებ ნავსადგურის ადმინისტრაცია ავრცელებს.

„ტვირთბრუნვის ზრდა ადასტურებს პორტის მომსახურებაზე სტაბილურ მოთხოვნასა და ტვირთნაკადების მოსაზიდად გაწეული სამუშაოების ეფექტიანობას.

გარდა ამისა, საანგარიშო პერიოდში ნავსადგურმა შემოსავლების გაზრდისკენ მიმართული ინიციატივები განახორციელა.

2026 წლის 1 მაისიდან ამოქმედდა ახალი ტარიფები საპორტო მოსაკრებლებზე. აღნიშნული გადაწყვეტილება 2026 წლის ბოლომდე უზრუნველყოფს დამატებით შემოსავალს, დაახლოებით, 1 მლნ აშშ დოლარის ოდენობით.

ამასთანავე, 2026 წლის 1 იანვრიდან გაიზარდა კარბამიდის ტერმინალის მომსახურების ტარიფი, რაც წლის ბოლომდე დამატებით, დაახლოებით, 200 ათასი აშშ დოლარის შემოსავლის მიღების საშუალებას მოგვცემს,“ – ნათქვამია ბათუმის საზღვაო ნავსადგურის  მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: