მთავარი,სიახლეები

შშმ მოზარდის გაუპატიურების ბრალდებით ტაქსის მძღოლი დააკავეს – შსს

25.02.2026
შშმ მოზარდის გაუპატიურების ბრალდებით ტაქსის მძღოლი დააკავეს – შსს

შსს-ს ინფორმაციით, გორის მუნიციპალიტეტში, ტაქსის მძღოლმა შშმ პირზე სექსუალურად იძალადა.

„გორის მუნიციპალიტეტის ტყის მასივში, ტაქსის მძღოლმა წინასწარი შეცნობით შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე მოზარდზე  სექსუალურად იძალადა.

არასრულწლოვანის გაუპატიურების ბრალდებით 1980 წელს დაბადებული პირია დაკავებული“ – წერს შსს.

სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მეოთხე ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: