მთავარი,სიახლეები

„4 ოქტომბრის საქმეზე“ ბათუმში კიდევ ერთი პირი დააკავეს

10.10.2025
„4 ოქტომბრის საქმეზე“ ბათუმში კიდევ ერთი პირი დააკავეს

„4 ოქტომბრის საქმეზე“ ბათუმში კიდევ ერთი პირი დააკავეს. ავთანდილ სურმანიძე უკრაინაში მებრძოლი ქართველია.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 4 ოქტომბერს თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით კიდევ ერთი პირი – 1987 წელს დაბადებული ა.ს. დააკავეს. ამ დროისათვის ჯამში, დაკავებულია სულ 45 პირი. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე, 222-ე, 225-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს,“ – აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დღს, 10 ოქტომბერს გავრცელებულ ინფორმაციაში.

ავთანდილ სურმანიძე უკრაინაში 2022 წელს დაიჭრა. მკურნალობის კურსის გავლის შემდეგ ის პერიოდულად ჩამოდიოდა საქართველოში.

ავთანდილ სურმანიძე არასამთავრობო ორგანიზაციის „ალტერნატივას“ წევრია. „ალტერნატივას“ ხელმძღვანელი, ხათუნა ბერიძე ამბობს, რომ ამ დღეებში ავთანდილ სურმანიძე ისევ უკრაინაში დაბრუნებას აპირებდა.

ჯერ უცნობია, კონკრეტულად რა ქმედების გამო ედავება პროკურატურა ავთანდილ სურმანიძეს დანაშაულის ჩადენას.

ავთანდილ სურმანიძე

ამ თემაზე:

ჩემი ტყვედ აყვანა სურდათ, დაჭრილმა 2 კილომეტრი ვიარე ტყეში – ბათუმელი სტინგერი უკრაინაში

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: