უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 28 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
- ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 079 630 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +880]
- ტანკი – 11 139 ერთეული [+4]
- ჯავშანტექნიკა – 23 185 ერთეული [+7]
- საარტილერიო სისტემა – 32 064 ერთეული [+40]
- MLRS – 1 474 ერთეული [+2]
- საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 212 ერთეული [+0]
- თვითმფრინავი – 422 ერთეული [+0]
- ვერტმფრენი – 340 ერთეული [+0]
- უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 53 961 ერთეული [+325]
- ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 598 ერთეული [+0]
- გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
- წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
- მანქანები და საწვავის ავზები – 60 007 ერთეული [+120]
- სპეცტექნიკა – 3 952 ერთეული [+2]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 28 აგვისტომდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
- 666 თვითმფრინავი
- 283 ვერტმფრენი
- 80 018 უპილოტო საფრენი აპარატი
- 625 საზენიტო სარაკეტო სისტემა
- 24 831 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
- 1 588 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
- 29 005 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
- 40 547 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
ამავე თემაზე:
უკრაინამ ყირიმზე რუსეთის ლოჯისტიკურ ობიექტებს დაარტყა
ზელენსკიმ მიანიშნა, რომ „დრუჟბის“ ბედი დამოკიდებულია უნგრეთის პოზიციაზე
უკრაინამ განაცხადა ახალი რაკეტის, „ფლამინგოს“ წარმატებული გამოცდის შესახებ






