დღეს, 16 ოქტომბერს, 5,9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა აღმოსავლეთ თურქეთში.
თურქეთის კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი მალათია იყო.
თურქული მედიის ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი, რომელიც ადგილობრივი დროით 10:46 საათზე მოხდა, მალათიის კალეს რაიონი იყო.
მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ ვრცელდება.
____________
ფოტო: „ანადოლუ“






