სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს ინფორმაციით, დღეს ბათუმში პარკირების წესების დარღვევაზე, 510 ადამიანი დაჯარიმდა.
მათ შორის 424 – პარკირების საფასურის გადახდის გარეშე დგომსთვის, 1 – დგომის მეთოდის დარღვევისთვის, 1 – ორმაგი პარკირებისთვის, 52 – ნიშანში დგომისთვის, 11 – ტროტუარზე დგომის გამო, 9 – ტაქსის და სპეცტქნიკის პარკირების საფასურის გადაუხდელობის გამო, 8 – დგომა-გაჩერების წესის დარღვევისთვის და 4 – ავტობუსის გაჩერებაზე დგომის გამო.


![[1]](https://batumelebi.netgazeti.ge/wp-content/uploads/2016/08/P_20160812_1742051-e1471014920313.jpg)








