„ბათუმელების“ ინფორმაციით, მესტიაში, მდინარე ნაკრაში სამი ახალგაზრდა გადავარდა ავტომანქანით.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ფაქტს გვიდასტურებენ და ამბობენ, რომ მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები დაკარგულების მოსაძებნად.
მდინარეში დაკარგული ახალგაზრდები ნაკრის საჯარო სკოლის მე-12 კლასელები არიან.






