მთავარი,სიახლეები,ჯანმრთელობა

აქციაზე დაშავებულებს აღენიშნებათ ტვინის შერყევა და მოტეხილობები – ჯანდაცვის სამინისტრო

17.04.2024
აქციაზე დაშავებულებს აღენიშნებათ ტვინის შერყევა და მოტეხილობები – ჯანდაცვის სამინისტრო

16-17 აპრილის ღამეს, როცა შს სამინისტრო პარლამენტთან მიმდინარე მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს ფიზიკურად გაუსწორდა, ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თამარ გაბუნიას თქმით, თბილისის სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს ხუთი მოქალაქე.

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, გუშინ ღამით, “მიმდინარე მოვლენების შედეგად” დაშავებულ ხუთი მოქალაქეს სხვადასხვა სახის დაზიანებები აღენიშნებოდათ. მისი განცხადებით:

  • ერთ მოქალაქეს დაუდგინდა ცხვირის ძვლის მოტეხილობა;
  • მეორე მოქალაქეს აღენიშნებოდა მრავლობითი ზედაპირული დაზიანებები თავის მიდამოში, დაუდგინდა თავის ტვინის შერყევა;
  • მესამე მოქალაქეს აღენიშნებოდა ზედაპირული დაზიანებები სახის არეში, დადგენილია ტვინის შერყევა, ასევე მარცხენა ხელზე მიღებული აქვს მსუბუქი ტრავმა, მოტეხილობები არ აღენიშნება;
  • მეოთხე მოქალაქეს დაუდგინდა მარჯვენა იდაყვის ძვლის მოტეხილობა, ჩატარდა ოსტეოსინთეზი (ოპერაცია). ასევე აღენიშნება დაზიანებები მარჯვენა ტერფზე.
  • მეხუთეს მოქალაქეს აღენიშნებოდა თავის მიდამოს დაზიანება, დადგინდა ტვინის შერყევა.

გაბუნიამ ბრიფინგი დაშავებული პოლიციელების შესახებ ინფორმაციით დაიწყო და თქვა რომ დაშავებულია ორი პოლიციელი, რომელთაც აღენიშნებოდათ სხვადასხვა სახის დაზიანება, ერთ-ერთს თავის და ცხვირის მიდამოს ტრავმა. მინისტრის პირველი მოადგილის თქმით, ორივე პაციენტი დამაკმაყოფილებელი მდგომარეობით გაეწერა ბინაზე.

შეგახსენებთ, რომ თბილისში, რუსთაველის გამზირზე რუსული კანონის წინააღმდეგ მიმდინარე აქციის მონაწილეებს ღამით, დაახლოებით 01:00 საათზე სპეცრაზმელები ფიზიკურად გაუსწორდნენ. მოქალაქეების წინააღმდეგ გამოიყენეს წიწაკის სპრეიც.

დღეს, 17 აპრილს, „ქართულმა ოცნებამ“ რუსული კანონი პირველი მოსმენით მიიღო. კანონპროექტს მხარი 83-მა დეპუტატმა დაუჭირა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: