უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 17 ივნისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
- ცოცხალი ძალა – დაახლოებით 219 170 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +670]
- ტანკი – 3 977 ერთეული [+12]
- ჯავშანტექნიკა – 7 706 ერთეული [+23]
- საარტილერიო სისტემა – 3 834 ერთეული [+22]
- MLRS – 609 ერთეული [+3]
- საზენიტო საბრძოლო სისტემა – 364 ერთეული [+0]
- თვითმფრინავი – 314 ერთეული [+0]
- ვერტმფრენი – 302 ერთეული [+1]
- უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 3 364 ერთეული [+7]
- ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 211 ერთეული [+12]
- გემი/ნავი – 18 ერთეული [+0]
- მანქანები და საწვავის ავზები – 6 557 ერთეული [+38]
- სპეცტექნიკა – 520 ერთეული [+1]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 17 ივნისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
- 444 თვითმფრინავი
- 239 ვერტმფრენი
- 4 668 უპილოტო საფრენი აპარატი
- 426 საზენიტო სარაკეტო სისტემა
- 10 047 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
- 1 124 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
- 5 141 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
- 10 996 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო
ამავე თემაზე:
„უკრაინელებს სჭირდებათ ჩუმი და სწრაფი მანევრირება “ – ინტერვიუ გადამდგარ გენერალთან






