ბათუმში მუნიციპალური ავტობუსები 15 ივნისიდან განახლებული გრაფიკით იმოძრავებენ.
„საზაფხულო სეზონთან დაკავშირებით, 15 ივნისიდან ხანგრძლივდება ავტობუსების სამუშაო დრო“ – მოგვწერეს „ბათუმის ავტოტრანსპორტიდან“.

ბათუმში ავტობუსების მოძრაობის განახლებული გრაფიკი / ამოქმედდება 2023 წლის 15 ივნისიდან / წყარო: „ბათუმის ავტოტრანსპორტი“
განახლება: აღნიშნული გრაფიკი „ბათუმის ავტოტრანსპორტმა“ ამ სტატიის გამოქვეყნების შემდეგ შეცვალა თავის ვებგვერდზე. მანამდე გამოქვეყნებულ გრაფიკზე ზოგიერთმა მგზავრმა კი „ბათუმელებს“ უთხრა, რომ ეს გრაფიკი კარგა ხანია გამოქვეყნებულია, ჩანს აპლიკაციაშიც, თუმცა, ავტობუსები საღამოს საათებში ამ გრაფიკში/აპლიკაციაში მითითებულ დროზე ადრე წყვეტენ მოძრაობას.






