პარფიუმერიისა და კოსმეტიკის მწარმოებელი მსხვილი ფრანგული კომპანია L’Oreal-ი აცხადებს, რომ დროებით ხურავს მაღაზიებს რუსეთში და აჩერებს პროდუქციის ონლაინ გაყიდვას რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო.
კომპანია ასევე აჩერებს რუსეთში ინვესტიციებს.
„ლორეალს“ რუსეთში 2200 თანამშრომელი ჰყავს. კომპანია აცხადებს, რომ 5.5 მილიონ დოლარს გადასცემს იმ ორგანიზაციებს, რომლებიც ომისგან დაზარალებულ უკრაინელებს უწევენ დახმარებას.
დღეს, 8 მარტს, ასევე ცნობილი გახდა, რომ კოსმეტიკისა და პარფიუმერიის მწარმოებელი ცნობილი ამერიკული ბრენდი „ესტე ლაუდერი“ რუსეთს ტოვებს.






