მთავარი,რეკლამა,სიახლეები

შემიძლია თუ არა ღვინის დაყენება/დამზადება თავად?

12.10.2021
შემიძლია თუ არა ღვინის დაყენება/დამზადება თავად?

ვაზისა და მისგან ღვინის დამზადების ისტორია ჯერ კიდევ ნეოლითური ხანიდან იწყება. ამ ხნის განმავლობაში ამ უძველესი სასმლის დაყენების უამრავი მეთოდი და ტექნოლოგია შეიქმნა და დაიხვეწა. ეს მეთოდები იმის მიხედვით იცვლება, თუ რა ჯიშის ყურძნისგან და რა სახეობის ღვინის დამზადება გვსურს. თუმცა, მათ ისიც განსაზღვრავს, თუ რა ტექნოლოგიურ შესაძლებლობებს გვაძლევდა და გვაძლევს ესა თუ ის ეპოქა.

ყურძნის დაწურვის მეთოდი

ძველად ყურძენს მეტწილად საწნახელში ფეხით ან ხელით სრესდნენ და მის წვენს ჭურჭელში ამ გზით აგროვებდნენ. გამოწნეხის პროცესი საქართველოში  ტრადიციულად ქვითკირის, ხის მორისგან ან ფიცრებისგან დამზადებულ საწნახელში ხდებოდა. კაცობრიობის განვითარებასთან ერთად კი ადამიანებმა შექმნეს სპეციალური დანადგარები, რომლებმაც ყურძნის დაჭყლეტისა და გამოწნეხის პროცესი მექანიკური გახადა და შეამსუბუქა. ამგვარი საჭყლეტების მეშვეობით, ყურძნის წვენის დანაკარგიც მინიმალურია.

ისინი მუდმივად იხვეწება, იქმნება სხვადასხვა ზომის, მასალის და ფუნქციის დანადგარები. ამიტომ, დღეს ყურძენს ძირითადად სპეციალური მექანიკური ან ელექტრო საჭყლეტით წურავენ.

ამგვარი ინვენტარის შეძენა მეგაცენტრ ნოვაში შეგეძლებათ. მათ გამოყენებას კი მაშინაც შეძლებთ, თუ მოყვარული ან სულაც დამწყები მეღვინე ხართ. ნოვაში შეიძენთ ყურძნის მექანიკურ და ელექტრო ძრავიან საწურსაც. თუმცა, თუ მაინც ძველი მეთოდის მოსინჯვას არჩევთ, აქ მცირე ზომის, მაღალი ხარისხის ნედლეულისგან დამზადებულ პოლიეთილენის საწნახელსაც იპოვით.

შაქრიანობის განსაზღვრა ყურძენში

ყურძენში შაქრიანობის გაზომვა მეღვინისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროცედურაა. ის იზომება ყურძნის დაკრეფამდეც და ღვინის დაყენების პროცესშიც. სწორედ მის შემცველობაზეა დამოკიდებული – მოვიდა თუ არა ნაყოფის კრეფის დრო, რამდენად ალკოჰოლიანი იქნება სასმელი და რა გემო ექნება მას.  შესაბამისად, შაქრის შემცველობას განსაზღვრავენ და აკონტროლებენ იმის მიხედვით, თუ რა სახეობის და გემოს ღვინის მიღება სურთ.

ძველად მეღვინე ყურძნის წვენსა თუ ღვინოში შაქრიანობის შემცველობის გასაგებად თავის ცოდნას, გამოცდილებას, დაკვირვებებს და, რაც მთავარია, მის პირის გემოს ეყრდნობოდა. დღეს კი შაქრიანობის სპეციალურმა საზომებმა ეს პროცესი არა მარტო გაამარტივა, არამედ ზუსტი მონაცემების მიღების შესაძლებლობაც მოგვცა.

რეფრექტომეტრის – ყურძნის წვენის შაქრიანობის საზომის შეძენაც ნოვაშია შესაძლებელი: https://nova.ge/. ამ მოწყობილობის დახმარებით ზუსტად მიხვდებით დადგა თუ არა რთველისთვის მზადების დრო.

რთველი ნოვაში

ვაზის მოვლა და ღვინის დაყენება უძველესი პერიოდიდან ადამიანებისთვის უმნიშვნელოვანესი საქმიანობა იყო. ცხადია, კარგი ღვინის დაყენებასაც დიდი ცოდნა და გამოცდილება სჭირდება. თუმცა, დღეს სულ უფრო მეტი ადამიანი გამოთქვამს სურვილს თავადაც ეზიაროს ამ ხელოვნებას. თუ თქვენც მათ რიცხვში ხართ და თუ ღვინის დასაყენებლად საჭირო ინვენტარის შეძენა ან განახლება გსურთ, მაშინ მეგაცენტრ ნოვაში სტუმრობას გირჩევთ. აქ ღვინის საწურის, საწნახელისა და შაქრიანობის საზომის გარდა, სასმლის დასაყენებლად თუ შესანახად საჭირო სხვა ინვენტარსაც იპოვით. ნოვაში მიაგნებთ ღვინის გასაფილტრ, ბოთლში ჩამოსასხმელ მოწყობილობებსა თუ პნევმატურ რეზურვუარებს. მის გადასატანად თუ შესანახად კი კომპანიის მიერ წარმოებული ეკოლოგიურად სუფთა ნედლეულისგან დამზადებული პოლიეთილენის ავზები გამოგადგებათ.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: