Stopcov.ge-ის მონაცემებით, ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 450 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. ჩატარდა 23 293 კვლევა ტესტით.
ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდით 8 პაციენტი გარდაიცვალა.
23 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.93 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 1.59 %, ხოლო 7 დღის მანძილზე – 1.92%.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 450 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 237 შემთხვევა, აჭარაში – 29, იმერეთში – 51, ქვემო ქართლში – 48, შიდა ქართლში – 22, გურიაში – 11, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 34, კახეთში – 11, მცხეთა-მთიანეთში – 1, სამცხე-ჯავახეთში – 0, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 6.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 3 958, საიდანაც 1 463 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 90 პაციენტი.
საქართველოში 2 315 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 6 632 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 3 089 პირი, აჭარაში – 680, იმერეთში – 891.






