ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 551 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 23 ადამიანი. ასევე ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 880 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 226 215-მდე.
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 7 898 კვლევა ტესტით, მათ შორის, 4 371 კვლევა ანტიგენის ტესტით და 3 527 PCR ტესტით. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 239 780-ს. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს, ჯამში, 2 796 პირი ემსხვერპლა.
კორონავირუსის 551 ახალი შემთხვევა რეგიონების მიხედვით ასე ნაწილდება: თბილისში გამოვლენილია 196 შემთხვევა, აჭარა – 62, იმერეთი – 84, ქვემო ქართლი – 24, შიდა ქართლი – 14, გურია – 13, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 48, კახეთი – 41, მცხეთა-მთიანეთი – 41, სამცხე-ჯავახეთი – 23, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 5.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 10 743, საიდანაც 3 929 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 506 ადამიანი.






