მთავარი,სიახლეები

როგორ ხატავენ ბავშვები კორონავირუსს

12.05.2020
როგორ ხატავენ ბავშვები კორონავირუსს

მსოფლიო პანდემიის პირობებში ბავშვებისთვის სახლში ყოფნა საკმაოდ რთულია. სულ გარეთ უნდათ, მეგობრებთან ურთიერთობა აკლიათ და ეზოში თამაში ურჩევნიათ შინ გამოკეტვას. კოვიდ 19-თან დაკავშირებული ინფორმაცია, ცხადია, აღწევს ბავშვებამდეც მუდმივად ჩართული ტელევიზორებიდან, ინტერნეტის საშუალებით და ოჯახის წევრების საუბრებიდან. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებულ ამბებს ბავშვები სხვადასხვაგვარად ხატავენ.

 

  • „ვირუსი მონსტრია, რომელსაც აუცილებლად მოერევა მეხანძრე” – ამბობს ამ ნახატის ავტორი, 6 წლის დამონი საფრანგეთიდან.

 

  • „ვიბანთ ხელებს ხშირად, ერთმანეთს არ ვეხუტებით და არც ხელს ვართმევთ” – იმეორებს 7 წლის ადელაიდა პანდემიისას ქცევის წესებს.

 

  • ,,ავად ვარ!” – ყვირის ფანჯრიდან კაცი 11 წლის თეოს ნახატზე. ,,მე კორონა ვარ”, ,,დარჩით სახლში და იბანეთ ხელები”

 

  • კოლია რუსეთიდან: ,,კიბორჩხალები კორონავირუსის წინააღმდეგ”

 

  • არინა ბერეზკა, 7 წლის

 

  • გრიშა, 7 წლის, კრასნოიარსკიდან

 

  • სვეტა გლუხოვა, 7 წლის

 

  • 8 წლის მატიასმა ჰოსპიტალი და შიგ პალატებიც კი დახატა

 

  • ლენა, 7 წლის

 

  • გალინა ფადეევი, 4 წლის

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: