მთავარი,სიახლეები

ნინო ხარატიშვილი: არასდროს მესმოდა, როგორ შეეძლოთ ქართველებს ეამაყათ სტალინით

27.11.2019
ნინო ხარატიშვილი: არასდროს მესმოდა, როგორ შეეძლოთ ქართველებს ეამაყათ სტალინით

„არასდროს მესმოდა, როგორ შეეძლოთ ქართველებს ეამაყათ სტალინით… არ შემიძლია ვწერო იმ საუკუნეზე და არ დავწერო სისასტიკეებზე,“ – ამბობს ბრიტანულ გამოცემა The Guardian- თან ინტერვიუს დროს ქართველი მწერალი ნინო ხარატიშვილი. ინტერვიუ მის ბოლო რომანზეა – „მერვე სიცოცხლე“, სადაც საქართველოს რეალობაა აღწერილი, მათ შორის, საბჭოთა წლები და ქვეყანა დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ. ნინო ხარატიშვილი 2003 წლიდან გერმანიაში ცხოვრობს. წელს იგი შილერის პრიზით დააჯილდოვეს.

„გარდიანთან“ ნინო ხარატიშვილი ამბობს, რომ სტალინის მმართველობის დროს მკვლელობის ჩრდილი იყო ყველგან, თუმცა ამის მიუხედავად სტალინის მუზეუმი გორში ისევ არსებობს. მწერალი ამბობს, რომ გერმანიისგან განსხვავებით, საქართველოში ჯერ კიდევ არ დაუწყიათ ისტორიის „კოლექტიური კვლევა“.

„როდესაც სკოლაში ისტორიას მასწავლიდნენ, ბევრი წელი გავდიოდით შუა საუკუნეების პერიოდს ან მეფე დავითის ისტორიას. მხოლოდ ერთი თავი იყო საბჭოთა კავშირის შესახებ. ეს იყო აბსურდი,“ – ამბობს ნინო ხარატიშვილი გამოცემასთან.

ნინო ხარატიშვილმა „მერვე სიცოცხლე“ გერმანულ ენაზე დაწერა. მისი თქმით, ენამ მას მისცა დისტანცირების საშუალება. „მე მჭირდებოდა მანძილი, რომ აღწერილიყო ყველაფერი,“- დასძენს იგი.

ინტერვიუში ნინო ხარატიშვილი აღნიშნავს იმასაც, რომ დღეს საქართველოს მომავალი რთულად პროგნოზირებადია, რადგან ქვეყანა დიდი ეკონომიკური და სოციალური პრობლემების წინაშეა, გრძელდება „მცოცავი ოკუპაცია“, ხოლო რუსეთის დუმის დეპუტატის საქართველოს პარლამენტის სხდომების წაყვანა სურს. მწერალი აქცენტს აკეთებს ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქციებზე, რომლის შემდეგაც პოლიციამ რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

ამავე თემაზე: 

„ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ უამრავმა გერმანელმა გადაწყვიტა საქართველოში მოგზაურობა“

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე:

Rewriting 2008 07.08.2026
Rewriting 2008