გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 16 ივლისის 21 საათიდან 17 ივლისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით – ზოგან ხანმოკლე წვიმა, დღისით – უმეტესად უნალექოდ,
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:
- დღისით: 23 – 28 გრადუსი
- ღამით: 17 – 22 გრადუსი
მთაში მოსალოდნელია:
- დღისით: 17 – 22 გრადუსი
- ღამით: 5 – 10 გრადუსი
ზღვის წყლის ტემპერატურა 25.5 გრადუსია. ტალღის სიმაღლე: 5-10 დმ – 2-3 ბალი.
სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო ორ დღეს, 18-19 ივლისს, მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.
___________
ფოტო: ლელა დუმბაძე/„ბათუმელები“






