მთავარი,სიახლეები

„თქვენ ხართ პრორუსი მთავრობა!“- აქცია ბათუმში საერთაშორისო კონფერენციის ფონზე

11.07.2019
„თქვენ ხართ პრორუსი მთავრობა!“- აქცია ბათუმში საერთაშორისო კონფერენციის ფონზე

ბათუმში, სასტუმრო „შერატონის“ წინ, სადაც საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს, ორგანიზაცია „ალტერნატივას“, ენმ-ს წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები საპროტესტო აქციას მართავენ.

„თქვენ ხართ პრორუსი მთავრობა, პრორუსი ხელისუფლება, ამიტომ თქვენ არ უნდა ისხდეთ ევროპული, დემოკრატიული განვითარებული ხალხის გვერდით, თქვენ არ გიყვართ საქართველო, რადგან ხელს უწყობთ რუსეთის ინტერესების გატარებას საქართველოში,“ – ასე მიმართავენ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს აქციის მონაწილეები, რომლებიც ამ წუთებში [13:30] „შერატონის“ წინ, ვერანდაზე იმყოფებიან.

https://www.facebook.com/batumelebi/videos/865176817181472/?eid=ARCW4xgqEOJnAo5srD-UlBBtngu4jT75XhlMUZtSaWtyfy8rWunOZLXJlsOoCFax-1OvplY4PBw0HgRo

„თქვენ ხართ პუტინისტები, მოღალატეები და არაფერს აკეთებთ საქართველოს დეოკუპაციისთვის და იმის მაგივრად, რომ ახალგაზრდების თვალების დამთხრელი გახარია გადაგეყენებინათ, ხვალ კონფერენციაზე აპირებს გამოსვლას,“ – ამბობს ენმ-ს წარმომადგენელი ბონდო თედორაძე.

აქტივისტები საქართველოს მთავრობის წევრებს საყვედურობენ იმაზე, რომ ისინი არ გამოეხმაურენ პუტინის  განცხადებას, როცა მან საქართველო ოკუპაციასა და გენოციდში დაადანაშაულა. 

„თქვენ ვერ გაბედეთ განცხადების გაკეთებაც კი და თქვენ დაისჯებით ამის გამო. ჩვენ, ახალგაზრდებს არ გვინდა თქვენნაირი მთავრობა და დროზე ჩამოეცალეთ სისტემას,“- აცხადებენ აქტივისტები.

დღეს, 11 ივლისს, სასტუმრო „შერატონში“ საერთაშორისო კონფერენცია „საქართველოს ევროპული გზა“ გაიხსნა, რომელსაც ევროსაბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკიც ესწრება. კონფერენციაზე იმყოფება საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი და მთავრობის სხვა წევრები. საპროტესტო აქცია დილით, კონფერენციის გახსნის წინაც გაიმართა.

ამავე თემაზე: 

ბათუმის კონფერენციას წელს პირველად ევროსაბჭოს პრეზიდენტი დაესწრება

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: