მთავარი,სიახლეები

„ძალიან დიდი შეცდომა იყო რუსეთის ისევ დაბრუნება ევროპის საბჭოში“ – პაველ ფიშერი

11.07.2019
„ძალიან დიდი შეცდომა იყო რუსეთის ისევ დაბრუნება ევროპის საბჭოში“ – პაველ ფიშერი

პაველ ფიშერმა, ჩეხეთის რესპუბლიკის სენატის საგარეო საქმეთა, თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარემ ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის სესიაზე – „სიცოცხლე ასოცირების შემდეგ: უფრო მაღალი მიზნის ძიებაში“ განაცხადა, რომ ევროკავშირი გაფართოებისთვის მზად არ არის, თუმცა საქართველოს სჭირდება მეტი მხარდაჭერა.

„მე ვისაუბრებ ჩეხეთის სენატის სახელით, რადგან ჩეხეთის სენატში საქართველოს ბევრი კარგი მეგობარი ჰყავს.

სოლიდარობა და ნდობა.

ჯერ სოლიდარობას შევეხები. მიმაჩნია, რომ ეს საკითხი, რომელზეც მიმდინარეობდა მსჯელობა ევროპის საბჭოში, რამაც გაუხსნა კარი რუსეთს უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ჩემი აზრით ეს იყო ძალიან დიდი შეცდომა. ბევრი ქვეყანა, ისეთი, როგორიც უკრაინა და საქართველოა, ეწინააღმდეგებოდა ამ გადაწყვეტილებას. შესაბამისად, სოლიდარობა, რომელიც უნდა გამოვიჩინოთ ევროპის საბჭოში, არის ის, რომ ჩვენ, წევრმა ქვეყნებმა, ერთად უნდა ვიმოქმედოთ, ხელი უნდა შევუწყოთ სამართლის უზენაესობის დამკვიდრებას და ჩვენ სოლიდარობა ვერ გამოვიჩინეთ. ჩეხეთი, უკრაინა და საქართველო სულ სხვა მოსაზრებისა იყვნენ და ძალიან დიდი შეცდომა იყო რუსეთის ისევ დაბრუნება ევროპის საბჭოში.

ახლა მეორე საკითხი, ნდობა.

იმისათვის, რომ ვენდოთ ერთმანეთს, აუცილებლად უნდა ვიყოთ გულახდილები. არ დავმალოთ რაღაცები, როგორც წევრმა ქვეყნებმა. ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ ევროკავშირის ფარგლებში და ევროსტრუქტურებში ჩვენ არ ვართ მზად გაფართოებისათვის და საქართველოს მიღებისათვის. მაგრამ ამავე დროს ჩვენ უნდა ავიღოთ ჩვენს თავზე ვალდებულება, რომ უფრო მეტი რამ გავაკეთოთ, უფრო მეტი რამ შევთავაზოთ საქართველოს და ეს მეტი შეიძლება იყოს ბიუჯეტი, თანხები, რომელიც გამოიყოფა სხვადასხვა პროექტისთვის.

შეიძლება გავაკეთოთ უფრო მეტი იმ მხრივ, რომ მოვიწვიოთ საქართველო უფრო მეტ სექტორული თანამშრომლობის ფორმატებში, ან შევქმნათ ერთგვარი სივრცე, სადაც საქართველოს ექნება შესაძლებლობა ელაპარაკოს სხვადასხვა ქვეყანას იმაზე, თუ როგორ შეასრულოს თავისი ვალდებულებები და როგორ დააკმაყოფილოს ევროკავშირში არსებული მოლოდინები, რადგან თუ ნდობაზე ვსაუბრობთ, ძალიან მკაფიოდ უნდა ვიცოდეთ, რა განსხვავებაა მოლოდინებს შორის, რომელიც დღეს არსებობს და იმ გაბედულ მესიჯებს შორის, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისგან, პრემიერისგან, პრეზიდენტისგან, საგარეო საქმეთა მინისტრისგან. ეს იყო ძალიან მკაფიო გზავნილები და ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ ჩვენ ძალიან ყურადღებით ვისმენთ და ძალიან სერიოზულად უნდა მოვეპყროთ ჩვენს ვალდებულებებს და ამავე დროს უნდა შეიქმნას სივრცე, რაც მისცემს საქართველოს საშუალებას, იმოძრაოს წინ,“ – განაცხადა პაველ ფიშერმა.

პაველ ფიშერი ჩეხი დიპლომატია, იგი 2018 წელს ჩეხეთის პრეზიდენტობის კანდიდატი იყო.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: